ახალციხესა და გორში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა იგეგმება. ზურაბ აბაშიძის განცახდებით, ამ წუთებში სხდომა უკვე იწყება. იგი აღნიშნავს რომ შეხვერაში უმცირესობის წარმოამდგენლები მონაწილეობას არ იღებენ. ერთ-ერთი განსახილველი თემა საქრთველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფი პირის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა იქნება. განიხილება პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხზე იმსჯელებენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გორში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსთავში მიმდინარე სხდომისას უმცირესობის წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარადმჭერებს შორის შელაპარაკება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ განმარტებით, მსგავს პირობებში საკითხებზე მსჯელობას აზრი არ აქვს.
საყოველთაო-სახალხო განხილვები უკვე ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში. მასში მონაწილეობას ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და პოლიტიკური პატიების წარმომადგენლები მიიღებენ.