reportiori.ge - სოსო რობაქიძე: „ქუჩაში გამოვიყვან 100 000-ზე მეტ ადამიანს!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:30
პრეს-დაიჯესტი
სოსო რობაქიძე: „ქუჩაში გამოვიყვან 100 000-ზე მეტ ადამიანს!“
ავტორი:
14 ივლისი, 2014. 18:55



არ ვმალავთ და ვამბობთ, რომ ორგანიზაციებს ვქმნით ამ ყველაფრისთვის!

 

ის ადამიანები, რომელთა შვილები სააკაშვილის რეჟიმს ემსხვერპლნენ, იმ მთავრობისგან, რომელიც მათი შვილების პლაკატებით ხელში მოვიდა ხელისუფლებაში, სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომიდან 2007 წლის ნოემბრის გამეორებას გეგმავენ!

 

კვირის ქრონიკა სოსო რობაქიძეს ესაუბრა: 

 

უგულავას დაკავება სამართლიანობის აღდგენისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა. უგულავა არ იყო მარტო ქალაქის მერი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული აბსოლუტურად ყველა მკვლელობაში, რაც კი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა სამგორის მეტროსთან მომხდარი მკვლელობა, კრიალაშვილის მკვლელობა, .. მუხროვანის ამბოხი და .ხალხს ხოცავდნენ და ხალხის ფულს ისე არიგებდნენ, თითქოს ბაბუამათის დანატოვარი ქონება ყოფილიყოუგულავას დაკავებით პირველად მოვიფხანე გული. ნაციონალები, ახლა ბადეში გაბმული თევზებივით არიან. რომ გაებმებიან, ხვანცალობენ და ვეღარ გამოდიან. ველოდებით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, შემოდგომამდე სამართლიანობა არ აღდგება, მერე ძალიან გვიან იქნება! თუ არ დაისჯებიან ბუტას, სანდროს, ზურას და . მკვლელები, ადამიანების ციხეებში გამაუპატიურებლები, მაშინ ხალხი სამართლიანობის აღდგენას თვითონვე საკუთარი ძალებით დაიწყებს და ადამიანების ქუჩაში ცემა მონაგონი იქნება! ქართველმა ხალხმა უნდა დასაჯოს ესენი. 

 

როგორ უნდა დასაჯოს ხალხმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები? ფიზიკურ ანგარიშსწორებას გულისხმობთ? 

 

მე ის კაცი არ ვარ, ვინმეს ქუჩაში დავხვდე და ვცემო, მაგრამ მე ის კაცი ვარ, რომელიც, თუ სამართლიანობა არ აღდგება, რაც 2007 წლის 2 ნოემბერს დაიწყო, იგივეს წამოვიწყებ და ქუჩაში გამოვიყვან 100 000-ზე მეტ ადამიანს. ამისთვის მზად ვართ, არ ვმალავთ და ვამბობთ, რომ ორგანიზაციებს ვქმნით ამ ყველაფრისთვის. ცოტა ხანში ნახავთ, რამდენი ორგანიზაცია შეიქმნება. ჩვენ, გადავარჩინოთ სიცოცხლე, ამაზე ვმუშაობთ და დაახლოებით ასიათასობით ადამიანს ვხვდებით. ჯერ ისევ გვაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. ის დაგვპირდა, რომ წლის ბოლომდე სამართლიანობას აღადგენს! მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რადგან დაიწყო, არ უნდა გაჩერდეს! გააგრძელოს დაჭერები და დაიჭიროს ყველა, ვინც დასაჭერია, საზოგადოება მთავრობას ამ საკითხში გვერდით უდგას. ჩვენ არ გავჩერდებით! არ დავიღლებით! ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა იმის იმედი, რომ ჩვენ დავიღლებოდით, მაგრამ არ ვიღლებით, არ ვიცხოვრებთ უსამართლო ქვეყანაში! სამართლიანობა მაშინ იქნება აღდგენილი, როცა ადეიშვილს, სააკაშვილს ჩამოიყვანენ დაკითხვაზე და ციხეში ჩასვამენამ ერთმა კაცმა საქართველოს  მოსახლეობას გენოციდი მოუწყო.   ეს პარტია არც უნდა არსებობდეს და 2 წლის შემდეგ არც იარსებებს! 

 

სამართლიანობის აღდგენაში ადეიშვილისა და სააკაშვილის ჩამოყვანას გულისხმობთ? 

 

არამარტო... გასასამართლებელია ადეიშვილი, სააკაშვილი, ღვინიაშვილი... ეს უკანასკნელი დღესაც დეპუტატია. პროკურატურამ ღვინიაშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე უნდა იფიქროს. აუცილებლად უნდა აღიძრას მის მიმართ საქმე და პარლამენტს სთხოვოს, რომ ღვინიაშვილს იმუნიტეტი მოუხსნას. გიორგი ღვინიაშვილი ქალაქის პროკურორი იყო და მის ხელში გაიარა ყველა საქმემ, რაც კი სააკაშვილის პერიოდში მოხდა. მან აბსოლუტურად გაყალბებით ჩაატარა ყველა გამოძიება. ბუტას მკვლელობის დროს, ქალაქის პროკურატურაში საკუთარი თვალით ვნახე, ერთ-ერთ ბავშვს რომ უმოწყალოდ სცემდნენ, ღვინიაშვილი უშუალოდ ესწრებოდა ამ ამბავს. როგორ შეიძლებოდა ოქრუაშვილი გაეთეთრებინათ“? ოქრუაშვილის გათეთრება ლაშა ნაცვლიშვილისა და კუბლაშვილის კისერზეა. როგორ შეიძლებოდა ოქრუაშვილი ვინმეს გაეთეთრებინა? ოქრუაშვილი იყო პირველი ჯალათი, რომელმაც, ადეიშვილთან ერთად, შექმნა ის ყველაფერი, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდაოქრუაშვილზე საზიზღარი ჯალათი ახალაიაც კი არ არის და ეს ადამიანი გაათეთრეს“! ქუჩაში თავისუფლად დადის!!! 

 

ასევე, ძალიან მიკვირს, ხათუნა კალმახელიძეს რატომ არავინ არაფერს ეკითხება? მის დროსაა დაფიქსირებული 300-ზე მეტი  მკვდარი პატიმარი ციხეში. კალმახელიძის დროს სახალხო დამცველი გამოდიოდა და სააკაშვილს აფრთხილებდა, რომ ციხეებში ხალხს კლავდნენ, ამაზე კალმახელიძეს ეცინებოდა. მაინტერესებს, რატომ არავინ არ ახსენებს, რატომ არავინ არაფერს ეკითხება მას. იცით, რა ხდებოდა მის დროს? კარანტინში უშვებდნენ ხალხს 1-2 თვით და ტუალეტის ქაღალდსაც კი არ აძლევდნენ.

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არაფერს არ ეკითხებიან?

 

არ ვიცი, რაღაც კვანძია ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომელიც არ გაიხსნა. დასავლეთს იმიზეზებენ, მაგრამ არავის არ აქვს უფლება, სხვის საშინაო საქმეებში ჩაერიოს!!!  

 

დიანა ლიპარტელიანი 

 

გაზეთი კვირის ქრონიკა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016