reportiori.ge - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“: შიდა აუდიტის ერთეულების საქმიანობა არადამაკმაყოფილებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:08
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“: შიდა აუდიტის ერთეულების საქმიანობა არადამაკმაყოფილებელია
29 ივლისი, 2014. 15:52


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 2010-2012 წლებში თორმეტ სამინისტროსა  და თბილისის მერიაში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის მდგომარეობის კვლევის ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის ანტიკორუფციული კვლევების ხელმძღვანელის ერეკლე ურუშაძის განცხადებით, შიდა აუდიტის ერთეულების საქმიანობა არადამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, სამინისტროების უმეტესობაში შიდა აუდიტის ერთეულები უმოქმედოები იყვნენ.


"ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც გარე, ისე შიდა აუდიტი ქვეყნის და ხელისუფლების ანტიკორუფციული სისტემის  უმნიშვნელოვანესი ელემენტია, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა, თუ  როგორ ფუნქციონირებდა როგორც გარე,  ისე შიდა აუდიტის ინსტიტუტები საქართველოში. ამჯერად წარმოვადგინეთ შიდა აუდიტის ერთეულების საქმიანობის კვლევა, რომელიც მოიცავს 2010-2012 და ნაწილობრივ 2013 წლებს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შიდა აუდიტის ერთეულების საქმიანობა არადამაკმაყოფილებელი. პრობლემა არის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. სამინისტროების უმეტესობაში პრაქტიკულად უმოქმედო იყო 2012 წლის მონაცემებით შიდა აუდიტის ერთეულები", - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.



ურუშაძემ დასკვნასთან ერთად რეკომენდაციებიც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, შიდა აუდიტის უწყებების საქმიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.


ვფიქრობთ, სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს შიდა აუდიტის უწყებების საქმიანობა. შიდა აუდიტის ერთეულები დღეს არ არიან მზად, რომ სათანადო წვლილი შეიტანონ შიდა ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში. რამდენადაც ვიცით, 2013 წელს რამე სერიოზული ნაბიჯი არ გადადგმულა სიტუაციის შესაცვლელად. შეიძლება ითქვას, რომ სავარაუდოდ პრობლემები რჩება", - განაცხადა ურუშაძემ.  


კვლევას აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდიაც დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ შიდა აუდიტის ფუნქციები იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღება გამახვილდეს არა კონკრეტული ადამიანების დევნაზე, არამედ სისტემური ხარვეზების აღმოჩენასა და რეკომენდაციების გაცემაზე. მისივე თქმით, ამ საკითხში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ეთანხმება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016