საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ბი-ბი-სი" (დიდი ბრიტანეთი); „კომერსანტი" (რუსეთი); „ნოვიე იზვესტია" (რუსეთი); „ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი); „ევრაზიანეტი" (აშშ) აუქებენ.
„ბი-ბი-სი" (დიდი ბრიტანეთი), 28 ივლისი, 2014 წელი:
http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/07/140727_georgia_saakashvili.shtml
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს კვლავ თავისთან უხმობს
დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი"-ს რუსულენოვანი სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალა (ავტორი ნინა ახმეტელი) ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების ფაქტს. ამასთან დაკავშირებით მასში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული როგორც სამართალდამცველი სტრუქტურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები, ასევე ხელისუფლებისა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია.
„მიხეილ სააკაშვილის დედას - გიული ალასანიას საქართველოს პროკურატურამ გადასცა უწყება, რომლის თანახმად, მისი შვილი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დღეს, ორშაბათს, 11 საათზე უნდა გამოცხადდეს. იგი ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ექს-პრეზიდენტი ადრეც იყო მიწვეული სამართალდამცველ სტრუქტურაში, მაგრამ მან უარი განაცხადა მისვლაზე.
როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, პროკურატურის მოქმედება პოლიტიკური დევნის გამოვლინებაა და მას საერთო არაფერი აქვს სამართლებრივ პროცესთან. ამასთან, „ნაციონალები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურვილს ემთხვევა. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი, ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი საქმის გამო იწვევს პროკურატურა სააკაშვილს: „ეს ჯერ არავინ იცის. ადრე ერთდროულად ათ საქმეზე იყო ლაპარაკი. ახლა, ალბათ, კიდევ რაღაცას დაამატებდნენ", - აცხადებს ზაზა ბიბი-ლაშვილი „ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტთან საუბა-რში. იგი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის რეაქციის გამოვლენაა, რომელიც მიმარ-თულია მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აქტიურო-ბის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით, ანუ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს.
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება" ასეთ ბრალდებას უარყოფს და მას „აბსურდულად" მიიჩნევს, ზაზა ბიბილაშვილი კი პირიქით - ამბობს, რომ „ეს სამართლებრივი პროცესი კი არ არის, არამედ პოლიტიკური დევნაა, უფრო მეტიც - გეოპოლიტიკური დევნა. მიხეილ სააკაშვილი კონკურენტი ფიგურაა არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკაში, არამედ საერთაშორისო არენაზეც, განსაკუთრებულ ვლადიმერ პუტინთან მიმართებით. შესაბამისად, ექს-პრეზიდენტი ის ადამიანი, რომელსაც რუსეთის ნეიტრალიზება სურს". ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არ იცვლება და მას არ სურს მონაწილეობა მიიღოს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ თამაშში, თუმცა მზადაა უპასუხოს ყველა კითხვას იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა რომელიმე საქმეს ობიექტურად გამოიძიებს და სასამართლოს განსახილველად გადასცემს".
პუბლიკაციაში ასახულია აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომლის თანახმად, ექს-პრეზიდენტის პროკურატურაში გამოძახება არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. ამ მიზნით ციტირებულია როგორც პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის გამონათქვამი („ვიმედოვნებ, რომ სააკაშვილი ამჯერად მაინც პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას და თავის თავს კანონზე მაღლა არ დააყენებს"), ასევე პრემიერ-მინისტრის კომენტარი („პროკურატურა პროფესიულად მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მე გავიმეორებ უკვე ათასჯერ ნათქვამს: ჩვენ უველა თანაბარნი ვართ კანონის წინაშე. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც კანონის უზენაესობა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია").
„კომერსანტი" (რუსეთი), 28 ივლისი, 2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2534121?isSearch=True
საქართველოს პროკურატურამ დასავლეთიდან გამაგრება მიიღო: მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას ცნობილი იურისტები გამოიძიებენ
პუბლიკაციაში (ავტორი გიორგი დვალი) საუბარია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით პროკურატურაში გამოძახების შესახებ.
როგორც სტატიაში აღნიშნული, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს, რომ ქვეყნის ყოფილი ლიდერის მიმართ სამართლებრივი დევნა განახორციელოს. ამის დამადასტურებლად ქართველი ექსპერტების მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ საქართველოში ასეთ საქმეებში გამოცდილი სისხლის სამართლის პროფესიონალი სპეციალისტები არიან მოწვეულნი. სხვათა შორის, იგივე თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ტელეკომპანია „იმედის" ეთერშიც: „ისინი ყველაზე მგრძნობიერი საქმეების გამოძიებაში დაგვეხმარებიან".
„კომერსანტის" მონაცემებით, საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში მიხეილ სააკაშვილს ცხრა სისხლის სამართლის საქმიდან ერთ-ერთის შესახებ დაჰკითხავს, [ბრალდებას წაუყენებს], რომელ-შიც იგი ჯერ-ჯერობით მოწმის სახით ფიგურირებს. საკითხი ეხება საბიუჯეტო სახსრების განიავებას, სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაყიდვას, ბიზინა ივანიშვილის ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობას და სხვა. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტის როლი გასარკვევია ზურაბ ჟვანიას სიკვდილში, მაღალ-ჩინოსნების უსამართლოდ შეწყალებაში, პარლამენტის წევრის ფიზიკურ შეურაცხყოფაში...
თბილისში ამბობენ, რომ უცხოელი პროფესიონალების მოწვევას კიდევ ერთი მიზანი აქვს - ისინი გაეცნობიან ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას საქმეებსაც: „ხელისუფლებას სურს პატივცემული უცხოელი პროკურორების ავტორი-ტეტით ისარგებლოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ბრალდება, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამზრახველების მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება", - ამბობს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ"-ის ანალიტიკოსი ნიკა იმნაიშვილი. თუმცა, როგორც „კომერსანტთან" მოსაუბრე აცხადებს, „საეჭვოა, რომ ხელისუფლებამ თავის მიზანს მიაღწიოს - საქართველოს დასავლელ პარტნიორებში განმტკიცებულია აზრი, რომ გინდაც ბრალდებას საფუძველი ჰქონდეს, მმართველი პარტიის ჭეშმარიტი მიზანი მაინც მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის პოლიტიკური განადგურებაა".
„ნოვიე იზვესტია" (რუსეთი), 28 ივლისი, 2014 წელი
http://www.newizv.ru/world/2014-07-28/205358-sotrudnichestva-ne-budet.html
თანამშრომლობა აღარ იქნება: მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში გამოძახებამ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს საბოლოოდ წაჰკიდა.
სტატიაში (ავტორი - ირინა ალექსიძე) ვრცლადაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში გამოძახებასთან დაკავშირებული გარემოებები: „დღეს ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს. ეს გადაწყვეტილება მთავარმა პროკურატურამ მიიღო მთავრობის ნდობის ვოტუმის გამოცხადების დროს ქვეყნის პარლამენტში მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლიდან ორი დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ერთმანეთთან ეს ორი მოვლენა დაკავშირებული, აშკარაა, რომ ზავი (ანუ კოჰაბიტაცია, როგორც მას საქართველოში უწოდებენ) „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის უკვე დასრულდა, - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში გამოყენებულია როგორც ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილის მიერ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის კომენტარიც: „ხელისუფლება, უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა ეშინია, ამიტომაც ყოფილი პრეზიდენტის წინაშე სამართლებრივ ბარიერებს აწყობს".
„ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 28 ივლისი, 2014 წელი
http://www.ng.ru/week/2014-07-27/7_cis.html
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი ისევ გაიხსენა
გაზეთი მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში გამოძახებასა და საქართველოში მომხდარ სხვადასხვა მოვლენებს ეხმაურება: გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც გადმოცემულია სამართალდამცველ ორგანოში ექს-პრეზიდენტის დაბარების მიზეზები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის გამწვავების ფაქტები, აგრეთვე საქართველოში „კაზანტიპის" ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებული ამბები. (ავტორი - იური სიმონიანი).
„მიხეილ სააკაშვილი [მთავარ პროკურატურაში კი გამოიძახეს], მაგრამ ისე ჩანს, რომ იგი დაკითხვაზე არ მივა. მან რამდენიმე თვის წინაც უარი განაცხადა, როცა სხვა და სხვა დანაშაულის გამო აღძრულ ათი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიბარეს.
საერთოდ, გასულ კვირას საქართველოში საკმაოდ „ცხელოდა": ოპოზიცია და ხელისუფლება, რომლებთა შორის თითქოსდა ჩხუბი და შეხლა-შემოხლის სიმწვავე დაკლებული იყო, ისევ ხისტ პოლემიკას დაუბრუნდა. პარლამენტის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენის დროს პერმიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისაგან არაერთი აგრესიული შემოტევის მოგერიება მოუხდა. ვერ ვიტყვით, რომ კრიტიკა და მასზე პასუხები კორექტულობითა და ზრდილობით გამოირჩეოდა...
კიდევ ერთი მოვლენა, რომელმაც ქართული საზოგადოების მღელვარება გამოიწვია, „კაზანტიპის" ფესტივალის ანაკლიაში გამართვაა. ეს მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება ადრე ყირიმში, აზოვის ზღვის ნაპირზე, კაზანტიპის კონცხთან იმართებოდა ხოლმე, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ფესტივალის მესვეურებმა მისი ანაკლიაში გადმოტანა გადაწყვიტეს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია „კაზანტიპის" წინააღმდეგ გამოდის და მას „მასშტაბური გარყვნილებასა და გლობალური ორგიას" უწოდებს. საქართველოს საპატრიარქომ მრევლი გააფრთხილა, რომ ვინც ფესტივალს დაესწრება და მასში მონაწილეობას მიიღებს, მისთვის ასეთ ნაბიჯს მძიმე შედეგები ექნება.
ეკლესიის მოწოდებას მხარი დაუჭირეს ქართველი ახალგაზრდების წარმომადგენლებმა, რომლებმაც აქცია ჩაატარეს და საერო ხელისუფლებას მოსთხოვეს, რომ მხარი არ დაუჭიროს „კაზანტიპის" ჩატარებას და საერთოდ აკრძალოს, - ნათქვამია სტატიაში.
„ევრაზიანეტი" (აშშ), 27 ივლისი, 2014 წელი
http://www.eurasianet.org/node/69216
შეერთებული შტატები საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაზრდას გეგმავს
შეერთებული შტატები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დასახმარებლად 35 მილიონი დოლარის სამხედრო პროგრამას ამზადებს, რომლის მიზანს ამ ქვეყნების რუსეთისაგან დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი ჯოშუა კუჩერა).
საერთოდ, ეს ფული იმ ერთმილიარდიანი თანხის ნაწილია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ევროპისთვის უნდა გამოჰყოს. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი თვის წინ იქნა მიღებული. კონგრესში ამას წინათ გამართულ მოსმენებზე ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განმარტეს, თუ რაში და როგორ იქნება დახარჯული გამოყოფილი ფინანსები. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რობერტ უორკმა აღნიშნა, ყველაზე მეტი ფული - 440 მილიონი დოლარი აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მიზნით დაიხარჯება. გარდა ამისა, 75 მილიონი მოხმარდება მოკავშირეებისა და პარტნიორების ორმხრივი და მრავალმხრივი წრთვნების ჩატარებას, 250 მილიონი - ინფრასტრუქტურის განვითარებას, 125 მილიონი კი - სამხედრო ამუნიციის მიწოდებას.
ერთმილიარდიანი თანხიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისათვის მხოლოდ 35 მილიონი დოლარიღა რჩება. „ჩვენი პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება ხელს შეუწყობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავებას, - აღნიშნულია სტატიაში, - თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, როგორ განაწილდება ეს თანხა სამ ქვეყანას შორის".
„საქართველოსთვის ამ თანხას მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია აშშ-საგან 100 მილიონ დოლარზე მეტს იღებს, ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისათვის".
კონგრესში შეტანილ იქნა აგრეთვე კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ჩამოთვლილ სამ სახელმწიფოს „აშშ-ის მთავარი მოკავშირის" სტატუსი ენიჭებათ. თუ კანონპროექტი საბოლოოდ შევა ძალაში, ამით საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ამერიკისაგან სამხედრო დახმარების მიღება ძალიან გაუიოლდებათ, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.