reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: შანსი, რომ ევროპის ბაზარზე ფეხს მოვიკიდებთ, არის ნული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:05
ეკონომიკა
დიმიტრი ლორთქიფანიძე: შანსი, რომ ევროპის ბაზარზე ფეხს მოვიკიდებთ, არის ნული!
ავტორი:
14 ივლისი, 2014. 21:00



ჩვენი შანსი, რომ ევროპის ბაზარზე ფეხს მოვიკიდებთ, არის ნული“, - განაცხადა გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

 

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“ გერმანიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, სადაც შეისწავლა, რა დადებითი შედეგების მომტანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის.

 

 

შევისწავლე, რა დადებით შედეგებს გვაძლევს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების სავაჭრო-ეკონომიკური ნაწილი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სერიოზული პრობლემები გვექნება ამ მხრივ. ევროკავშირმა, ფაქტობრივად, შეისწავლა ჩვენი ბაზარი. 28 სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რომელზეც ხელი მიგვიწვდება, შეზღუდვები გვაქვს. ვერც ერთ ქართულ პროდუქტს ვერ დამისახელებთ, რომელიც შეძლებს თავი დაიმკვიდროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ბაზარზე. მე და ლევან ჩაჩუამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური წერილით მივწერეთ, რომ ევროკავშირის პარაფირებული დოკუმენტის დეტალური ანალიზი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გაკეთებულიყო. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნავალდებული იყო, ერთი თვის ვადაში გაეცა ჩვენთვის პასუხი, მაგრამ ეს პასუხი დღესაც არ მიგვიღია“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

 

წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016