reportiori.ge - ამერიკელი სენატორები, მიხეილ სააკაშვილს გამოესარჩლნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:25
მსოფლიო
ამერიკელი სენატორები, მიხეილ სააკაშვილს გამოესარჩლნენ
ავტორი:
31 ივლისი, 2014. 14:11


„ტვ პერვიი კანალის“  ინფორმაციით,  ამერიკელი სენატორები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გამოესარჩლნენ.

 

„გავლენიანი ამერიკელი სენატორები, მათ შორის რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და ბენ კარდინი, მიხეილ სააკაშვილს გამოესარჩლნენ და თბილისს დაემუქრნენ, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულმა სამართლებრივმა დევნამ შეიძლება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გაუარესება გამოიწვიოსო. ამ საკითხზე განცხადება გააკეთა აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

 

საქართველოს ხელისუფლება ყველას მოუწოდებს სასამართლო პროცესის დაწყებას დაელოდონ. სამშობლოში ექს-პრეზიდენტს ბრალს სდებენ 2007 წლის ნოემბერში გამართული მშვიდობიანი მიტინგის დარბევასა და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ქმედებაში.

 

მიხეილ სააკაშვილი დღეს აშშ-ში ცხოვრობს, პერიოდულად იგი კიევში ჩადის და ადგილობრივ ხელმძღვანელებს ხვდება. სხვათა შორის, მრავალი ქართველი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამგვარი სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს: დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს,“- წერს გამოცემა.

 


ნინო ბურჯანაძე, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი: „გამოძიება რომ ჩატარებულიყო, მე დარწმუნებული ვარ, დასავლეთს უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებოდა ელაპარაკა მიხეილ სააკაშვილის დაცვის მიზნით. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ეყრდობა რა სააკაშვილის ანტირულ რიტორიკას, დასავლეთი მაინც მხარს უჭერს იმ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ფეხქვეშ გაეთელა ყველა ის ძირითადი დასავლური ფასეულობები, რომლებიც მსოფლიოში არსებობს - სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ნების თავისუფალი გამოხატვა და ასე შემდეგ“.


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016