reportiori.ge - ეს პროვოკაციაა ბიძინას ოჯახის წინააღმდეგ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:41
პრეს-დაიჯესტი
ეს პროვოკაციაა ბიძინას ოჯახის წინააღმდეგ!
ავტორი:
14 ივლისი, 2014. 18:55



ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ი. ტელეკომპანიის მეპატრონე – ბერა ივანიშვილი. გადაცემა „ბინა 18“. წამყვანები – კოტიკო თოლორაია და მისი დაბოლილი ძმაკაცები. ბოლო ორი სიუჟეტი: პირველ სტუდიაში მიყვანილი ჰყავთ ნორჩი ბოზები და სტეპლერით სკრეპებს ურჭობენ შიშველ ტრაკზე. გოგოებს სისხლი მოსდით დუნდულებიდან, მაგრამ მაგრად სიამოვნებთ. კოტიკო და მისი ძმაკაცები ექსტაზში არიან. მეორე – სტუდიაში მიწვეული ჰყავთ ფოლკლორული ჯგუფი „ბანი“, რომლის წევრებიც დოლს უკრავენ ცოტა ასაკოვანი ბოზების ტრაკებზე. ბოზები გადაკუზულები არიან, სახეები არ უჩანთ. ეს ორი უაზრო სიუჟეტი იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. თუმცა ამდენ ხალხში ერთი-ორი ისეთიც არსებობს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გართობა და აქ საგანგაშო არაფერია. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჯი-დი-ეს“-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილი წაიყვანდა გადაცემას („მოქალაქე), საჭირო გახდა არხის ფორმატის შეცვლა, აქამდე ამ არხს ჰქონდა გასართობი ფორმატი. 7 ივლისს გავრცელდა ინგფორმაცია, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა განცხადებას შეიტანდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. აქ უკვე საჭირო იყო რაღაც „მუხრუჭი“, ეთერში უნდა გასულიყო რამე ისეთი „ბანძობა“, რაც გამოიწვევდა დიდ სკანდალს და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებას, რა თქმა უნდა, უარყოფით კონტექსტში. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რა მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ ყველაფერმა ბიძინა ივანიშვილის წრეში? ჩემსა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

 

– გამარჯობა, როგორ ხარ?

 

– ვარ, რა... ამდენი სისულელის შემხედვარე როგორ ვიქნები? ეს თოლორაია ვითომ ტრ...ებზე რომ უკრავს, კობა ხაბაზის „ბრატია“ და მაგის დავალებებს ასრულებს, ბატონ ბიძინას სახელი რომ გაუტეხოს, მაგ ბოზმა!

 

– ეს არის ისევ ბიძინასა და მისი გუნდის ბრალი. არ უნდათ, ძმაო, სერიოზული ხალხი და აჰა!

 

– გეუბნები, ძმაკაცები არიან ხაბაზი და ეგ თოლორაია, ტიპს მანქანა აჩუქა და რამე. ახლა სპეციალურად სახელს უტეხს ტელევიზიას, ეგ „ნაცების“ ბოზი, აგენტი!

 

– სახელს უტეხს? ატეხინებენ. თუ არ უნდათ, ვერ გაუტეხენ!

 

– ტექნიკურად იღებენ დავალებას ნაცებისაგან და ასრულებენ, ახალ მთელ საქართველოს მოსდეს, აგერ, ბიძინას ტელევიზიაში ქალების ტრაკზე დოლს აკვრევინებენ და ხალხს ასტეპლერებენო. მერაბიშვილის მოქრთამული აგენტები აკეთებენ ყველაფერს. ლამისაა გული გამისკდეს!

 

– კოტიკოებს რომ მიიყვან, უარესი მოგივა.

 

– გელა, ბიძინამ არ იცის, ვინაა კოტიკო თოლორაია, საიდან უნდა იცოდეს? შეაგზავნეს და გააკეთა თავისი საქმე. მთელი საქართველო დედას იგინება, თან იმ ფონზე, როცა ბიძინამ თქვა, ახალი გადაცემა უნდა დავიწყოო, ეგრევე დაამთხვიეს ეს ...ეობები სპეციალურად. დამიჯერე არც ბიძინამ და არც სხვამ არ იცის, ვინ არიან ეს თოლორაიები და ფაქოები. ის ფაქო უარესი ნაბოზარია. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ ბიძინა არაფერ შუაშია. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველსაც აატეხინეს ამბავი, ქალების უფლებები დაარღვიესო. „ნაცების“ პროვოკაციაა ბიძინას ოჯახის წინააღმდეგ!

 

– მე შევყარე, ძმაო, ეგენი ტელევიზიაში? რაღა დროს კოტიკოა?

 

– ბიოსგან არიან გაბრუებულები, დაბოლილები. ბიძინას ხომ იცნობ? მაგან რომ იცოდეს, ეგენი 24 საათი დაბოლილები არიან, გაგიჟდება, ყველას გაყრის. კაცი არაა მთქმელი და აგერ, ძმაო, შედეგი, მთელი საქართველო დედას იგინება და საერთაშორისო ორგანიზაციები – ხომ საერთოდ. ახლა ფორმატის შეცვლაზე განაცხადი უნდა შეეტანათ და გაუჩალიჩეს.

 

არ მიშვებენ, სადაც საჭიროა, თორემ მე ვიცი, რა ხალხსაც მივიყვანდი გინდა პიარში, გინდა – პრესსამსახურში და მაგ „ნაცებს“ ვაჩვენებდი სეირს.

 

– აგენტურას არ უნდა მისცე საშუალება, რომ გაგაფარჩაკოს.

 

– უნდა გამოვასწოროთ!

 

– როგორ?

 

– რა გითხრა, აბა? ლამისაა გული გამისკდეს!

 

– ბიძოს ჩაუხვევია, ჩემი გადაცემის პროდიუსერი „ნაცების“ მსახური ჟურნალისტი რომ იყო, ის იქნებაო. მერე უთქვამთ, ხალხი დაგცინებს, ერთი ამბავი ატყდებაო. რათა კაცო, რათა? მერე იტყვიან, აგენტურა შეუგზავნესო.

 

– არ ვიცი, რა გითხრა, ხმას ვერ ვიღებ. ბერა კაი ხანია საფრანგეთშია და ესენი „გულაობენ“.

 

კოტიკოს ჰკიდია, რაც მოხდა, სასაცილოდაც არ ჰყოფნის და თავხედურ ბოდიშს იხდის:

 

„ძალიან განიცდიან, თითქოს ჩვენ ქალთა უფლებებს ვთელავთ, მაგრამ არ ვთელავთ ჩვენ მათ უფლებებს. ვისაც ეს გეწყინათ, მე, როგორც კოტიკო თოლორაია, ბოდიშს გიხდით. არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ვინმეს სწყენოდა. ქართველობა აქ არაფერ შუაში არ არის. ქალებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ამას ჩარჩოში ნუ ჩასვამთ და პოლიტიკურ მოტივს ნუ მისცემთ“.

ამის შემდეგ კოტიკო და მისი ერთი ძმაკაცი სახალხოდ იკუზებიან, ქალები ტრაკზე ურტყამენ და ბოლოს აცხადებენ, გენდერული თანასწორობა აღდგენილიაო. მეტიც, ერთ-ერთი გოგონა, რომლის ტრაკზეც „რაჭული“ დაუკრეს, ხმამაღლა აცხადებს, ამაში ფული გადამიხადეს და თავი დამცირებულად სულაც არ მიგრძვნიაო. კი, მაგრამ ვინმე მარი ბაბეტას ვისი ფული გადაუხადეს? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისა, პირველი მოქალაქისა, რომელსაც ქვეყანაში ჯერ კიდევ უამრავი გაჭირვებული ჰყავს:

 

„ჩემთვის ეს იყო საინტერესო და ახალი, რომელშიც დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მე მოცეკვავე ვარ, ფინანსურად არ მიჭირს, ამის გარდა, მე სხვა შოუებშიც ვიღებ მონაწილეობას, ამიტომ ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. არ დაგიმალავთ, თანხა ნამდვილად ავიღე, მაგრამ თანხის გამო ეს არ გამიკეთებია. ეს არანაირად არ არის ქალის შეურაცხყოფა. მე ჩემს თავს არ ვთვლი შეურაცხყოფილად და სხვა რატომ ლაპარაკობს ჩემს მაგივრად. თუ თავად გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად, ეს მათი პრობლემაა“.

 

მარი ბაბეტა არ აკონკრეტებს, ტრაკის აწევაში რამდენი გადაუხადეს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტს მაინც გადაუხდიდნენ, რამდენიც ერთ გლეხს სჭირდება ვენახის მოვლა-პატრონობაში ერთ სეზონზე, ან ერთ ავადმყოფს სჭირდება სამკურნალოდ ონკოლოგიურში... და ეს ყველაფერი ხდება სად? ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში!

 

გელა ზედელაშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016