reportiori.ge - ვახტანგ რჩეულიშვილი: ზურაბ ჟვანია ჩემს მკვლელობას „მხედრიონელს“ უკვეთავდა! იმისთვის, რომ გიგი უგულავასა და „დექსუსის“ მიერ მოპარული 61 მილიონი არ გაიშიფროს, შესაძლოა, მე და მაიაც გაგვაგორონ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:41
ინტერვიუ
ვახტანგ რჩეულიშვილი: ზურაბ ჟვანია ჩემს მკვლელობას „მხედრიონელს“ უკვეთავდა! იმისთვის, რომ გიგი უგულავასა და „დექსუსის“ მიერ მოპარული 61 მილიონი არ გაიშიფროს, შესაძლოა, მე და მაიაც გაგვაგორონ!
ავტორი:
02 აგვისტო, 2014. 12:20


ვის  პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა  და ,,რუსთავი 2'‘-ის სასამართლო პროცესამდე ვის აწყობდა ეროსი  კიწმარიშვილის  გარდაცვალება, ევაჭრებოდა  თუ არა  რუსთავის  მერობის  ყოფილი  კანდიდატი ბიძინა ივანიშვილს და რა კავშირშია მისი სიკვდილი საქართველოში უკრაინის შინაგან საქმეთა  ყოფილი  მინისტრის  ლუცენკოს  ვიზიტთან,   ამასთან, გახდება თუ არა  „ნაციონალური   მოძრაობისმორიგი  მსხვერპლი  ვანო   მერაბიშვილი? -ამ თემებზე ბიზნესმენი  ვახტან  გრჩეულიშვილი  ვერსიასთანსკანდალურ  განცხადებებს   აკეთებს.  




_ ვიდრე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გარემოებებზე კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება,  საზოგადოებაში  რამდენიმე  ვერსია  მუდმივად  იარსებებს.  ერთ-ერთ  ვერსიად  შეგვიძლია,  თვითმკვლელობაც  ჩავთვალოთ - ეროსი  კიწმარიშვილი  ჩვეულებრივი  ბიზნესმენი  იყო, რომელმაც   შესაძლოა,  აღებულ   ვალდებულებებს  ვერ   გაუძლო, თუმცა  პირადად  ამაში  ეჭვი   მეპარება.   შესაძლოა,  „რუსთავი 2"-ის  დასაბრუნებლად   ვალი  აიღო,  თუმცა დაბრუნება ვერ   მოახერხა,  რაზეც  პასუხი   მოსთხოვეს... თუ  მკვლელობის  ვერსიის  განხილვას  დავიწყებთ,  კვალი  მაინც  „რუსთავი 2"-მდე  მიგვიყვანს. 

 

 

 

-თუ მკვლელობის  ვერსიებზე   ვსაუბრობთ, რატომ  უკავშირდება  ეროსი  კიწმარიშვილის  სიკვდილი  მხოლოდ  „რუსთავი 2"-,  როცა  „მაესტროს"  წილების  დაბრუნებასაც  ითხოვდა. მის საქმიანობას  უკავშირდება   რუსეთში   ელჩობაც, ყოფილი  თანაგუნდელები  რუსეთის აგენტადაც   მოიხსენიებდნენ... 



-„მაესტრო"  რომც  დაებრუნებინა,  რაც  რეალურად  მხოლოდ  მისი  არ  იყო  და, მაქსიმუმ, მცირე წილს  მიიღებდა,  ვერაფერს  შეცვლიდა - „მაესტრო", თავისი  პოლიტიკური  გავლენით, „რუსთავი 2"-ის  მეასედი  არ  არის. პოლიტიკური  გუნდის ინტერესი სწორედ ამ უკანასკნელზე  გადის, რადგან  ტელევიზიას  საკმაოდ  დიდი  გამოცდილება  და  შესაძლებლობები  გააჩნია. „რუსთავი 2"-ის  იდეოლოგია  შევარდნაძის   დროიდან  მეზიზღება, მაგრამ  მისი  პროფესიონალიზმი  დასაფასებელია. დღეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა  მხოლოდ  მას შეუძლია, ამას  დანარჩენი  ტელევიზიები  ვერ   გააკეთებენ. თუ   ნაციონალების  იმ  გუნდმა, რომელიც   მილიარდებს   განკარგავს,  „რუსთავი 2"-ის  დაბრუნების  საფრთხე  იგრძნო, მისთვის  ეროსი  კიწმარიშვილის   მკვლელობა  დიდ  პრობლემას  არ  წარმოადგენდა.  

 

 

-ეს  ვერსია  ლოგიკაში  არ   ჯდება, რადგან  ეროსი   კიწმარიშვილმა  რუსთავში, მერის  არჩევნების მეორე  ტურამდე  მხარი  ნაციონალური  მოძრაობის  კანდიდატს  დაუჭირა. „რუსთავი 2"  რომც  დაებრუნებინა,  ეს  „ნაციონალურ  მოძრაობას" რა   საფრთხეს  შეუქმნიდა



-სხვათა შორის,  კარგად მახსოვს,  შევარდნაძის  დროს  „რუსთავი 2"-ზე მოლაპარაკებები რა რეჟიმში  მიმდინარეობდა.  ეროსი  კიწმარიშვილი, რომელიც შევარდნაძის  დროსაც მხარს ნაციონალებს უჭერდა,  ერთ  მილიონს  ედუარდს  სთხოვდა. ასეთი  პიროვნება  იყო -ვინც მეტ ფულს  შესთავაზებდა,  ავტომატურად,  მისი  მხარდამჭერი  ხდებოდა.  პირადად  შევესწარი, როცა  „რუსთავი 2"-ის  მხარდაჭერის  სანაცვლოდ, ეროსი  შევარდნაძისგან  მილიონს  ითხოვდა, თუმცა  მაშინ  შევარდნაძემ  ეს  ფული  არ  გადაიხადა. თუ ახლა ივანიშვილი მოინდომებდა ეროსისგან  „რუსთავი 2"-ის  ყიდვას, ნაციონალებს  საბოლოოდ   დაასამარებდა.  ზუსტად არ ვიცი,  შიგნით რა  ხდებოდა, მაგრამ ეროსი  კიწმარიშვილის მმართველობაში  ტელევიზიის გადასვლა  ნაციონალურ   მოძრაობას   არაწყობდა. ამ  შემთხვევაში  ჩნდებოდა  საფრთხე, რომ  ივანიშვილთან  ვაჭრობას   დაიწყებდა,  რასაც  მკვლელობის  გარდა  ვერაფერი  შეუშლიდა  ხელს.

 

 

- გარდაცვალების შემდეგ  გამოქვეყნებულ  მემუარებში  კარგად  ჩანს, რომ  ბიძინა  ივანიშვილს, ბოლო  წლებში,  მასთან  შეხვედრის  სურვილიც  კი  არ  ჰქონდა, თანაც პოლიტიკაში  მოსვლისას  ივანიშვილმა  ღიად  განაცხადა,   კიწმარიშვილის  გარდა, ყველასთან  გაერთიანებას  ვაპირებო.  



-ჩემი აზრით, მსგავსი განცხადებებით ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა,  რადგან ბიძინა საქართველოში  ერთადერთი  ადამიანია, რომელსაც უზარმაზარი  ფულია  ქვს.  რამდენად  წაყვებოდა ამ  ვაჭრობაში  კიწმარიშვილს,  ვერ  გეტყვით. ასე რომ, ეროსი  ანგელოზი არ  ყოფილა, მას  ნებისმიერი  ადამიანის  გაგიჟება შეეძლო. ამას კონკრეტული მაგალითებით ვადასტურებ და ამიტომაც გავიხსენე შევარდნაძესთან დაწყებული მოლაპარაკებები.  დიდი ალბათობით,  კიწმარიშვილი ნაციონალებმა  მოიშორეს.  

 

 

-ეროსი კიწმარიშვილის  გარდაცვალებამდე  რამდენიმე  დღით ადრე, საქართველოში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს  ყოფილი მინისტრი  ლუცენკო  იმყოფებოდა, რომლის  მოღვაწეობასაც ორი  სკანდალური  მკვლელობა  უკავშირდება. ეს  მხოლოდ დამთხვევაა  თუ საქმის  მნიშვნელოვანი  დეტალი



-ნაციონალური  მოძრაობა  თავის  გადასარჩენად  ყველაფერს  გააკეთებს - ფაქტია, ადგილობრივი  არჩევნების  შემდეგ  მათ  ყველა  ბერკეტი  დაკარგეს.  გიგი  უგულავამ, რომელმაც  ზუსტად  იცოდა,  რომ  დააკავებდნენ, იმდენი  მოახერხა, მის დაჭერაზე  მთელი  მსოფლიო  ალაპარაკდა - მორატორიუმი  დაირღვაო.  რაც  შეეხება  ლუცენკოს, მასზე კონკრეტულად ვერ  ვისაუბრებ,  მაგრამ მართლაც  ბევრი  რამ  ემთხვევა  ერთმანეთს. ზოგადად, ნაციონალებს  ყველაფერი  გათვლილი  აქვთ. 

 

 

-კიწმარიშვილის გარდაცვალების  შემდეგ,  ვრცელდება  ინფორმაცია, რომ ვანო  მერაბიშვილს  ჰალუცინაციები  სტანჯავს,  მისი  მეუღლე კი, ხელისუფლების დაგეგმილ  მორიგ  პროვოკაციაზე  საუბრობს.  ესეც  ნაციონალების  გეგმის  ნაწილია



-სხვათა შორის, ბიძინა  ივანიშვილისთვის  ნაციონალური  მოძრაობიდან  ყველაზე  მისაღები  ფიგურა  ვანო   მერაბიშვილი  იყო.  მას  კარგ   ორგანიზატორად  მიიჩნევდა. ისე, მეც  ვფიქრობ, რომ  ვანო  მერაბიშვილს  პოლიციის   რეფორმა  მართლაც  უნდა  დაუფასდეს. როგორც შევარდნაძე იყო დიდი  პოლიტიკოსი,  ვანო  მერაბიშვილი  დიდი  რეფორმატორი  გახლდათ. 

 

 

-არ ეთანხმებით იმ  ადამიანებს, რომლებიც  ფიქრობენ, რომ  მერაბიშვილის  მიერ  შექმნილი  პოლიცია  პოლიტიზირებული  იყო  და  ქუჩაში  ახალგაზრდებს  ხოცავდა



-რა ვქნა, ამ კუთხით ვანო  მერაბიშვილისადმი  სიმპათიით  ვარ  განწყობილი  და  ზეწოლაშიც  ნაკლებად  მონაწილეობდა, თუმცა  ისიც  ფაქტია, რომ  მის  გარეშე  ქვეყანაში  არაფერი  ხდებოდა. ნაციონალური მოძრაობიდან მერაბიშვილი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია და არც  საქართველოს  მტრად   მივიჩნევ,  მაგრამ  ნაციონალებს  მისი  გაწირვაც  არ  გაუჭირდებათ. პირიქით,  ისინი  ნებისმიერს  გაწირავენ!  აი,  გიორგი  თარგამაძესაც  ხომ  მოღალატედ  მიიჩნევენ,  პირადად  მე  კი, ვფიქრობ,   რომ  იგი  კარგი  მედია- ორგანიზატორია. ჩემი  ინფორმაციით,   2007  წლის  მოვლენების  დროს, მიაწოდეს  ჩანაწერი, სადაც  ბადრი  პატარკაციშვილმა  სასიკვდილოდ  გაწირა, რათა  საქართველოში  მაშინდელი  პოლიტიკური  რეჟიმი  საბოლოოდ  დაცემულიყო. 

 

 

-რა  ჩანაწერზე  საუბრობთ  და  გიორგი  თარგამაძეს  ვინ   მიაწოდა



-ამ  ინფორმაციის   გადამოწმება  არასოდეს  მიცდია, მაგრამ  მე  ასევ  იცი. ასე  რომ, გიორგი  თარგამაძის  შემთხვევაში,  კიდევ  გასარკვევია, თავადაა  მოღალატე თუ  პატარკაციშვილის  მიერ  გაწირული  ვაცი  იყო, რომელსაც   პოლიტიკურ  სამსხვერპლოზე  შესაწირად  ამზადებდნენ.  ამიტომაც  ყველა  პოლიტიკოსს  სიფრთხილით  ვუყურებ. ზურაბ  ჟვანია, ბადრი  პატარკაციშვილი,  სააკაშვილის  გუნდი...   ყველა  მათგანი  ჩემთვის  პოტენციური  მკვლელია -თუ  მათ  პოლიტიკურ  ინტერესებში  შედის, ადამიანის   სიცოცხლეს  არაფრად  დაგიდევენ. შემიძლია  დავასაბუთო,  რომ  ზურაბ  ჟვანია  ჩემსმკვლელობას  „მხედრიონელს"  უკვეთავდა. საერთოდ, ჟვანიას  საქართველო  არ  იცნობს.

 

 

-რატომ არ  საუბრობთ  ამ  კონტექსტში  საქართველოს  ყოფილ  პრეზიდენტზე, რომლის  თანაგუნდელიც  წლების  განმავლობაში  იყავით



-ედუარდ  შევარდნაძეც იყო მოქნილი პოლიტიკოსი და გადაწყვეტილების მიღებისას  ცივსისხლიანი,  ამას  რაიკომის  დახვრეტილი  მდივნის,  კობახიძის  საქმეც  მოწმობს, რომელიც მოღალატედ  ჩათვალეს. ასევე,   თვითმფრინავის  ბიჭები, თუმცა  შევარდნაძე  სასამართლოს  გარეშე  არაფერს  აკეთებდა.   სწორედ  ეს  იყო  ჟვანიას, პატარკაციშვილსა  და  შევარდნაძეს  შორის  განსხვავება. ის, რომ  დღეს  ჟვანიას  საქმე  არ  იხსნება, პროკურატურის  სისუსტე  და  თამაშია,  რადგან  მან  ყველაზე  კარგად  იცის,  საქმეში  რა  მასალებიც  დევს.  საერთოდ, ამ პოლიტიკოსების  საქმე  იმდენად   ბურუსითაა  მოცული, ეროსი  კიწმარიშვილის  კიტრივით  გაგორების  დაჯერება  სულაც  არ  არის   რთული. 

 

 

-სოციალურ  ქსელში  ავრცელებთ  ინფორმაციას,  რომ  თავის  მოკვლას  არ  აპირებთ. ვინმე  მოკვლით  ხომ  არ  გემუქრებათ



- როცა  შევიტყვე,   ჟვანიას  ჩემი  მოკვლა  უნდოდა, მაშინაც მოვლენებს  დავასწარი და  პრევენციულ  ღონისძიებებს  მივმართე.  ახლაც ასე  ვიქცევი.  მოგეხსენებათ, ჩემი  საქმე  გიგი  უგულავასა  და  „დექსუსის" წინააღმდეგ ჯერ კიდევ პროკურატურაში  დევს  და  გამოძიება  არ  დაწყებულა.   ვეჭვობ, დღემდე  პროკურატურის  შიდა  და  ქვედა  რგოლებში  ვითარებას  ნაციონალები  აკონტროლებენ. ვინმეს  ჩემი  საქმის  გამოძიება  რომ  უნდოდეს, ამას  დიდი  ხნის  წინ   მოახერხებდა,   მაგრამ  ზოგიერთებს  დღესაც   აშინებენ, შეიძლება  მალე  ხელისუფლებაში  ნაციონალები   დაბრუნდნენო. იმისთვის, რომ  გიგიუ   გულავასა და „დექსუსის"  მიერ  მოპარული  61   მილიონი  არ  გაიშიფროს,   შესაძლოა,   მე  და  მაიაც  გაგვაგორონ,  რადგან  ამ  საქმის  გახსნით  დაინტერესებული   ერთადერთი  პირები  ვართ. 

 

 

-ანუ გიგი  უგულავა  თქვენი  და  თქვენი  მეუღლის  მკვლელობას  გეგმავს


-გიგი  უგულავა  დღემდე  ციხიდან  მართავს  ყველაფერს. მისი  მონაწილეობით,  არჩევნებამდე  რამდენიმე  დღით  ადრე, ქონება  დაგვიყადაღეს. დეტალებზე  ვერ  ვისაუბრებ, მაგრამ  ჰაერზე  არაფერს  ვამბობ.   ამიტომაც  ვაცხადებ  საჯაროდ:  თავის  მოკვლას  არც  მე და არც  მაია  არ  ვაპირებთ!  ისე,  საქართველოში  უკვე   მერვე   მენაშენე  იკლავს   თავს,   რაც  საგანგაშო  სიგნალია!  ეს  ადამიანები   ძველმა   ხელისუფლებამ  გადააგდო, ახალმა  კი  მათ  დასხმარებლად  არაფერი  გააკეთა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016