reportiori.ge - 2 წლის გოგონას მუმია თვალებს ახელს და ხუჭავს (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:22
სხვადასხვა
2 წლის გოგონას მუმია თვალებს ახელს და ხუჭავს (ვიდეო)
ავტორი:
17 ივლისი, 2014. 09:50


როზალია ლომბარდო 1920 წელს 2 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მის სხეულს, მამის დაჟინებული მოთხოვნით, რომელიც შვილის დაკარგვას ძალიან განიცდიდა, ბალზამირება გაუკეთეს და პალერმოში (იტალია) კაპუცინების კატაკომბებში მოათავსეს. ბალზამირების განსაკუთრებული ტექნიკის წყალობით გოგონა დღემდე არა გარდაცვლილს, არამედ მძინარეს ჰგავს. ამის გამო მას "მძინარე მზეთუნახავის" სახელითაც მოიხსენიებენ.


94 წლის შემდეგაც როზალიას სხეულზე გახრწნის კვალი არ შეიმჩნევა. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ, თვითმხილველთა თქმით, დღეში რამდენჯერმე როზალია თვალებს ახელს და კვლავ ხუჭავს.


სპეციალისტებმა ამ მოვლენას მარტივი და ყოველგვარ მისტიურობას მოკლებული ახსნა მოუძებნეს.




"ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, რომელსაც მუმიის სახეზე დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს სინათლის განსხვავებული კუთხეებიდან დაცემა იწვევს", - ამბობს კატაკომბების ზედამხედველი დარიო პიომბინო-მასკალი. მისი თქმით, გოგონას ქუთუთოები ბოლომდე დახუჭული არც არასდროს ჰქონია, ამის წყალობით იქმნება სწორედ ის ოპტიკური ილუზიაც, რაც მზის სხივების დაცემის კუთხეზეა დამოკიდებული.




(მოამზადა თეო ტაბატაძემ)



წყარო: Mirfactov.com



 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016