სასჯელაღსრულების სამინისტომ, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
„ბრალდებულ მერაბიშვილს სასჯელაღსრულების ექიმების მხრიდან ადეკვატური ყურადღება ექცევა, ასევე სულ ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორიდან წამყვანმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს გამოკვლევები. რაც შეეხება ადვოკატის ბრიფინგს, იმის გათვალისწინებით, რომ მის დასაცავ პირს არანაირი დაბრკოლება არ აქვს სამედიცინო მომსახურების მიღებისა, შეეძლო ჩვენთვის მოემართა განცხადებით ბრიფინგამდეც , თუმცა მას აქამდე არ მიუმართავს ჯანდაცვის დეპარტამენტისთვის. საჭიროების და სურვილის შემთხვევაში, მას ახლაც შეუძლია მოგვმართოს დასაბუთებული განცხადებით" - აღნიშნულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომენტარში
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარსედა. ადვოკატი ითხოვდა ბრალდებულთან სამედიცინო სექტორის ექიმების შეყვანა და თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, მაშინ მერაბიშვილის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანას.