„ზერკალოს“ (აზერბაიჯანი, 31 ივლისი, 2014 წელი), მიხედვით, აზერბაიჯანი ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზის პროექტის დაფინანსებას აგრძელებს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლოატაცაიში ჩაბარების დრო ყოველწლიურად იცვლება. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სინანულით ამბობდა, რომ მას პრეზიდენტობის ვადის დასრულების გამო ბედი არ უწერია მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტის დასრულებაში, რომლის სტარტშიც 2007 წელს იგი მონაწილეობდა.
ისე, ობიექტურები რომ ვიყოთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილს რომ არ დაეწყო სამხედრო მოქმედება სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში, შეიძლება რკინიგზა ახლა მუშაობდეს.
ამასობაში აზერბაიჯანი განაგრძობს ფინანსების გამოყოფას სამშენებლო სამუშაობის გასაგრძელებლად: აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდმა დღემდე პროექტის რეალიზებას 489 მილიონი დოლარი მოახმარა, 2014 წლის პირველ ნახევარში კი უკვე 24,9 მილიონი დოლარი გამოიყო. ფონდში ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული თანხა, საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანის საერტაშორისო ბანკიდან გადაერიცხა კომპანია „მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზას“, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პროექტის რეალიზების მიზნითაა შექმნილი.
როგორც უკვე ცნობილია, ამ რამდენიმე ხნის წინათ აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ მუსა პანახოვმა განაცხადა, რომ 2014 წლის ოქტომბერში ბაქო-თბილისის-ყარსის მაგისტრალზე პირველი სარკინიგზო შემადგენლობის საცდელი გაშვება იგეგმება (საქართველოს ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვარზე მდებარე სადგურ კარწახამდე). რკინიგზის სრული ექსპლოატაციის დაწყება დაგეგმილია 2015 წელს.