გამოცემა „იტარ-ტასსის“ (რუსეთი, 30 ივლისი, 2014 წელი), ინფორმაციის თანახმად, რუსეთი, საქართველოსთან ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოქმედების შესაჩერებლად ემზადება.
მოსკოვი საქართველოსთან ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოქმედების შეჩერებას გეგმავს. ამ მიზნით რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა მთავრობის დადგენი-ლების შესაბამისი პროექტი.
რუსეთ-საქართველოს შეთანხ-მებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელი მოეწერა 1994 წლის 3 თებერვალს.
როგორც ცნობილია, 2014 წლის 27 ივლისს ბრიუსელში გაფორმდა ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის (ასევე მოლ-დოვასთან და უკრაინასთან). ეს დოკუ-მენტი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევრო-კავშირის კანონმდებლობასთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ამასთან დაკავ-შირებით რამდენიმე კვირის წინ განა-ცხადა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროასოცირებასთან დაკავშირებით რუსეთს შეუძლია განა-ხორციელოს ზომები თავისი ეკონომი-კის დასაცავად. ეს ქვეყნები იმავ-დროულად რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში იმყოფებიან.