reportiori.ge - ეროსი კიწმარიშვილის ავტოსადგომთან მისმა მეზობელმა კიდევ ერთი სამხილი აღმოაჩინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ეროსი კიწმარიშვილის ავტოსადგომთან მისმა მეზობელმა კიდევ ერთი სამხილი აღმოაჩინა
ავტორი:
18 ივლისი, 2014. 20:52



სააკაშვილ-კუბლწაშვილის ე.წ. სასამართლო გააწყვეილებებმა ჩვენთვის ფარსად, ტაკიმასხრობად აქცია სამართლიანობის პროცესი. როგორი მართალიც არ უნდა იყო, სასამართლო სპექტაკლებში მონაწილეობის შედეგი ისევ უსამართლობა იქნება, აზრს კარგავს ამ ჯამბაზობაში, თუ უარესი არა - აღვირახსნილ, უზნეო, ამორალურ შურისმაძიებელ სპექტაკლებში მონაწილეობა. გაზეთები „ალია" და „კვირის ქრონიკა", პროტესტის ნიშნად, აცილებას აძლევენ სასამართლო ხელისუფლებას და არანაირ მონაწილეობას აღარ მიიღებენ სააკაშვილ-კუბლაშვილის უზნეო, უსამართლო ე.წ. სასამართლო პროცესში, სანამ სასამართლო სისტემა არ შეიცვლება და არ გაიწმინდება უზნეო მონა მოსამართლეებისგან, რადგან ახლა აზრი არ აქვს, რა მტკიცებულებებს დადებ და ვის წარადგენ მოწმეებად პროცესზე. „ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ დაამთავრებდა „ნაცმოძრაობას". დაიწყეთ ეს ბოროტების იმ ბუდიდან, რომელსაც „ნაციონალი" სააკაშვილ-კუბლაშვილის სასამართლო ჰქვია.

 


ეროსი კიწმარიშვილის საიდუმლოებით მოსილი გარდაცვალების შესახებ, მთავარი პროკურატურა, გამოძიებისთვის ხელის არშეშლის მოტივით, ახალს არაფერს აცხადეს. შეაძლოა, პროკურატურის ეს დუმილი მართლა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეობს, ანდა, შესაძლოა, გამოძიება ჩიხშია შესული, რაც თქვა, იმის მეტი მნიშვნელოვანი არაფერი აქვს სათქმელი და ამიტომაც დუმს. დროის მოგების მიზნით, ამგვარ ტექტიკას ხშირად მიმართავენე საგამოძიებოორგანოები, როცა ძალიან უჭირთ. თუმცა, ეროსი კიწმარიშვილის ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ინტერესი ძალზე მაღალია, გაჩნდა მრავალი კითხვა და მთავარი პროკურატურა მოვალეა, ამ კითხვების ნაწილს მაინც გასცეს პასუხი, საქმის ის დეტალებიმაინც გაახმაუროს, რომლებიც გამოძიებას ხელს არ შეუშლის.



მოკლედ, საზოგადოება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ, სერიოზულ ინფორმაციულ დეფიციტს განიცდის. ჟურნალისტებსაც ისღა დაგვრჩენია, კულუარებში ვეძებოთ ინფორმაციები და აქედან რაც დამაჯერებელია, ის მივაწოდოთ ხალხს და ამ საქმის შესახებ მხოლოდ ვერსიების დონეზე ვიმსჯელოთ, რადგან ფაქტები პროკურატურის სეიფებშია გამოკეტილი.



„ალია" შეეცადა, დამატებითი ინფორმაციები მოეპოვებინა. გუშინ ამ მიზნთ მის საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე საათი დავყავი და უპირველესად, იმ ავტოსადგომის ნახვა მოვინდომე, სადაც მანქანაში მკვდარი ეროსი იპოვეს. ავტოსადგომი დაკეტილი დამხვდა, კარებს ბოქლომი ედო. შს სამინპისტროს იქვე მდგარმა თანამშრომელმა ავტოსადგომში არ შემიშვა. ავტოსადგომში არც ამ კორპუჯსის მაცხოვრებლებს უშვებდნენ, რამდენიმე ავტომობილი უკან გააბრუნეს. მოვგიანებით, ეროსი კიწმარიშვილის მეზობლებსა და მის უბანში არსებული სამომსახურეო ობიექტებისა და მარკეტის თანამშრომლებს გავესაუბრე. ცხადია, კონფიდენციალურობის სრული დაცვის გარანტიით, რადგან ეროსი კიწმარიშვილის შესახებ ღიად ლაპარაკს ყველა გაურბის.



ამ ხალხისგან გავარკვიე, ავტოსადგომის დაკეტვის მიზეზი. შს სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის კრიმინალისტები და ექპერტები, ეროსი კიწმარიშვილის მეზობლის შეტყობინეების საფუძველზე კიდევ ერთხელ მისულან ავტოსადგომზე. ამ მეზობელს, რომელიც საკუთარ მანქანას ეროსის ავტოსადგომის ახლოს აჩერებდა, რაღაც ძალიან მნივშნელოვანი დეტალი შეუნიშნავს ეროსის ავტოსადგომის სიახლოვეს, კერძოდ, სამხილი.ნ ეტყობა, ეს დეტალი გამოძიებას შემთხვევის ადგილის მოკვლევისას და გამოძიების შემდგომ ეტაპზეც გამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ არაერთხელ ვთხოვე ავტოსადგომის დარაჯად მდგარ პოლიციელს, ეთქვა ჩემთვის, რა სამხილი აღმოაჩინა ეროსის მეზობელმა და რას უტარებდნენექსპერტიზას კრიმინალისტები, არაფერი არ გამიმხილა. კრიმინალისტები, თვითმხილველთა თქმით, 3 საათისთთვისმოვიდნენ და 7 საათისთვის, როცა იქაურობა დავტოვე, კვლავ ავტოფარეხში იყვნენ. ეტყობა, მეტად მნიშვენლოვანი სამხილის შესახებშეატყობინა კიწმარიშვილის მეზობელმა პოლიციას, რაკიღა ამდენ ხანს მოუნდნენ მის შესწავლა-გამოკვლევას.



ეროსი კიწმარიშვილის მეგობარმა, ბადრი ნანეტაშვილმა მომხდარის დღესვე განაცხადა,რომ ეროსი კიწმარიშვილმა იარაღი საკუთარ ძმას დაბადების დღეზე უყიდა. ეროსიმ მე ასე მითხრაო. სავარაუდოდ, ეროსიმსიმართლე არ უთხრა ნანეტაშვილს. პირადად მე ეროსი კიწმარიშვილთა დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ ზურა კიწმარიშვილს დაბადების დღე 4 ივლისს ჰქონდა. ეროსი ძმისთვის, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, დაგვიანებით დაბადების დღისა და სხვა დღესასწაულების მილოცვა და საჩუქრის ყიდვა არ სჩვეოდა. ის ძმას საჩუქარს აუცილებლად 4 ივლისსვე მიუძღვნიდაო. გარად ამისა, იგივე წყარო აცხადებს, რომ ზურაბ კიწმარიშვილს იარაღი საერთოდ არ იტაცებს, სახლში სანადირო თოფიც კი არ აქვს და არასდროს გასჩენია სურვილი, რომ აიარღი ეყიდა. ეს ეროსიმაც ჩინებულად იცოდა და ძმას, თუნდაც საჩუქრად, ისმეთ რაღაცას არ უყიდდა,რაც მას საერთოდ არ აინტერესებდა. ძმას ის ანებივრებდა და 2004 წელს, დაბადების დღეზე, ძვირადღირებული ავტომობილი, „ლენდ როვერ სპორტი" უყიდა. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ძმას ასეთი ძვირფასისაჩუქარი აჩუქაო.მოკლედ, ბადრი ნანეტაშვილს ნამდვილადმოუწევს იმაზე დაფიქრება, მოატყუა თუ არა მეგობარმა, როცა უთხრა,რომ იარაღს ძმისთვის საჩუქრად ყიდულოდა და თუ მოატყუა, რატომ.



გამოდის, ეროსი კიწმარიშვილს ძმისთვის კი არა, საკუთრივ ნდომებია ეს იარაღი. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის რაღაც საფრთხეს ელოდა და იარაღიც იმიტომ შეიძინა. ამ ვერსიას ერთი ფაქტიც ამყარებს, რომელიც კიწმარიშვილის ერთმა მეზობელმა მითხრა. დღემდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტოსადგომი სათვალთვალოკამერებით იყო აღჭურვილი ად ყველა კამერა მუშაობდა. გუშინ კი გავარკვიე, რომ იმ ავტოსადგომში, საკმაოდ დიდხანს,არც ერთი კამერა არ მუშაობდა, ყველა მათგანი დიდი ხნის წინ  გამოვიდა მწყობრიდან. ეროსიკიწმარიშვილმა კი საკუთარიინიციატივით დააყენა ერთადერთი კამერა, რომელიც მხოლოდ ავტოსადგომის იმ მონაკვეთს აფიქსირებდა, სადაც თავად აჩერებდა ავტომობილს. მეზობელი ვერ აკონკრეტებს, ზუსტად როდის დააყენებინა კამერა კიწმარიშვილმა ავტოსადგომზე, თუმცა, მისივე თქმით, ეს მაქსიმუმ, 1 თვის წინ მოხდა, რადგან 1 თვის წინ თავად ნახა, რომ კამერა არ იყო დამონტაჟებული. საგანგებოდ ნაყიდი იარაღი და ასეთვე, საგანგებოდ, გარაჟში დამონტაჟეული სათვალთვალო კამმერა უკვე იძლევა იმის რეალურ საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, ეროსი ძალზე ფრთხილობდა და ეს ყველაფერი მას თავდასაცავად სჭირდებოდა. ვისგან უნდა დაეცვა თავი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა, ერთ საგულისხმო ვერსიას მაინც შემოგთავაზებთ.



გიგი უგულავას დაჭერის შემდეგ, 7 ივლისს ეროსი კიწმარიშვილმა მედიდით განაცხადა, ძალიან მალე, კონკრეტულად კი 11 ივლისს, პარასკევს კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს დაიჭერენო. თუმცა, მეტი აღარ დაუკონეკრპეტებია. მაშინ არავის უცდია გარკვევა, რის საფუძველზე აცხადებდა ამას კიწმარიშვილი, პროკურატურიდან ჰქონდა ინფორმაცია, თუ სხვა წყაროდან. გუშინ უფლებადამცველმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მთავარ პროკურატურას ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. ეროსიკიწმარიშვილს, ლოგიკურად, ზურაბჟვანიას მკვლელობის შესახებ ბევრი რამ უნდა სცოდნოდა. ის ჟვანიას უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო. ამასთანავე, 2005 წლის თებერვალში, როცა ზურაბ ჟვანია მოკლეს, კიწმარიშვილი ჯერ კიდევ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ტრიალებდა და მრავალ საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. თუ ლევან ჩიტაძე მართალს ამბობს და კიწმარიშვილი ნამდვილად უნდა დაეკითხა პროკურატურას, შესაძლოა, ეროსი იმ ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა მოკლა, ვის წინააღმდეგაც, შესაძლოა, ჩვენება მიეცა. ეს ადამიანი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილია, ადამიანთა ჯგუფი კი - „ნაცმოძრაობის" იმჟამინდელი გავლენიანი ლიდერები. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მივდივართ ერთ დასკვნამდე - ეროსი კიწმარიშვილი თუ მართლა აპირებდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობისშესახებ ჩვნების მიცემას, კონკრეტული ადამიანის მხილებას ამ დანაშაულში, შესაძლოა, სწორედ ამის საფუძველზე დაანონსა, 11 ივლისს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს დაიჭერენო. მოკლედ, მართლა  დასაშვები ვერსიაა, რომ კიწმარიშვილი ჟვანიას მკვლელობის შესახებ ჩვენების მიცემას შეეწირა.



გუშინ გავრცელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის არის, ეროსი კიწმარიშვილს მანქანაში სდებია 20 000 დოლარი. ეს თანხა რუსთავის მერის არჩევნებში კიწმარიშვილის კამპანიის მონაწილეთათვის იყო განკუთვნილი. ფული ეროსის გია ხევიაშვილისთვის უნდა გადაეცა და ხალხისთვის მას უნდა დაერიგებინა. კიწმარიშვილმა დაურეკა ხევიაშვილს და ფულის წასაღებად დაიბარა. შემდეგ ხევიაშვილი ურეკავდა კიწმარიშვილს, მაგრამ ის ტელეფონს არ პასუხობდა. სავარაუდოდ, ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. შემდეგ ხევიაშვილი მივიდა კიწმარიშვილთან სახლში, რამდენჯერმე დარეკა ზარი და კარი არ გაუღეს. ამის შემდეგ, დაეჭვებული ხევიაშვილი 4 კაცთან ერთად ავტოფარეხში ჩავიდა, რათა გაერკვია, ფეხით წავიდა თუ მანქანით. კიწმარიშვილის ცხედარიც სწორედ მაშინ აღმოაჩინეს და პოლიციასაც მათ შეატყობინეს. მოვგიანებით გაირკვა, რომ 20 000 დოლარი მანქანაში აღარ იყო. ეს ფული არც სახლში აღმოჩნდა.



გუშინ ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლეში გადაღებული ბოოლ კადრები გავრცელდა. კერძოდ, 2014წლის 15 ივლისს, 15:05 საათზე, ეროსი საკუთარი ბინიდან გამოდის, ლიფტს იძახეს და ქვემოთ ჩადის. ეს კადრები კიწმარიშვილის მეზობლის სათვალთვალო კამერამ ლიფტის ლოდინისას დააფიქსირა. ამ კადრებს ამჟამად პროკურატურა სწავლობს. აქ საინტერესო ის არის, რომ კიწმარიშვილი ლიფტთან მაისურით დგას, მანქაანში კი პიჯაკი ეცვა. ეს და კიდევ სხვა დეტალი, ზურაბ კიწმარიშვილისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. „მე არ მინახავს ვიდეომასალა, მაგრამ ვნახე ვიდეოდან ამოჭრილი კადრი. ალბათ, ეს არის ჩასვლის მომენტი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ ფოტოა, იქ არ ჩანს, ჩადის თუ ამოდის ეროსი, იქ მოძრაობა არ ჩანს, მაგრამ ვინც მაჩვენა, იმან მითხრა, რომ ვიდეომასალაში ჩასვლის მომენტი ჩანს. მას აცვია მოვარდისფრო მაისურ, ამ კამერიდან ეს ფერი ჩანს. რაც შეეხება გარდაცვალების მომენტს, მას უკვე კოსტიუმი აცვია, ოღონდ მაისურიც საეჭვოა ჩემთვის, იმიტომ, რომ მოლურჯო, მუქი ფერისაა. იმ კადრში, კოსტიუმი არ აცვია, არც ხელში უჭირავს. თუ ეს უშუალოდ ავტოფარეხში ჩასვლის წინ არის გადაღებული ად მანამდესახლიდან გასული არ არის, დასაფიქრებელი მომენტია. პიჯაკის ვარიანტი კიდევ გასაგებია, შეიძლება მანქაანში ჩაიცვა, მაგრამ მაისურის ფერის მომენტი მაფიქრებს. შეიძლება, ის ვიდეო დროში უფრო ადრეა გაკ%ეთებული, ვიდრე ავტოსადგომში ჩასვლა მოხდა", - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილისძმა „ნეტ-გაზეტასთან" კომენტარში. თუმცა, „ნეტგაზეტამ" გაარკვია, რომ სათვალთვალო კამერა,რომელმაც ეროსი კიწმარიშვილის, სავარაუდოდ, უკანასკნელი გასვლა დააფიქსირა სახლიდან, ინფრაწითელი მოწყობილობაა და შესაძლოა, მან გამოსახულების რეალური ფერები არ აღბეჭდა.



ამავე კამერის მეშვეობით დადასტურდა, რომ გია ხევიაშვილი მართლა იყო ეროსი კიწმარიშვილთან. ზემოხსენებულმა სათვალთვალო ვიდეოკამერამ გია ხევიაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირი, რომელიც, ზურა კიწმარიშვილის ინფორმაციით, ასევე ეროსი კიწმარიშვილის საარჩევნო შტაბის წევრი,ა დაახლოებით 16:00 საათზე დააფიქსირა კიწმარიშვილის ბინის კართან. გამოდის, 16.00 საათამდე ეროსი კიწმარიშვილი უკვე მკვდარი იყო, რადგან ხევიაშვილი მას სწორედ მანამდე ურეკავდა და მის ზარებს ეროსი არ პასუხობდა.



გუშინ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზია ბიურო გვიან ღამით დატოვეს მაია ნიკოლაიშვილმა და ზურა კიწმარიშვილმა. მათ ის იარაღი დაათვალიერეს, რომლეიც შემთხვევის ადგილზე იქნა ნაპოვნი. როგორც მაია ნიკოლაიშვლმა განაცხადა, კვალი არ აღმოჩნდა. იგი განმარტავს, რომ თვითმკვლელობის შემთხვევაში, უმეტესად, იარაღზე სისხლის კვალი აღინიშნებაო. თუმცა, ექსპერტი კატეგორიულიარ არის და გამოკვლევის დასრულებას ელოდება, ვიდრე ყველა საჭოჭმანო კითხვას გასცემს პასუხს. რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილის დათვალიერებას, ნიკოლაიშვილის თქმით, მარჯვენა სავარძელზე სისხლის შხეფები აღინიშნებოდა, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევის დროს იქ არავინ იჯდა.



„ვიზუალურად, ლუპით და ულტრაიისფერ სხივებში იარაღზე სისხლის კვალი არ ჩანს, თუმცა აღებულია დნმ-ზე ანაწმენდები და უნდა დაველოდოთ გამოკვლევას. რაც შეეხება დენთის კვალს, ტანსაცმელზე დენთის კვალი არ არის, მაგრამ ხელის გულიადნ აღებულია ანაწმენდებიდა ამაზეც გაკეთდება ლაბორატორიული გამოკვლევა. ყოველი კვლევა ახალ ინფორმაციას დაამატებს. დღეს დაემატა ის, რომ მარჯვენა სავაძელზე არავინ ჯდა, რადგან სავარძელზე სისხლის შეხფებია. თითის ანაბეჭდი იარაღზე ასევე ძალიან საინტერესოა. ყველაფერი დატოვებულია გამოკვლევაზე", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.



მაია ნიკოლაიშვილის განცხადებამ, მკვლელობის ვერსიასაც გაუჩინა ერთი სერიოზული ხინჯი. ექსპერტის განცხადებით, რადგან ავტომობილის მარჯვენა სავარძელი სისხლის შხეფებითარის დასვრილი, მასზე არავინ ჯდა. ლოგიკურად, ეროსი კიწმარიშვილსი მკვლელი გვერდით სავარძელში უნდა მჯდარიყო. ამ ვერსიას ის ამყარებს,; რომ კიწმარიშვილს იარაღი საფეთქლის მიდამოებში მიბჯრით აქვს ნასროლი და თანაც, იარაღი ისე ძლიერად ჰოონდა მიდებული საფეთქელზე, რომ ლულის ნაჭდევიც ეტყობაო. კიწმარიშვილი საჭესთან, მარცხნივ იჯდა, მკვლელი კი, ლოგიკურად, მარჯვენა სავარძელში უნდა მჯდარიყო, რომ მიბჯრით სროლა მოეხერხებინა მარჯვენ საფეთქელში. მაია ნიკოლაიშვილის განმარტებამ კი ეს ვარიანტიცთავდაყირა დააყენა. ახლა ისაა გასარკვევი, ეს თუ ნამდვილად მკვლელობაიყო, მანქანაში რა ადგილს იჯდა მკვლელი. შესაძლოა,ის მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა და რაც ზემოთ მოგახსენეთ, იმ ქმედებებს უკნიდან განახორციელებდა მკვლელი. თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, მკვლელი უკანა სავარძლიდანაც მოახერხებდა კიწმარიშვილისთვის მარჯვენა საფეთოელში მიბჯრით სროლას და, შესაბამისდა, იარაღის ნაჭდევიც დარჩებოდა მხსვერპლს საფეთქელზე. თუმცა, ამის გაკეთება უკანა სავარძლიდან უფრო რთულია, გვერდითა სავარძლიდან კი უფრო მოსახერხებელია.



ვიდრე ექსპერტიზის საბოლოო პასუხები არ დაიდება, კიდევ მოგვიწევს ვერსიების აგება, რადგან ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში, როგორც ხედავთ,იმაზე მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე ველოდით. ეს მაია ნიკოლაიშვილის ბოლო განცხადებამაც დაადასტურა. იმედია, მთავარი პროკურატურა აღარ გამოცდის ხალხის მოთმინებას და ამ დღეებში რაიმე კონკრეტულს იტყვის ამ საქმის შესახებ. თუნდაც, ექსპერტიზის სრული დასკვნა რომ გაასაჯაროოს, ამითაც ძალიან ბევრ საკითხს მოეფინება ნათელი.



ეროსი კიწმარიშვილს კვირას, 20 ივლისს „რუსთავი2"-ის შენობიდან გამოასვენებენ და, სავარაუდოდ, საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.

 



გაზეთი ალია

ლევან ჯავახიშვილი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016