reportiori.ge - სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:38
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
03 სექტემბერი, 2013. 12:15

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს.  „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

„რამდენიმე მედიასაშულებამ, მსჯავრდებულ რუსლან გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გუშინ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს  საზოგადოებას ზუსტი   ინფორმაცია მივაწოდოთ.

მსჯავრდებულ რუსლან გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. პაციენტის სტაციონარში გადაყვანის ჩვენება ამ მომენტისათვის არ არსებობს. მიუხედავად ამისა, რუსლან გ. დაჟინებით მოითხოვს  ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას. მსჯავრდებულს, განმეორებითი დიაგნოსტირების მიზნით, მედპერსონალმა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში, სადაც  მსჯავრდებული იმყოფება, ფუნქციონირებს როგორც სამედიცინო ნაწილი, ისე პირველადი ჯანდაცვის რგოლი. გამოჯანმრთელების სურვილის შემთხვევაში, რუსლან გ-ს საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება  ადგილზეც შეუძლია.

7 აგვისტოს, რუსლან გ-მ თვითდაზიანების მიზნით, მიიყენა ნასერი ჭრილობები, თუმცა სამედიცინო დახმარების გაწევაზე ამჯერადაც უარი განაცხადა, რაზედაც შესაბამისი ოქმი შედგა. თვითდაზიანებები არ ყოფილა იმ ხარისხის, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას გამოიწვევდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. სამედიცინო მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა მსჯავრდებულისა და ბრალდებულისთვის. გამონაკლისს არც რუსლან გ. წარმოადგენს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, მსჯავრდებულს, მისივე თანხმობით, შეუფერხებლად გაეწევა"- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016