reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილმა თბილისი-მესტია-თბილისის ავიარეისის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 18:06
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა თბილისი-მესტია-თბილისის ავიარეისის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ავტორი:
14 ივლისი, 2014. 15:30


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისი-მესტია-თბილისის ავიარეისის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას ხელს შეუწყობს.



"ავიარეისების აღდგენის საკითხებზე მუშაობისას ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა ალტერნატივა, ჩავატარეთ კონსულტაციები და შედეგად გამოცხადდა საჯარო ტენდერიმოხარულები ვართ, რომ ღია და გამჭვირვალე საჯარო ტენდერის პროცესში გაიმარჯვა სწორედ ქართულმა ავიაკომპანიამ, რაც ქართული ავიაციის განვითარებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნა მინისტრმა. 



კვირიკაშვილის განმარტებით, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოში მცირე ავიაციის განვითარება, ქართული ავიაკომპანიების გაძლიერება და რეგიონული მცირე აეროპორტებისა და აეროდრომების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. 



"ეს არის პროცესი რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით რეისების შესრულება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. ტენდერში ქართული კომპანიის გამარჯვება ნიშანდობლივია იმ მიმართულებითაც, რომ კომპანიას საშუალება ექნება მოამზადოს და გადაამზადოს ქართველი მფრინავები და ტექნიკური პერსონალი, რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული მცირე ავიაციის შემდგომი განვითარებისთვის," - განაცხადა კვირიკაშვილმა. 



მესტიის მიმართულებით რეისები 18 ივლისიდან დაიწყება. რეისები კვირაში სამჯერ,  ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ქნება. ბილეთის ღირებულება 65 ლარია ( ერთი მიმართულებით).  ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს.




(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016