reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიერ წაყენებული ბრალდების გამო, ევროკავშირი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:04
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიერ წაყენებული ბრალდების გამო, ევროკავშირი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ავტორი:
31 ივლისი, 2014. 14:10


„უოლ სტრიტ ჯორნელი“,  ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ  წაყენებული ბრალდების  საკითხ ეხმაურება.

 

„როცა ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწრეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეთანხმებას გასული თვის ბოლოს, ამ ფაქტით აღინიშნა ევროკავშირის ურთიერთობის ახალი ეტაპი თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან და განსაკუთრებით მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

 

ამიტომაც, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა (კრიტიკოსების აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული), ამ ფაქტმა ევროკავშირი დელიკატურ მდგომარეობაში ჩააყენა.

 

საქართველო უარყოფს პოლიტიკური მოტივების არსებობას. ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში ღრმა რეფორმები მიმდინარეობს და ეს რომ მართლაც ასეა, ამის დასადასტურებლად ამას წინათ ბრიუსელში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა, რომელიც ადრე ადამიანის უფლებათა დამცველი იყო.

 

მაგრამ ოთხმა ამერიკელმა სენატორმა, მათ შორის ჯონ მაკკეინმა და ბენ კარდინმა განაცხადეს, რომ ისინი იმედგაცრუებულნი და შეშფოთებულნი არიან მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ წაყენებული ბრალდებებით. „სამართლიანობის აღდგენა არ უნდა გახდესპოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი და არ უნდა გადაიქცეს საზოგადოებაში განხეთქილების შემტან მოქმედებად“, - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

 

ევროკავშირი საკითხს უფრო ფრთხილად მიუდგა და „მოვლენების განვითარებისადმი ყურადღება“ გამოხატა. ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებით, საქართველომ ევროკავშირთან ამას წინათ ხელმოწერილი შეთანხმებით ვალდებულება აიღო, რომ ქვეყანაში  გარანტირებული იქნება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა, შესაბამისად, ევროკავშირი იმედს იტოვებს, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმების პრინციპებს ერთგულად შეასრულებს.

 

ბატონ მიხეილ სააკაშვილს ბრალად წაუყენეს სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა 2007 წლის ნოემბერში მომხდარი სახალხო მღელვარების დროს, რაც ოპოზიციური მიტინგების ულმობელ დარბევაში გამოიხატა. მისივე ბრალი იკვეთება აგრეთვე ოპოზიციური ტელეკომპანიის უკანონოდ დახურვაში. ამის საპასუხოდ ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც  ამჟამად აშშ-ში მუშაობს, ფეისბუქში თავის გვერდზე დაწერა, რომ ბრალდებებს პოლიტიკური ხასიათი აქვთ და „მე ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებო“.

 

ნატალია საბანაძემ, საქართველოს ელჩმა ევროკავშირში, უარყო თხოვნა კომენტარი გაეკეთებინა შექმნილი სიტუაციისათვის.

 

როცა 27 ივნისს ხელი მოწერა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ასოცირების შეთანხმებებს ევროკავშირთან, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირი უკან აღარ დაიხევდა და განამტკიცებდა კავშირებს თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან, რუსეთის აგრესიულობის მიუხედავად. ბრიუსელმა პარტნიორებისაგან დემოკრატიული რეფორმების გატარება მოითხოვა, სანაცვლოდ კი თავისი ფართო თავისუფალი ბაზარი შესთავაზა. საქართველო ერთ-ერთი მედგარი ქვეყანა იყო რუსეთის ახლო პერიფერიაში, რომელიც დასავლეთთან მჭიდრო და ძლიერ კავშირს ესწრაფვის (რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და დღემდე მისი ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული). ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციასთან ერთად საქართველოს ცდილობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთანაც ახლო ურთიერთობები ჰქონდეს).

 

მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში არაერთგვაროვან ფიგურას წარმოადგენდა. როგორც პრეზიდენტს, მას 2004 წლიდან აშკარად პროდასავლური ორიენტაცია ჰქონდა და რუსეთისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი. მან მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები და თაყვანისმცემლები გაიჩინა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 


ამასთან, ქართველების ნაწილი, მათ შორის მთავრობის ზოგიერთი წევრი, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი მბრძანებლური ტონით გამოირჩეოდა და მისი ქცევა მოსკოვის მიმართ გადაჭარბებულ მაპროვოცირებელ ქმედებაში გამოიხატებოდა“,- წერს „უოლ სტრიტ ჯორნელი“.


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016