reportiori.ge - ლელა კაკულია: პუტინს ნიურბერგის მსგავს პროცესებს გაუმართავენ! ორ მკვლელობას ნამდვილად ვხედავ საქართველოში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:52
ინტერვიუ
ლელა კაკულია: პუტინს ნიურბერგის მსგავს პროცესებს გაუმართავენ! ორ მკვლელობას ნამდვილად ვხედავ საქართველოში!
28 ივლისი, 2014. 22:18


ქართველმა წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, „რეპორტიორთან" საკუთარ წინასწარმეტყველებებზე  საუბარი მიმდინარე პოლიტიკური თემებით დაიწყო.



- ქ-ნო ლელა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა. გაგრძელდება თუ არა ცვლილებები და იქნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?


- მინისტრთა კაბინეტში ცვლილება აუცილებლად გაგრძელდება. ასე რომ, ისინი, ვინც დარჩნენ, გამოიცვლებიან და ამას ხალხი დადებითად მიიღებს. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება! ქვეყანაში თითქოს დრო გაჩერდა. ხალხი რუსეთ-უკრაინის ომზეა გადართული, რომელიც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. მთავრობა და პარლამენტი, რომელიც ჩემს  ხალხს სჭირდება, ძალიან მალე მოვა. თითქმის ყველა სფეროში იქნება დიდი ცვლილებები, მაგრამ, მცოდნე, განათლებული და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ხალხი მოდის.  ეს საქართველოს აღზევების დასაწყისი იქნება.


- ამბობთ, რომ საქართველოს სათავეში გიორგი ბრწყინვალე მოდის. არის თუ არა ეს პიროვნება დღეს პოლიტიკაში, ანუ ვიცნობთ თუ არა მას?


- მე ვიცნობ, მაგრამ მთავრობაში ჯერ არ არის. ის მოდის, მოდის მეცნიერთა პარტია და გიორგი ბრწყინვალე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ეს ძნელბედობის ჟამს ვიწასწარმეტყველე. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ქართველები არ ამოვწყდებოდით, ქართული სახელმწიფო იარსებებდა. გიორგი ბრწყინვალის მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ის საქართველოს ნამდვილად გადაარჩენს.


- გიორგი ბრწყინვალე იქნება თუ არა დაკავშირებული თქვენს მიერვე ნაწინასწარმეტყველებ იების რევოლუციასთან?


- აუცილებლად ექნება კავშირი, რადგან მას სწამს წინასწარმეტყველებების, ასევე იმიტომ, რომ ნიჭიერი და ძალიან განათლებული პიროვნებაა. მეფე გიორგი ბრწყინვალეს ტყუილად არ შევადარე. მან თითქმის აღადგინა თამარის მეფობის დროინდელი ძველი საზღვრები. საქართველოს დიდება დაუბრუნა. ამგვარი რამ დევს თანამედროვე გიორგი ბრწყინვალეში. ძალიან ძლიერი პიროვნებაა.


- იების რევოლუციასთან დაკავშირებით კიდევ რის თქმა შეგიძლიათ?


- პოლიტიკოსებო, კარგად დააკვირდით გაზეთს. იებს ტყუილად არ დავახატავდი. თუ სწორ ნაბიჯებს არ გადადგამთ, იები გელით. ამაში ხელისუფლება იგულისხმება. დაქცევას და ომებს ნამდვილად არ ვხედავ, მაგრამ ძალიან ლამაზი ცვლა იქნება  და ამ ცვლილებას მოახდენენ ისინი, ვინც ესენი მოიყვანა.


- საქართველოში აღდგება თუ არა მონარქია?


- 1992 წელს მიწერია, რომ მონარქიის აღდგენა დროებითია. ამაზე იქნება ლაპარაკი და მერე შეწყდება - მეთქი. დღეს ქართველი ზურგზე მეფეს არ დაისვამს, ეს გამორიცხულია. საქართველოში ეს საკითხი დგას, მაგრამ, როგორც ხედავთ,   ადგილიდან არ იძვრის. ამ ყველაფერს ძირს პატრიარქი უმაგრებს, ის რომ არ უმაგრებდეს ძირს, ამის გამკეთებელი არავინაა. ჯერჯერობით, მონარქიას და ტახტზე მეფეს ვერ ვხედავ.


- საზოგადოება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების თემითაა დაინტერესებული.  ეს თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა და გაიხსნება თუ არა  საქმე?


- 2004 წელს ვიწინასწარმეტყველე კიწმარიშვილზე, რომ მისი დრო წავიდა და იგი არასდროს მოვა. „არ მოვა"-ში კი სიკვდილს ვგულისხმობ!" ეს არ არის თვითმკვლელობა!  გამორიცხულია! ისეთი პიროვნება იყო, რომ ცხოვრების მანძილზე თავის მოკვლა არც კი გაუელვია. ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება, ყველაფერი ამოტივტივდება, არ დაიმალება. საერთოდ, დედამიწის ზურგზე არაფერი იმალება.


- გაიხსნება თუ არა გახმაურებული გარდაცვალების საქმეები, მათ შორის ზურაბ ჟვანიასი?


- ზურაბთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა, ვმეგობრობდით. მე ასჯერ მქონდა ნათქვამი, რომ მას მოკლავდნენ. არც ეს დაიმალება, უბრალოდ, დროა საჭირო. ამას აუცილებლად ამოატივტივებენ და ეს მთავრობიდან წამოვა.


- დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?


- ის პოლიტიკაში არ დაბრუნდება, გამორიცხულია. არც უნდა მობრუნდეს. ეს რჩევა უნდა გაითვალისწინოს. ამ კაცს მრავალი შესაძლებლობა აქვს, რომ მრავალ დარგში  წარმოაჩინოს ცოდნა, განათლება და მსოფლმხედველობა. უდავოდ ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს.


- პალესტინა-ისრაელს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.  არის თუ არა ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი? მით უმეტეს, ნათქვამი გაქვთ, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია.


- მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია. 1992 წელს დავწერე, რომ ისრაელი ცეცხლოვან ბურთში მოემწყვდევა. ღმერთის ანაბარა რჩება და ისრაელის შვილებს მხოლოდ ღმერთი უშველის. ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის იყო ომები, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი საშიშროება დღეს უფრო ფართოდ ჩანს, ისრაელი არ ჩერდება და არც გაჩერდება. ისრაელი ირანს პატარა გაფართხალებას არ შეარჩენს და მასაც დაარტყამს. დღეს თუ ამერიკული პოლიტიკა ისრაელთან მიმართებაში განზე დგას, ხვალ ისიც ჩაერთვება. აქ რა თქმა უნდა რუსებიც მოქმედებენ.  ძალიან დიდი და საშიში თამაშები იწყება. მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკების მცდელობა არ არის იმიტომ, რომ დიდი ომები იქნება. ეს დაიწყო და ამას ვერაფერი შეაჩერებს.  რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია. თავისი სახლის დასაცავად გარბის. ის ძალიან სუსტდება. მიწერია, რომ როცა ყველაფერი ირევა, საქართველო მაშინ მშვიდდება.


- რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს...  თქვენ 1994 წელს დაწერეთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს და სექტემბერ-ოქტომბერში მას სიურპრიზი ელის. რა იგულისხმება სიურპრიზში, რა შეიძლება მოხდეს?


- 1994 წელს მიწერია, რომ რუსებს ესენგეს მუსლიმები ხელიდან გამოეცლებიან, მანამდე კი-  კი საქართველო. ჩრდილოეთ კავკასიას ჩაკეტავენ. რუსეთი ყველაფერს დათმობს და უკრაინას - არა. ისინი ფიქრობენ, რომ დიდი რუსეთი იწყება კიევის რუსეთიდან. 2007 წელს მიწერია, რომ  რუსეთი ბრძოლებს წააგებს უკრაინაში. იქაც ამერიკელები არიან ჩართულნი. უკრაინის მთავრობაში ახალი ძალები მოდიან. ყველაფერი იშლება, იქმნება  და შენდება ახალი, ძლიერი უკრაინა. უკრაინაში რუსეთი წააგებს. მოსკოვს უკრაინასთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბება, უკრაინის პოლიტიკოსთა მიმართ ბოღმიანი განცხადებები უკრაინელი ხალხის აღშფოთებას იწვევს. ვხედავ, როგორ გამოდის ხალხი და მოითხოვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. ვხედავ, რუსეთის საელჩოსთან შეკრებილი ხალხი ყვირის- „გაეთრიეთ,  რუსებო!" ეს მოსკოვისთვის დიდი დარტყმა იქნება. ევროპა ამ მოვლენას გამოეხმაურება. რუსეთის უსინდისო მოქმედებები ბევრ ქვეყანას გააცოფებს. უკვე იკვეთება რუსეთის სურვილი, ევროპა ხელში მოიმწყვდიოს. ეს მათ სულ გააგიჟებს. ვხედავ, დაიწყება მოულოდნელი ქმედებები მოსკოვის მიმართ. ევროპა უკვე იძულებულია ანგარიში გაუწიოს ამერიკა-ბრიტანეთს. რა თქმა უნდა, ევროპისთის ამერიკის პოლიტიკა უფრო მისაღებია, ვიდრე რუსეთის... რომელთაც მაინც კომუნისტებად მიიჩნევენ. რუსეთის უხეში პოლიტიკა დასავლეთს და მსოფლიოს ძალიან ააფორიაქებს. ამერიკა არც კი ფიქრობს რამე დაუთმოს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაიანასთან მიმართებაში. ვხედავ, დიდი მწვავე პოლიტიკური ომი იმართება, საჭიროა დასავლეთმა რუსეთს ჭკუა ასწავლოს. ნუ გგონიათ, რომ ქართული პოლიტიკა უკრაინის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ქართული პოლიტიკა ამერიკულ პოლიტიკასთან ასოცირდება. ნახავთ, რომ საქართველო როგორც შემდგარი და დემოკრატიული სახელმწიფო, ცალკე განიხილება ევროკავშირში, ვინაიდან საქართველოს ბედისწერით სულ სხვა რამ აქვს გადასატანი. უკრაინა კი თავის გზით მიდის. ის აუცილებლად შევა ნატოში და ამას ვერაფერი შეაჩერებს.


- რა ელის პუტინს, როგორ დაასრულებს კარიერას?


- პუტინს ნიურბერგის მსგავს პროცესებს გაუმართავენ!  ზუსტად ამ გზას ადგას. ისეთი დიდი პოლიტიკური შეცდომები დაუშვა, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს.


- საქართველოში კიდევ მოხდება თუ არა გახმაურებული შემთხვევები?


- მკვლელობები აუცილებლად იქნება და არა ერთ,  არამედ ორ მკვლელობას ნამდვილად ვხედავ საქართველოში! იმიტომ, რომ ესენი საქმიანი ურთიერთობის ქუჩაში გარჩევას ამჯობინებენ. ქუჩაში გარჩევა კი ყოველთვის მკვლელობით მთავრდება. ის ჟურნალისტი არ იქნება, არ გამოვრიცხავ პოლიტიკოსებს და მინდა გავაფრთხილო!   


- რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს. ამბობს, რომ მოვა დრო, როცა პოლიტიკაში დაბრუნდება. აქვს შანსები?


- მას ევროპულმა და ამერიკულმა განათლებამ დიდი გამოცდილება შესძინა, შემდეგ კი პრეზიდენტი იყო, რაც მისი პროფესიონალიზმისთვის მშვენიერი არენა იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ხალხს ეს ცხრა წლიანი მმართველობა დიდხანს გაყვება!


- მას არაერთი ადამიანი სხვადასხვა კანონდარღვევაში ადანაშაულებს. როგორ ხედავთ მის მომავალს?


- ამერიკელები  არიან ჩართულები. მათთვის სააკაშვილი ძალიან ჭკვიანია და გამოსადეგი პიროვნებაა, რომელიც ახლა უკრაინაშია და მათ პოლიტიკურ პრცესებშია ჩართული. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ, რომ მას პასუხს აგებინებენ. საბოლოო ჯამში, თავის მოქმედებაზე ყველა პასუხს აგებს, მაგრამ მაშინ აქამდე უნდა მოეწვიათ, დაეკითხათ, ჩამოეყვანათ და საჭირო ღონისძიებები გაეტარებინათ.


- თამარ მეფის საფლავთან დაკავშირებით გაქვთ ინფორმაცია?


- მაქვს. მთაში მყუდრო ეკლესიაა, იქ მტირალა ტირიფის მსგავსი  ხე დავინახე და იქ არის შესვენებული. მას აუცილებლად ვიპოვით!  და,  ბევრ რამეს გაეცემა პასუხი.


- რაც შეეხება შიდსის და სხვა მძიმე დაავადებების წამალს, გამოიგონებს  კაცობრიობა  მათ საწინააღმდეგო პრეპარატს?


- ეს წამლები უკვე შექმნილია.  ამასაც თავის დროზე ამოატივტივებენ. ეს წამლები დაიხვეწება და ამას ვერავითარი მაფია ვერ შეაჩერებს, თუმცა, არსებობს დაავადებები, რომელიც მომავალში აუცილებლად იქნება.  ეს დაავადება ქოლერას, კიბოს მსგავსია, ოღონდ სხვა ორგანოზე ზემოქმედებს.


- რას ეტყვით საქართველოს მოსახლეობას?


- ჩემო საყვარელო ქართველებო, ნურაფრის შეგეშინდებათ. მიყვარხართ  და იცოდეთ, რომ კოსმოსი არ გაგვწირავს. თქვენს სახეებზე ღიმილს ვხედავ.


P.S. ლელა კაკულია ამბობს, რომ არაერთ ქვეყანაში იწვევენ, თუმცა,  საქართველოს დატოვება არ სურს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016