2014 წლის 21-23 ივლისს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა შეხვედრები გამართა ვაშინგტონში. შეხვედრებს ვესწრებოდით მე, ირმა ინაშვილი და ექსპერტი გია არეშიძე. 21 ივლისს შევხვდით მესამე სექტორს, 22 ივლისს- სენატორებს, ხოლო 23 ივლისს- კონგრესმენებს. 21-ში გვქონდა 7 შეხვედრა, 22-ში- 8, 23-ში- 11; საუბარი შეეხო:
1. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, ამ კონფლიქტის შესაძლო გაფართოებას, აგრეთვე, მოსალოდნელ საფრთხეებს მოლდავეთისა და საქართველოსთვის;
2. არჩევნებს,- ცხინვალში და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების სურვილს,- შევიდეს რუსეთის ფედერაციაში;
3. დაპირიპირებას სოხუმში, ანქვაბის გადადგომას და მომავალ არჩევნებს აფხაზეთში;
4. "მაიდანის" შესაძლო ინსცენირებას ერევანში და აქედან გამომდინარე, სავარაუდო საფრთხეებს საქართველოსთვის;
5. მძიმე მდგომარეობას ისრაელში, სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში და საერთო ვითარებას ქაიროში, დამასკოსა და თეირანში;
6. საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს. მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, უგულავას დაპატიმრებას, ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში;
ამ თემებზე დეტალურად ვისაუბრებთ " ობიექტივის" ღამის ეთერში, 28 ივლისს.
კონგრესმენი გრეის მენგი და დავით თარხან- მოურავი.
კონგრესმენი დევიდ პრაისი და დავით თარხან-მოურავი.
კონგრესმენი პოლ ქუკი და დავით თარხან- მოურავი.
კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი და დავით თარხან-მოურავი.
სენატორი როჯერ ვიქკერი და დავით თარხან-მოურავი
სენატორი ტედ კრუზი, პრეზიდენტობის კანდიდატი და დავით თარხან-მოურავი.
სენატორი ჯეფ სეშენსი და დავით თარხან- მოურავი
სენატორი ჯეფ ფლეიკი და დავით თარხან-მოურავი.
სენატორი ჯო მანჩინი და დავით თარხან- მოურავი
კონგრესმენი ბლეიქ ფარენტოლდი და დავით თარხან-მოურავი.