ევროინტეგრაციის 49-ე კომისიის სხდომაზე 2014 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად არის შემუშავებული.
ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, დამტკიცდა მომდევნო სამი თვის თავისუფალი ვაჭრობის შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა.
" ვიმსჯელეთ 2014 წლის ევროკავშირის მხრიდან დამტკიცებულ მოსალოდნელ დახმარებაზე, რომელიც საერთო ჯამში 2015 წელს შეადგენს, სავარაუდოდ, 125-130 მილიონ ევროს, ყველა ძირითადი პროგრამის და მიმართულების გათვალისწინებით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის თავჯდომარეობით მიმდინარეობდა.