reportiori.ge - კახა ძაგანია: აუცილებელია, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:39
ინტერვიუ
კახა ძაგანია: აუცილებელია, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს!
18 ივლისი, 2014. 17:40

 

 

 

„რეპორტიორი"  „მემარცხენე ალიანსის" ლიდერს, კახა ძაგანიას ესუბრა:

 

 

- ბატონო კახა, არასამთავრობო ორგანიზაციათა გარკვეული ნაწილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას და მის დაკითხვას ითხოვს. უერთდებით  თუ არა ორგანიზაციებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ მოთხოვნას?

 

 

- მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულებები! მან  პასუხი უნდა აგოს, მაგრამ სანამ პასუხს აგებს, აუცილებელია, რომ  სასამართლომ  მისი დანაშაული დაადგინოს და მიიღოს გადაწყვეტილება  განჩინებით!

 

 

- თავის დროზე მთავარმა  პროკურატურამაც საკმაოდ რიხიანად დაიწყო მის დაკითხვაზე საუბარი, თუმცა, რეალური შედეგები  არ გვინახავს...

 

 

- აუცილებელია, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს! სააკაშვილის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. აღნიშნული სარჩელი დარეგისტრირებულია და მისი პროცედურული საკითხები უკვე მიმდინარეობაშია!

 

 

უნდა მივეჩვიოთ, რომ დამნაშავე  დაისაჯოს!  დაჭერები არ უნდა ხდებოდეს აუცილებლად საარჩევნო პროცესში, იმისათვის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ქულები დაიწეროს, ან ვინმეს ქულები მოაკლდეს! 

 

 

- უგულავას  დაკავებას გულისხმობთ?

 

 

- ნაწილობრივ... უგულავას დაკავება გამიზნული იყო იმისთვის, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა დასუსტებულიყო, თუმცა, უგულავას წინაშე კითხვები აუცილებლად უნდა დასმულიყო. სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს,  უგულავა დასასჯელია თუ არ არის დასასჯელი.

 

 

უგულავასთან მიმართებაში ერთი საკითხია მიჩუმებული და არ იხსენებენ.  როცა უგულავა ახლადდანიშნული მერი იყო,  ის  საკრებულოს ერთ-ერთ  სხდომაზე ზონდერებით,  შეიარაღებული ხალხით შემოვარდა. ეს  ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატებს. ცემა-ტყეპა და მთელი ამბები იყო.  „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ლიდერებიც იქ იყვნენ. პარლამენტის წევრებიც მოვიდნენ მაშინ საკრებულოში ოპოზიციის მხარდასაჭერად, ძალიან დაიძაბა ვითარება. 

 

 

- ვისი დავალებით  ხდებოდა აღნიშნული?

 

 

- უშუალოდ უგულავას დავალებით!

 

 

- რა საკითხს განიხილავდა საკრებულო?

 

 

- სხდომაზე მერის იმპიჩმენტის საკითხი იხილებოდა. იცოდნენ, იმპიჩმენტს რომ ვითხოვდით, და ამიტომაც ჰქონდათ გადაწყვეტილი სხდომის ჩაშლა. თუ  იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ჩაიშლებოდა, იგივე სხდომა 6 თვის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.

 

 

- ვინ ხელმძღვანელობდა ოპერაციას?

 

 

- გია უდესიანი ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას! არც დასჯილა დღემდე... მაინტერესებს - თუ კიტოვანი დასაჯეს საკანონმდებლო ორგანოში შევარდნის გამო, რატომ არ  უნდა დაისაჯონ გიგი  უგულავა და გია უდესიანი იმ ყველაფრის გამო?! რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ!

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016