reportiori.ge - დავით უსუფაშვილი: ქვეყნის ცხოვრებაში მთავრობის დამტკიცება მნიშვნელოვანია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:09
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ქვეყნის ცხოვრებაში მთავრობის დამტკიცება მნიშვნელოვანია
26 ივლისი, 2014. 19:05



პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა,  პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მთავრობის დამტკიცება და ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

"არ ვიცი საზეიმო თუ მნიშვნელოვანი დღე, მაგრამ ერთ რამ ვიცი, რომ ქვეყნის ცხოვრებაში მთავრობის დამტკიცება, იმ ხალხისთვის ნდობის გამოცხადება, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მართვა უნდა გააგრძელო, მნიშვნელოვანი დღე. ასეთ დღეს ემოციები ჭარბობს ", - განაცხადა უსუფაშვილმა.  

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ის დოკუმენტებიც წარუდგინა, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლებამ ქვეყანა უნდა მართოს.

 

 

„მინდა, ცოტა სხვა თემაზე ვისაუბრო. თან წამოვიღე სამი დოკუმენტი, კონსტიტუცია, მთავრობის პროგრამა - "ძლიერი, დემოკრატიული ერთიანი საქართველოსთვის" და ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დღეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ შევჯერდეთ ამ სამი ძირითადი დოკუმენტის გეგმის საფუძველზე როგორ გააგრძელოს "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მართვა. დაახლოებით ორ წელიწადში ისევ დავდგებით ამომრჩევლის წინაშე, როგორ ვუპატაკოთ ქართველ ხალხს, რომ ჩვენ წინ წავიყვანეთ ქვეყანა და შევასრულეთ, რაც ამ დოკუმენტებში წერია. ეს არის მნიშვენლოვანი და ეს არის ძირითადი", - განაცხადა უსუფაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016