reportiori.ge - „სააკაშვილის საქმე“ – რა იმალება ფარდის უკან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:58
მსოფლიო
„სააკაშვილის საქმე“ – რა იმალება ფარდის უკან?
ავტორი:
02 აგვისტო, 2014. 17:37


 

დასავლეთი თანდათან ცვლის თავის დამოკიდებულებას „ვარდების რევოლუციის" ლიდერების მიმართ.

 

 

აზერბაიჯანულ გაზეთ „ეხო"-ში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით (ავტორი ა.შაკური).



პუბლიკაციაში ჩამოთვლილია და დეტალურადაა მოცემული საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შეკრებილი ბრალდებების შინაარსი, საერთაშორისო გამოხმაურებანი (ამერიკელი სენატორების განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, ევროკავშირის მაღალჩინოსნების შენიშვნები...), აგრეთვე თვითონ ექს-პრეზიდენტის ჩანაწერები ფეისბუქიდან და „რუსთავი-2"-ის მიერ გადაცემული ინტერვიუები.



სტატიაში აღნიშნულია, რომ ექს-პრეზიდენტი დამაჯერებლად საუბრობს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს, იგი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ფარსია და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.



ამასთან დაკავშირებით სტატიაში აღნიშნულია: რასაკვირველია, მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და „ძმანნი მისნის" წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის ბრალდება სერიოზულია. თუმცა არის სხვა მოსაზრებაც...



 „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ შთამბეჭდავი „სამართლებრივი ნადირობა" დაიწყო. საერთოდ, აქვს არსებობის უფლება იმ ვერსიას, რომ „მეოცნებეების" მიერ წამოწყებულ „ჭინკებზე ნადირობას" შიდაპოლიტიკური მიზნებიც აქვს, მით უმეტეს, რომ მთავარი დაპირების - რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისა და პარალელურად ევროატლანტიკური კურსის შეთავსება ხელისუფლებას ძალიან უჭირს. არ შესრულდა აგრეთვე ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების დაპირებაც... მცირე გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთთან „შეზღუდული სავაჭრო ურთიერთობების" გამოცოცხლება (ღვინის, ბორჯომისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი), თუმცა დღეს მას საფრთხე ემუქრება - რუსეთი აუქმებს საქართველოსთან ხელმოწერილ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ამკაცრებს საბაჟო წესებს. ჰოდა, ამ ფონზე მორიგი ხმაურიანი სასამართლო პროცესი „მეოცნებეებისთვის" პირდაპირ მისწრებაა, ყურადღების გადამტანი კარგი მანევრი...", - წერს აზერბაჯანის გაზეთი „ეხო".



 

„ეხო" (აზერბაიჯანი), 2 აგვისტო, 2014 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=68094


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016