პროდუსერი კახა მამულაშვილი „ახალი ხმის" საკონკურსო მოლოდინებზე ექსკლუზიურად „რეპორტიორს" ესაუბრა. ახალგაზრდა ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის წარმატებას იურმალას ფესტივალზე მთელი საქართველო ზეიმობს. მომღერალი უკვე მეორე დღეა ლიდერის პოზიციებს არ თმობს და ჟიურის წევრებსაც საკმაოდ კარგად აწონებს თავს. თუმცა, წინ მესამე, დაძაბული დღე გველოდება, რომელიც კახა მამულაშვილის განცხადებით ქართველი მომღერლის მაქსიმუმის წარმოჩენისთვის საუკეთესო საბოლოო აკორდი იქნება.
„ბოლო მესამე დღე არის ჯერჯერობით. ერთი ქულით ვუსწრებთ უკრაინელებს. ჩვენს შემდეგ ორი უკრაინელი მომღერალია. ვფიქრობთ, რომ დაძაბული მესამე საკონკურსო დღე იქნება. თუმცა ჩვენ მაქსიმუმისთვის ვიბრძვით.
ნუცა ბუზალაძე თავს ძალიან კარგად გრძნობს და შემართებით არის, მაგრამ ფაქტობრივად ბრძოლა კირკოროვთან გვიწევს, რადგან ნუცას მაღალ ქულებს არ უწერს."- განაცხადა კახა მამულიშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში.