reportiori.ge - ვის გააგდებს „ქართული ოცნებიდან“ სოსო ჯაჭვლიანი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:35
პრეს-დაიჯესტი
ვის გააგდებს „ქართული ოცნებიდან“ სოსო ჯაჭვლიანი?
ავტორი:
21 ივლისი, 2014. 15:15


საქართველოდან გადახვეწილი მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, ყველა დეტალი სათავისოდ გამოიყენოს, მათ შორის, ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილი. „ნაციონალები" მონდომებით ცდილობენ, ეს ტრაგედია ბიძინა ივანიშვილს გადააბრალონ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი ამბობს „ქრონიკასთან" საუბარში, ამ ადამიანებს არც მორალი აქვთ, არც ზნეობა და არც სინდისი:


 

- სააკაშვილი ისევ ინტრიგებს ხლართავს, ეს თავის ზნესა და ჩვეულებას ვერ მოიშლის. ღმერთმა გაანათლოს ეროსი კიწმარიშვილის სული, მაგრამ ამასაც თავისი პიარისთვის იყენებს. იცი, ყველაზე დიდი უბედურება რა არის? ეგ ადამიანი ისეთ ასაკში იყო, ახლა უნდა გაეანალიზებინა ყველაფერი და უცებ რაღაცა მოხდა. ეროსის ღმერთმა შეუნდოს, მაგრამ ესენი იმდენად თახსირები არიან, გამოძიებასაც არ ელოდებიან, ყველაფერს თავიანთებურად ჭრიან და კერავენ. აგერ არის ყველა, აგერ არის დამოუკიდებელი ექსპერტი, იძიებენ მარსიდან, იუპიტერიდან, სხვადასხვა გალაქტიკებიდან და ყველას ჩართავენ, ვისაც კი ოჯახი მოისურვებს. ახლა გადავიდეთ მეორე მხარეს, თვალსა და ხელს შუა მოკლეს პროფესორი გურამ შარაძე, ლამის პირდაპირ ეთერში დაახალეს კაცს ტყვია, გადაღებულია ყველა რაკურსიდან. რამდენიმე საათი ადამიანი ეგდო ქუჩაში, ტროტუარზე, ცურავდა სისხლში და არაფერი არ გააკეთეს, მთელ საქართველოს ამით ზაფრავდნენ. ჩემო კარგებო, ჩემო მკითხველებო, თქვენ გეკითხებით: აი, ასეთი ამორალები დღეს ხმას როგორ იღებენ? მათი გუნდიდან ერთი ადამიანიც კი არ გამოსულა და არ უკითხავს რა მოხდა და როგორ მოხდა, ისე გაატარეს, ვითომც არაფერი მომხდარა. რომელი ერთი ადამიანი ჩამოვთვალო სისხლში მცურავი? ზოგიერთი იხვეწებოდა, არ მომკლათო. ეს ყველაფერი უნდა გამოიძიონ. ეს თახსირები ეროსის ამბავსაც ხელზე იხვევენ. არსებობს უამრავი კადრი, სადაც კარგად ჩანს, როგორ ესწრება კიწმარიშვილი სხვადასხვა შეხვედრებს, ის ესწრებოდა პატარკაციშვილისა და სააკაშვილის საუბრებს, მაშინ იმ დონეზე გადიოდა, ძალიან ბევრი იცოდა, თან ისეთი რაღაცეები იცოდა, ერთ დღესაც ატომური ბომბივით აფეთქდებოდა. როგორც გავიგეთ, ის მემუარებს წერდა, სადაც ბევრი რამე იქნებოდა ისეთი, რაც გამოძიებას გამოადგებოდა. ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი და ყველა მიხვდება, რა დონის გათახსირებულები არიან „ნაციონალები": 18-ში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია ხომ მოხდა? შემოლაგდნენ ტრანსპარანტებით, გამოფინეს თავიანთი რაღაცები და დარბაზში იყო სრული სიჩუმე. დათო უსუფაშვილმა თქვა, ევროპამ ჩვენგან უნდა გადაიღოს, ნახეთ, ოპოზიციას რამდენი უფლებები აქვსო. ესენი ყველაფერს იყენებენ, თავმოყვარეობაც კი აღარ აქვთ. აღარ ჭრის ამათი მაიმუნობები, ყველა უკვე იოლად ხვდება, ვინ არიან და რას წარმოადგენენ.


- სოსო, „ნაციონალები", რატიფიკაციის შემდეგ ალა-ფურშეტზე იყვნენ?

- აბა, მაგას გამოტოვებდნენ?


- იქაც ტრანსპარანტებით მოვიდნენ?

- არა, იქ შემოლაგდნენ და პირდაპირ ჭამაზე გადავიდნენ. ამათი პოლიტიკური სინსილა უნდა გაწყდეს საერთოდ!


- ეს ახალი ტერმინია, კაცების სინსილა უნდა გაწყდესო, გამიგია, მაგრამ „ნაციონალების" სინსილა რომ უნდა გაწყდეს - არა.

- ამას ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. უნდა ჩასცხო ამათ, სადაც საჭიროა.


- აგერ, ევროპარლამენტში „სახალხო პარტიის" წევრი, პედრო აგრამუნტი გამოვარდა და იძახის, დაუყოვნელივ გაათავისუფლეთ გიგი უგულავაო.

- ბებიაშენის წაბლა პროჭმა-თქო! აგრამონტიმ თავისი აგრამონი აგრამუნოს, ჩვენ თავი დაგვანებოს. ეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, ლუცენკო რომ იყო ჩამოსული და იძახდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილი გავათავისუფლო ციხიდანო, ეს ვინ არის? ერთი ლუცენკო მსახურობდა ჩემთან ჯარში, ეტყობა, ყველა ლუცენკო ერთნაირია, ერთი-ორს რომ წავუთაქებდი, მერე სულ მიწაზე ფოფხავდა ხოლმე. აზრზე ხარ? ჩამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი და ბოდიალობს რაღაცას. მიშას დროს რომ ჩამოსულიყო რომელიმე ქვეყნის მინისტრი და სულხან მოლაშვილის განთავისუფლება მოეთხოვა, სააკაშვილი რას იზამდა? ჯერ ერთი, მაგას არავინ გააშუქებდა და მეორეც - სულ ცემა-ტყეპით გაუშვებდნენ აქედან. ასეთ რაღაცებზე ადამიანები ღიზიანდებიან და მირეკავენ, რა ხდება, რას შვრებით, ამათ ასე უნდა იალაპარაკონო?! ბიჭო, მოდიან „ნაციონალები" პარლამენტში, იწონებენ ამ რატიფიკაციას და მერე ისევ თავიანთსას აწვებიან: ჰო, ეს კარგია, მაგრამ ქვეყანა მაინც რუსეთისკენ მიგყავთო. ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ბოლოს ერთი გზა გრჩება, კახურად უნდა შეუკურთხო! ამათ ჰგონიათ, რაც ბევრს ილაპარაკებენ და ილაქლაქებენ, უკეთესი იქნება, მაგრამ პირიქით ხდება.

- სოსო, მერაბ შათირიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს შენი წინადადებები „ქართულმა ოცნებამ" არ გაითვალისწინა და თურმე ძალიან ნაწყენი ხარ.

- საერთოდ, ამ არჩევნებში კოალიციამ დაადგინა კვოტები. მაგალითად, გლდანში 2 ადგილი „ქართული ოცნებისა" უნდა ყოფილიყო, 2 კიდევ კოალიციისა. როცა მიდიოდა კანდიდატების დასახელება, რა თქმა უნდა, ყველას გვქონდა მოაზრებული რაღაცა. ახლა ერთი მურთაზ შელია გავიდა და მეორე - კობა კობალაძე, მე ამათ არაფერს ვუწუნებ. ეტყობა, თვითონ მერაბი დარჩა ნაწყენი, არ ვიცი, ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ? ჩვენ ხშირად დიდ რაღაცებს ვიღებთ ჩვენს თავზე, გლდანში ოთხივე ადგილი მოიგო კოალიციამ, მთავარი ეს არის. ეტყობა, მერაბი იმაზეა განაწყენებული, ბოლომდე რატომ არ მოხდა შეთანხმებაო. მან ძალიან კარგად იმუშავა, სადაც იყო, ხან ფოთში გაგაზვნეს, ხან ხარაგაულში და მერე გამოუშვეს. რატომ გამოუშვეს და როგორ გამოუშვეს, ამას ვერ ვხსნი. საერთოდ, ჩვენ ასეათი დასაკარგი ადამიანები არ გვყავს, ამ ხნის კაცია, ოთხი თვის შვილი ჰყავს, ქირით ცხოვრობს. ცოტა სხვანაირად უნდა მივუდგეთ ასეთ ადამიანებს. კი, ბატონო, შეიძლება რაღაც არ გაითვალისწინეს, მაგრამ ამაზე ერთმანეთს ნუ გადავემტერებით. თუ ერთი გუნდი ვართ, შევჯერდეთ, მოვრიგდეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ვიღაცებს უნდათ, რომ მე „ქართული ოცნებიდან" წავიდე, ამაზე ჩურჩულებენ, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ, არც არავის ვებუტები. ვისაც ჰგონია, რომ მე გავიბეტუბი და აქედან გავიქცევი, ძალიან ცდება, ასეთები მე კარგად არ მიცნობენ.


- ისე, ბუტიაობა არ გამიგია პოლიტიკაში, თუ რამე გეწყინება, ეგრევე უნდა დასცხო და შენი სათქმელი ამოყარო.

- ჰო, ბუტიაობა რა შუაშია? ვისაც „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიჰყავს სიტუაცია, ვისაც უნდა, რომ აურდაურიოს, მე იმაზე ვიჩალიჩებ, რომ ასეთები განვდევნო. მე მერაბსაც ვეუბნები, დაწყნარდეს, ნერვები დაიოკოს, მე მისი მესმის, მაგრამ ცოტა მოთმინებაა საჭირო, ძალიან მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.




გელა ზედელაშვილი

გაზეთი ქრონიკა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016