reportiori.ge - ამ უაზრობას ფეხბურთი არ ჰქვია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:22
სპორტი
ამ უაზრობას ფეხბურთი არ ჰქვია!
24 ივლისი, 2014. 13:49


უკვე აღარც ენა მიბრუნდება და აღარც კალამი მემორჩილება ქართველი ფეხბურთის უბედურებაზე დასაწერად.


ფეხბურთის მოყვარულებმა, სავარაუდოდ, შეხვედრას უყურეს და თავადაც მშვენივრად ნახეს რა დღეშიც ვართ. ეს ის შემთხვევაა, როცა ვითარებას ნებისმიერი სალანძღავი სიტყვა მიესადაგება. თითქოს გული მიგრძნობდაო, წინასწარ მოვიმზადე კალამი და ფურცელი და შეხვედრის მსვლელობისას გარკვეული ჩანაწერები გავაკეთე. ახლა ამ ჩანაწერების შედეგებს მოგახსენებთ.


მთელი მატჩის მანძილზე დინამოელებმა ვერცერთი, ვიმეორებ ვერცერთი აუტი ზუსტად ვერ მოაწოდეს, წარმოგიდგენიათ?! ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 30-35-ჯერ დავკარგეთ ბურთი. 90 წუთის მანძილზე (მეკარის მიერ მიწოდებულს თუ არ ჩავთვლით) 4 და მეტი პასი გაკეთდა 3-ჯერ(!), რომელ კომბინაციურ ფეხბურთზეა საუბარი, როცა ელემენტარულ „კედელს" ვერ ათამაშებენ (სცადეს 16-ჯერ, შეასრულეს 2-ჯერ). ქართველ ფეხბურთელებს (თუ ფეხბურთელები ჰქვიათ) დიდი უპირატესობა ჰქონდათ სიმაღლეში, მიუხედავად ამისა, საჰაერო ორთაბრძოლების 70 % წააგეს, ხოლო მეტოქის საჯარიმოში „ჩაკიდულიდან" მხოლოდ ორჯერ მოხვდათ თავში (იმას რაც მოხდა, გამიზნულ დარტყმას ვერ დავარქმევ).


მთელი შეხვედრის მანძილზე „დინამოს" ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო თუნდაც ერთი ყაზახის მოტყუება(!), მაშინ, როცა „ძალიან ტექნიკურ" ქართველებს, ისე რა ყაზახებმა, ორჯერ ფეხებშუა გაუძვრინეს ბურთი (ვაი ჩვენ).


პოტენციური მონაცემებით, თბილისის „დინამო", დაახლოებით 5-ჯერ აღემატება „აქტობეს", მაგრამ ამ ორ გუნდს შორის განსხვავება ის იყო, რომ ყაზახები ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც იცოდნენ, როგორც იცოდნენ (გამოირკვა, რომ არც ისე ცუდად), გამართულად და სწორად. „დინამოელები" მთელი შეხვედრის მანძილზე რასაც აკეთებდნენ, იმას ფეხბურთი არ ჰქვია (სპორტის ასეთი სახეობა ოფიციალურად არ არსებობს), ეს იყო უთავბოლო სირბილი, უხეშობა და ჭიჭყინი. ჩემს ბავშვობაში ასეთ მოთამაშეებს ბურთს მეორედ არ ვაკარებდით.


გუშინდელი შედეგიდან გამომდიმნარე ერთი ანეკდოტი გამახსენდა. კახელმა ეზოში მორბენალ ექვს ტურტლიან შვილს რომ შეხვდა, ცოლს მიუბრუნდა: „დედაკაცო! ეს ბალღები დავბანოთ თუ ახლები დავაკეთოთ?!"


იქნებ ბატონ ფიფიასაც ეფიქრა ამაზე?


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016