reportiori.ge - სოზარ სუბარი: ინსინუაციები თემაზე, რომ თითქოს რუსი ოლიგარქი გადატრიალებას ამზადებდა, მოგონილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:43
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ინსინუაციები თემაზე, რომ თითქოს რუსი ოლიგარქი გადატრიალებას ამზადებდა, მოგონილია
29 ივლისი, 2014. 19:01


დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მას ვასილ მაღლაფერიძემ ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


ჩანაწერში საუბარია იმაზე, თუ როგორ ქონდათ პირაპირი დავალება, გუბერნატორებს და მაღალი თანამდებობის პირებს მიცემული.


„უნდა დაწყებულიყო დევნა, ცემა, ნარკოტიკების ჩადება და იმ ადამიანების ქონების განადგურება, რომლებიც პოლიტიკურად მოწინააღმდეგე ფიგურებს წარმოადგენდნენ. ასე რომ, ინსინუაციები თემაზე, რომ თითქოს რუსი ოლიგარქი გადატრიალებას ამზადებდა, მოგონილია", - აცხადებს სუბარი.


სუბარის თქმით, მისი, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის დროს 2007 წლის 4 ნოემბერს გაეროში ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო შეხვედრა გადაიდო.


"პირველ რიგში, სიტყვიერად მივიღე ეს ინფორმაცია. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი გადავიყვანე სრულ მზადყოფნაში, რათა მონიტორინგი გაძლიერებულიყო და გვქონოდა შესაძლებლობა, რომ ყველა დარღვევა, რაც იმ დროს არსებობდა, დაფიქსირებისა და შესწავლის გარეშე არ დარჩენილიყო. 5 ნოემბერს ეს დოკუმენტი უკვე წერილობითი ფორმით არსებობდა, რომელიც სათარგმნელად იმ დღესვე გადავეცით და 8 ნოემბერს უკვე მაღალი დონის დიპლომატებს გადავეცი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016