reportiori.ge - უჩა ნანუაშვილი: 2013 წელს საკრებულოს თანამშრომლების დაკავება კანონდარღვევაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:54
საზოგადოება
უჩა ნანუაშვილი: 2013 წელს საკრებულოს თანამშრომლების დაკავება კანონდარღვევაა
17 ივლისი, 2014. 14:46


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2013 წლის ივნისში მერიის და საკრებულოს  თანამშრომლების დაკავება დარღვევად შეაფასა. მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ნანუაშვილმა აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე 2013 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.



"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2013 წლის ივნისში მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დაკავება ჩვენი მხრიდან შეფასებულია, როგორც დარვევა. 22 ადამიანის დაკავებაზე გამოძიების ჩატრება აუცილებელია", - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

 

სახალხო დამცველის თქმითვე,  2013 წელს, წინა წლებთან შედარებით სასამართლო არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიებებს ნაკლებად იყენებდა, თუმცა კანონდარღვევის ფაქტებიც ფიქსირდებოდა.



"სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ გასული წელს სასამართლოები უფრო ხშირად იყენებდნენ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიებებს, თუმცა იყო დარღვევებიც. ერთ-ერთ ფაქტად მოყვანილი მელნიკოვის საქმე. მის საქმეში, ექსტრადაციის შემდეგ, მოსამართლემ არ განიხილა სასამართლოს მიერ აღკვეთის საკითხი, რაც კანონდებლობის დარღვევაა და მელნიკოვი თვეზე დიდხანს იყო უკანონო პატიმარი", - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

 

ნანუაშვილმა ე.წ ტრაქტორების საქმეზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიების სრულყოფილად ჩატარება აუცილებელია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016