reportiori.ge - საქართველო უცხოურ მედიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:25
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველო უცხოურ მედიაში
26 ივლისი, 2014. 22:17




ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო მედია და აქტიურად აშუქებს. ერთ დროს ყველასგან მივიწყებული ქვეყანა, რომლის ადგილსამყოფელი რუქაზეც არ იცოდნენ, დღეს CNN-ისა თუ  სხვა წამყვანი საინფორმაციო წყაროების  საკმაოდ დიდ დროს იკავებს. „რეპორტიორი“  უახლესი ისტორიის მიმოხილვას გთავაზობთ, თუ როგორ ეხმაურებოდა უცხოური მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

 

 

„რადიო სვობოდა//ეხო კავკაზა“ (აშშ), 24 ივლისი, 2014 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/25469371.html

მთავარი მიზანი - მიხეილ სააკაშვილი

რადიოეთერში გადაცემული აუდიოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიაში (ავტორი - მიხეილ ეგიკოვი) საუბარია საქართველოს პროკურატურის მიერ თბილისში უცხოელი ექსპერტ-სპეციალისტების მოწვევის თაობაზე, რომლებთაც დიდი გამოცდილება აქვთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში.

როგორც მასალაშია აღნიშნული, თბილისში ჩამოსულნი არიან ცნობილი პროკურორები ისრაელიდან, სერბიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან - მათ მრავალი გახმაურებული საქმეები, პოლიტიკოსთა მიერ ჩადენილი დანაშაულებანი აქვთ გამოძიებული. შესაბამისად, ისინი დახმარებას გაუწევენ და გამოცდილებას გაუზიარებენ თავინთ ქართველ კოლეგებს იმ საქმეების გამოძიებაში, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ჩინოვნიკების მიმართაა აღძრული.

უცხოელი სპეციალისტების მოწვევის ფაქტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღშფოთება გამოიწვია: როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარაიანმა განაცხადა, „აშკარაა, რომ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავება სურს, რომელიც დღეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო კამპანიაშია ჩართული. საქართველოს ხელისუფლებას შურისძიება სწყურია. მთავრობა ყურად არ იღებს უცხოელი პარტნიორების თხოვნას თავი შეიკავოს მსგავსი ნაბიჯების გადადგმაზე“. მიხეილ მაჭავარიანი იმითცაა აღშფოთებული, რომ პროკურორების საქართველოში ჩამოსაყვანად, როგორც ჩანს, ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

რადიოეთერში კომენტარს აკეთებს ექსპერტი კახი კახიშვილი:

„მე უბრალოდ ლოგიკას ვერ ვხედავ. ერთი მხრივ, „ნაციონალები ყველას გასაგონად გაჰყვირიან, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დაკავება პოლიტიკური დევნააო, მეორე მხრივ - მათ არ მოსწონთ, რომ პროკურატურამ ამ საქმეების გამოძიებაში საკონსულტაციოდ უცხოელი სპეციალისტები მოიწვია. „ნაციონალების“ ინტერესებში უნდა შედიოდეს ის, რომ ნეიტრალური სპეციალისტები დარწმუნდნენ მათ უდანაშაულობაში, რომ პროკურატურის მიერ მათი თანაპარტიელების წინააღმდეგ აღძრული საქმეები არამართლზომიერია“.

 

 

„რადიო სვობოდა//ეხო კავკაზა“ (აშშ), 24 ივლისი, 2014 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/25469455.html

გელა ნიკოლაიშვილი: „უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა პიარის მიზნით განხორციელდა“

რადიოეთერში გადაცემულ აუდიოსიუჟეტში განხილულია საქართველოში უცხოელი პროკურორების მოწვევის ფაქტი. ამ თემაზე რადიოკორესპონდენტი ცნობილ ქართველ ადვოკატს გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრება (ტექსტური ვერსიის ავტორია ქეთი ბოჭორიშვილი).

როგორც რესპოდენტი აღნიშნავს, „უცხოელი სპეციალისტების ჩამოსვლას პიარის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ყველა საქმეს დეტალურად ვერ გაეცნობიან, ისინი მხოლოდ ზოგად ინფორმაციას მიიღებენ, თუმცა შეუძლიათ დამატებითი მასალების გაცნობა მოითხოვონ რომელიმე საქმის შესახებ. მთავარი მიზანი ისაა, რომ მათ საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოსვლისას შეუძლიათ კომპეტენტური თვალსაზრისი გამოთქვან ამ საქმეებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეს ეხება საქმეების შეფასებას - პოლიტიკური დევნაა ეს თუ სისხლისსამართლებრივი“.

 


 

„აზერბაიდჟანსკიე იზვესტია“ (აზერბაიჯანი), 25 ივლისი, 2014 წელი

http://www.azerizv.az/news/a-16589.html

პრეტენზიები ქართველების მიმართ: სომხები „ყოფით მიზეზს“ არ ეთანხმებიან

სტატია ეხება ეხება თბილისში არსებულ სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს, რომლის პერიპეტიები საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული (ავტორი ნატიგ ნაზიმოღლუ).

„ქართულ-სომხურ ურთიერთობებში მორიგი არასასიამოვნო მოვლენა დაფიქსირდა - თბილისში ქართველებსა და სომხებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, რომლიდანაც სომხებმა მშრალად გამოსვლა მოისურვეს, თნაც მათთვის ესოდენ საყვარელი „მრავალტანჯული და უსამართლოდ დაჩაგრული ხალხის სტატუსით, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში ყურადღება აქვს დათმობილი სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოში არსებული ეპარქიის განცხადებას, რომელიც კრიტიკულადაა შეფასებული: განცხადებაში აშკარადაა მინიშნებები ამ ინციდენტის ეროვნულ და რელიგიურ ხასიათზე, მასში ოფიციალური წრეების ჩარევაზე, ანუ ისე გამოდის, რომ სომხურ ეპარქიას უფლება აქვს ყოფითი ჩხუბი „გენოციდად“, „მასობრივ ხოცვად“ და კიდევ რაღაც სინონიმებად დააკვალიფიციროს. ამგვარი მიდგომები მეზობლებთან მიმართებით სომხებისათვის ტრადიციული მეთოდებია. გარდა ამისა, ისინი ყურადღების მიღმა ტოვებენ იმ ფაქტს, რომ ჩხუბის წამომყებნი ყოველთვის თვითონ სომხები არიან ხოლმე.

არის კიდევ ერთი მომენტი: განცხადებაში სომხური ეპარქია ქართულ მასმედიას საყვედურობს, რომ ჟურნალისტები „ანტისომხური გამონათქვამების ტირაჟირებას ახდენენო“. ჰო, მართლაც რატომ აძლევენ თავს იმის უფლება ქართველი ჟურნალისტები? იმიტომ ხომ არა, რომ სომხები სულ უფრო მეტად აღვივებენ ემოციებს საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონის - ჯავახეთის მიმართ? თან ხელისუფლებას „სომხების აჯანყებით“ და „საქართველოსგან ჩამოცილებით“ ემუქრებიან? განა ქართული ეკლესია გულგრილად მოეკიდება სომეხი კლირიკების გააქტიურებას, რომლებიც დღე და ღამ იმას გაჰყვირიან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თითქმის ყველა ტაძარი „სომეხი ხალხის ისტორიულ, უძველეს ძეგლებს“ წარმოადგენენო? ასეთ სიტუაციაში განა გონივრული იქნება ქართველ საზოგადო მოღვაწეებს სეპარატისტებისადმი მიმტევებლობის გამოჩენა მოსთხოვო? განა ქართველები ვერ ხედავენ იმას, რომ მათი მეგობარი აზერბაიჯანის წინაარმდეგ სომხებმა სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს და მისი ტერიტორიის მეხუთედის ოკუპირება მოახდინეს?

ამ კითხვებზე პასუხი ნათელია. ასევე ნათელია სომხების მიერ ჩვენს რეგიონში ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც  მეზობლების მიმართ „უძველესმა ხალხის“ სიძულვილისა და ტერიტორიული ამბიციებიდან გამომდინარეობს, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

„პანორამა“ (სომხეთი), 24 ივლისი, 2014 წელი

http://www.panorama.am/ru/popular/2014/07/24/hovhannes-manukyan-church/

სომხეთის იუსტიციის მინისტრის ოვანეს მანუკიანის კომენტარი თბილისში, სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ოვანეს მანუკიანმა დაასახელა იმ სკანდალური ინციდენტის მიზეზი, რომელიც 19 ივლისს თბილისში, სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მოხდა.

მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ინციდენტის მიზეზი ყოფითი დავა გახდა, რომელიც შემდეგ ჩხუბსა და შეტაკებაში გადაიზარდა. იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს ყოფითი ხასიათის შეტაკება, სახეზე გვაქვს პრობლემა, რომელიც რელიგიურ და ეროვნულ ტოლერანტობასტანაა დაკავშირებული. ამ საკითხზე შესაბამისი განცხადება უკვე გააკეთეს სომხეთის სამოციქულო ეკლეიის საქართველოში არსებულმა ეპარქიამ და საქართველოს საპატრიარქომ“.

მინისტრმა დაამატა, რომ სიტუაციის გასაუმ-ჯობესებლად აუცილებელია ეკლესიებს შორის ურთიერ-თობების გააქტიურება, დიპლომატიური თანამშრომ-ლობის გაღრმავება, კულტურული მიღწევების გაცვლა-გამოცვლა: „საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულ გზას წარმოადგენს, იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ არ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ჩვენს მეზობელ ხალხთან - ქართველებთან მეგობრობის გასამტკიცებლად“.

აღსანიშნავია, რომ ოვანეს მანუკიანი, სანამ იგი იუსიტიციის მინისტრად დაინიშნებოდა,  საქართველოში სომხეთის ელჩად მუშაობდა.

ოვანეს მანუკიანი არ დაეთანხმა იმ აზრს, რომ საქართველო წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახორციელებს სომხური ეკლესიების ქართულად წარმოჩენის პოლიტიკას. „მე ასე არ ვთვლი, რადგანაც ეს ქართული სახელმწიფოს პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, არის სადაო საკითხები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას შორის, ტაძრებისა და მათი ქონების კუთვნილების სფეროში, მაგრამ ეს ეკლესიათაშორისო ურთიერთობის პრობლემებია. ბუნებრივია, ეს პრობლემები ზოგადად სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაზეც გავლენას ახდენენ, ამიტომაც ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

„ლრაგირი“ (სომხეთი), 24 ივლისი, 2014 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/37377

„ლრაგირი“: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია... შოვინისტურ და რეაქციულ ორგანიზაციად გადაიქცა

სომხურმა გამოცემამ „ლრაგირმა“ გამოაქვეყნა ანალიტიკოს იგორ მურადიანის სტატია, რომელიც მართლმადიდებლობის პრობლემებს ეხება, მასში კრიტიკულადაა შეფასებული აგრეთვე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია.

 „მრავალი საუკუნის განმავლობაში ლათინური სამყარო ცდილობდა ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელი ერების აბსორბირება (შთანთქმა)  და კონფესიური ასიმილირება მოეხდინა. კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა მართლმადიდებლებს ოსმალურ ექსპანსიასთან ბრძოლაში დახმარება არ გაუწიეს, თუმცა მოგვიანებით ამ თემაზე ყველანაირად სპეკულირებდნენ.

1945 წლის შემდეგ, საბჭოთა ოფიციალური ათეიზმის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის ხელში მართლმადიდებლობა ერთგვარი ბერკეტი გახდა - ეს რელიგია განიხილებოდა როგორც „ყველაზე საუკეთესო იმ კონფესიებთან შედარებით, რომლებიც კომუნისტური იდეალების მიმართ მტრულად და რეაქციულად ითვლებოდნენ“.

კომუნისტური სისტემის დაშლის შემდეგ დასავლური სამყარო საკმაოდ აგდებულად ეკიდებოდა მართლმადიდებლურ სამყაროს, ამასთან აგრძელებდა მტრულ, ეკუმენისტურ მცდელობას, რათა მართლმადიდებლობა დასავლური ეკლესიისადმი დაექვემდებარებინა. რასაკვირველია, ასეთმა სიტუაციამ მართლმადიდებელი ეკლესიების მწვავე გაღიზიანება გამოიწვია. დასავლური ეკლესიების მიერ გამოხატული დამოკიდებულება „მართლმადიდებლოფობიად“ იქნა მიჩნეული.

ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვის, მაკედონიის, სერბიის და ჩერნოგორიის სამხედრო-პოლიტიკურმა ინტეგრირებამ ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში კიდევ უფრო მეტად გაამწვავა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიცია, რომლის თანახმად, დასავლეთი მართლმადიდებლობის მიმართ აგრესიას ავლენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „დასავლეთის აგრესიულობამ“ მართლმადიდებელი ეკლესიების კონსოლიდაცია კი არ მოახდინა, ისინი ერთმანეთს კი არ დაუახლოვა, არამედ პირიქით, უფრო დააშორა.

უკრაინის მოვლენებმა - უნიატური ეკლესიის გაძლიერებამ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს შექმნამ - სიტუაცია კიდევ უფრო დრამატული გახადა: დადგა მომენტი, როცა რუსული მართლმა-დიდებელი ეკლესია პოლიტიკურ არენაზე იზოლაციაში აღმოჩნდა. ცნობილია, რომ მოსკოვის საპატრიარქოსათვის უკრაინის ეკლესია „რასკოლნიკი“ და განხეთქილების ჩამომგდები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, რიგი ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აღიარებით, შოვინისტურ და უკიდურესად რეაქციულ ორგანიზაციად გადაიქცა, ვერაფერს სხვას ვეღარ აკეთებს და სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე თავდასხმას აწყობს, სომხების მიმართ მტრობის კულტივირებას ახდენს. ამ ყველაფერს განაპირობებს არა მხოლოდ მოსახლეობის დაბალი კულტურული დონე, არამედ ქართული ეკლესიის კონკრეტული პოლიტიკაც.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ ისეთ ქვეყნად, სადაც [სხვა] სარწმუნეობას ყველაზე მეტად ვერ ითმენენ. ამას მიუთითებენ აშშ-ის კონგრესშიც და ევროკავშირშიც. საკითხი ეხება არამართლმადიდებელ ქართულ საზოგადოებებზე განხორციელებულ თავდასხმებს. ამასთან, სარწმუნოებისათვის თავგამოდებით მებრძოლ ქართველებს მუსულმანურ თემებისა და მათი ეკლესიების მიმართ რაიმე პრეტენზიები არ აქვთ, მათ მიმართ მტრობას არ ამჟღავნებენ. როგორც ჩანს, ლიბიდო არასაკმარისია.

ქართველები თვლიან, რომ სომხები თავდასხმისათვის უფრო სასურველი და მოხერხებული ობიექტები არიან. ვრცელდება ხმები, რომ ამ საკითხში ქართულ ეკლესიას რუსული მართლმადიდებელი ეკლესიაც მხარს უჭერს.. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რუსული ეკლესია ძირითადად ან შოვინისტებისაგან და თვითმარქვიებისგან, ანდა „ფე-ეს-ბე-შნიკებისგან“ შედგება, გასაგებია, თუ ვისი ხელი წარმართავს პროცესებს.

თვით ქართველი პოლიტიკოსები ფრთხილად კონსტატირებენ, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გადატენილია საეჭვო პირებით, რომლებთაც არაფერი საერთო არ აქვთ რელიგიურ კულტთან და რუსეთის აგენტურული ქსელის ნაწილად ითვლებიან. აი, ასეთია საქართველოს დამოუკიდებელი [ეკლესია], თუმცა ამაში ახალი არაფერია.

საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული კონფესიები ერთმანეთს პირდაპირ ჭამდნენ. გავიხსენოთ ოსმალეთის იმპერიის მართლმადიდებელი მილიეთის ისტორია, რაცა ბერძენი ფანაორიტები ბულგარელებს უარს ეუბნებოდნენ ავტოკეფალიის აღიარებაზე. რაც შეეხება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას, ის იყო და რჩება მოსკოვის იმპერიული გეგმების ინსტრუმენტად, ის ყოველთვის საძულველი ეკლესია იყო დამოუკიდბლობისათვის მებრძოლი ხალხებისათვის.

მოსკოვი ყოველთვის ცდილობდა რელიგიურ საკითხებში ჩარევას. მაგალითად, უშიშროების ფედერალური სამსახური ყველანაირ ძალისხმევას ახმარდა იმას, რომ არ მომხდარიყო სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის შექმნა უკრაინაში და ამით სურდა, რომ იქაური სომხები [მოსკოვისადმი დაქვემდებარებულ] ნოვო-ნახიჭევანის ეპარქიაში დარჩენილიყვნენ. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეშფოთების საფუძველი იმის გამოც აქვს, რომ ყოველწლიურად ათასობით და შეიძლება ითქვას, ათი ათასობით ქრისტიან-მართლმადიდებელი რუსი და რუსეთში მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანები პროზელიტები ხდებიან, ანდა სულაც მუსულმანობაზე გადადიან.

მართლმადიდებელი ეკლესიის აპოლოგეტებს არაფერი ეთქმით თავიანთ მრევლზე, რადგან თვითონ ისინი ბიზნესში, ინტრიგებში, კარიერიზმსა და მომხვეჭელობაში არიან ჩათრეულნი. როგორც ჩანს, მრავალწლიან ათეისტურ პერიოდს უკვალოდ არ ჩაუვლია. ესეც განაპირობებს იმას, რომ ქრისტიანული ეკლესიები დღეს კრიზისში იმყოფებიან. ამასთან, აშკარაა, რომ არ არსებობს სხვა ეკლესია, რომელშიც ამდენი შოვინიზმი და სიძულვილი მჟღავნდება ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე.

ასე რომ, რა არის „მართლმადიდებლოფობია“? ესაა  მართლმადიდებელი ხალხების ურთიერთსიძულვილი, რომლის კულტივირებას მართლმადიდებელი ეკლესიის იდეოლოგიის დამცველები ეწევიან. საგარეო და შიდაპოლიტიკური ფაქტორების გავლენით მართლმადიდებელი ეკლესიები ზედმეტად პოლიტიზებულები არიან, მათ დაივიწყეს, რომ ეკლესია უფალს და ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ისინი პოლიტიკური წრეებისათვის პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტად გადაიქცნენ. ამან გამოიწვია მართლმადიდებლობის, მართლმადიდებელი ეკლესიების კრიზისიც. იბადება კითხვა: ითვლება კი თანამედროვე „მართლმადიდებლობა“ მართლმადიდებლობად?

 

 

„ლრაგირი“ (სომხეთი), 24 ივლისი, 2014 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/37390

ვინ ურევს სომხურ-ქართულ ურთიერთობებს?

სტატიაში ჩამოთვლილია და ერთმანეთთანაა დაკავშირებული ბოლო დღეებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში მომხდარი მოვლენები (ავტორი - ნაირა აირუმიანი).

ეს მოვლენებია: პირველი - სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მიერ დიდძალი იარაღისა და საბრძოლო მასალების ჩაბარება, რომლის შესახებ ინფორმაცია 24 ივლისს საქართველოს შშ სამინისტრომ გაავრცელა; მეორე - სომხური ინტერნეტ-კომპანია „იუკომის“ განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე ინტერნეტის კაბელის დაზიანების შესახებ, რომელიც, კომპანიის ეჭვით, შეგნებულად და წინასწარგანზრახულადაა ჩადენილი და ბოლოს, მესამე - გასულ კვირას თბილისში სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ჩხუბი, რომელიც სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ეროვნული ხასიათის შეტაკებად მონათლა, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი ყოფით კონფლიქტად შეაფასა.

როგორც ავტორი აღნიშნავს, „საქართ-ველო-სომხეთის ურთიერთობა ბოლო ხანებში სულ უფრო აქტუალური ხდება. შეუირაღებელი თვალითაც კი შეიძლება იმის შემჩნევა, რომ ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ ორ ქვეყანას შორის განხეთქილება ჩამოაგდონ. არადა,  სწორედ ახლა ახლოვდება იმის შანსი, რომ საქართველო და სომხეთი ერთმანეთისათვის საბოლოოდ გახდნენ ბუნებრივი მოკავშირეები და რეგიონული პარტნიორები.

საქართველოში ლაპარაკი დაიწყეს რუსეთიდან შეგზავნილ „მწვანე კაცუნებზე“, რომლებიც, კერძოდ, თბილისში, ახალქალაქსა და ბათუმში შეუნიშნავთ. მათ მიზნებში თურმე შედის დესტაბილიზების გამოწვევა, პროვოკაციები, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ქართულ-სომხურ დაახლოებას მტრები რუსეთის გარეშეც საკმარისი ჰყავს. მიზეზები აშკარაა: ქართულ-სომხური კომუნიკაციები, რომლებიც ირანს ევროპასტან აკავშირებენ, სულ მალე რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი პროექტი გახდება. ისინი კონკურენციას გაუწევენ არა მხოლოდ რუსულ, არამედ თურქულ-აზერბაიჯანულ პროექტებს. კონკურენტები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქართულ-სომხური მიმართულება არ ამოქმედდეს. ანკარას და ბაქოს ერთობლივი ინტერესები ამოძრავებთ და ამიტომ მათთან ბრძოლა რთულია.

გასულ თვეში თბილისში სერჟ სარქისიანი იმყოფებოდა, მაგრამ ვიზიტი შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება არ გაკეთებულა. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მიერ რიგი ქვეყნების მიმართ გამოცხადებული სავიზო რეჟიმი, რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, სომხეთზე არ გავრცელდება. თბილისმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთთან საბაჟო ტარიფებს არ შეცვლის მანამ, სანამ ერევანი ევრაზიულ კავშირში არ შევა.

ამრიგად, საქართველოს და სომხეთს ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ. სომხეთისათვის  საქართველოსთან მეგობრობა აუცილებელია ეკონომიკური და ენერგეტიკული დივერსიფიცირებისათვის. საქართველოს კი სომხეთი იმისთვის სჭირდება, რომ თუ ვთქვათ, ირან-ევროპის საკომუნიკაციოდ თურქული გზა იქნება შერჩეული, მაშინ თბილისი რეგიონის განაპირას რჩება. მთავარი ისაა, რომ ქართველები და სომხები ერთად უნდა იყვნენ, რადგან მხოლოდ ერთად შეძლებენ ისინი გადარჩენას - თურქული უროსა და რუსულ გრდემლს შორის მოყოლილები.

 

Description: Независимая газета

„ნეზავისიმაია გაზეტა“ (რუსეთი), 25 ივლისი, 2014 წელი

http://www.ng.ru/cis/2014-07-25/6_abhazia.html

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ძალოვანები მონაწილეობენ. რაულ ხაჯინბას შავიზღვისპირა რესპუბლიკის მეთაურად არჩევის ყველაზე მეტი შანსი აქვს

სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთში შექმნილი ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ერთი თვის შემდეგ უნდა გაიმართოს (ავტორი - იური როქსი).

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია პრეზიდენტობის კანდიდატები: ასლან ბჟანია (სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), ლეონიდ ძაპშბა (შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი), მერაბ ქიშმარია (თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) და რაულ ხაჯინბა (პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის“ ლიდერი). ავტორის აზრით, შეიძლება უკვე ითქვას, არცევნების სედეგი უკვე გადაწყვეტილია - რაულ ხაჯინბას არჩევას წინ ვერაფერი დაუდგება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უშედეგო იქნება ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მიერ შემუშავებული გეგმა, კონტრნაბიჯი, რომელიც რაულ ხაჯინბას წინააღმდეგაა მიმართული - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რაც პარლამენტის დადგენილებით, დაახლოებით 26 ათას ქართველს, რომლებიც ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ, საარჩევნო ხმა ჩამოერთვათ.

მიზეზი ისაა, რომ ქართველებს თითქოს აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით აქვთ მირებული. ამასტან, ისინი საქართველოს პასპორტებსაც ფლობენ და ამგვარად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. აფხაზეთის კანონმდებლობით, აფხაზეთის მოქალაქე იმავდროულად მხოლოდ რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს. ამბობენ, რომ ქართველებმა გადამწყვეტი როლი სეასრულეს ჯერ სერგეი ბაღაფშის გამარჯვებაში (2009 წელს), სემდეგ კი ალექსანდრე ანქვაბის გაპრეზიდენტებაში (2001 წელს). არაა გამორიცხული, რომ ეს შეფასება ჰიპერტროფირებულია, მაგრამ ქართველი ელექტორატის ხმები ქვეყნის ამომრჩეველთა მეხუთედ ნაწილს შეადგენს და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორც „ნეზავისიმაია გაზეტას“ სოხუმელმა ანალიტიკოსმა იბრაჰიმ ჭკადუამ უთხრა, ქართველები არა მარტო გალის, არამედ ოჩამჩირის რაიონშიც ცხოვრობენ. მისი აზრით, პარლამენტის გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან მოქალაქეობის საკითხს ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს, მათ კი პასპორტები ადგილზე შექმნილი რაღაც გაურკვეველი კომისიების გადაწყვეტილებით მიიღეს. ამასთან, ქართველებს სამუდამოდ კი არ წაერთვათ ხმის უფლება, არამედ დროებით შეეზღუდათ. ისინი თავდაპირველად ჯერ ბინადრობის მოწმობას მიიღებენ, შემდეგ კი ინდივიდუარად იქნება განხილული მათი უფლებების სრული აღდგენა.

ასეა თუ ისე, 26 ათასი ქართველისათვის საარჩევნო ურნებთან არმისვლა ყველაზე მომგებიანი რაულ ხაჯინბასთვის გამოდგა. აშკარაა, რომ 24 აგვისტოს ქართველები ხმას რაულ ხაჯინბას ნამდვილად არ მისცემდნენ, არამედ მხარს დაუჭერდნენ მერაბ ქიშმარიას, რომელიც გალის რაიონს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ახლა ხაჯინბას შეუძლია მშვიდად იყოს, ქართველების ხმებს მოწინააღმდეგე ვეღარ მიიღებს, მას კი აფხაზეთში ისედაც საკმაო მომხრეები ჰყავს.

როგორც ამბობენ, მერაბ ქიშმარია, ასლან ბჟანია და ბესლან ეშბა „ანქვაბისტები“ არიან, ზოგიერთი ჟურნალისტი მათში სწორედაც რომ ექს-პრეზიდენტის აჩრდილს ხედავს.

თეორიულად წინასაარცევნოდ ზალების განლაგება კერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტებს შორის უკვე ანონსირებული პირდაპირი დებატები გაიმართება. დებატების დროს კი საინტერესო თემები წამოიჭრება: პრეზიდენტის ფუნქციების შეზღუდვა, რეფორმები, საზღვრის საკითხი, რკინიგზის გახსნა და ა.შ., რომლებზეც ამომრჩეველს ნათელი პასუხი აინტერესებს.

 

 

„კომერსანტი“ (რუსეთი), 24 ივლისი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2531327

რამდენად ჰგავს უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ომს?

რუსეთში 25 ივლისს გამომძიებლის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით გაზეთში დაბეჭდილია ინტერვიუ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში არსებული ომის წარმოების დროს აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების სამმართველოს უფროსთან ალექსანდრ დრიმანოვთან.

ინტერვიუში რესპოდენტი საუბრობს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შედარებულია 2008 წლის აგვისტოში „ხუთდღიანი ომის“ დროს მომხდარ სამართალდარღვევებთან. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ დრიმანოვი „სამხრეთ ოსეთის მოვლენების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას“ ხელმძღვანელობდა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით.

ალექსანდრ დრიმანოვი: „უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ოსურ მოვლენებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებები მოკლე დროში დასრულდა, რუსეთის არმიამ შეძლო თავისი მშვიდობისმყოფლებისა და მოქალაქეების დაცვა. შესაბამისად, იმ დროს მოვლენები ისე არ განვითარებულა, როგორსაც დღეს უკრაინაში ვხედავთ.

როგორც დავადგინეთ ჩვენს მიერ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმის ჩარჩოებში, ქართული სამხედრო დაჯგუფება ითვლიდა 18 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, მათ ჰქონდათ დაახლოებით 100 ტანკი, ამდენივე ჯავშანმანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი. ქართველებმა ამ ყველაფერს წინასწარ, ერთი კვირით ადრე, მოუყარეს თავი სამხრეთ ოსეთის საზღვართან და საარტილერიო დაბომბვის დროს გამოიყენეს „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემა. უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ძალოვანი სტრუქტურები დონეცკთან და ლუგანსკთან თავს უყრიან ყველანაირ სამხედრო ტექნიკას, იგივე „გრადების“, „ურაგანებისა“ და „სმერჩების“ სისტემებს. ოპერაციაში ჩაბმულია 40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, მათგან 10 ათასი კი უშუალოდ მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში.

გამორიცხული არაა, რომ დონეცკი და ლუგანსკი ცხინვალის მსგავსად დაინგრეს. ჩვენ თავდაპირველად გვეგონა, რომ საცხოვრებელ სახლებზე ნასროლი ჭურვები უკრაინელი ჯარისკაცების გამოუცდელობის გამო ხდებოდა, მაგრამ შემდეგ დავწმუნდით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდებოდა - მოსახლეობის დასაშინებლად. დაახლოებით იგივე სურათი იყო ცხინვალშიც, ყველაფერი გაანგარიშებული იყო ადამიანების დაშინებასა და მათ მასობრივ დაღუპვაზე.

სამხრეთ ოსეთში ჩვენ შევძელით გამგზავრება, რადგან იქ რუსეთის სამშვიდობო ძალები იდგნენ. საქართველოსთან ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, თუ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა წინააღმდეგ რაიმე დანაშაული იქნებოდა ჩადენილი, ის რუსეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. სხვათა შორის, ეს შეთანხმება ჯერ არავის გაუუქმებია. ჩვენ წავედით ცხინვალში და სამშვიდობო ძალების ბაზირების ადგილი ვნახეთ, რომელიც პრაქტიკულად მიწასთან იყო გასწორებული.

უკრაინაში სიტუცია სხვაგვარადაა. იქ არ არიან რუსული სამშვიდობო ძალები და, შესაბამისად, ჩვენ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ გვაქვს. ამიტომ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს მივმართეთ სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფის მიზნით. ამჟამად, მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, ვაგროვებთ ფაქტებს ფოსფორული ნივთიერებით დატენილი ჭურვების გამოყენების საკითხში, სამოქალაქო შენობების განადგურებაში... გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ბრძოლებში „ნაციონალური გვარდიის“ „მეომრები“ მონაწილეობენ, რომლებთაც სისხლის სამართლებრივი წარსული აქვთ - ისინი ციხეებიდან გამოუშვეს დანაშაულის „სისხლით ჩამორეცხვის“ მიზნით. საერთოდ, ჯარში გაწვეულ უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებს თავიანთი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არ სურთ.

საქართველომ უარი გამოგვიცხადა გენოციდთან დაკავშირებით აღძღულ საქმესთან თანამშრომლობაში. ჩვენს მიერ გაგზავნილი ყველა თხოვნა იგნორირებული იქნა. საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მივიღეთ საქართველოს 500 მოქალაქის საჩივარი, რომლებიც რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და ოსი მოლაშქრეების მიერ ჩადენილ უკანონო მოქმედებებს ეხებოდა. ამ ფაქტების გადამოწმების მიზნით მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ამაოდ... მათ არ სურთ დაგვეხმარონ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაშიც კი! ჩვენ ბოლო თხოვნა გავგზავნეთ მიმდინარე წლის დასაწყისში, ანუ უკვე ახალი ხელისუფლების დროს, მაგრამ არავითარი შედეგი არ ჩანს.

რაც შეეხება საერთაშორისი სასამართლო ინსტანციებში, მათ შორის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩვენს მიერ გაგზავნილ საჩივრებს, მათზე ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სასამართლო უკვე მეთხე წელია იხილავს ტანკში დამწვარი ორი რუსი ჯარისკაცის ოჯახის საჩივარს. სულ ცხინვალის ამბებთან დაკავშირებით სტრატსბურგის  ადამიანთა უფლების ევროპულ სასამართლოში სამხრეთ ოსეთიდან და რუსეთიდან 3,3 ათასი საჩივარია შეტანილი. ჩვენს მიერ შეგროვილი მასალები არის აგრეთვე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომელსაც სასამართლოს შეუძლია დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც კონფლიქტი მოხდა, არ ატარებს ეფექტურ გამოძიებას. ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ საქართველოს უარს თანამშრომლობაზე სწორედ ასეთ არაეფექტურობამდე მივყავართ“.

 

 

 

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 23 ივლისი, 2014 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/us-treat-russia-china-korea/1964024.html

რობერტ ჯოზეფი: „საქართველოში მიმდინარე ომის დროს რუსეთი მზად იყო ბირთვული დაპირისპირებისათვის“

ვაშინგტონში 23 ივლისს გამართულ მოსმენებზე სამხედრო ექსპერტები კონგრესმენების შეკითხვებს პასუხობდნენ, - იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახური.

რომელი ქვეყანა გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ - რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა თუ ირანი? ეს თემა არაერთხელ განხილულა, მაგრამ ამჯერად, უკრაინის მოვლენების ფონზე, მან განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.

როგორც სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე შეიარარებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ჯოზეფი ამბობს, ვაშინგტონმა ახლებურად უნდა შეხედოს რუსეთისა და ჩინეთისაგან მომდინარე საფრთხეს, აუცილებელია შეიცვალოს ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა ახალი გეოპოლიტიკური რეალიების შესაბამისად. მან გააკრიტიკა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება თავდაცვის ბიუჯეტის სემცირების ტაობაზე, რომელიც მისი საარცევნო დაპირების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა. ექსპერტის აზრით, დღეს ამერიკას არარ შეუძლია თავი დაიცვას რუსეთისა და ჩინეთისაგან: „ასეთ ვითარებაში გათვლებში შეცდომა არ უნდა დავუშვათ... ჩემთვის დეტალურადაა ცნობილი, რომ რუსეთი მზად იყო ბირთვული დაპირისპირებისათვის საქართველოში მიმდინარე საომარი კამპანიის დროს. რუსეთის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, როგორ რეაგირებას მოახდენდა ამერიკა, ამიტომ მოსკოვი პრაქტიკულად ყველაფრისათვის მზად იყო. ღია წყაროებიდანაც კი ცნობილია, რომ 2020 წლისათვის რუსეთი უფრო მეტს თანხებს დახარჯავს რაკეტმშენებლობისათვის, ვიდრე აშშ“.

რობერტ ჯოზეფს ეთანხმება ცენტრალური სადზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს ვულსი. მისი თქმით, ამერიკისათვის დღეს რუსეთი უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ჩინეთი: „წარმოიდგინეთ თქვენი თავი ვლადიმერ პუტინის ადგილზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი თვლის - ბირთვული შეიარაღების გაზრდის გარეშე რეგიონში დომინირებას ვერ მიაღწევს. რუსეთის პრეზიდენტი არაფერზე უკან არ დაიხევს. იგი ყოფილი კაგებეშნიკია, იგი [ახლებურად] შეიმუშავებს თავდაცვას, შეტევის სისტემას, განავითარებს ელექტრომაგნიტურ ბირთვულ საშუალებებს... ეს ძალიან საშიშია ამერიკისათვის. თუ რუსეთი ელექტრომაგნიტურ ბირთვულ ბომბს გამოიყენებს, რომელიც ადამიანებს არ კლავს, მაგრამ მწყობრიდან გამოჰყავს მთელი ელექტროსისტემა, ამ შემთხვევაში აშშ-ის შიმშილი და არასტაბილურობა ემუქრება... ჩვენ მე-18 საუკუნეში აღმოვჩნდებით“.

 


 

„ვესტი“ (აზერბაიჯანი), 24 ივლისი, 2014 წელი

http://vesti.az/news/212108

ამერიკელი კონგრესმენების კანონპროექტით უკრაინაში საქართველოს მსგავსი სცენარი განმეორდება

ინტერვიუ ამერიკულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის ფონდის მთავარ ექსპერტთან ალექსეი სინიცინთან. გთავაზობთ შემოკლებით:

შეკითხვა: აზერბაიჯანმა, როცა მიუმხრობლობის მოძრაობის ორგანიზაციაში გაწევრიანდა, ამით თავისი არაბლოკური სტატუსის დეკლარირება მოახდინა. მაშ რატომაა მოხსენიებული აზერბაიჯანი უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად ამერიკელი კონგრესმენების მიერ შემუშავებულ ახალ კანონპროექტში „აქტი რუსეთის აგრესიის თავიდან აცილების შესახებ“ („კანონი 2277“)? მასში ნათქვამია, რომ ნატომ უნდა შექმნას ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოების ფონდი და დახმარება გაუწიოს ჩამოთვლილი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, აზერბაიჯანის ჩათვლით. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი რუსეთის მოწნიააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდება?

ალექსეი სინიცინი: მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კანონი საბოლოოდ იქნება მიღებულია და მას აშშ-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს. ყველა შემთხვევაში აზერბაიჯანი ამ აქტით არავითარი „მოკავშირის“ სტატუსს არ იძენს, ეს ეხება მხოლოდ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას. (...)

შეკითხვა: აზერბაიჯანი, უკრაინისა და საქართველოსაგან განსხვავებით, არასოდეს მტკიცედ არ განუცხადებია ნატოში შესვლის სურვილი, თუმცა მხარს უჭერს ევროატლანტიკური ფასეულობების დაცვას. თუ აზერბაიჯანი არ ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, მაშ რატომ აერთიანებენ მას ამერიკელი კონგრესმენები იმ ჯგუფში, სადაც უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და კოსოვოც კი არის?

შეკითხვა: აზერბაიჯანს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სხვა რესპუბლიკებთან ერთად, დასავლეთთან და ნატოსთან ინტეგრაციის გარდა, არავითარი სხვა არჩევანი არ ჰქონდა. იმ დროს რუსეთიც კი პროდასავლური სახელმწიფო იყო, ბორის ელცინის კყურსი კი, განსაკუთრებით 1998 წლამდე, პრონატოური გახლდათ. ელცინის გუნდზე შორს ამ მიმართულებით მოგვიანებით მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა წავიდა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ბაქო თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართ ძალიან პრაგმატულია და მოსკოვ-თეირანის გასაბრაზებლად ნატოსთან ინტეგრაციის ფორსირებას არ ცდილობს. ამერიკელ კონგრესმენებს ეს გარემოება რატომღაც მხედველობიდან გამორჩათ. ეს ერთგვარი პარადოქსია, თუმცა ცნობილია, რომ ყველა ქვეყნის პარლამენტებში დეპუტატები ნაკლებად ინფორმირებულები და კონსერვატორები არიან, სამაგიეროდ, საკუთარი თავი ყველაზე დიდ პარტიოტებად მოაქვთ. აშკარაა, რომ კონგრესმენები „სტრატფორის“ ანალიტიკური ცენტრის დირექტორის ჯორჯ ფრიდმანის კონცეფციის გავლენის ქვეშ მოექცნენ... მისი იდეის თანახმად, უნდა ჩამოყალიბდეს ანტირუსული ბლოკი მოსაზღვრე სახელმწიფოებისაგან - ბალტიიდან შავ და კასპიის ზღვებამდე, თურქეთის ჩათვლით... ეს სახელმწიფოები ინტენსიურად უნდა შეირაღდნენ მოსკოვთან კონფრონტაციის მიზნით, მაგრამ ნატოსა და ამერიკისაგან რეალური დახმარების გარანტიების გარეშე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ქართულ-რუსული დაპირისპირების სცენარის გამეორება. ოფიციალური ბაქო „ფრიდმანის გეგმას“ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ამერიკელ კონგრესმენებს, როგორც ჩანს, მოეწონათ.

შეკითხვა: დავუშვათ, „აქტი რუსეთის აგრესიის თავიდან აცილების შესახებ“ მაინც იქნა მიღებული, როგორ განვითარდება სიტუაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში?

ალექსეი სინიცინი: თუ კანონპროექტს მიიღებენ ამ სახით, როგორიც დღესაა, [რაც თითქმის არარეალურია] და მით უმეტეს, რეალიზებული იქნება, მაშინ პროგნოზი ყველაზე პესიმისტური იქნება. უეჭველია, აზერბაიჯანი თავის პოლიტიკას ამ კანონის ფორმატით არ გაატარებს. გარდა ამისა, არც იმას ვფიქრობ, რომ საქართველო და მოლდოვა მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას მის რეალიზებაში. აი, რაც შეეხება უკრაინას, კიევისათვის შეიძლება ქართული სცენარი განმეორდეს.

კონგრესმენებმა „აქტის’ 305-ე პუნქტში უკვე გამოთვალეს ის შეიარარება და ტექნიკა, რომელიც კიევს უნდა მიაწოდონ, გასაბერი ნავების ჩათვლით. თავდაპირველად იქნება საქართველოში განხორციელებული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ მსგავსი ამოცანა, შემდეგ კი - ომი რუსეთთან „ყირიმის დაბრუნების“ მიზნით. რა თქმა უნდა, ბირთვულ ომს უკრაინის დასახმარებლად არავინ დაიწყებს, მაგრამ უკრაინის დაშლა რომ საბოლოოდ დასრულდება, ეს გარდაუვალია.

 

 

 

„რადიო სვობოდა//ეხო კავკაზა“ (აშშ), 23 ივლისი, 2014 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/25466663.html

კახა კახიშვილი: „აქცენტი ირაკლი ღარიბაშვილის უახლოეს გარემოცვაზეა გადატანილი“

            რადიო „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახურის „სვობოდას“ ეთერში (პროექტი „ეხო კავკაზა“) მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა კახი კახიშვილმა:

„აშკარაა, რომ არჩევნების დროს გამოვლენილმა არასასიამოვნო მომენტებმა ხელისუფლება აიძულა რაღაც ცვლილებებზე წასულიყო. ერთი მხრივ, ამით თითქოს მოსახლეობის აზრი იქნა გათვალისწინებული, მეორე მხრივ კი, ისეთი მინისტრები შეიცვალა, რომლებიც ფაქტიურად კოალიციის შემადგენლობაში არსებული არცერთი პოლიტიკური პარტიის გარემოცვაში არ იყვნენ. ამრიგად, ამ ცვლილებებს არც საშიანაო-პოლიტიკური სიტუაცია არ შეუცვლია და არც კლიმატი თვით კოალიციაში. გათავისუფლებული მინისტრები არ იყვნენ არც ღარიბაშვილის და არც ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში, ისინი არ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ინტრიგებში. რაც შეეხება მინისტრობის ახალ კანდიდატებს, ისინი უკვე პირადად ღარიბაშვილის გარემოცვიდან არიან, რომლებიც მან უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობის დროს გაიცნო. აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ ახლები თავიანთი უფროსის ერთგულები უნდა იყვნენ.

მე არ ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ ეს ცვლილებები მთავრობის წარმატებული მუშაობის წინამძღვრებად აღიქვა. მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, როცა მინისტრი საკუთარ თავს მინისტრად გააცნობიერებს და მიხვდება, რომ რაღაც გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს... პროფესიონალიზმის დეფიციტი ჩვენი მთავრობის წევრების მტკივნეული ადგილია“, - აღნიშნა კახი კახიშვილმა რადიოინტერვიუში.

 



„რადიო გოლოს როსიი//რია ნოვოსტი“ (რუსეთი), 23 ივლისი, 2014 წელი

http://ria.ru/radio_brief/20140722/1017085986.html

„რომ სხვებმაც გაითვალისწინონ და შიშში იყვნენ“: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობა განაახლა

რადიოსადგურ „გოლოს როსიის“ („რუსეთის ხმა“) ანალიტიკური მიმომხილველი მიხეილ შეინკმანი საქართველოს მთავრობაში მომხდარ ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ჩანს, თავის ბრიტანელ კოლეგას დევიდ კემერონს მიბაძა, თუმცა მათ შორის განსხვავება ისაა, რომ კემერონმა საკვანძო მინისტრები გაათავისუფლა, ღარიბაშვილმა კი ისეთი მინისტრები, რომელთა გვარები საქართველოში არცკი ახსოვდათ, ანუ ისინი არ ჩანდნენ არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში.

„აბა, ვის გააკვირვებ სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელის მოხსნით, როცა საქართველოში სოფლის მეურნეობამ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, სახელმწიფო მნიშვნელობა პრაქტიკულად დაკარგა... ამიტომაც ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მინისტრი: საფლავი გათხრილია, ჯვარს კი ვიღაცა დაადგამს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

„პრემიერმა თავისი ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება არის საჭიროო, მაგრამ ექსპერტები გაურკვევლობაში არიან: ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრალურ უწყებებს არ შეხებია. ეს შეიძლება ერთგვარი სიგნალი შეიძლება იყოს - იგი ჯერ ძლიერ ფიგურებთან შებმას არ რისკავს, მაგრამ მათ აფრთხილებს... ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა დაბალმა აქტიურობამ Ыესაძლოა ცენტრიდანული მოძრაობები გააქტიუროს... მმართველო კოალიცია ერთგვაროვანი არ არის. კი, ადრე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობა საჭირო იყო, მაგრამ ახლა მშვიდობიანი დრო დადგა. შესაბამისად, ალბათ, ურთიერთობების გარკვევის დრო მოვიდა“, - აღნიშნავს მიხეილ შეინკმანი და რადიოეთერში რთავს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორს პეტრე მამრაძეს თბილისიდან:

„სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილი მართვის ავტორიტარულ სტილს ამჟღავნებს; „ბრძანებები არ განიხილება, ბრძანებები სრულდება“. იყვნენ მინისტრები, რომლებთაც რაღაც საკითხებზე თავიანთი აზრი ჰქონდათ, ახლა კი ამ მინისტრებს სამსახურიდან ხსნიან, მათ ადგილზე კი ღარიბაშვილი ისეთ ადამიანებს ნიშნავს, რომლებიც მის ნათქვამს უსიტყვოდ შეასრულებენ. აშკარაა, რომ მინისტრობის ახალი კანდიდატები ისეთები არიან, რომელთა უკან არავითარი პოლიტიკური ძალა არ დგას. აქ ერთგვარი კომპრომისია: ერთი მხრივ, პრემიერის პოზიციის გაძლიერება, მეორე მხრივ - ვის უკანაც პოლიტიკური ძალა დგას, იმ მინისტრები ხელუხლებლები დარჩნენ. საერთოდ, პატარა და ღარიბ საქართველოში ოცი სამინისტრო ძალიან ბევრია. ეს ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სიტემის გადმონაშთია, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ის უცვლელად დატოვა. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის მიზანს პრემიერის პირადი ძალაუფლების გაძლიერება წარმოადგენს“, - ამბობს პეტრე მამრაძე.

მიხეილ შეინკმანი განაგრძობს: „ზემოთ უკვე ვთქვით, რომ არაა გამორიცხული, ეს გადაადგილებები სხვა მინისტრების დასანახავადაც კეთდება, ანუ შესაძლოა ცვლილებები „ხელშეუხებლებსაც“ დაემუქროს. პრემიერისათვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან იგი „ბავშვი კი აღარ არის“, არამედ სახელმწიფო მოღვაწე. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და მთავრობის ფორმირება ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ქართველებს მაინც აინტერესებთ: ბიძინა ივანიშვილთან  თუ არის ეს ყველაფერი შეთანხმებული?“.

 

 

„იტარ-ტასი“ (რუსეთი), 23 ივლისი, 2014 წელი

http://ru.euronews.com/newswires/2609902-newswire/

ერიკ რუბინი: ნატოში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება, ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილი კი აღნიშნული იქნება

როგორც სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება, ვაშინგტონში, ვუდრო ვილსონის სახელობის ცენტრში გამართული „მრგვალი მაგიდის“ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთში დაგეგმილი ნატოს ქვეყნების ლიდერთა სამიტის მონაწილეები მაღალ დონეზე შეაფასებენ საქართველოს ძალისხმევას ალიანსთან ინტეგრაციის სფეროში, განსაკუთრებით ავღანეთის მისიაში მონაწილეობის გამო, მაგრამ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე ლაპარაკი არ იქნება.

„ნატოს სამიტი მიმდინარე წელს უელსში გაიმართება. მე ვფიქრობ, რომ თქვენ სერიოზულ მხარდაჭერას მიიღებთ იმ პროგრესის გამო, რასაც საქართველომ მიაღწია“, - თქვა ერიკ რუბინმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად. მან აღნიშნა, რომ ნატოს წევრები მადლობას უხდიან საქართველოს  „იმ წარმოუდგენელი მსხვერპლისა და დანაკარგების გამო, რომელიც ქართველებმა განიცადეს ავღანეთში, მოკავშირეებთან თანამშრომლობის პერიოდში“. ამერიკელი დიპლომატის აზრით, სამიტზე დადებითად შეფასდება აგრეთვე საქართველოს არმიაში მიმდინარე რეფორმის პროცესიც. „ამასთან ერთად, როგორც უკვე ითქვა, სამიტზე ნატოს გაფართოება არ მოხდება. მე ამ მხრივ რაიმე სიახლეს არ ველოდები და ჩემი ნათქვამიც არავის არ გააკვირვებს“, - განაცხადა ერიკ რუბინმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ „საქართველოს პროგრესი რეალურია და ეს აღნიშნული იქნება“.

 

 

„კომერსანტი“ (რუსეთი), 23 ივლისი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2530907

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ნამყოფ ქართველ ოფიცრებს მხარი დაუჭირა

სტატიაში მიმოხილულია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა „რუსთავი-2“-ის ეთერით (პირდაპირი ჩართვით შვეიცარიიდან), რომლის დროსაც მან საქართველოს ხელისუფლება იმ ოფიცრების დევნაში დაადანაშაულა, რომლებიც თავიანთ უკრაინელ კოლეგებს ანტიტრორისტული ოპერაციის განხორციელების დროს რჩევებსა და კონსულტაციებს აძლევენ. მისი თქმით, როცა ქართველი ოფიცრები უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნდნენ, ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოიძახეს და უთხრეს, რომ „მათი უკრაინაში ყოფნა, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, მიზანშეწონილი არ არის“. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარი დამოკიდებულება ქართველი პატრიოტებისადმი „მოსკოვში მყოფ ბიძინა ივანიშვილის მეგობრებს ძალიან გაახარებთ“.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად შეეფერება ექს-პრეზიდენტის განცხადება სინამდვილეს. თავდაცვის სამინისტროში ვერაფერი თქვეს, რომელ სამხედრო კონსულტანტებზე ილაპარაკა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა: „ჩვენგან საქართველოს არმიის არცერთი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში არ იმყოფება, - აღნიშნეს თავდაცვის უწყებაში, - შესაბამისად, მათი მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში გამორიცხულია“.

„კომერსანტის“ მონაცემებით, მიხეილ საკაშვილს, როგორც ჩანს, მხედველობაში ჰქონდა ის სპეციალისტები, რომლებიც უკრაინაში მისი პრეზიდენტობის დროს იყვნენ გაგზავნილი სახელმწიფოთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებში. უკრაინა 2005 წლიდან საქართველოს სამხედრო ტექნიკით ამარაგებდა, მათ შორის გადასცა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“, რომლის დახმარებით „ხუთდღიანი ომის“ დროს ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მადლობის ნიშნად, უკრაინას იმ დროს ქართველი სპეციალისტები და კონსულტანტები მიაშველა.

 


„168 ჟამ“ (სომხეთი), 23 ივლისი, 2014 წელი

http://www.tert.am/ru/news/2014/07/22/168/

საქართველოში ეროვნულ-რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკება უპირველესად რუსეთს აწყობს

პოლიტოლოგები არ სცდებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება რამენაირი სახით სამხრეთ კავკასიაზეც მოახდენდა გარკვეულ გავლენას. ექსპერტთა ვარაუდები რეალურ მონახაზებს იძენს და სინამდვილედ იქცევა, ყოველ შემთხვევაში, სომხეთისათვის. ეს ყველაფერი რეალიზდება ყველაზე ბინძური რუსული მეთოდებით - ნათქვამია ერევნის გაზეთის პუბლიკაციაში.

მაგალითად, 19 ივლისს თბილისში, ავლაბრის სომხურ კვარტალში მდებარე სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტთან (თავდასხმასთან) დაკავშირებით სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ მძაფრი განცხადება გააკეთა. მასში მკაცრადაა აღნიშნული, რომ თავდასხმის მონაწილენი გამსჭვალულნი იყვნენ ეროვნული სიძულვილით, იყვნენ სპირტიანი სასმელების და ნაკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ეპარქიამ მოუწოდა საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ სერიოზულად მოეკიდნონ ამ ინციდენტს და გამოიძიონ რელიგიურ და ეროვნულ ნიადაგზე მომხდარ დანაშაული, მიღებულ იქნას ზომები საქართველოში მსგავსი ხასიათი ქმედების თავიდან აცილების მიზნით.

მომხდარი ინციდენტი, რასაკვირველია, მიუღებელია და მისი მონაწილეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. თუმცა, პოლიტიკურ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ეჭვი იბადება იმაზე, რომ მსგავსი მოვლენები დაძაბულ რეგიონში შემთხვევით არ ხდება. და, როგორც ყოველთვის, იბადება კითხვა: „ვის აწყობს ეს ყველაფერი?“

საქართველოში ეროვნულ-რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკება პირველ რიგში რუსეთს აწყობს, მისთვისაა მომგებიანი. მხოლოდ მოსკოვი სარგებლობს ასეთი ერთაერთი მეთოდით მიზნის მისასღწევად - „გააცხელოს“ გაყინული კონფლიქტები. ამგვარი სიტუაცია შეიმჩნევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც ყოველდღიურად იღუპებიან სომეხი სამხედრო მოსამსახურეები“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

„რადიო სვობოდა//ეხო კავკაზა“ (აშშ), 23 ივლისი, 2014 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/25466336.html

სიკვდილი და ვარაუდები

პოლიტოლოგი გია ნოდია ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის შესახებ მკითხველსა და საზოგადოებას საკუთარ თვალსაზრისს უზიარებს. გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

„ეროსი კიწმარიშვილი ახალი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და შესამჩნევი ფიგურა იყო. მისი მოულოდნელი და უეცარი სიკვდილი ქართულ საზოგადოებაში ყველაზე მთავარ სალაპარაკო და სამსჯელო თემად იქცა. იმის მიუხედავად, რომ ეროსის მიმართ ადამიანებს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ, მისი სიკვდილის ფაქტმა შეშფოთება გამოიწვია. შესაძლოა, ეს ერთი ადამიანის ტრაგედიაა, ან შესაძლოა რაღაც ახალისა და ძალიან ცუდის მანიშნებელი.

ალბათ უნდა გავიხსენოთ, თუ ვინ იყო ეროსი. ქვეყნდებოდა სტატიები ამ ტიპის სათაურებით - „საქართველოს ყოფილი ელჩი მკვდარი იპოვესო“, ეს ნაწილობრივ სწორია, მაგრამ დიპლომატობა არაა მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ეტაპი. უპირველეს ყოვლისა, იგი „რუსთავი-2“-ის დამაარსებელი იყო, საქართველოში ყველაზე რეიტინგული, გავლენიანი და პროფესიული ტელეარხის შემქმნელი.

ეროსი კიწმარიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში „რუსთავი-2“ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მედია-რესურსი გახდა, მაგრამ სულ მალე მას ახალი ხელისუფლების ლიდერებთან უთანხმოება მოუხდა - ალბათ, იმიტომ, რომ მან თავისი მედიამხარდაჭერის გამო გადაჭარბებული დივიდენდები მოითხოვა. საბოლოოდ, ეროსი კიწმარიშვილს ტელეკომპანიის გაყიდვა მოუხდა, შემდეგ თითქოს მიხეილ სააკაშვილსაც შეურიგდა, პრეზიდენტმა იგი რუდსეთში ელჩადაც დანიშნა, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ისინი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ. ყოფილი ელჩი შეეცადა პოლიტიკური კარიერა ოპოზიციაში გაეკეთებინა, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ მთავარ ალტერნატიულ ძალას - ბიძინა ივანშიშვილს დაუპირისპირდა.

ასე რომ, როგორც ავტორი აღნიშნავს, ამ ტალანტიურ, რთულ და კონფლიქტურ ადამიანს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა არა მხოლოდ წინა, არამედ ახლანდელ ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ძალადობრივი სიკვდილის ვერსიები სხვადასხვანბაირი სეიძლება იყოს. ასეთ ვითარებაში უმჯობესია გამოძიების დასკვნებს დაველოდოთ, მაგრამ თანამედროვე საქართველოში მართლმსაჯულებისა და სამართლალდაცვის ორგანოებისადმი ნდობა პრობლემას წარმოადგენს.

ხელისუფლებამ ზოგადად საკმაოდ ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა და ისე მოიქცა, რომელიც მისი ნდობის დონეს საეჭვოს ხდის: ერთი მხრივ, ის თავის სამართალდამცავ ორგანოებს სისტემატურად და აშკარად იყენებს თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ - ძალიან ძნელია გაიხსენო ისეთი შემთხვევა, რომ მან შეძლო რომელიმე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმის სერიოზული გამოძიება, გნებავთ წინა ან ახლანდელი ხელისუფლების დროს მომხდარი.

ეროსი კიწმარიშვილს წარსულში ბიძინა ივანიშვილთან ფინანსური ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ მასთან კონფლიქტი მოუვიდა. თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს მომხდართან დაკავშირებით დამარწმუნებელი ვერსიის წარდგენას, მაშინ „ქართული ოცნება“ თვითონ აღმოჩნდება მთავარი ეჭვმიტანილის როლში.

ამ ფონზე საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება... „რუსთავი-2“-ის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დოკუმენტების თანახმად, უკრაინიდან საქართველოში რამდენიმე „კანონიერი ქურდის“ დეპორტაცია მოახდინეს. ისინი აეროპორტშივე უნდა დაეკავებინათ, მაგრამ მათი კვალი გაქრა. სამართალდამცველები კომენტარებზე უარს ამბობენ. ყველაფერი ეს ეჭვებს ჰბადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პირამიდის მწვერვალზე მყოფი ადამიანები დაინტერესებულნი არიან კრიმინალურ ელიტასთან თანამშრომლობით. ყველაზე ხშირად ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს ასახელებენ და თუ ეს ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს. თავის მხრივ, ეს ყველაფერი გვახსენებს იმას, რომ მან თავისი პირველი მილიარდები 1990-იანი წლების რუსეთში დააგროვა, როცა ბიზნესი და კრიმინალი ერთმანეთთან თანამშრომლობდა.

რა თქმა უნდა, ეს ვარაუდია, რომლის დამტკიცება ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ ვერც ხელს ვერ მოუსვამ და გვერდზე ვერ გადადებ. თუ ეროსი კიწმარიშვილს თავი არ მოუკლავს, მაშინ გამოდის, რომ იგი პროფესიონალი მკვლელის მწესხვერპლი გახდა. დადგა თუ არა საქართველოში შეკვეთილი მკვლელობების ეპოქა? ვინ შეიძლება გამოვიდეს დამკვეთად? ჩვენ ამგვარი შეკითხვები დიდი ხანია არ დაგვისვია, მაგრამ ახალა ეს აქტუალური გახდა“, - წერს გია ნოდია.

 

 

    გასულ კვირას უცხოურ მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში საქართველო ძირითადად რამდენიმე სერიოზული თემით გამოჩნდა: დასავლურ პრესაში საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) არჩევნების შედეგები, კვლავ პოპულარულია საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი, რუსულ პრესაში ყურადღება დაეთმო

ამერიკელი სენატორების ინიციატივას „მიენიჭოს საქართველოს აშშ-ის მოკავშირის სტატუსი“ და ბოლოს, რას წერდა უცხოური პრესა საქართველოს მთავარი მოვლენის - ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის თაობაზე.

            რასაკვირველია, მასმედიით გავრცელდა აგრეთვე სხვა ცალკეული მასალები, რომლებიც განსაკუთრებით საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსს ეხება. თუ რატომაა შეფასებული უარყოფითად ქართული დიპლომატია ბაქოელი პოლიტოლოგის მიერ, ანდა რას წერს ერევნელი პოლიტოლოგი საქართველო-ირანის ურთიერთობის შესახებ, ამას ქვემოთ გავეცნობით. მანამდე კი არჩევნების შედეგებით დავიწყოთ...

          „ქართული ოცნების“ ტრიუმფი და „მედლის მეორე მხარე“

            საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები სერიოზულ უცხოური მედიიდან უმეტესად დასავლურ პრესაში აისახა. სტატიებში დაფიქსირდა, რომ რეგიონებში და თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, თუმცა იმავდროულად პუბლიკაციებში ყურადღება მიექცა „მედლის მეორე მხარესაც“:  არჩევნების მიმდინარეობის შუქ-ჩრდილებს, პოლიტიკოსთა ქცევის ეთიკურ მომენტებს და სხვა გარემოებებს.

ა) „უოლ სტრიტ ჯორნალი“ (აშშ)

აშშ-ის გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებული სტატიაში „ქართული ოცნება“ თბილისში სახელისუფლო ფესვებს იმაგრებს“, ავტორი ირა იოსებაშვილი) აქცენტი გადატანილია საქართველოს დედაქალაქის მერის კანდიდატების დავით ნარმანიას და ნიკანორ მელიას საარჩევნო დაპირებათა რეალურობის ხარისხზე. ჟურნალისტი ირონიულად აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ხეების საკითხი იყო, რამაც საბოლოო ჯამში მერის ბედიც გადაწყვიტა: „მმართველი პარტიის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მილიონნახევრიან ქალაქში იგი მილიონ ხეს დარგავს, თავის მხრივ, ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია ხალხს მეტი ავტოსადგომების გაკეთებას დაპირდა, რაც, ბუნებრივია, ხეების გარკვეული რაოდენობით გაკაფვას გამოიწვევს. საბოლოოდ, ხეებმა გაიმარჯვეს - ნარმანიამ ხმების 72,5%, ხოლო მელიამ - 27,5% მიიღო“.

არჩევნებს დაემთხვა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება და, ალბათ, ამიტომაც მეორე ტურში ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, არჩევნებმა აჩვენა „ქართული ოცნების“ წარმატება და მისი ხელისუფლება განამტკიცა, საბოლოოდ ჩამოიშორა მიხეილ სააკაშვილის პარტია კონკურენციიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნებს თან სდევდა შური და ბოღმა, რაც, პრინციპში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებში ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, ტელედებატებში „ნაციონალი“ ნიკა მელია ფაქტიურად დასცინოდა და ქირდავდა თავის „მეოცნებე“ ოპონენტს დავით ნარმანიას, რომელიც თბილისში დაბადებულ-გაზრდილი არ არის. „ნაციონალები“ „ქართულ ოცნებას“ ასევე აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრება არჩევნების მეორე ტურში წარმატების მისაღწევად გამოიყენა, ანუ ოპოზიციის აზრით, უგულავას დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული. დასასრულს, გადმოცემულია Frontier Strategy Group-ის ევროპული კვლევების განყოფილების უფროსის მარტინა ბოზაჯიევას შეფასება: „ასეა თუ ისე, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართული პოლიტიკა წინააღმდეგობრივი და უპროგნოზო იქნება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს დემოკრატიულობის მაჩვენებელიცაა“.



ბ) „ეკონომისტი“ (დიდი ბრიტანეთი)

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ სტატიაში „ოცნების სრული გამარჯვება“ აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები მმართველი კოალიციის სრული გამარჯვებით დასრულდა - უკვე შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას უკვე ხელისუფლების ყველა დონეზე მართავს. ამასთან სტატიაში ყურადღება ექცევა არჩევნების პროცესში გამოვლენილ ჩრდილოვან მომენტებს: ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას, პარტიათა ურთიერთბრალდებებს, ამომრჩეველთა აქტიურობის დაბალ დონეს და განსაკუთრებით ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომ ბედს. ამ კონტექსტით პუბლიკაციის ცენტრალურ დებულებად შეიძლება მივიჩნიოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თვალსაზრისი, რომელმაც, სტატიის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მრისხანედ, წარბშეკრულმა განაცხადა, რომ „ნაციონალები“ რადარებიდან უნდა გამქრალიყვნენ“. თუმცა, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველ ტურში ხმების 22% მიიღო, ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მათი გადარჩენა იმით ახსნა, რომ ამით საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთი დაამშვიდა.

არჩევნების დროს მართლმადიდებელი ეკლესიაც ხელისუფლების მხარეზე დადგა: მეორე ტურის წინ ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა თავის ქადაგებაში ამომრჩევლებს მოუწოდა მხარი არ დაეჭირათ „ნაცმოძრაობისათვის“, რომელიც დამნაშავეა ძალადობასა და მკვლელობებში: „როცა არ ხარ ღირსი სათავეში ყოფნის და უფალი გადაგწევს, ადგილი სხვებს უნდა დაუთმოთ“, - თქვა მან. ამომრჩეველთა თვალსაზრისი კიდევ უფრო განამტკიცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის ექს-მერისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „მარჯვენა ხელის“ გიგი უგულავის დაჭერა-დაპატიმრების ფაქტმა, რომელსაც უკვე წაუყენეს ბრალი რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის საბიუჯეტო თანხების არადანიშნულებით ხარჯვასა და „ფულის გათეთრებაში“.

საერთოდ, გიგი უგულავას დაკავებამ მწვავე დავა გამოიწვია, - ნათქვამია პუბლიკაციაში, - პროკურატურის მტკიცებით, გიგი უგულავა რომ არ დაეპატიმრებინათ, იგი ქვეყნიდან გაიქცეოდა, მაგრამ ექს-მერმა უარყო, რომ ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა: მან აჩვენა იმავე დღის უკანდასაბრუნებელი ბილეთი და განაცხადა, რომ ბრალდების წაყენების შემდეგ საზღვარგარეთ ადრეც წასულა, თუმცა უკან ყოველთვის ბრუნდებოდა. გიგი უგულავას დაპატიმრება რომ გაემართლებინათ, პრემიერმა კანონის უზენაესობის პრინციპი დაიმოწმა, ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა კი გაიხსენა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც ამჟამად დაკავებულია და ბრალი აქვს წაყენებული.

გიგი უგულავას მომხრეებმა კი მათი ლიდერის დაპატიმრება მთავრობის მხრიდან „ჭინკებზე ნადირობის“ მორიგ გამოვლინებად მონათლეს და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასეს. მართლაცდა, გიგი უგულავას დაკავებისათვის დროის შერჩევა ყველანაირი სტანდარტით არასწორად მოხდა, - აღნიშნულია პუბლიკაციაში, - ის, რომ პრემიერ-მინისტრმა მუნიციპალური ორგანოების საარჩევნო პროცესში სამართლებრივი დევნის მიმართ მორატორიუმი გამოაცხადა, თეორიულად, ეს გადაწყვეტილება გიგი უგულავასაც უნდა შეხებოდა, რადგან იგი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი იყო. თუმცა, როგორც სტატიიდან გამოსჭვივის, „ნაციონალებს“ მათ მიერ თავის დროზე ჩადენილი უკანონობა და პოლიტიკური დევნა უკან უბრუნდებათ: ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა თომას ჰამარბერგმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი საჩივარია შესული პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების თაობაზე: ქონების იძულებითი ჩამორთმევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა [არჩადენილი] დანაშაულის აღიარების მიზნით. როგორც თომას ჰამარბერგმა აღნიშნა, მთავრობამ ამ ბრალდებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს, მათ შორის უნდა იფიქროს უსამართლობის მსხვერლთათვის კომპენსაციის გადახდაზეც. „ქართული ოცნება“ უკვე ხელისუფლების ბატონ-პატრონია და მან უკვე ბევრი რამ უნდა გააკეთოს, - ნათქვამია სტატიაში.

უნდა დავეთანხმოთ „ეკონომისტის“ პუბლიკაციის ავტორს: თომას ჰამარბერგის ბაგეთაგან ჭეშმარიტება ღაღადებს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი პირველი დასავლელი დიპლომატია, რომელმაც ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითა: დროა რეალურად დაიწყოთ სამართლიანობის აღდგენა - იფიქრეთ უსამართლობის მსხვერლთა ბედზე, მათ მდგომარეობაზე, იფიქრეთ მათთვის კომპენსაციის გადახდაზე.

 



საქართველო და დასავლეთი:

ევროკავშირში ასოცირებიდან ამერიკის მოკავშირეობამდე

გასული კვირის განმავლობაში უცხოურ მედიაში გრძელდებოდა საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორების განხილვა და რასაკვირველია, ამ თემაზე გამოქვეყნებულ მასალებში კვლავ ცენტრალური ადგილი ეკავა უკვე ტრადიციულ თემას - საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, ასოცირების შეთანხმების პლიუსებისა და მინუსების განხილვას. თუმცა ინფორმაციის ნაკადში ახალი პოლიტიკური ტერმინი გაჩნდა: „საქართველო - აშშ-ის მოკავშირე“....

ა) „თუდეი ზამან“ (თურქეთი): ევროკავშირი - საქართველოს ოცნება

თურქეთის გაზეთ „თუდეი ზამან“-ში 15 ივლისს გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია, რომელშიც გაანალიზებულია საქართველოს ევროპული კურსი, ევროინტეგრაციის პროცესი და ამ პროცესში წამოჭრილი პრობლემები (ავტორი - ამანდა პოლი).

თუ გავიხსენეთ, რომ თურქეთი უკვე თითქმის 20 წელზე მეტია ევროკავშირში შესვლას ცდილობს (თუმცა წარუმატებლად), თურქ ექსპერტთა თვალსაზრისი საქართველოსთან მიმართებით ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მიუხედავად ევროკავშირში მიმდინარე კრიზისული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის 81%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს: „მაგრამ ამ სურვილის რეალიზება ევერესტზე ასვლის ტოლფასია. ეს ძალიან რთული და მკაცრი გამოცდა იქნება. გზაზე უამრავი ბარიერი და დაბრკოლებაა, რომლის გადალახვისა და მწვერვალზე ასვლის გარანტიები ძალიან მცირეა. ევროკავშირის გზაზე სიარული კარგად გათვლილ სტრატეგიას, გაბედულობასა და მოთმინებას მოითხოვს“.

საქართველო „მთაზე ასვლას“ საკმაოდ წარმატებით იწყებს. 27 ივნისს თბილისმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმსაც გულისხმობს. გასულ კვირას ბათუმში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების პროცესის დასაწყისია. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია: „დიახ, რაც კი საქართველომ დღემდე გააკეთა, ეს მართლაც მხოლოდ დასაწყისია ძალიან რთული პროცესის, რთული ტრანსფორმაციისა. თბილისი საკუთარ თავზე ღებულობს ევროკავშირის წევრი ვალდებულებათა 80%-ს, მაგრამ გაწევრიანების მტკიცე პერსპექტივისა და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს არ აქვს ისეთი გარანტიები, როგორიც, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ“.

და ბოლოს, რუსეთის ფაქტორი: მოსკოვი არ მალავს თავის უკმაყოფილებას საქართველოს დასავლური დრეიფის გამო. კრემლმა უკვე დააგდო [მძიმე ლოდი] საქართველოს ნატოსაკენ მიმავალ გზაზე და, ალბათ, იგივეს გააკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის ჩასაშლელად.

ცხადია, საქართველოსთვის რუსული ზეწოლა და აგრესია უცხო არ არის, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე თბილისს ამგვარი ქმედებები ბევრჯერ აქვს გამოცდილი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში. დღეს რუსეთი საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას აგრძელებს, იქ კრემლს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები ჰყავს კონცენტრირებული. რუსეთი ცდილობს, რომ „შეუძლებელიც კი შეძლოს“, რათა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავის ორბიტაზე შეინარჩუნოს ან გავლენის სფეროში ჰყავდეს მოქცეული. ამ ტენდენციას ყირიმის ანექსიისა და უკრაინის კრიზისში ჩარევის ფაქტიც ადასტურებს. რუსეთი არამარტო ტერიტორიას იკავებს, არამედ ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა გონებაზეც: თავისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ავრცელებს რაღაც ზღაპრებს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირები მის საწინააღმდეგოდაა მიმართული.

მიუხედავად ამისა, საქართველომ მაინც განსაზღვრა თავისი ევროპული კურსი, სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ბოლო წლებში დემოკრატიული არჩევნები ტარდება, ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანად ხდება, პლურალიზმი ვითარდება და კორუფციის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტის წარმატებული მაგალითია. ევროკავშირმა ეს ყველაფერი უნდა აღიაროს და საქართველოს ადექვატური პოლიტიკური და ეკონომიკური მმხარდაჭერა უნდა გაუწიოს, მათ შორის უვიზო რეჟიმის დაჩქარებული შემოღების საკითხშიც, როგორც კი თბილისი შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. უვიზო რეჟიმი ქართული საზოგადოებისათვის ერთობ საგრძნობი [ტკბილი] ნაყოფი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმს თავისი სამომავლო პოტენციალიც აქვს:  ქართულ პასპორტი უფრო მიმზიდველი იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

საინტერესოა ავტორის დასკვნა: „საქართველო კიდევ ბევრ პრობლემას წააწყდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამიტომ მხარდაჭერა სჭირდება რთული და ძვირადღირებული რეფორმების გასატარებლად. ალბათ, საჭირო იქნება რაღაც ძლიერი, ფორმალური სიგნალის გაგზავნა, რომ ევროკავშირი მთლიანად აღიარებს საქართველოს გეოსტრატეგიულ არჩევანს და გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისს მხარში ამოუდგება. თუმცა ასეთ დროს, როცა უკიდურესად მემარჯვენე პარტიების გავლენა მატულობს, [როცა ისინი ლოიალურად არიან განწყობილნი] რუსეთის მზარდი მტრობის მიმართ, სამწუხაროდ, განწყობა მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად არ არსებობს“.

როგორც ვხედავთ, თურქი ანალიტიკოსი პოზიტიურად აფასებს საქართველოს კურსს, მაგრამ საბოლოო ჯამში პერსპექტივას მაინც სკეპტიკურად უყურებს. ვინ-ვინ და ამანდა პოლმა, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტოლოგია, თურქეთის ევროინტეგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, მართლაც კარგად იცის, როგორ მოხდება გადაწყვეტილებების მიღება სამომავლოდ ევროკავშირში, რა წყალქვეშა დინებები და კლდეებია ევროპულ გზაზე... 



ბ) „ოდნაკო“ (რუსეთი): „სამშობლოს დაგირავება ევროკავშირში“

რუსულ ჟურნალ „ოდნაკოში“ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „იძულებითი ქაოსი“: პრელიუდია ევრაზიული ომისათვის“ ევრაზიული თანამეგობრობის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ ლეპეხინი მსჯელობს იმ საგარეოპოლიტიკური არჩევანის შესახებ, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა გააკეთეს ევროკავშირთან და ევრაზიულ კავშირთან მიმართებით. მხედველობაშია ერთი მხრივ - რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი, რომლებმაც 29 მაისს ასტანაში ხელი მოაწერეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნას და მეორე მხრივ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა (რომლებმაც 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოაწერეს ასოცირების შეთახმებას ევროკავშირთან).

რუსი პოლიტოლოგის აზრით, „ასტანაში ხელმოწერილი შეთანხმებით უზრუნველყოფილი იქნა და განმტკიცდა სამი ქვეყნის - რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტი. რაც შეეხება ბრიუსელში ხელმოწერილ დოკუმენტს, ის თავისი არსით მოლდოვას, უკრაინის და საქართველო მმართველი ჯგუფების კაპიტულაციას წარმოადგენს. მათ თავიანთი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური სისტემების გასაღებები გადასცეს ევროჩინოვნიკებს და მათ ზურგს უკან მდგომ მსოფლიოს ბანკირებს. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნა - ესაა ევრაზიული ქვეყნების ხალხთა თვითორგანიზების ფაქტი, მათი თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანი, ხოლო „სამეულის“ მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება - ბრიუსელური კომბოსტოსადმი სიყვარულის აღიარების აქტი. ეს არის „იძულებითი ქაოსის“ პოლიტიკა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ყოფილმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების მთავრობებმა დაადასტურეს, რომ ისინი ფაქტიურად უღონონი, სუსტნი არიან და თავიანთი ქვეყნების მართვა არ ძალუძთ. მათ საკუთარი სამშობლო დააგირავეს პირადი კეთილდღეობისა და ევროპა-ამერიკაში თავისუფლად სიარულის სანაცვლოდ.

დღეს სამივე ქვეყანა ფაქტიურად დაშლილ-დაქუცმაცებულია. მოლდოვა ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს და ნაწილობრივ - გაგაუზეთს, საქართველო - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, უკრაინა - დონბასს და მით უმეტეს ყირიმს, რომელიც უკვე დაკარგა. ევროკავშირს და დასავლეთს, როგორც ჩანს, ქართული ელიტის დაქვემდებარებით სოხუმისა და ცხინვალის გაკონტროლება სურთ, შემდეგ იგივე პროექტი განახორციელონ მოლდოვაში და უკრაინაში“, - ამბობს ვლადიმერ ლეპეხინი ჟურნალ „ოდნაკოს“ ჟურნალისტთან საუბარში.



ამერიკის მოკავშირეობა - მითები თუ სინამდვილე?

ახლა კი შევეხოთ „ამერიკის მოკავშირეობის“ თემას, რომელმაც ქართულ მასმედიაში ერთობ გადაჭარბებული ყურადღება გამოიწვია, უცხოურში კი ფაქტიურად არავითარი, თუ არ ჩავთვლით რუსულ პრესას.


ა) „კომერსანტი“ (რუსეთი): „ისტორიული კანონი“ საქართველოსთვის

რუსული „კომერსანტი“ გამოეხმაურა აშშ-ის სენატის კანონპროექტს, რომლის თანახმად, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ღებულობენ „ამერიკის მოკავშირის“ ოფიციალურ სტატუსს, თანაც ნატოში გაწევრიანების გარეშე (სტატიის სათაური: „ამერიკა პოსტსაბჭოურ ქვეყნებისათვის ნატოს როლს შეასრულებს“).

„კანონი, რომელიც ორი მოსმენითაა მიღებული, ფართო შესაძლებლობებს ქმნის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებისათვის: გამოსაცდელი ვადის დროს ამ ქვეყნებმა უნდა განახორციელონ სამხედრო სფეროს რეფორმები და მზად უნდა იყვნენ ამერიკასთან მჭიდრო სამხედრო ინტეგრირებისათვის, განსაკუთრებით სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით. კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს რეკომენდაციას აძლევენ დაუყონებლივ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ სახელმწიფოებთან მიმართებით - არაუგვიანეს 90 დღისა დაიწყონ მოლაპარაკებები თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით კიბერნეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის და კონგრესის პროფილურ კომიტეტს აქვს გადაცემული შესაძლო შესწორების შესატანად, ამ ფაქტმა საქართველოში სიხარულის ემოციები გამოიწვია: გუშინ ყველა ტელეკომპანია თავისი ახალი ამბების გადაცემებს ამ „ისტორიული კანონით“ იწყებდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს ნატოს უელსის სამიტის წინ ღებულობენ, - უთხრა „კომერსანტს“ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ, - ამით ამერიკასთან ჩვენი თანამშრომლობის სამხედრო კომპონენტი ძლიერდება“.

ქართველი ექსპერტები კი შეფასებებში ცოტა თავს იკავებენ: „ჯერ-ჯერობით პრაქტიკული თვალსაზრისით ეს კანონი არაფერს იძლევა, - ამბობს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, - „ამით კონგრესი თეთრ სახლს მხოლოდ ანიშნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო წინააღმდეგი არ იქნება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ეს საჭიროა“. როგორც ექსპერტმა „კომერსანტს“ განუმარტა, თანამშრომლობის რეალური განვითარებისათვის აუცილებელია დამატებითი იურიდიული ინსტრუმენტების შექმნა, მთავარი კი ამ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტის ნებაა... თუმცა, ჩვენთვის ისაა სასარგებლო, რომ ამ კანონით კონგრესი მოსკოვს სიგნალს აძლევს საქართველოსთან მიმართებით“.

„კონგრესმენების გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, - ამბობს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, - მათი მიღება იმითაა გამოწვეული, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა საქართველოსადმი „მაპ“-ის მიცემას ბლოკავს, რაც კაპიტოლუმის ბორცვზე [კონგრესში] მყოფ საქართველოს მეგობრებს არ მოსწონთ“.

კანონპროექტის შეფასებებში უფრო სერიოზული მიდგომა აქვს ნეზავისამია გაზეტას“.



ბ) „ნეზავისიმაია გაზეტა“ (რუსეთი): გადაჭარბებული მოლოდინი ამერიკისგან

უკრაინაში ეჭვი ეპარებათ, რომ ეს კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული. ამ ინიციატივით რესპუბლიკელი სენატორი ტენესის შტატიდან ბობ კორკერი ჯერ კიდევ მაისში გამოვიდა. ამავე დროს კიევში უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ ვაშინგტონი ამით ცდილობს რუსეთის საზღვართან თავისი მოკავშირეები იყოლიოს, - აღნიშნავს გაზეთი.

სტატიაში ნათქვამია, რომ თუ სუამი (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით პროდასავლური ეკონომიკური „სარტყელის“ შექმნის მცდელობა იყო, ახლა უკვე სამხედრო ხასიათის ბლოკის ჩამოყალიბებაა განზრახული, რომელსაც შეიძლება პოლონეთი და ლიტვა მიუერთდნენ.

მართალია, უკრაინის მასმედია სიტუაციას მაჟორულ ტონებში ხატავს (ქვეყნის მთავრობას შეუძლია, რომ ამერიკას ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის შესაძენად მიმართოსო), მაგრამ საქმე არც ისეა, როგორც კიევში ჰგონიათ:

ჯერ ერთი, რომ  აშშ-ის კონგრესს კანონპროექტი არ განუხილავს. როგორც „ამერიკის ხმის“ უკრაინელი ჟურნალისტი მიროსლავა ღონღაძე ამბობს, კანონპროექტი ამ ეტაპზე სენატის (კონგრესის ქვედა პალატის) საერთაშორისო საქმეების კომიტეტშია განსახილველად, შემდეგ კი წარმომადგენლობათა პალატას (კონგრესის ზედა პალატას) გადაეცემა, შემდეგ გაიმართება ორი კენჭისყრა - სენატში და პალატაში ცალ-ცალკე. შემდეგ ამ სტრუქტურებში მოხდება დოკუმენტის ყველა დებულების შეთანხმება და ბოლოს ისევ კენჭისყრა კონგრესის საბოლოო გადაწყვეტილების მიზნით. აი, მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად. ეს არცთუ ისე სწრაფად მოხდება, - აღნიშნავს მიროსლავა ღონღაძე.

მეორე - მხედველობაშია მისაღები, რომ კანონპროექტი რესპუბლიკელების მიერაა შემუშავებული, რომლებიც ბარაკ ობამას დემოკრატიული პარტიის კონკურენტები არიან, - განმარტავს უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კიეველი პოლიტოლოგი კონსტანტინე ბონდარენკო, - სენატში ათასგვარი ინიციატივებით გამოდიან ხოლმე. მაგალითად, ამას წინათ რომელიღაც სენატორი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ მას განვითარება არ მოჰყოლია. ბობ კორკერის კანონპროექტს სუფთა დეკლარაციული ხასიათი აქვს, რომელიც არავის არაფრით არ ავალდებულებს. ნატოსთან უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას თანამშრომლობის საკითხებს, როგორ და რა ფორმით, ალიანსი რეკომენდაციების გარეშე თვითონ წყვეტს. რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, საგარეო საკითხები სახელმწიფო დეპარტამენტის პრეროგატივაა და არა კონგრესისა. სახელმწიფო დეპარტამენტში მსგავსი რაღაც რეკომენდაციები და მათ საქმეებში ჩარევები ტრადიციულად არ მოსწონთ. ამიტომაც სავსებით შესაძლებელია, რომ ტენესელი სენატორის ინიციატივა სადღაც შეჩერდეს“.

კონსტანტინე ბონდარენკო თვლის, რომ უკრაინის მასმედიამ და პოლიტიკოსებმა იჩქარეს, როცა სუამ-ის საფუძველზე „მცირე ნატოს“ შექმნა იწინასწარმეტყველეს.

„როცა სუამი ჩამოყალიბდა, იმის შემდეგ ათი წელი გავიდა. ამ ათ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა: აზერბაიჯანს ახლა თავისი პოლიტიკა აქვს, მათ შორის ენერგეტიკულ სფეროში. ბაქომ და მოსკოვმა მხოლოდ ახლახანს მოახერხეს ურთიერთობის დარეგულირება. არამარტო აზერბაიჯანი, არამედ საქართველოც, სადაც დღემდე სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მიმდინარეობს, საეჭვოა, რომ რუსეთს მტრად მიიჩნევდეს. მოლდოვასაც თავისი პრობლემა აქვს დნესტრისპირეთის სახით... უკრაინისთვის სამხედრო საკითხები კი მხოლოდ წვეთია იმ პრობლემების ფონზე, რაც ამჟამად ეკონომიკაში ხდება“, - ხაზს უსვამს ბონდარენკო.



ირანი და საქართველო ამერიკის ჩრდილქვეშ

გასულ კვირას ერთ-ერთმა რუსულმა ანალიტიკურმა გამოცემამ „პოლიტკომ“-მა გამოაქვეყნა სომეხი პოლიტოლოგის სერგეი მინასიანი სტატია სათაურით „ირანი და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები: ახალი შესაძლებლობები და ტრადიციული შეზღუდვები“.

პუბლიკაციაში გაანალიზებულია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობა ირანთან.

საქართველოს შესახებ სტატიაში ნათქვამია:  „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველო, ითვალისწინებდა რა აშშ-ისა და ევროკავშირის რიგი ქვეყნების რთულ დამოკიდებულებას ირანთან, ცდილობდა თეირანთან ურთიერთობაში გარკვეული დისტანცია დაეცვა და ძირითადად მხოლოდ ეკონომიკური კონტაქტები ჰქონოდა, მაგრამ „ხუთდღიანი ომისა“ და განსაკუთრებით რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დემოკრატებით შეცვლის შემდგომ, 2009 წლის იანვარში, საქართველოს ხელისუფლებაში შეინიშნება იმედგაცრუება, რომ დასავლეთს არ აქვს შესაძლებლობა ჯეროვნად უზრუნველყოს საქართველოს უაფრთხოების დაცვა. ამ პერიოდიდან თბილისმა ირანთან კონტაქტები გააქტიურა.

ამასთან, საქართველო მაინც ცდილობდა არ დაერღვია ის „წითელი ზოლი“, რომელიც ვაშინგტონის გაღიზიანებას გამოიწვევდა და აშშ-სტან სტრატეგიულ თანამშრომლობას ჩრდილს მიაყენებდა. „წიტელი ზოლი“ გულისხმობდა რადიოაქტიური ნივთიერების და მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებელი ნედლეულის საქართველოს გავლით გატანის აკრძალვას, მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საგნების ტრანზიტს. 2008 წელს ირან-საქართველოს ურთიერთობები გაყინული იყო იმ მიზეზით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ვაშინგტონის მოთხოვნით, ქვეყნიდან გააძევა ფულის გათეთრებასა და კონტრაბანდაში დადანაშაულებული ირანელი მოქალაქეები. სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა მხოლოდ 2010 წლის დასაწყისისათვის, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ირანის მაშინდელ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს შეხვდა.

დღეისათვის ირან-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა მნიშვნელოვან გადაულახავ ბარიერებს აწყდება, რომელიც თეირანისა და თბილისის განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ორიენტირებითაა განპირობებული. საქართველოს, რომელიც ევროკავშირთან და ნატოსთან თავისი ურთიერთობის ინსტიტუტიონალიზებას ცდილობს, არ შეუძლია უფრო მეტად დაუახლოვდეს ირანს, რომელსაც ასევე გააჩნია შემზღუდავი ბარიერები ერთმნიშვნელოვნად პროდასავლურ საქართველოსთან ურთიერთობაში. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროსაც.

რასაკვირველია, დასავლეთის მიერ სანქციების შერბილების შემთხვევაში ირანს საშუალება მიეცემა მეტი დინამიკა მისცეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობას (ეკონომიკური მიმართულებით), მაგრამ აზერბაიჯანტან დამოკიდებულება ისევ შედარებით შეზღუდული იქნება, რადგან ბაქო ხელს უწყობს სუნიტებისა და სალაფიტების გაძლიერებას.

თუ ეკონომიკურ მიზანშეწონილობას გავითვალისწინებთ, უახლოეს პერსპექტივაში საეჭვოა სამხრეთ კავკასიაში რაიმე მნიშვნელოვანი ეკენომიკური პროექტი განხორციელდეს ირანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით, მაგალითად, ირან-სომხეთ-საქართველოს გაზსადენის მშენებლობის თეირანული იდეა, რომელიც ევროპის მიმართულებით შავი ზღვის ფსკერზე შეიძლება ჩაიდოს. ექსპერტების აზრით, ჯერ ერთი, რომ პროექტი ძალიან ძვირადღირებული იქნება, მეორე - საქართველოში კონფლიქტების გამო მილსადენის უსაფრთხოება რისკისქვეშ მოექცევა (მას ემატება ყირიმის ფაქტორიც). მაინც და მაინც მომგებიანად გაზსადენის არც თურქული მიმართულება არ გამოიყურება, რომლის მიახლოებული ხარჯთაღრიცხვა და ინვესტირება ჯერ არ არსებობს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ირანისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობა, აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების შერბილების შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული შეზღუდვებით იქნება დამუხრუჭებული. ამის მიუხედავად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ირანთან ეკონომიკური კონტაქტების გასაღრმავებლად უნდა იზრუნონ, მაქსიმალურად გამოიყენონ უკვე არსებული და ახლად გაჩენილი შესაძლებლობები“, - აღნიშნულია სტატიაში.



საქართველო და რუსეთი: საინვესტიციო კლიმატის თავისებურებანი

გასულ კვირას ბრიტანული პრესაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სკანდალური მასალა საქართველოსაც ეხებოდა. მხედველობაში გვაქვს „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია თავდაპირველი სათაურით „რუსეთის წამყვანი მეწარმე ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს“.

რუსეთის ერთ-ერთმა წარმატებულმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა გადაწყვიტა „მეტი ინვესტირება განახორციელოს მშობლიური საქართველოს ეკონომიკაში“. დავით იაკობაშვილს ამ ნაბიჯისაკენ ვლადიმერ პუტინის პოზიციამ უბიძგა: რუსეთის პრეზიდენტმა კურსი ოფშორული კომპანიების შეზღუდვისაკენ აიღო, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

„დავით იაკობაშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ 2010 წელს გაყიდა თავისი რძისა და წვენების კომპანია „ვიმ-ბილ-დანი“, განაცხადა, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობის შეზღუდვა რუსეთის ეკონომიკას უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციები. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავისი სიმდიდრის დაბანდებას საქართველოს ეკონომიკაში გეგმავს - სამშობლოში, რომელიც მან 1980-იან წლებში დატოვა და რუსეთში ბედნიერების საძიებლად გაემგზავრა  („ფორბს“-ის შეფასებით, დავით იაკობაშვილი 1,3 მილიარდი დოლარის მფლობელია).

გაზეთის ჟურნალისტებთან ერთად სადილობისას („მაგიდა მისი პირადი მზარეულის მიერ მომზადებული დელიკატესებით იყო სავსე: „ქმარი სამეგრელოდან ჰყავს, ქართული კულინარული ცენტრიდან“, - შენიშნა მასპინძელმა) დავით იაკობაშვილმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი შეაქო და განაცხადა, რომ „საქართველო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულ რესპუბლიკად ითვლებოდა, მაგრამ ახლა შედარებით უფრო მიმზიდველია ინვესტიციების ჩასადებად, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები“.

გასულ თვეში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართულ ბიზნესს „ახალ სტიმულს“ მისცემს. იმავდროულად საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიყინა, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების  მოსვლის შემდეგ თანდათან უმჯობესდება.

ბატონი დავით იაკობაშვილი ამბობს, რომ მან საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანისა და მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ მფარველის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ექვსმილიარდდოლარიან კერძო საინვესტიციო ფონდში „მილიონები“ შეიტანა. მან პრემიერ-მინისტრს ასევე უთხრა, რომ მზადაა ქვეყნის ეკონომიკაში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეტანილი ყოველწლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია.

დავით იაკობაშვილის თქმით, საქართველოს აქვს საინვესტიციო შესაძლებლობები ჰიდრორესურსებით სარგებლობის სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ტურიზმის დარგში: „რაც შეეხება გემრიელ საჭმელს, ღვინოს, ხილს და მზეს, საქართველო ამ სიმდიდრით ოდითგანვეა ცნობილი“. როგორც ბიზნესმენი ამბობს, მან სთხოვა ქვეყნის მთავრობას, რომ არ შეაჩეროს ის რეფორმები, რომლებიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ამჟამად ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერების და გარემოცვის წევრების მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მათ კორუფციასა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. „მიხეილ სააკაშვილის [გარემოცვასთან] დაკავშირებით მართლაც არის რაღაც პოლიტიკური საკითხები გასარკვევი, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ ძალიან ბევრი სიახლე განახორციელეს, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, - ამბობს ბატონი დავით იაკობაშვილი, - ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაწყებული განაგრძოს, პროცესები უფრო გამჭვირვალე გახადოს და უფრო ლმობიერი იყოს“.

ბატონმა დავით იაკობაშვილმა, სანამ იგი წვენების კომპანია „ვიმ-ბილ-დანს“ შექმნიდა, 1990-იანი წლების დასაწყისში თავისი ბიზნესი რუსეთში ნახმარი ავტომობილების იმპორტით დაიწყო. 2010 წელს მან თავისი კომპანია გაყიდა - აქციები „პეპსიკომ“ შეიძინა 10,5 მილიარდ დოლარად. შემდეგ მან კაპიტალი დააბანდა რიტეილერ-კომპანია „პეტროგაზ“-ში, რომელიც ნავთობითა და სხვა რესურსებით ვაჭრობის ოპერაციებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ახორციელებს, - ნათქვამია სტატიაში.

სხვათა შორის, ამ სტატიას საინტერესო გაგრძელება მოჰყვა:

როგორც გაზეთმა „ვედომოსტ“-მა ამცნო საზოგადოებას, რუს ბიზნესმენს, კომპანია „ვიმ-ბილ-დან“-ის დამაარსებელს და მის ყოფილი მფლობელს დავით იაკობაშვილს ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმს“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

სარჩელი დაკავშირებულია ბიზნესმენის ინტერვიუსთან, რომელიც ამ დღეებში „ფაინენშელ თაიმს“-ში გამოქვეყნდა სათაურით „Leading Russian entrepreneur blasts Kremlin`s offshore crackdown“. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ამ სტატიაში მისი განცხადებების აზრი დამახინჯებულია. „ეს მასალა უხეშად არღვევს ეთიკურ ნორმებს: ჩემი სიტყვები და ნათქვამის აზრი მნიშვნელოვნადაა დამახინჯებული.. ხოლო ის ფორმულირება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეხება, უბრალოდ, სიცრუეა“’, - განაცხადა დავით იაკობაშვილმა.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ გაზეთმა უარი თქვა ფორმულირების შესწორებაზე, რომელიც მის ნათქვამს ამახინჯებს და სათაურში სიტყვები „ვლადიმერ პუტინი“ „კრემლით“ შეცვალა.

დავით იაკობაშვილის თქმით, ინტერვიუს მთავარი თემა იყო საქართველოს ინვესტკლიმატის მდგომარეობა. „არავითარი შედარებები რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური სიტუაციების შესახებ მე არ გამიკეთებია“, - ხაზი გაუსვა ბიზნესმენმა. „ამჟამად ადვოკატები სარჩელს ამზადებენ სასამართლოში შესატანად“, - თქვა დავით იაკობაშვილმა.

„ფაინენშელ თაიმს“-ში გამოქვეყნებულ მასალაში დავით იაკობაშვილი ვლადიმერ პუტინს ოფშორული ზონების კრიტიკის გამო საყვედურობს და ამბობს, რომ „ოფშორული კომპანიების საქმიანობის შეზღუდვა რუსეთის ეკონომიკას უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციები“.  ამასთან დაკავშირებით გაზეთ „ვედომოსტის“ კორესპონდენტს დავით იაკობაშვილმა განუმარტა, რომ მას მხედველობაში ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის შერბილება. „ვინ ვარ მე, რომ [ვლადიმერ პუტინი] გავაკრიტიკო და წინააღმდეგობა გავუწიო? მე მხოლოდ სხვა ბიზნესმენებთან ერთად კანონპროექტის შერბილებას ვცდილობ“.

რა იმალება ბიზნესმენის ამ სიტყვებში - კრემლის მიერ განხორციელებული ზეწოლა, უკანდახევა, მონანიების მცდელობა თუ სხვა რამ, ჯერ-ჯერობით ეს გაურკვეველია, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლების კომპეტენტური სპეცსამსახურების „მუშაობის“ შედეგი იყოს.



„საქართველო როგორც ფარისევლური პოლიტიკის გამტარებელი“

არის ბაქოში ერთი ცნობილი, მაგრამ სკანდალური აზრების მქონე აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი, სახელად მუბარიზი, გვარად აჰმედოღლუ. იგი რეგულარულად ატარებს ყოველკვირეულ ბრიფინგებს და ძალიან ხშირად საქართველოს შესახებაც საუბრობს. მან მეზობელი 14 ივლისს გამართულ ბრიფინგზეც არ დაივიწყა და განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყება საქართველოზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს.

„მთიან ყარაბაღში ომის დაწყების შემთხვევაში შეიძლება საქართველოში სიტუაციის განვითარების მოდელირება მოვახდინოთ: სრულიად აშკარაა, რომ ასეთ სიტუაციაში ჯავახეთის სომხები ქართულ ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. გამორიცხული არაა, რომ სომხების დასამშვიდებლად მათ ფარულად ნება მიეცემათ მეზობელი რაიონი გააკონტროლონ. ასეთ ვითარებაში სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყება. რუსეთი ისარგებლებს შექმნილი სიტუაციით და საქართველოში თავის ჯარებს შეიყვანს. სომხეთი ტერორისტულ აქტების მოწყობას შეეცდება, რომლებიც საქართველოს შიდა ინფრასტრუქტურის დანგრევისკენ იქნება მიმართული. ცნობილია, რომ სომხეთის ოფიციალური პირები თავს უფლებას აძლევდნენ მსგავსი განცხადებები გაეკეთებინათ...

თუ სამხრეთ კავკასიაში ქაოსური ვითარება შეიქმნება, ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით მთიან ყარაბაღში სხვადასხვა დაჯგუფებების შესვლაა მოსალოდნელი. დაიწყება ომი, რომელიც სომხეთის და აზერბაიჯანის [ძირითადი ტერიტორიისაგან] საკმაოდ შორს იქნება, თბილისი კი ტრანზიტულ საკომუნიკაციო ცენტრად ითვლება როგორც სომხეთისათვის, ასევე აზერბაიჯანისათვის“, - განაცხადა პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

პოლიტოლოგის თქმით, საქართველომ უარი უნდა თქვას პირმოთნე და ფარისევლური, ყალბი პოლიტიკის გატარებაზე, რომელსაც თბილისი მთიანი ყარაბაღის მიმართ ახორციელებს. „საქართველო ცდილობს მანიპულირებას აგრესორ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია ისევე, როგორც თვითონ საქართველოსიც. თბილისს ჯერ კიდევ აქვს შანსი დაიცვას თავისი ინტერესები მოსალოდნელი საფრთხის წინაშე“, - განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

„ამ მიმართულებით გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია პარიზში დაგეგმილ საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრას. არჩევანი საქართველოს პრემიერ-მინისტრზე და პრეზიდენტზეა. ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების „სომხური ვერსია“ არასწორია. იგი საფრანგეთის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ეს პრობლემა განიხილა არამარტო ერევანსა და ბაქოში, არამედ თბილისშიც“, - აღნიშნა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა.

„სხვათა შორის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად ბევრ ქვეყანაში იმართება, ჩვენს მეზობელ საქართველოში კი არასდროს ჩატარებულა. ამრიგად, ლოგიკურია, რომ საქართველო და საფრანგეთი ინიციატივით გამოვიდნენ ასეთი შეხვედრის თბილისში გამართვის მიზნით. თუ ორივე მხარე სერიოზულად დაინტერესდება ამ წინადადებით, მაშინ შეიძლება რეალური შედეგი მივიღოთ. ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს ხომ მოხერხდა საქართველოს ნაწილობრივ გადარჩენა. ფრანსუა ოლანდსაც შეუძლია საქართველოს გადარჩენა ომის საფრთხისაგან, მაგრამ ეს თვითონ საქართველომ უნდა მოისურვოს“, - განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგისათვის მსგავსი განცხადებების გაკეთება უკვე ტრადიციად იქცა. არადა, ზოგიერთი მისი მოსაზრება აშკარად არასასიამოვნოა, არასწორია და კონტრმოქმედებას ითხოვს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მუბარიზ აჰმედოღლუს კომენტარები ტირაჟირდება და გარკვეულ ანტიქართულ ფონს ქმნის. ფაქტია, რომ ქართველი კოლეგები მას არ პასუხობენ.



ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის შესახებ

საინტერესოა, რომ დასავლურ მედიაში საქართველოში მომხდარ მთავარ მოვლენას - ბიზნესმენისა და დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას თითქმის არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია: გავრცელდა მხოლოდ „როიტერის“ მასალა მისი სიკვდილის ფაქტის შესახებ.

რაც შეეხება რუსულ მასმედიას - პრესა, რადიო-ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტოები ამ ტრაგიკულ ფაქტს აქტიურად აშუქებდნენ.

რასაკვირველია, რუსული მასმედისს ამ ფაქტით დაინტერესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რომ გარდაცვლილი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა, თანაც მეტად მნიშვნელოვან პერიოდში - რუსეთ-საქართველოს 2008 წლის „აგვისტოს ხუთდღიანი ომის“ წინ. გარდა ამისა, ეროსი კიწმარიშვილი საქართველოში ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ტელეკომპანიის - „რუსთავი-2“-ის დამაარსებელი და მფლობელიც იყო, „ვარდების რევოლუციის“ აქტიური შემოქმედი.

რუსული პრესის წამყვან გაზეთებში - „ნეზავისიმაია გაზეტაში“, „“კომერსანტში“, „მოსკოვსკიი კომსომოლეცში“ და სხვებში დაიბეჭდა მრავალრიცხოვანი სტატიები, რომლებშიც გადმოცემულია როგორც ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები, ასევე პოლიტიკოსების, ექსპერტების, მისი მეგობრების კომენტარები (მაია ნიკოლეიშვილის, ბადრი ნანიტაშვილის, ვალერი გელბახიანის, ხათუნა ხოფერიას და სხვების მიერ). ვრცელდება ყოფილი ელჩის სიკვდილის სხვადასხვა ვერსიები და თვალსაზრისები, გამოთქმულია აზრი, რომ ეროსი კიწმარიშვილი არ იყო ისეთი პიროვნება, რომელიც რაღაც მიზეზის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა: მას პრობლემების არ ეშინოდა, იგი მებრძოლი და ენერგიული ადამიანი იყო.

როგორც გაზეთ „კომერსანტს“ პოლიტოლოგმა გიორგი ხუხაშვილმა განუცხადა, „ისეთი ტიპის ადამიანი, როგორიც კიწმარიშვილი იყო, გულზე ხელებს არანაირად არ დაიკრებდა და თავს არ მოიკლავდა. უმძიმეს მდგომარეობაშიც კი იგი გამოსავალს ყოველთვის პოულობდა, მებრძოლის სულს და ფორმას ინარჩუნებდა“. განსხვავებული აზრი აქვს მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს, რომლის თქმით, ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკოსი არ იყო და აქედან გამომდინარე, ტრაგედია დაკავშირებულია მედიაბაზარზე მის ბიზნესაქტიურობასთან: „მიზეზები ბიზნესის სფეროში უნდა ვეძებოთ. ალბათ, უნდა დაზუსტდეს ეროსი კიწმარიშვილის ბიზნესკავშირები და კონტაქტები“.

როგორც „კომერსანტს“ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ექსპერტმა გელა კალანდაძემ განუცხადა, კიწმარიშვილის სიკვდილმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ურთიერთობები მმართველ კოალიციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის: „ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აშკარად სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ გააკონტროლებს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს... გამორიცხული არაა, რომ მითი „კიწმარიშვილის იდუმალი მკვლელობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებად იქცეს, ზურაბ ჟვანიას ასეთივე იდუმალი მკვლელობის მსგავსად“.

 „ნეზავისიმაია გაზეტაში“ დაბეჭდილი მასალის თანახმად, ბიზნესში ფინანსური ვალები ეროსი კიწმარიშვილს ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ იგი ისეთი სუსტი პარტნიორი ნამდვილად არ იყო, რომ სიცოცხლე ფულის გამო დაესრულებინა. სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ასახელებნ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ მან რუსთავის მერის არჩევნები წააგო, მაგრამ ვერც ეს გარემოება ვერ ახსნის ტრაგედიას, რადგან ბოლო ინტერვიუების თანახმად, კიწმარიშვილი სამომავლოდ ფართო მიზნებს ისახავდა. გაზეთი აღნიშნავს, რომ როგორი შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, ფაქტია, რომ საქართველომ კიდევ ერთი ტალანტიური ადამიანის საიდუმლო მკვლელობა მიიღო, რომელიც საკმაო ხნის განმავლობაში საზოგადოებისათვის სალაპარაკო თემა იქნება.

„მოსკოვსკიი კომსომოლეცის“ თანახმად, ძალიან ძნელია იმის გარკვევა, რომელმა საიდუმლომ მიიყვანა კიწმარიშვილი მკვლელობამდე. „შესაძლოა ამას ვერასოდეს ვერ გავიგებთ. თბილისში ეს პირველი უცნაური მკვლელობა არ არის და, ალბათ, არც უკანასკნელი არ იქნება. ის, რომ რევოლუციები საკუთარ შვილებს ჭამენ, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოდანაა ცნობილი, საქართველოს მაგალითიც ამას ადასტურებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

 



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016