reportiori.ge - ევროკავშირი - საქართველოს ოცნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ევროკავშირი - საქართველოს ოცნება
ავტორი:
16 ივლისი, 2014. 13:36


თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ „თუდეი ზამან"-ში 15 ივლისს გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია, რომელშიც გაანალიზებულია საქართველოს ევროპული კურსი, ევროინტეგრაციის პროცესი და ამ პროცესში წამოჭრილი პრობლემები (ავტორი - ამანდა პოლი, ანალიტიკოსი)




როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ევროკავშირში მიმდინარე კრიზისული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის 81%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს: „მაგრამ ამ სურვილის რეალიზება ევერესტზე ასვლის ტოლფასია. ეს ძალიან რთული და მკაცრი გამოცდა იქნება. გზაზე უამრავი ბარიერი და დაბრკოლებაა, რომლის გადალახვისა და მწვერვალზე ასვლის გარანტიები ძალიან მცირეა. ევროკავშირის გზაზე სიარული კარგად გათვლილ სტრატეგიას, გაბედულობასა და მოთმინებას მოითხოვს".




საქართველო „მთაზე ასვლას" საკმაოდ წარმატებით იწყებს. 27 ივნისს თბილისმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმსაც გულისხმობს. გასულ კვირას ბათუმში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების პროცესის დასაწყისია. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია: „დიახ, რაც კი საქართველომ დღემდე გააკეთა, ეს მართლაც მხოლოდ დასაწყისია ძალიან რთული პროცესის, რთული ტრანსფორმაციისა. თბილისი საკუთარ თავზე ღებულობს ევროკავშირის წევრი ვალდებულებათა 80%-ს, მაგრამ გაწევრიანების მტკიცე პერსპექტივისა და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს არ აქვს ისეთი გარანტიები, როგორიც, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ".




და ბოლოს, რუსეთის ფაქტორი: მოსკოვი არ მალავს თავის უკმაყოფილებას საქართველოს დასავლური დრეიფის გამო. კრემლმა უკვე დააგდო [მძიმე ლოდი] საქართველოს ნატოსაკენ მიმავალ გზაზე და, ალბათ, იგივეს გააკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის ჩასაშლელად.




ცხადია, საქართველოსთვის რუსული ზეწოლა და აგრესია უცხო არ არის, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე თბილისს ამგვარი ქმედებები ბევრჯერ აქვს გამოცდილი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში. დღეს რუსეთი საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას აგრძელებს, იქ კრემლს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები ჰყავს კონცენტრირებული. რუსეთი ცდილობს, რომ „შეუძლებელიც კი შეძლოს", რათა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავის ორბიტაზე შეინარჩუნოს ან გავლენის სფეროში ჰყავდეს მოქცეული. ამ ტენდენციას ყირიმის ანექსიისა და უკრაინის კრიზისში ჩარევის ფაქტიც ადასტურებს. რუსეთი არამარტო ტერიტორიას იკავებს, არამედ ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა გონებაზეც: თავისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ავრცელებს რაღაც ზღაპრებს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირები მის საწინააღმდეგოდაა მიმართული.




მიუხედავად ამისა, საქართველომ მაინც განსაზღვრა თავისი ევროპული კურსი, სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ბოლო წლებში დემოკრატიული არჩევნები ტარდება, ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანად ხდება, პლურალიზმი ვითარდება და კორუფციის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროექტის წარმატებული მაგალითია. ევროკავშირმა ეს ყველაფერი უნდა აღიაროს და საქართველოს ადექვატური პოლიტიკური და ეკონომიკური მმხარდაჭერა უნდა გაუწიოს, მათ შორის უვიზო რეჟიმის დაჩქარებული შემოღების საკითხშიც, როგორც კი თბილისი შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. უვიზო რეჟიმი ქართული საზოგადოებისათვის ერთობ საგრძნობი [ტკბილი] ნაყოფი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმს თავისი სამომავლო პოტენციალიც აქვს: ქართულ პასპორტი უფრო მიმზიდველი იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის.




საქართველო კიდევ ბევრ პრობლემას წააწყდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამიტომ მხარდაჭერა სჭირდება რთული და ძვირადღირებული რეფორმების გასატარებლად. ალბათ, საჭირო იქნება რაღაც ძლიერი, ფორმალური სიგნალის გაგზავნა, რომ ევროკავშირი მთლიანად აღიარებს საქართველოს გეოსტრატეგიულ არჩევანს და გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისს მხარში ამოუდგება. თუმცა ასეთ დროს, როცა უკიდურესად მემარჯვენე პარტიების გავლენა მატულობს, [როცა ისინი ლოიალურად არიან განწყობილნი] რუსეთის მზარდი მტრობის მიმართ, სამწუხაროდ, განწყობა მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად არ არსებობს.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016