reportiori.ge - პროკურატურა გიგა ბოკერიას, ბიუჯეტის სახსრების უკანონო ხარჯვასა და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე დააკავებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:05
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პროკურატურა გიგა ბოკერიას, ბიუჯეტის სახსრების უკანონო ხარჯვასა და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე დააკავებს
ავტორი:
02 აგვისტო, 2014. 12:17


რამდენიმე დღეა,  რაც პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს - ვანო მერაბიშვილს,  ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და  გიგი უგულავას ბრალი წაუყენა.



„ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოლიტიკურად  არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებიან, დემაგოგია მაინც განაგრძეს  და მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და  ბრალის წარდგენაში, ყოფილი პრემიერი  ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულეს და მის მიმართ, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას" და მის დემაგოგ ლიდერებს ჩვევიათ, ბრალდებების კორიანტელი დააყენეს.



 ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის  ტანდემად, ანუ ერთობლივ პროექტად ჩათვალეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმაც კი განაცხადა: - „ჩემი გადაადგილების შეზღუდვა უნდა ორ ადამიანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსო. მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს ჩემს მიმართ არანაირი პრობლემა არ აქვთ და მათი პოლიტიკური ნებაა, კიდევ ბევრი სასარგებლო საქმეები ვაკეთოო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



პროკურატურამ კი ექსპრეზიდენტს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს პროკურატურის მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან:


„პროკურატურამ  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დადგენილება რამდენიმე საქმეზე  გამოიტანა.

საქმე, 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრასა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ეხება. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას მიმართ."



გამოძიებამ კი ბრალის წარდგენამდე დაადგინა, რომ „ტელეკომპანია „იმედი",  ეთერში გასვლის დღიდან აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 2006-2007 წლებში ,,ტელეიმედით" გაშუქებული იქნა საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები - სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას - საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები. ასევე, 2007 წლის სექტემბერში „ტელეიმედის" ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა არკადი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. „ტელეიმედის" ეთერით გავრცელებულ ინფორმაციებზე მთავრობას სათანადო პასუხი არ ჰქონდა, ხსენებული კი ნეგატიურად  მოქმედებდა იმდროინდელი მმართველი გუნდის რეიტინგზე, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს არკადი პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია ,,იმედის" ხელში ჩაგდების მიზნით. ხელისუფლება და მისი მეთაური პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, არკადი პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში, „ტელეიმედი" გაეცვალა „საქართველოს რკინიგზაში", რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც  უარი მიიღო.



არკადი პატარკაციშვილის მხრიდან „ტელეიმედის" შენარჩუნებისათვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით, ტელეკომპანია „იმედი" მართვის უფლებით გადაეცა აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს ,,NEWS CORP EUROPE Inc"-.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, კრიტიკული სიუჟეტები და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულების ღია ეთერით გაშუქება გახდა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლების ყველა შტომ, მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის დევნა და შევიწროება.



2007 წლის ნოემბერში, ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება, საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.  2007 წლის  4 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად მერაბიშვილი.



თათბირს ესწრებოდნენ  გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის  მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  უფროსი დათა ახალაია, თბილისის  მერი გიგი უგულავა და გუბერნატორები.



ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით - მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით, მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა „მიეხედა" ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს. ივანე მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები: „გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას. ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება".



მოკლედ, პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად, რამდენიმე დანაშაულის ერთობლივად ჩადენის გამო წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაცია, მედიამ აქტიურად გააშუქა.



კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჯერად „ნაცელიტის" ლიდერთა კოჰორტას, სრული დაცემისა და დეგრადაციის პერიოდი უდგას, აგრეთვე საუბრობენ, რომ უახლოეს პერიოდში,  უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას პროკურატურა დაკითხვაზე დაიბარებს და  საკმაოდ სერიოზული საქმეების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევსო.



კონკრეტულად კი,  გიგა ბოკერიას მისი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობისას, ბიუჯეტის სახსრების უკანონოდ განკარგვის შესახებ განმარტების გაკეთება მოუწევს.



„ექსკლუზივ ნიუსის" ინფორმაციით, ამ ყველაფრის შესახებ თავად გიგა ბოკერიასაც აქვს ინფორმაცია. ბოკერიამ  ისიც იცის, რომ მის მიმართ პროკურატურას საკმაო მტკიცებულებები გააჩნია. ერთადერთი მცდელობა, რაც მას და „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ის არის, რომ როგორმე ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ. სასწრაფოდ ხდება გიგა ბოკერიას გაპიარება და  „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად წარმოჩენა.


 

გიგი უგულავას დაკავების შემდეგ  პარტიის შიგნით დიდი შეხლა-შემოხლა და ალიაქოთია, - როგორ „გააპრავონ" ხელისუფლების მიერ გიგა ბოკერიას პოლიტიკური დევნა, როცა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებამდე, რამდენიმე დღეა დარჩენილი.



ცნობილი ხდება ისიც, რომ ბოკერიას შესაძლოა ბიუჯეტის სახსრების უკანონო ხარჯვის, ე.წ. ციხის ბუნტისა და მასში მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებებიც წარუდგინონ. ამ ყველაფერზე მას პასუხის გაცემა მოუწევს.


 

გიგა ბოკერიას შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ადრე მისი მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მკაცრი განცხადება მოჰყვა: „რამე არ ჩაიფიქროს ხელისუფლებამ გიგას წინააღმდეგ, თორემ ბიძინა ივანიშვილს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევო". ეს იყო მაშინ, როცა გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს და უკანვე გამოუშვეს, მაგრამ ამჯერად რამდენად გაჭრის გიგა ბოკერიას ცოლის  „მუქარა" ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, უცნობია. მაგრამ ცნობილია ის, რომ პროკურატურა გიგა ბოკერიას  უახლოეს პერიოდში დაკითხვაზე დაიბარებს და ბრალს წარუდგენს.



მთავარია ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო, ეს ქართველი ხალხის მოთხოვნაა და ამ შეუქცევად პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.


http://exclusivenews.ge/?page=view&artid=5966



ავტორი: დარეჯან ლიპარტელიანი 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016