1. გაირუჯეთ ეტაპობრივად
თუ გსურთ უსაფრთხოდ გაირუჯოთ, მიიღეთ ნამზეური ეტაპობრივად. პირველი დღე დაიწყეთ 10-15 წუთით. მომდევნო დღეებში კი გაზარდეთ ეს დრო 20%-ით.
2. აარჩიეთ სწორი დრო
გაირუჯეთ მზის ნაკლები აქტივობის დროს, ანუ დილის 11:00 საათამდე ან საღამოს 16:00 სთ-ის შემდეგ. გახსოვდეთ, რომ ნამზეურს მოღრუბლულ ამინდშიც იღებთ და წყალში ყოფნითაც.
3. არ დაგავიწყდეთ დამცავი კრემი
აუცილებელია, რომ ნამზეურის მიღების დროს დამცავი კრემი გამოიყენოთ. SPF საშუალებები მხოლოდ ერთი ტიპის გამოსხივებისგან გვიცავს და ის ვერ იცავს კანს A დიაპაზონის ( UVA) გამოსხივებისგან, რომელიც მელანომას იწვევს. იმისთვის, რომ კანი ორივე სახის გამოსხივებისგან დაიცვათ, გამოიყენეთ ე.წ. sunblock -ი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შეფუთვას, თუ კონკრეტულად რისგან გიცავთ კრემი.
დამცავი კრემი ყოველ 2 საათში უნდა წაისვათ. აუცილებელია ტუჩების დაცვაც.
4. დაიტენიანეთ კანი
რაც მეტად იღებთ რუჯს, მით უფრო შრება თქვენი კანი. ამიტომ, ყოველთვის თან იქონიეთ დამატენიანებელი საშუალება და ის დილა-საღამოს გამოიყენეთ. მიიღეთ ბევრი სითხე. დასასვენებლად წასვლამდე (ოღონდ არა წინა დღეს) გაიკეთეთ სახის პილინგი, ეს კანს მკვდარ უჯრედებს მოაცილებს და რუჯიც თანაბარი გექნებათ.
5. ფრთხილად იყავით საკვებთან და წამლებთან
ჭამის შემდეგ რუჯის მიღება რეკომენდებული არ არის. საუკეთესო ვარიანტია, თუკი საკვების მიღებისა და პლაჟზე გასვლამდე 1 საათი გავა. ხოლო სანაპიროზე, წყურვილი არაგაზირებული სასმელებით მოიკალით, უმჯობესია, თუკი სასმელს მომჟაო გემო ექნება.
6. ჩაიცვით ნატურალური ქსოვილი
შეიძინეთ ისეთი შლაპა, რომ მხრებს გიფარავდეთ. შეარჩიეთ ტანსაცმელი, რომელიც ნატურალური ქსოვილისგანაა შეკერილი.
7. გადახურების შემდეგ ნუ ჩახვალთ წყალში
თუკი გრძნობთ, რომ ძალიან გადახურდით, ნუ იჩქარებთ წყალში ჩასვლას. უმჯობესია ჯერ ჩრდილში გადაინაცვლოთ და გაგრილდეთ, შემდეგ კი შეგიძლიათ წყალში ჩასვლა. წყლიდან ამოსვლისას გაიმშრალეთ ტანი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხეულზე დარჩენილი წვეთები მზის სხივებისთვის „ლუპის" ფუნქციას ასრულებს და აძლიერებს რუჯის მიღების პროცესს.
8. არ იკითხოთ და არ დაიძინოთ
პლაჟზე კითხისას შესაძლოა კანის დამწვრობა მიიღოთ. ასევე საზიანოა პლაჟზე ძილი. იზრუნეთ, რომ თქვენს გვერდით ვინმე იყოს, ვინც გამოგაფხიზლებთ.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)