reportiori.ge - ლაშა თორდია: აუდიტის სამსახურში საპროკურატურო არაფერია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:04
საზოგადოება
ლაშა თორდია: აუდიტის სამსახურში საპროკურატურო არაფერია
29 ივლისი, 2014. 13:54


აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია საპარლამენტო ანგარიშს მის უწყებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება. მისი თქმით,  აუდიტის სამსახური უარყოფით შეფასებას არ იმსახურებს, შესაბამისად, პროკურატურაში გადასაგზავნიც არაფერია.  


საქმე ეხება საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას 2013 წლის საქმიანობასთან დაკავშირებით. დოკუმენტში ცალკეულ დარღვევებზეა საუბარი, რის გამოც, პარლამენტმა შესაძლოა, საქმეში პროკურატურის  ჩართვის გადაწყვეტილება მიიღოს. 



"ზოგადად, როდესაც სამუშაო რეჟიმში ვიხილავდით ანგარიშს, რომელიც საპარლამენტო კომისიამ შეადგინა, უმეტეს მათგანს არ ვეთანხმებით, მით უმეტეს, პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს, საპროკურატურო იქ არაფერია. პირიქით, ყველა თანამშრომელს, რომელმაც 2013 წელს დაამტკიცა, რომ პროფესიონალები არიან, მადლობას ვუხდი. უარყოფით შეფასებას არ ვიმსახურებთ, თუმცა ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. არის ტექნიკური ხასიათის შენიშვნებიც, რომელიც უკვე გათვალისწინებულია და არის რეკომენდაციები, რომლებიც ერთ და ორ დღეში არ გვარდება", - განაცხადა თორდიამ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016