reportiori.ge - პირველი გამარჯვება სლოვენიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:21
სპორტი
პირველი გამარჯვება სლოვენიაში
25 ივლისი, 2014. 12:47


საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ევროპაში ემზადება. იგორ კოკოშკოვის შეგირდები ამჯერად სლოვენიაში გამართულ ტურნირში მონაწილეობენ. მასპინძლების გარდა ჩვენი მეტოქეები  კანადისა და უკრაინის ნაკრებებიც არიან. საქართველოს ნაკრები ევროპის ამ ჩემპიონატსაც დანაკლისით ხვდება. რიკი ჰიკმანის და მანუჩარ მარკოიშვილის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა, გიორგი შერმადინი კი ჯერ ვერ ვარჯიშობს.

 

 

 

გუშინ ქართველებმა პირველი შეხვედრა ჩაატარეს უკრაინის ნაკრებთან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა და მათთან მიღწეული გამარჯვება ნამდვილად დასაფასებელია. კოკოშკოვმა ათი კალათბურთელი ათამაშა და მათგან საუკეთესოები „ძველი გვარდიის" წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა, ქება დანარჩენებსაც ეკუთვნით, რადგან კალათბურთი, მოგეხსენებათ, კოლექტიური თამაშია. საბოლოოდ ვიქტორ სანიკიძემ 35 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 3 პასი დააგროვა, ცინცაძემ 34 წუთში 11 ქულა და 5 პასი. მათ კარგად აუბეს მხარი შენგელიამ (12 ქ.), ფაჩულიამ (10 ქ.), ფაცაციამ (9 ქ.) და საბოლოოდ ჩვენებმა 70:62 იმარჯვეს. მომდევნო შეხვედრა მასპინძელ სლოვენიასთან 25 ივლისს თბილისის დროით 22 საათზე გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016