reportiori.ge - შესაძლოა, ქალაქის ყოფილ თუ მოქმედ გამგებლებს, სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის გამო ბრალი წაუყენონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:47
პოლიტიკა
შესაძლოა, ქალაქის ყოფილ თუ მოქმედ გამგებლებს, სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის გამო ბრალი წაუყენონ
29 ივლისი, 2014. 17:00


გასულ კვირას, თბილისის მერიის თანამშრომლები და თბილისის რაიონების ყოფილი თუ მოქმედი გამგებლები, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. შესაძლოა, მათ ბრალი წარუყენონ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის გამო.  პირველი მუხლი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო მეორე - 7-დან 12 წლამდე.



ჯერაც მოქმედ გამგებელთაგან, დაკითხვაზე დაბარებულები იყვნენ ვაკის, ისნისა და კრწანისის რაიონების გამგებლები - ბაჩო დოლიძე, თორნიკე ხუციშვილი, ხათუნა ბერძენიშვილი და დიდუბის ყოფილი გამგებელი, ლევან მხეიძე. ასევე,  დაკითხვაზე დაბარებულები იყვნენ თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე - მაია ცენტერაძე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის უფროსი - ვალერი დადიანიძე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ლალი კოზმავა, მისი მოადგილე - ქეთი აბდუშელიშვილი და შესყიდვების საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი - ლექსო თაბუაშვილი, რომელიც თვითმართველობის არჩევნებზე მუხიანის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.


თითოეულმა  დაკითხვა პოლიტიკურ დევნად შეაფასა.


ყველა მათგანი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად „თბილისის განვითარების ფონდიდან"  48 მილიონის მითვისებაში, რომელიც „ნაცმოძრაობის" საარჩევნო კამპანიას მოხმარდა. საქმე აღძრულია ფინანსურ  პოლიციასა და პროკურატურაში  . ორივე უწყებას  ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება გააჩნია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016