reportiori.ge - გიორგი კორახაშვილი სატენდერო კომისიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 18:38
ეკონომიკა
გიორგი კორახაშვილი სატენდერო კომისიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს (ვიდეო)
14 ივლისი, 2014. 16:46



„ალგორითმის“ მფლობელი გიორგი კორახაშვილი პირველკასელთა ნეთბუქების თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ალგორითმის“ მიერ წარდგენილი პროდუქცია ბევრად უფრო ხარისხიანია, ვიდრე UGT-ის, რომელმაც თავად აღიარა, რომ ტენდერის პროცესში სათანადო ნიმუშის წარდგენა ვერ მოასწრო,  განათლების სამინისტრო კი მაინც UGT-ის მიერ წარდგენილ პროდუქციას ირჩევს. კორახაშვილი სატენდერო კომისიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს.

 

 

ალგორითმის შეთავაზებული CLASSMATE PC კომპანია INTEL-ის უნიკალური პროდუქტია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის, გათვალისწინებულია ბავშვების უსაფრთხოებისთვის ყველა პუნქტი, წლებია გამოცდილია მისი თვისებები გამძლეობაზე, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ნაკლებ დაზიანებას და თვითონ ბუქების მინიმალურ ფიზიკურ დაზიანებას, რაც გარანტიას არ ექვემდებარება და მოუწევთ მშობლებს საკუთარი ჯიბიდან ან მთლიანი ღირებულების დავარვა დაახლოებით 500 ლარამდე ან დაზიანების აღდგენის დაფარვა. ჩვენი პროდუქტი არ ტყდება!!!

 

ქალბატონ სანიკიძეს მივმართავ, რომ სწორედ, ჩვენი ბუქების ეკრანებშია გათვალისწინებული ბავშვების თვალებისთვის სპეციალური დაცული ეკრანები, ნაკლები სიმკვეთრით და სიკაშკაშით (ქინდლის მაგალითი) და კიდევ ერთი UGT-იმ აღიარა, რომ ტენდერის პროცესში ვერ მოასწრო სათანადო ნიმუშის წარმოდგენა, რამაც გამოიწვია  მისი დისკვალიფიკაცია. თუ ტენდენციური არაა სატენდერო კომისია ამიხსენით:

1) რატომ ჩაიდო შეზღუდვა ქართულ წარმოებაზე;

2) რატომ არ ითხოვს  UGT-ის ნიმუშის ვარდნის ტესტის შედეგებს, რატომ ენდობა მხოლოდ წარმოების თანამშრომლის ფიცს, რომ არ ტყდება;

3) UGT-ის ვერც ნიმუშმა და ვერც საბუთებმა ვერ დააკმაყოფილეს ტენდერის პირობები და მოხდა დისკვალიფიკაცია, ამის შემდეგ რატომ ჩაშალეს ტენდერი და არ გადავიდნენ შემდეგ პრეტენდენტზე?

მოკლედ, ბევრი კითხვაა და იმედი მაქვს, ბავშვებისთვის, ქართული წარმოებისთვის, სატენდერო კომისიის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის, კომპანია  UGT-ის რეპუტაციის გადარჩენისთვის (რადგან მათი პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში, სავარაუდო ფიზიკური დაზიანებები იქნება მრავლად), თვითონ INTEL-ის პროექტის  - CLASSMATE PC-ის (ეს პროქტი მსოფლიოს ათეულ ქვეყნებში მიმდინარეობს ჩვენი პრუდუქტით) გადარჩენისთვის მთავრობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ბავშვები მიიღებენ დაცულ ბუქებს სექტმბერში.

 

ps bookebis tenderi 13 07 2014 იმედია წელს ინტელის სპეციალიზებული ნეთბუქები დაურიგდებათ ბავშვებს, რაც უზრუნველყოფს როგორც ბავშვების და ნეთბუქის დაზიანებისგან უსაფრთხოებას, ასევე მშობლების ...“- აცხადებს ალგორითმის მფლობელი გიორგი კორახაშვილი.

 

სახელმწიფო კომისიას ვერ გადაუწვეტია, ვის მიანდოს პირველკასელთა ნეთბუქების შეძენის საქმე. გადაწყვეტილება მინიტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს და ეს საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე უნდა გადაწყდეს.

 

UGT -მ სამინისტროს ნეთბუქები 1 830 000 ლარით იაფად შესთავაზა, ამიტომ შემსყიდველმა UGT  აირჩია. „ალგორითმის“ პრეზიდენტმა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება დავების განმხილველ საბჭოში გაასაჩივრა.

 

 

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016