reportiori.ge - "ოსკარზე" წარსადგენი ქართული ფილმი ხვალ დასახელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:01
კულტურა
"ოსკარზე" წარსადგენი ქართული ფილმი ხვალ დასახელდება
03 სექტემბერი, 2013. 18:41

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში, სპეციალურად შექმნილი 17-კაციანი კომისია ხვალ, 4 სექტემბერს, გააკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, თუ რომელი ქართული ფილმი იქნება წარდგენილი აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე. 

ამერიკის კინოაკადემიის 86-ე დაჯილდოების ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 მარტს გაიმართება. 
კინოაკადემიამ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე, კანდიდატი ფილმის შესარჩევად თხოვნით აგვისტოს თვეში მიმართა.

"ოსკარზე" წარსადგენად განიხილება სამი ფილმი: "იბრძოლე" (რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი), "გრძელი ნათელი დღეები" (რეჟისორები სასი მონგროსი, ნანა ექვთიმიშვილი,); "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" (რეჟისორი თინა გურჩიანი).  ფილმების დახურული ჩვენებები 3 და 4 სექტემბერს კინოთეატრ "ამირანში" იმართება.
ფილმების დახურული ჩვენება ხვალ  14:00 საათისთვის დასრულდება. ამის შემდეგ კი, გაიმართება პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016