„ფაინენშელ თაიმსი“ (დიდი ბრიტანეთი, 31 ივლისი, 2014 წელი) საქართველოში და რუსეთში ბატონ იაკობაშვილის ინვესტიციების შესახებ წერს.
ბატონ იაკობაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის (15 ივლისი) სათაურით ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს მას თავისი ფული რუსეთიდან იმიტომ გაჰონდა საქართველოში, რომ იგი ოფშორული სტრუქტურების მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის წინააღმდეგი იყო. ფაქტობრივად, ბატონმა იაკობაშვილმა თქვა, რომ მას დაგეგმილი აქვს საქართველოში მცირე ინვესტიციების ჩადება, მაგრამ რუსეთიდან კაპიტალის გატანის გარეშე, ანუ იგი რუსეთში აგრძელებს კაპიტალის დაბანდებას.
სტატიის პირველი პარაგრაფი, შესაძლოა ისე იყოს გაგებული, რომ მან უშუალოდ გააკრიტიკა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანტიოფშორული პოლიტიკის გამო, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ სინათლე შევიტანეთ მის პოზიციაში.