reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილისთვის უმჯობესი იქნება ჩუმად იყოს და მის ნაცვლად სხვებმა ილაპარაკონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:16
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილისთვის უმჯობესი იქნება ჩუმად იყოს და მის ნაცვლად სხვებმა ილაპარაკონ
ავტორი:
01 აგვისტო, 2014. 15:47

ამერიკულ პოპულარულ გამოცემა «The Daily Beast»-ში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომელშიც საუბარია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძვრის მიზეზებზე (ავტორი - უილ კეტკარტი).


პუბლიკაციის შინაარსი:

გასული ათწლეულის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ „მიშა" სააკაშვილი მთელი პოსტსაბჭოური რეფორმებისა და ანტიკორუფციული ბრძოლის სიმბოლო გახდა როგორტც საკუთარ ქვეყანაში, ისე მთელ რეგიონში. მაღალი, თითქმის მუდამ მომღიმარე, დემოკრატიული იდეალების პოპულარიზატორი, იგი ამერიკულ ნეოკონსერვატორულ ჯგუფებში კვლავ პატივცემულ პიროვნებად რჩება. მას გავლენიანი კავშირები აქვს შეერთებულ შტატებში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა, ახლა კი სადაც ფაქტიურად ქვეყნიდან გაძევებულის სტატუსით ცხოვრობს.



 მიხეილ სააკაშვილის არაკეთილისმსურველები ამტკიცებენ, რომ მაკიაველის ტაქტიკა და აგრესიული ფიარ-ტექნოლოგიები გამოიყენა იმ ვითომდა დემოკრატიული სისტემის შესაქმნელად, რაც მხოლოდ დასავლეთის დასანახად იყო გათვლილი, სინამდვილეში კი მან რეპრესიული რეჟიმი ჩამოაყალიბა.


მიხეილ სააკაშვილის მიმზიდველობა ვაშინგტონისათვის იმით იყო განპირობებული, რომ იგი რაინდივით, ენთუზიაზმით მიისწრაფოდა ნატოში გაწევრიანებისაკენ. მაგრამ 2008 წელს, როცა რუსეთი პატარა საქართველოს ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონში შეიჭრა, ორივე მხარის მიერ დაშვებული პროვოკაციების შემდეგ, მისი ხელისუფლება გამოცდის წინაშე დადგა. მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ ნატო დაეხმარებოდა, მაგრამ ამაოდ. საქართველო უფრო მეტად დაშლილი დარჩა, ვიდრე ადრე იყო.


სისხლის სამართლის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული ხელისუფლების ბოროტად სარგებლობაში, რაც მშვიდობიანი მიტინგის დარბევაში გამოიხატა. ამასთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტმა ფეისბუქში ჩანაწერი გამოაქვეყნა და თავი გაიმართლა, რომ ანტისამთავრობო მიტინგებს რუსეთი აწყობდა ადგილობრივი პოლიტიკოსების დახმა-რებითო, თუმცა „ამის მიუხედავად, ჩვენ არცერთი პოლიტიკოსი არ დაგვიპატიმრებია" (ბევრ ქართველს ამგვარ თავისმართლებაზე გაეცინებოდა).


ასეა თუ ისე, მიხეილ სააკაშვილი უკვე ძებნილ ადამიანად გადაიქცა. ბიძინა ივანიშვილი მანევრირებს, რომ მასზე საბოლოო გამარჯვებას მიაღწიოს (...). როგორც ექსპერტი მარკ მალენი ამბობს, „პროკურატურა ფრთხილად მოქმედებს, რაც სააკაშვილს აძლევს იმის უფლებას, რომ თქვას - ამ ყველაფერს მოსკოვი ხელმძღვანელობსო. ალბათ, მის მტკიცებას აქვს რაღაც მოტივი, რადგან თუ ვინმეს უნდა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, მათგან ერთ-ერთი ვლადიმერ პუტინია... მაგრამ არც ისაა სწორი, რომ სულ მუდამ რუსეთისა და პუტინის ხელზე ილაპარაკო, ან ამტკიცო ის, რომ ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების უმეტესობა. ამიტომაც ფეისბუქში გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა მიხეილ სააკაშვილის უფრო მეტად ზიანი მოუტანა, ვიდრე სარგებლობა. ექს-პრეზიდენტისათვის ახლა უფრო კარგი იქნება ჩუმად იყოს და მის ნაცვლად მისმა პოლიტიკურმა მხარდამჭერებმა ილაპარაკონ.


სამწუხაროდ, ის, რაც საქართველოს ირგვლივ ხდებოდა, საქართველოშიც აისახა: მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისას ათასობით პოლიტიკური მოწინააღმდეგე საპყრობილეში გამოკეტა იმ მოტივით, რომ მათ თითქოსდა მაფიასთან ჰქონდათ კავშირი. მისი პრეზიდენტობის დროს საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებდა მსოფლიოში პატიმართა რაოდენობის მხრივ, მას წინ მხოლოდ ამერიკა უსწრებდა. ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველა უდანაშაულოდ იყო დაპატიმრებული, მაგრამ ბევრის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივებით იყო განხორციელებული. თუმცა ისიც აშკარაა, რომ საქართველოს დამხობილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ყველამ კარგად იცოდა, რომ კორუმპირებული იყო, დაკავებული ან დაპატიმრებული არ ყოფილა. ამ მიმართებით მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გამყოფი ხაზი გაავლეს. ედუარდ შევარდნაძემ მშვიდად დაასრულა თავისი სიცოცხლის დღეები და გასულ თვეში გარდაიცვალა. ამ ფაქტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის პრეცედენტია, როცა სახელმწიფოში უმაღლეს თანამდებობის სტატუსს პატივს სცემენ, ეს სიგნალი იყო მსოფლიოსათვის, რომ საქართველო ცივილიზებული და დემოკრატიული ყოფილიყო.

მართალია, საქართველოს ახალ მთავრობას და ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებას" ჯერ აქამდე [დემოკრატიამდე] ჯერ ვერ მიუღწევიათ, რადგან, შეიძლება ითქვას, ისინი ჯერ კიდევ გამოსაცდელ პერიოდში არიან. თუ როგორ წარიმართებამოვლენები, როგორი არჩევანი იქნება გაკეთებული - პოლიტიკური ანგარიშსწორება და საქართველოს მომავალი - ამით,საბოლოო ჯამში, ისინი საკუთარ ბედს თვითონვე გადაწყვეტენ.


http://www.reportiori.ge/?menuid=68&id=34843&lang=1

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016