ერეკლე კოდუა-ბადრი პატარკაციშვილი
საუბრის სრული ვერსია
1. _ აქ არ ეწევიან, არა?
2. _ დატოვეთ...
3. _ ტელეფონი არ შეიძლება?
4. _ არა.
ბ.პ.: ესე ადვილია არაა ვთქვა, რომ... (რეკავს ტელეფონი: „ალო, გამარჯობა, ძვირფასო. ნორმალურად, მხოლოდ ახლა არ შემიძლია ლაპარაკი, სადღაც საათნახევარში-ორ საათში, ესე, თუ შეიძლება“. შემდეგ ისევ ვიღაცას მიმართავს ინგლისურად: „ყავა და წყალი, თუ შეიძლება“.).
ე.კ.: სულ სხვანაირი მეგონეთ შესახედავად.
ბ.პ.: სხვანაირი შესახედავი ვარ სხვადასხვა დროს.
ე.კ.: კი.
ბ.პ.: როცა ცოტა სხვა იმითა ვარ გართული, როცა სხვა საქმეებით და როცა ესეთი საქმეებით, ცოტა სხვანაირი ვარ. რა ხდება თბილისში?
ე.კ.: რა ვიცი, თბილისში...
ბ.პ.: ეწევით?
ე.კ.: კი, ვეწევი, მაგრამ სიგარეტი...
ბ.პ. გეთაყვა, სიგარეტი და სანთებელა.
ე.კ.: თეთრი „მალბორო“.
ბ.პ.: თეთრი „მალბორო“ (მამაკაცი ბადრის ეკითხება: რომელი ჩაი მოვამზადო? ბადრი პასუხობს: თუ შეიძლება, ჟასმინის, გეთაყვა, და წყალი).
ე.კ.: ჯერჯერობით, იგივეა. ახლა, ამ ეტაპზე, ის აღარ არის, რაც იყო, მართალი გითხრათ.
ბ.პ.: (იცინის...)
ე.კ.: რეალურად ეგრეა.
ბ.პ.: და ეს არაპროფესიონალიზმი მთლიანად სტრუქტურებში არის მოდებული, თუ, უბრალოდ, ზოგიერთი არაპროფესიონალურად მოქმედებს?! ეს თქვენი „მასტერა“ ისევ გაება სერიოზულ ხაფანგში.
ე.კ.: „მასტერა“ პირადად ჩემი არ არის.
ბ.პ.: არა, ნუ, მე მხედველობაში თქვენ კი არ მყავხართ.
ე.კ.: ახალაიასი.
ბ.პ.: ახალაიასი?
ე.კ.: კი, ჩემი არაა.
ბ.პ.: ააა, გასაგებია, ე. ი. (იცინის), იცით ეს დღევანდელი ამბები?
ე.კ.: არა.
ბ.პ.: ააა, თქვენ არ გცოდნიათ...
ე.კ.: მე გუშინ ღამე რომ წამოვედი, იმის მერე გზაში ვარ.
ბ.პ.: დღეს მთელი მსოფლიო ერთ რაღაცაზე საუბრობს, რომ „სანდი ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბარი „მასტერასა“ და ვიღაცა ჩეჩენ საველე მეთაურს შორის, რომელშიც ჩემს ლიკვიდაციას უკვეთავს. და ეს მე მგონია, რომ, რატომღაც, ესეთი აზრი მაქვს, რომ დასაწყისია (იცინის)...
ე.კ.: არა, მაგაზე ახლა პირდაპირ ისა, თქვენი ლიკვიდაცია, ეს, შეიძლება, ეს ჭორის დონეა, რა...
ბ.პ.: არა, კაცო...
ე.კ.: ეს სრულიად წამგებიანია ყველასთვის.
ბ.პ.: გეუბნები ნაღდს, ნაღდს, ახლა, ბავშვი ხომ არა ვარ და მადლობა ღმერთს.
ე.კ.: „მასტერა“ მაგას ვერ შეასრულებს, თუ ვინმემ...
ბ.პ.: (აწყვეტინებს) არა, მომისმინეთ, წავიდა-მეთქი შესაკვეთად, კონკრეტულად...
ე.კ.: „მასტერა“ წავიდა?
ბ.პ.: „მასტერა“ წავიდა კონკრეტულად შესაკვეთად, კონკრეტული კაცი არის ცოცხალი და კონკრეტული ის არის, საუბარი 50-წუთიანია, ჩართავ ინტერნეტს, შეხვალ შიგნით და დაინახავ და გაიგებ ზუსტად, რომ ეს არის, ჯერ ერთი, „მასტერა“, მეორე კიდევ _ ასიანი შეკვეთაა. თან ისე კი არ არის, დადგმული სპექტაკლი, მაგან რაღაც სისულელეები რომ გააკეთა იმეებზე, ეს არის რეალური, კონკრეტული ფაქტი _ ფაქტი, რომელსაც რომ წაიკითხავ, ხო, არ დაგრჩება აზრი იმისა, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა დაუდგა, ახლა ბავშვები ხომ არ ვართ? ყველაფერი გვესმის, ხო? არ დაგრჩება ამის ის, რა. დაგრჩება ე. ი. აბსოლუტურად შთაბეჭდილება პირველ, ნებისმიერ ადამიანზე, მით უმეტეს, პროფესიონალს, დარჩება აბსოლუტურად შთაბეჭდილება, რომ ეს კაცი არის მისული კონკრეტულ საქმეზე, თან ეუბნება ყველაფერს, რა. ეუბნება: `მინისტრს ჩამოგიყვან აქ“, „ბადრი ჩვენი პოლიტიკური პრობლემაა“, „უნდა ავწიოთ“, `ჩვენ არ გვაწყობს ახლა, რომ საქართველოში გავაკეთოთ ეს~, `ლონდონში უნდა გააკეთო, ან ისრაელში, ან ყველა ვარიანტში თუ არ გამოგივა, აგერ ჩამოდის თვითმფრინავი თბილისიდან ბათუმში ხოლმე და ბათუმიდან იმაში, ურეკში ვერტმფრენით მიდის და იქა, მაშინ~, `ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ რუსეთს დაბრალდეს~... და მთელი ამბავი. ეს არის, როგორ, იცი? აი, სპექტაკლი კი არ არის დადგმული, არის რეალური, კონკრეტული ფაქტი, რა! რომელიც მე, ასე მგონია, რომ უშუალოდ თვითონ... ავთენტურობით ხომ აბსოლუტურად იქნება. ჯერ ერთი, თუ საჭირო გახდა, მაგი არავის არ სჭირდება, ეს თვითონ, როგორც ფაქტი, არის საინტერესო და არა როგორც ის, რომ ვიღაცის მიმართ საქმე აღძრა და რაღაცეები გააკეთო, მაგრამ თვითონ ფაქტი აბსოლუტურად ნაღდია, რა! ნაღდი, კონკრეტული, თან ისე კი არა, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრა, არამედ კონკრეტულად ეს. მერე კონკრეტული ის და რაც მთავარია, ამის ყველაფრის დამადასტურებლად არსებობს. ეს არ არის, ვთქვათ, მე არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე, ისე რომ...
ე.კ.: ხო, მაგრამ ისეთი არაფერი არ არის, ხო, მაგისი ჯერ? (არ ისმის გარკვევით...)
ბ.პ.: არა, ახლა ლაპარაკი არის და კიდევ რაღაც-რაღაცეები არის.
ე.კ.: `მასტერა~, ახლა, `მასტერაა~, რა...
ბ.პ.: მე მესმის, დონეს რომ...
ე.კ.: ეგეთი რაღაცეები შეუძლია, შევიდეს ვიღაცა, რაღაცა...
ბ.პ.: გასაგებია, დააყაჩაღოს რაღაცა ისა... მე მესმის აბსოლუტურად (ერთდროულად საუბრობენ, არ ისმის გარკვევით...)
ე.კ.: შეიძლება წაართვას ყველაფერი და ეგ შეუძლია `მასტერას~. `მასტერას~ გაკეთებული მეტი...
ბ.პ.: (იცინის) ვიცი, ამიტომ ისა, ეხლა საკუთარი იმით ხომ არ წავიდოდა ეგ და არ შეხვდებოდა, თან ეს შეხვედრილია ვის, იცი? ის რომ არის, თავები ვინც დააჭრა ინგლისელებს, ხომ გახსოვს? იმასთან არის შეხვედრილი (საუბარია ჩეჩენ საველე მეთაურზე, უვაის ახმადოვზე, _ რედ.).
ე.კ.: თქვენ გჯერათ?
ბ.პ.: მჯერა?! მე მაქვს ამის დამადასტურებელი, როგორც ფაქტები. აგერ დღეს `დროებას~ უყურე და ნახავ, კაცო. მე მაგისი მაქვს დამადასტურებელი ფაქტები! მჯერა-არ მჯერა, ეს სხვა რაღაცაა, იმიტომ რომ მე ბევრი რაღაცეები სხვისიც არ მჯერა, მაგრამ მაქვს კონკრეტული ფაქტები, ძალიან ბევრი და ის, რომ მე არ ვიცი, ახლა, საიდან მოდის და ვისთან მიდის ეს, მე არ ვიცი, თავისი ინიციატივაა, როგორ არის, რა გააკეთეს, რა სისულელეებს აკეთებენ?! ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტები რაც არის, ხო, იმას რომ ვერ გაექცევი, არა? ფაქტი დევს!
ე.კ.: თუ ლაპარაკია და თუ მაგის ხმა არის, ხო.
ბ.პ.: მაგას გეუბნები, ახლა ფაქტს ვერ გაექცევი, თორემ ლოგიკურობაზე კი არ ვსაუბრობ, ახლა, მე და იმაზე, რომ რამდენად...
ე.კ.: მაგის ხმა რომ მოვისმინო პირდაპირ...
ბ.პ.: რა თქმა უნდა, აგერ ინტერნეტს ჩაგირთავ და ახლა ვეტყვი ბიჭებს და ამ წუთში გაჩვენებ, რა. არაფერი პრობლემა არაა (მიმართავს ვიღაცას ინგლისურად: `აქ გვაქვს ინტერნეტი? შეგიძლიათ მონახოთ დღევანდელი `სანდი ტაიმსი~? ესა, ე, ფურცელი. იცით, რა მინდა? მჭირდება ინტერნეტი, ჩემს შესახებ სტატია და მონახეთ საუბრის ჩანაწერი. ნუ, არა, ეხლა მეც აგერ ის ხომ არა ვარ... რა ეშველება ამ?..~)
ე.კ.: რა ვიცი პოლიტიკა. მე, მართალი გითხრათ, პოლიტიკოსი...
ბ.პ.: (აწყვეტინებს) შენობით შეიძლება?
ე.კ.: კი, კი, ვილაპარაკოთ...
ბ.პ.: რომ იცოდე, რა, არასოდეს არ მქონია, აი, ხომ პრესა არ მყავს და ვიღაც ხალხს რომ არ ველაპარაკები, არასოდეს მქონია ის, რომ მე ვყოფილიყავი რაიმე სახელმწიფო სამსახურში. არასოდეს ჩემს ცხოვრებაში! რომ იცოდე, რა, შენთვის. ე. ი. თავიდან ბოლომდე, რაა, მზად ვიყავი, კაცურად, ლამაზად, გემრიელად მხარში ამოვდგომოდი და ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ ქვეყანა გამართულიყო და სერიოზულად გაძლიერებულიყო. ყოველთვის ვეუბნებოდი: ბიჭო, რა გჭირდება, მითხარი, მზად ვარ, აგერ! ვეუბნებოდი: აფხაზეთს და ოსეთს ასე ვერ დავიბრუნებთ, აქ არის საჭირო ფული. აგერ ვარ, გამომიყენე, ჩავდოთ, დავიბრუნოთ! ვეუბნებოდი, რომ ნაწილ-ნაწილ უნდა ვიყიდოთ! აი, ნაწილ-ნაწილ უნდა ვიყიდოთ! ახლა, სწორია ეს თუ არასწორია, ფაქტია, რომ აი, ასე უნდა დავიბრუნოთ. ეს ტერმინი, საერთოდ, ჩემთვის არ არსებობს. მე არ მესმის, ეს ტერმინი რას ნიშნავს, იმიტომ რომ დაბრუნება მე ასეთნაირად მიმაჩნია, რომ ვიღაცამ რაღაცა წაგართვა, ეხლა უნდა მიხვიდე და წაართვა! იმისათვის, რომ ეხლა რუსეთს წაართვა, ეს არის აბსურდი. აქედან გამომდინარე, არის სხვა ვარიანტი. შეგაწერეს? ეხლა უნდა მიხვიდე და თავიდან უნდა იყიდო.
ე.კ.: ხომ არ შეაწერეს?
ბ.პ.: არა აქვს მნიშვნელობა, რა მნიშვნელობა აქვს? ქვეყანას შეაწერეს, ხომ?!
ე.კ.: გაყიდეს...
ბ.პ.: გაყიდეს. ახლა არ გვაქვს სხვა საშუალება, ხო? უნდა მიხვიდე, თუ გინდა, ისევ დაიბრუნო, უნდა გადაიხადო, ისევ უნდა იყიდო! ამისათვის შევთავაზე ჩემი პროგრამა. მე ვუთხარი: აგერ დავიწყოთ ახლა რაღაცეების ყიდვა, იქ იყიდებოდა, გაგრაში, 24-ე პარტყრილობის ისა... მერე სიგარეტის ფაბრიკა არის იქ, მე მაქვს 50% იქა და მე ვეუბნები, ამით დავიწყოთ, რა, ნელ-ნელა დავიწყოთ ყიდვა, რომ ის აფხაზები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ კი არ ვყრით ამათ, უბრალოდ, მაყუთს ვაძლევთ და ნორმალურად გადიან, უთმობენ. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ახლა, ამას სჭირდებოდა ოთხი წლის წინ, ამას სჭირდებოდა, ჩემი აზრით, არა უმეტეს, ნახევარი მილიარდი. ოთხი წლის წინ! დღეს, ჩემი აზრით, ხუთი სჭირდება!
ე.კ.: მე მგონი, მეტიც სჭირდება.
ბ.პ.: შეიძლება მეტიც, მაგრამ ოთხი წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამას სჭირდებოდა ნახევარი მილიარდი! ჩვენ ახლა, არ დაგიმალავ და, როცა შევარდნაძის დროს გვქონდა მაშინ ვოიაჟი, დავდიოდით არძინბასა და შევარდნაძეს შორის, ფაქტიურად, გადაწყვეტილი გვქონდა საკითხი, აი, ფაქტიურად გვქონდა გადაწყვეტილი, რა! კონკრეტულად, ყველამ იცოდა, ვინ რას იღებდა, რანაირად და რაზე მივდიოდით. დღეს სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით, რა! იმიტომ, რომ არძინბა მზად იყო უკვე, რომ ამ საკითხებზე წამოსულიყო ჩვენთან. აბსოლუტურად! ერთადერთი, ვინც ჩაგვიშალა მაშინ, ეს იყო პრიმაკოვი. პრიმაკოვი შევიდა ელცინთან და უთხრა, რომ ბერეზოვსკი მიშლისო იქ ხელსო (ოთახში შემოდის მამაკაცი, მას ბადრი ინგლისურად მიმართავს, რომ აუდიოჩანაწერი მომინახეო), ამიტომ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მოვიდა ხელისუფლებაში და მაქსიმალურად გვერდზე დავდგომოდი. მაქსიმალურად! და მე მაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთებიც, რა! არ მჭირდება და არავის არ სჭირდება. უბრალოდ, მაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები, რაც მაგან ზურას უქნა, ხო, ჟვანიას! ჩემი აზრით, ეს იყო პირველი არაკაცობა, რომელიც მან ჩაიდინა! არ ვიცი ახლა მე ვინ ჩაიდინა, როგორ ჩაიდინა, არც მაინტერესებს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, _ ჩაიდინა! მაგით, უმაგისოდ როგორ გააკეთეს, რანაირად გააკეთეს, ეს კონკრეტულად არ მაინტერესებს. მე ვანოსაც ვუთხარი: მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ (არ ამთავრებს აზრს, მიმართავს ოთახში შემოსულ მამაკაცს რუსულად: `მიშა, მომინახე, გეთაყვა, `სანდი თაიმსი~, სადაც ის საუბარია ინტერნეტში. მამაკაცი: თვითონ ჩანაწერი? ბ.პ.: კი, თვითონ ჩანაწერი რომ მოვისმინოთ)... ამის მერე იყო, რომ მეორე დღე იყო ზუსტად, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა და რატომ: მეორე დღეს გადაწყვიტეს, რომ მოეწვიათ ხუთი ჟურნალისტი სხვადასხვა არხებიდან. იცი, ალბათ. არ ვიცი, სხვადასხვა არხებიდან უნდა მოეწვიათ ხუთი ჟურნალისტი და უნდა ეჩვენებინათ სურათები, სადაც ......... და რაღაცეები, რააა!
ე.კ.: (არ ისმის)...
ბ.პ.: ხო, რა, უნდა ეჩვენებინათ ეს სურათები მეორე დღეს. მაშინ იყო, რომ თავისივე ძმაკაცი გავუგზავნე და ვუთხარი: დედას ...-მეთქი, თუ ამას გააკეთებ! ეს მეორე დღეს უნდოდათ, რომ ოპერატორების გარეშე მოვიდნენო და მარტო ისეთი ჟურნალისტები მოვიდნენო, რომლებიც შემდეგ არავის არ ეტყვიანო, რა. ახლა შენ წარმოიდგინე ხუთი ჟურნალისტი, რომელსაც შენ იბარებ და რომელიც არავის არაფერს არ ეტყვის! ხო, ჟურნალისტი, არა თვითონ? ხოდა, რომ მომიტანეს ეს ამბავი, არა, იმ წუთში დავიბარე იმის ახლობელი, გავუგზავნე და ვუთხარი: ახლავე დაგიწყებ-მეთქი ბრძოლას, როგორც კი ამას გააკეთებ-თქო! ხოდა, მერე, იმასაქნა, ჩაფარცხა მაგ ისა... მერე სხვა იმაზე გადავიდა და სხვა ფორმით და მესამე დღეს დამირეკა მარტო და: აუ, ბიჭო, რა მოგვივიდა და რაღაცა.
ე.კ.: არა, მაგას ვერც გააშუქებდნენ, ეგ ისეთი თემაა.
ბ.პ.: არა, მე რას გეუბნები, მე გეუბნები იმას, რას აპირებდნენ და აპირებდნენ, `კაკ რაზ~, ასეთი ფორმით, რა... ასეთი ფორმით აპირებდნენ, `კაკ რაზ~, რომ, აი, იმასგვექნა რამე (არ ამთავრებს)...
აი, ასეთი ფორმით მივაწოდოთ საზოგადოებას, რა. თავიდან ხომ დაბნეულები იყვნენ, რა, ხოდა, ამიტომ აპირებდნენ, აი, ასეთი ფორმით, რა, რომ, აი, ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ ასეა. ჩვენ საზოგადოებას არ ვეტყვით და გამოგვივა ისე, რომ ჩვენ ვმალავთ ამას და...
ე.კ.: ყველამ იცის, ჩათვალეთ.
ბ.პ.: ხო, რა თქმა უნდა... ახლა მაგენი რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობენ, სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ვითომ ჩვენ ვიცავთ იმის სახელს და იმის ყველაფერს, რაა. ამ დროს, ნუ, კარგად გვესმის ყველაფერი. მე რატომ ვყვები ამ ყველაფერს? უბრალოდ, მინდა, რომ იცოდე, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელი ადამიანიც, უცბად აიღო და დაუპირისპირდა ახლა მიშას, რა. ჩვენ გვქონდა, აი, რაღაცა, რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ავიღე და 51% `მზის~, `მზე~ ხომ ჩემი იყო? `მზე~ ჩემი იყო. ეთქვა ჩემთვის, `იმედი~ მომეციო, `იმედსაც~ მივცემდი, იმიტომ, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდა ხელისუფლება, რომელი ხელისუფლებაც ნანატრი გვქონდა და რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ახლა ნორმალურად განვითარდეს და ნორმალურად წავიდეს, რა! და ზურასი მჯეროდა აბსოლუტურად. ღამეები გვაქვს გათენებული ფიქრზე, იმაზე, როგორ ავაწყობდით ეკონომიკას, რას გავაკეთებდით და ის პროგრამა, რომელი პროგრამაც გაკეთდა, ფაქტიურად, ჩემი გაკეთებული იყო, 32%-მდე დავიყვანეთ ეს გადასახადები _ დღგ და შემცირება და ა. შ. და ა. შ. ვეხვეწებოდი: შენი ჭირიმე, გავაკეთოთ ამნისტია-მეთქი, იმისთვის, რომ ბიზნესმა ამოისუნთქოს-მეთქი და ბიზნესი რომ ამოისუნთქებს, მერე უკვე ქვეყანა ეკონომიკურად სერიოზულად განვითარდება. არადა, გვქონდა კანადაში შეკვეთილი, სამი მილიონი გადავიხადე, კანადაში მქონდა შეკვეთილი გეგმა, სამი მილიონი გადავიხადე ყველაფერში. ზუსტად იმის მერე მივაფურთხე ყველაფერს, იმიტომ რომ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, რა!
ე.კ.: ბიზნესი საერთოდ იყო დღეს მაგის 50-60% ყველაფერი (გაურკვეველია)...
ბ.პ.: აბსოლუტურად! ხომ გახსოვს, ზურა გამოვიდა და თქვა: ხალხო, 2004 წლამდე ყველა საბუთები შეგიძლიათ გადაყაროთო, იმიტომ, რომ ჩვენ ვაცხადებთ ამნისტიასო, არაფერი პრობლემა არ იქნებაო. მერე გამოაცხადეს ამნისტია ისეთი, ჩემს იმას რომ მიუდგებოდა, მხოლოდ ისეთი, რომ, აი, 200 $ კაცმა, რომ რაღაცა არ დაუწყეს ხალხს, მერე ჩამორთმევა სახლების და იმეების, 90-იანი წლების, ის, რაც არ მომხდარა, პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთ რეგიონში. ამათ დაიწყეს ზუსტად, რა!
ე.კ.: ეგ მეც შემეხო ძალიან ცუდად.
ბ.პ.: ყველას შეეხო მაგი, მაგი შეეხო ყველას, ძალიან! ერთადერთი, ვისაც არ შეეხო, ეგ ვიყავი მე და რატომ ვიყავი მე ესეთი განწყობით საერთოდ? მე ვიცოდი, რომ საქართველოში მე არაფერი არ მაქვს, არაფერი არ მაქვს ნაშოვნი, მე არაფერი არ შემეხება, ამიტომ მე ვიყავი ამოღებული ხმალივით და მე მინდოდა, რომ ამ ბიზნესს დავდგომოდი გვერდით. მე შალიკიანი რომ დავიცავი მაშინ, სულ არ ვიცნობდი იმ შალიკიანს. ერთხელ მყავს ნანახი. გახსოვს, ძუძუებით გადმოგდებული რომ აჩვენეს იმის ცოლი და სახლში რომ ჩაუდეს რაღაცა?!
ე.კ.: კი.
ბ.პ.: მაშინ იყო, პირველად რომ გამოვედი.
ე.კ.: ოქრუაშვილმა დაიჭირა.
ბ.პ.: ხო, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიჭირა, მაგრამ მაშინ იყო პირველად, რომ გამოვედი სააკაშვილთან ერთად და ჟვანიასთან და ყველასთან და მაშინ გავაკრიტიკე ესენი და ვუთხარი: ქართველ კაცს რატომ აყენებ ესეთ მდგომარეობაში?! დაიჭირე, მოკალი, მაგრამ რა გინდა, რომ ცოლი გამოგყავს ამოვარდნილი ძუძუებით და რაღაცეებით, ხო?! ეს საქართველოში სხვა მენტალიტეტის ხალხია, კაცო! სხვანაირად უყურებს ამას ყველაფერს.
ე.კ.: მაგი ყოველთვის იქნება საქართველოში, ყოველთვისაა ქართველებში, ოჯახს არ უნდა შეეხო!
ბ.პ.: არ უნდა შეეხო, ხო! ოჯახი არის რაღაც...
ე.კ.: ოჯახი ყოველთვის იყო.
ბ.პ.: აბსოლუტურად, აბა, რაა!.. ოჯახი არის ისეთი, რომელსაც არ უნდა შეეხო! მე და შენ მტრები ვართ, რა პრობლემაა? წავიდეთ და რაც გინდა გავაკეთოთ, მაგრამ ცოლ-შვილს არ შეეხო, იმიტომ, რომ ეს მოგიტრიალდება ისეთნაირად მერე, რომ შეიძლება სულმთლიანად გადაატრიალოს ქვეყანა, არა? ამან ამით დაიწყო და ეს იყო პირველი, რასაც მე შევეწინააღმდეგე! მერე იყო ეს ფონდების ამბავი, კაცო! შე დალოცვილო, მოდი, რა, რამდენი გჭირდება, მითხარი, რა! სულ ვეუბნებოდი: რა გჭირდება? რამდენი გჭირდება? მოდი, რაა, არ გინდა ეს ბიზნესის დატერორება. შეშინებული ბიზნესი ვერაფერს ვერ გაგიკეთებს მერე. ბიჭო, ვეუბნები, _ ეს `მელკი~ ისინი არ გჭირდება, რა!.. _ აუ, შენ არ იცი, ეს სხვა ის არის, შენ _ სხვა!.. ნუ მერე წავიდა! წავიდა ჟვანიას მერე, ხომ? რა თქმა უნდა, სერიოზულად დავუპირისპირდით, ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ გაიყო, ფაქტიურად, ჩვენი გზები, მერე უკვე და მაგი ვერ მიხვდა ვერაფერნაირად, რომ მე ერთი მილიონით, ერთი მილიარდით მეტს მომცემდა თუ ნაკლებს, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემთვის ჰქონდა მნიშვნელობა პრინციპებს! მე შენ, მილიარდის გულისთვის და ათი მილიარდის გულისთვის კი არა, ათასი მილიარდის გულისთვის არ ამოვიღებ იარაღს და, არ გესვრი, იმიტომ რომ ეს ჩემი პრინციპია! იმიტომ კი არა, რომ არ შემიძლია, იმიტომ, რომ ჩემი პრინციპია! შენ ჩემთვის არაფერი ცუდი არ გაგიკეთებია და არ გავაკეთებ ამას ფულის გულისთვის! ზუსტად ასეა `იმედთან~ მიმართებაში. ვეუბნები: `იმედი~ არ იყიდება! გაანებე თავი, რა, `იმედი~ არ იყიდება! თან, კიდევ ვეუბნები, რომ `იმედი~ _ ეს არის შენი გადარჩენის საშუალება, რომ `იმედი~ სანამ არის, შენ შეგიძლია იყო წყნარად, იმიტომ, რომ ხალხს გამოაქვს, რაა, რაცა აქვს გულში ბოღმა და აღარ უნდა მერე ქუჩაში გამოსვლა, აღარ უნდა რაღაც-რაღაცეები. ვერ მიხვდა ამას ვერაფრით, რაა!.. გინდა თუ არა, მომყიდე `იმედი~, მომყიდე! ვერ მიხვდა ამას, რომ ეს არ იყიდება! და თან, ახლა, მე მაგის გიჟი ვარ?! რას ჰქვია, მომყიდე `იმედი~?! რაც გინდა მომცეს იმ `იმედში~, არ ვიცი... რომ ხვალ იმასაც წამართმევს, მერე და იმასაც... სულელი ვარ თუ რა?! ამიტომ როგორ შეიძლება, რომ შენ დაცვის ისა... რაც შენ გაქვს დასაცავი მექანიზმი, ის მისცე ხელში? მაგი ხომ შეუძლებელია?! ამას ვერ მიხვდა ვერაფრით! მაგი არაფერი და... რაც მთავარი იყო, ხო მე საერთოდ ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ეს ოპოზიციაც არ მინდოდა, რა! მართლა არ მინდა, რომ 91 წელს დავუბრუნდეთ, რა, მართლა არ მინდა!.. მართლა არ მინდა, რომ ქვეყანაში დაიწყოს რაღაც არეულობა! მაგან შექმნა ეს, მე არ შემიქმნია.
ე.კ.: ახლა, სადღაც, ეგრეა 50X50-ზე.
ბ.პ.: ეგრეა, კი, კაცო, ეგრეა ახლა! ახლა ეგრეა და მაგას ჰგონია, რომ მაგი ახლა სიტუაციას რაღაცნაირად დაიჭერს. უბრალოდ, ვერ დაიჭერს! მაგან ჩაატარებინა ახლა, დემოკრატების ჯგუფები რომ ჩამოიყვანა, რომლებიც `აიპიოს~ რეიტინგებს რომ აკეთებენ. აღარ გამოაქვეყნებინა. გააკეთებინა რეიტინგები და აღარ გამოაქვეყნებინა. რომ დაინახა, სიტუაცია რეალური როგორიცაა, აღარ გამოაქვეყნებინა უკვე ეს რეიტინგები. ახლა ფიქრობს, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცაზე: რა გავაკეთო იმისთვის, რომ შევინარჩუნო ადგილი და ამ დროს ჰქონდა თავისი ადგილიც შენარჩუნებული, მე არაფერს არ ვერჩოდი და არ ვეუბნებოდი, რომ მიშა, ან იმას ვეუბნებოდი (არ ამთავრებს აზრს)... დამიპირისპირდა რაღაც-რაღაცა სისულელეების გამო! ბიჭო, ავაშენე ტერმინალი, ხო, იმაში, რა ქვია, ყულევში?! ავაშენე ტერმინალი არა?! იყიდებოდა ფოთის პორტის ისინი... რაღაცეები, ხო?! ბიჭო, რა უქნა ამ ინაიშვილს, ტო?!. ე. ი. მე სპეციალურად ჩავაწერინე ფასი ორჯერ მეტი, ვიდრე ის ღირდა და რატომ? მე მინდოდა, რომ ცხრა თვე არ დამეკარგა და ჩემთვის ფეხებზე მეკიდა, სამ მილიონს მივცემდი თუ მილიონ ნახევარს, იმიტომ რომ ტრეინინგები მინდოდა მეწარმოებინა უკვე ადგილზე იქ, სადაც ინფრასტრუქტურა იყო; იმიტომ, რომ ხალხი შემდეგ პირდაპირ ასევე ამეყვანა და გადამეყვანა იქა, რომ ერთი დღე არ გამეჩერებინა. როგორც კი ის ამუშავდებოდა, ეგრევე დაიწყებდა ხალხი მუშაობას უკვე და ამიტომ ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენს გადავიხდიდი. ხუთი რომ ეთქვათ, ხუთს გადავიხდიდი, რა! ამიტომ, როცა ვკითხე, _ რა ღირს? მითხრეს, _ ჰა, ჰა, მილიონ ნახევარი. მე ვუთხარი, _ გადაიხადეთ სამი, რომ ნაღდად მოვიგოთ, რაა!.. არ მინდა, ახლა, ამათთან ჩხუბი და რაღაცეები. მეხვეწებოდნენ ბიჭები, რომ არ გინდა, ორი დაწერე და რატომ აგდებ მილიონსო?! მე ვუთხარი, _ გადი, კაცო, შენ ვინ გეკითხება, ჩემი ფულია, ხო? გადაიხადეთ სამი! ადგა და რა გააკეთებინა, ტო?! ოღონდ ბადრიმ არ აიღოსო და სამ მილიონ 60 ათასად თუ რაღაცა ჩაადებინა იქა ის ტერმინალი, რომელიც ორ მილიონზე მეტი, რომ მოკლა, ვერ ამოიღებ, რა, იქიდან, იმისთვის, რომ ბადრიმ არ წაიღოსო, რა! ვეკითხები, _ რატომ, ბიჭო?! _ არაო, მე არაფერ შუაში არ ვარო. მერე მეორე _ ეს ინაიშვილი მოვიდა, დამიჩოქა, მითხრა, _ რა ვქნა, ბადრი, ბოდიში, დამაძალესო! ნუ, კაი, არა აქვს ამას მნიშვნელობა და არ ვიცი, ახლა, რამდენი უნდა მოვიგონო?! მილიონი რაღაცეები, რა!
ე.კ.: ეგ ყველაფერი ძნელი გასახსენებელია, საქმე საქმესთან დაკავშირებით?
ბ.პ.: ფაქტი არის ერთი, ძალიან უბრალო, რა, დღეს მაგას აქვს ორი გზა: ერთი გზა არის მაგისთვის, შემომითვალა, სხვათა შორის, რამეზე ხომ არ მოვილაპარაკოთო? და მე შევუთვალე, _ შენ გაქვს-მეთქი ორი გზა, ერთი არის ცუდი, მეორე არის ძალიან ცუდი. ცუდი გზა არის ის, რომ შენ, მაშინ `იმედი~ გახსნილი არ იყო, შენ `იმედს~ გახსნი, _ ეს არის შენთვის ცუდი გზა და მაშინ დედა გაქვს ნატირები, წააგებ და მეორე: შენ `იმედს~ არ გახსნი და გადახვალ დიქტატორის სტატუსში, დამთავრებულია სხვა! ვერაფერი ვერ გააკეთა, ისე დააწვა მთელი მსოფლიო, რომ გაახსნევინა ეს `იმედი~! გასაგებია, ახლა, არა აქვს ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა ახლა, უკვე, დღეს ჩემთვის. ფაქტი არის დღეს ერთი _ რეალურად, კონკრეტულად, თუ მაგას უნდა, რომ მოიგოს, უნდა ჩაყაროს. როგორც კი ჩაყრის, ეგრევე დედა აქვს ატირებული, რაა, იმწუთას!
ე.კ.: პიარი ახლა ისეთი აქვს მიშას, რომ რაღაც ძალიან ბევრი ხალხი მიდის, რა. რეალურად, რომ ავიღოთ, ტელევიზორში რომ ვუყურე, აი, იძახიან, რომ მასა ძალით გამოყავთო. 20 ათას კაცს ძალით ვერ გამოიყვან.
ბ.პ.: არა და არც გინდა. მომისმინე, უბედურება რაშია...
ე.კ.: ხალხი...
ბ.პ.: (აწყვეტინებს) უბედურება რაშია, მე გეტყვი: საქმე იმაშია, რომ ჩვენი ელექტორატი არის გაყოფილი ორ ნაწილად _ ერთი არის პასიური ელექტორატი, მეორე არის აქტიური ელექტორატი. ვინ იყო გამოსული 2-ში? 2-ში ეს იყო გამოსული აქტიური ელექტორატი. ვინ გამოდის იქ ადგილებზე? ეს არის პასიური ელექტორატი. აქედან გამომდინარე, რა მდგომარეობაა დღეს? დღეს არის მდგომარეობა, როცა აქტიური ელექტორატი ელოდება მიშას წაგებას, ამიტომ სულ უბრალო რამე რომ გააკეთო, ძალიან უბრალო, რომ 5 რიცხვში წარმოიდგინე, რომ არის აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნები და მიშას აქვს ყველაზე კარგი შანსი, რომ მოიგოს, როგორც კი მიშა გამოვა და იტყვის, `მე მოვიგე!~ _ ეს აქტიური ელექტორატი წამოვა მიშაზე და რაც უფრო მეტი იქნება განსხვავება პროცენტებში, რომელი პროცენტითაც მიშა იტყვის, რომ მე მოვუგე ჩემს კონკურენტს, მით უფრო აგრესიულობა იქნება გაზრდილი ამ აქტიურ ელექტორატში.
ე.კ.: კონკურენტებში, მართალი გითხრა, `გრეჩიხა~ და ისინი კონკურენტები არ არიან არც ერთი.
ბ.პ.: გასაგებია, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი...
ე.კ.: ახსნა...
ბ.პ.: (აწყვეტინებს) არავითარი ახსნა არ უნდა, ეს ყველაფერი დალაგდება. ეს ყველაფერი არის დროის ამბავი, მარტო, და მე მგონია, რომ ამ კვირაში დალაგდება ეს ყველაფერი. აქედან, რა თქმა უნდა, იქნება ერთი კანდიდატი. რა თქმა უნდა, მაგას არ უნდა ლაპარაკი, მაგან შეიძლება რაღაცეები წარმოიდგინოს და ეგრე არ არის, რა თქმა უნდა, იქნება ერთი კანდიდატი.
ე.კ.: როგორ დადიან, როგორ იგინებიან, რა კლიპები, რაღაცა, პირიქით იმათზე ასხამს, რა!..
ბ.პ.: რაც შეეხება ელექტორატს, რაც შეეხება თვითონ პიარს, ეს არის დაგეგმილი ფორმულა, რომლის დაგეგმილი ფორმულა არის თვითონ ამერიკელების, იქიდან მოდის ეს, მაგათზე კარგი საარჩევნო გამოცდილება არავის არა აქვს, ამიტომ სამწუხაროა, რომ მაგან დღემდე ვერ გაიგო ეს. შეიძლება, გაგებულიც აქვს, უბრალოდ, მიყვება დინებას, ახლა როგორც მიყვება, ამიტომ ეს სუყველაფერი დღეებით არის გათვლილი და ყველა დღეს რაც უნდა გაკეთდეს და უნდა მოხდეს, ისე იქნება. ეს არ არის პრობლემა, ამიტომ, თვითონ კანდიდატი, რომელი კანდიდატიც იქნება, მას ექნება აბსოლუტურად ყველა ის ხმა, რომელიც არის მიშას წინააღმდეგ, ეს არის ფაქტი! მაგრამ აქ არის მეორე მომენტი: რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს მისი შინაგანი რღვევა! აი, შინაგანი რღვევის დაწყება _ ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომელიც აუცილებელია ამ კონსტრუქციაში! ეს არის, როგორც ორჯერ ორი ოთხია.
როგორც კი ეს შინაგანი რღვევა დაემატება, ამას, ხომ, დამთავრებულია ამბავი აბსოლუტურად. შინაგანი რღვევა _ მე მხედველობაში მაქვს გუნდი. ახლა მიშა მაჭავარიანი და ის, რომ მაგათ თხუთმეტ წუთში რომ გაყიდის, მაგას, მე მგონი, დიდი ლაპარაკი არ უნდა. მაგათ, უბრალოდ, დანახება უნდათ სიტუაციის, _ აი, სიტუაცია ასეა! ხუთი წუთი რომ მოუსმენ, გაიგებ, რაა!
ე.კ.: და ვის ელაპარაკება?
ბ.პ.: აი, ელაპარაკება იმ ჩეჩენ იმას, იცი, რომელია? ინგლისელებს რომ თავი დააჭრა და ჯოხზე რომ დაასო, ხომ გახსოვს?
ე.კ.: ნუ, `მასტერაა~, რაა.
ბ.პ.: არა, ნუ, რად უნდა ახლა მაგი მე არც მითქვია, მითხრეს, თქვიო და...
ე.კ.: უგას ახმადოვი...
ბ.პ.: არც მითქვია, რა... მე ვთქვი, მე რად მინდა, რომ ვთქვა, თვითონ იტყვიან-მეთქი, ვინც საჭიროა. მე რაში მაინტერესებს? ამიტომ მე ამას, რა ვიცი, ვუყურებ ასეთნაირად. მეორე მომენტია: გუშინწინ გამოვიდა მიშა და, _ მეო, ჰილარი კლინტონმა წარმადგინა იმაზეო... ნობელის პრემიაზეო... და ის კი არ უთქვია, რანაირად წარადგინა ჰილარი კლინტონმა ნობელის პრემიაზე? იმას რომ არ იტყვის, რომ ეს ბადრის დამსახურება იყო და ბადრის იმასქნა. იმიტომ, რომ ჟვანიას რა აზრი ჰქონდა, ფაქტიურად, მაგასთან დაკავშირებით? მაგასთან დაკავშირებით ჟვანიას ჰქონდა ერთი აზრი, რომ ჩვენ უნდა შევუქმნათ მაგას რაღაცა სისტემა, რომლითაც ეგ სადმე წავა, გაიზრდება, რა, რომ არ გვინდა ეგ... ეს იყო ჟვანიას აზრი, საწყალის, რა!.. აი, ასეთი პერსპექტივა ჰქონდა და რა, რომ მოდი, რაღაც შევუქმნათ მაგას იმისათვის, რომ გავიყვანოთ, ან გაეროს გენერალურ მდივნად, ან რაღაცა ისეთი მივცეთ, რომ მოშორდეს ქვეყანას! რომ მიაჩნდა, რომ ეგ არის ნამდვილად ... რა. რაც მართალია, ... იცოდა.
აქედან გამომდინარე, ეს იყო ძირითადი და იმიტომ იყო, ჩვენ მუშაობა რომ დავიწყეთ იმაზე, რომ ნობელის პრემია, რაღაცეები... რაღაცეები... და ყოფილიყო ადამიანი, რომელი ადამიანიც შეიძლება რომ გაიზარდოს, მერე იქ რაღაცა თანამდებობა მიეცემოდა სერიოზული და გავიდოდა, რა... და მაგასაც აწყობდა ეს ყველაფერი. მერე გაუჩნდა აზრად, რომ მაგი უნდა გამხდარიყო, იუშენკო რომ ნახა, ისინი რომ დაინახა, რომ აქ, _ ვაა!.. მეო, საშუალება მაქვსო, ფაქტიურად, ძალიან სერიოზული თანამდებობა დავიკავოო! შეიძლება, გააგიჟეს, _ და შეიძლებაო აქ, _ გახსოვს, ბაქოს ამბები რომ იყო? ის გულიევი რომ უნდა შესულიყო, ჯერ ამერიკელებს თანხმობა რომ უთხრა და მერე რომ იმასქნა, ისაქნა, უკან წავიდა.
ე.კ.: მადა ჭამაში იხსნებაო, ნათქვამია, ხომ იცით.
ბ.პ.: ხოდა, ამიტომ მერე მოინდომა, რომ მე გავხდები ახლა, მოინდომა, რაღაცნაირად, გავაერთიანებსავით... და გავხდები, აი, ამის უფროსი და ეგეთი ისინი მოუვიდა, აზრები, რა, ბიჭს! მოუვიდა მადა!.. ეს იყო, რა, ძირითადი რამ, რაზეც იყო ფაქტიურად მაგის ამბიციები დაყრდნობილი, რა... მაგის მერე, ახლა, გასაგებია, რაც მოხდა. მერე კი ერთად ვნახეთ, რაა, მაგრამ ფაქტია, რაც არის. ფაქტი არის ერთი, რომ მე, აბსოლუტურად, რომ გადავხედავ ხოლმე, ღამე რომ დაწვები, დაიძინებ ხოლმე, სანამ ჩაიძინებ, მანამდე რომ გადახედავ, საკუთარ თავს რომ ვერ დაუმალავ, არა? და რომ იტყვი, ბადრი აი, შენ შეგიძლია, რომ შენი საკუთარი თავი დაადანაშაულო, მაგალითად, იმაში, რომ რაც ხდება. ეს არის, ვთქვათ, შენი ბრალი. ნაღდათ არ შემიძლია, ჩემი თავი დავადანაშაულო, იმიტომ რომ ნაღდათ არ მქონია ის აზრი, რომ ნაღდათ არ მჭირდებოდა ეს. ნაღდათ არ მინდოდა არავითარ შემთხვევაში ქვეყნის ისევ არევა და ქვეყნის წაწევა კიდევ უკან. მე ჩემი მენტალობით ვარ ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, რა! მე იგივეს, რუსეთშიც რომ ვიყავი, ყველგან, აბსოლუტურად, კურსი მეკავა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი, _ მე რუსებს ვეუბნებოდი სულ: არა აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი იქნება, დიდებაშვილი იქნება, გოგებაშვილი, პატარკაციშვილი, ხო? თქვენ ვეღარ ითარეშებთ უკვე საქართველოში ისე, როგორც იყავით! ვარიანტი არაა, რა! ვეღარ წამოარტყამთ ახლა საქართველოს ხელს ასე და აი, წადი ახლა, ბიჭო, წყალი მომიტანეო! მაგრამ ის, რომ იყოს კეთილმეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა და მოვილაპარაკოთ, ეკონომიკურად როგორ შეიძლება იგივე ოსეთის იგივე აფხაზეთის წამოღება და, რაღაცნაირად, ამაში რაღაცეებში გაცვლა არავითარი პრობლემა არ არის, პირიქით. ჩემი ყოველთვის იყო აზრი, რომ გავხსნათ საზღვრები, მაქსიმალურად დავაძმაკაცოთ ერთმანეთთან ხალხი და მოვილაპარაკოთ, რა, ერთადერთი, რომ, აი, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა. მეტი არაფერი და რეალურად ამის შანსებიც იყო, რა. იყო ამის შანსები, იმიტომ რომ მანამ, სანამ ეს პუტინი სულ დიქტატორად გადაიქცეოდა, მანამდე იყო, რა! რაღაც-რაღაცა მომენტები, რომლითაც იგივე `ფეესბემ~ რომ დაიწყო მაყუთის შოვნა და მარტო მაგაზე გადავიდა, იქ ყველაფერი შეიძლებოდა, რა... სერიოზულად ისეთი გეგმა დაედოთ მისთვის, რომელიც ჩვენთვის რამდენიმე ეტაპიანი იქნებოდა. ერთ ეტაპზე ცოტა შევიდოდით, მეორე ეტაპზე, მესამე ეტაპზე და ასე ნელ-ნელა დავიბრუნებდით ამ ქვეყანას. ახლა მაგის დაკარგვა ადვილი იყო და მაგის შემოერთება სერიოზულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. თან ვეუბნებოდი მეორე მომენტს, რაც შეეხება ოსეთს, ხომ? ოსეთი, აი, ასე წყდება, რა (ხელის მოძრაობით იგულისხმა ადვილად, ერთი ხელის მოსმით).
ე.კ.: თან ოსეთი ვის რაში აინტერესებს, ვის რაში სჭირდება?
ბ.პ.: მაგრამ თვითონ ხალხისთვის, მისი განწყობისთვის ოსეთი ძალიან კარგია, ხო? რომ, აი, ადამიანი ხედავს, რომ, აი, დღეს ოსეთი დამთავრებული ამბავია, ხვალე ასევე იქნება აფხაზეთში. რა ვუთხარი, ბიჭო? მე ვუთხარი, მოდი-მეთქი, ბიჭო, ლტოლვილების სტატუსი საერთოდ გავაუქმოთ-მეთქი და, _ როგორო?! მე ვუთხარი, _ მოდი-მეთქი, ყველას ბინები მივცეთ, ესენი-ისინი სუყველაფერი და, _ რას ლაპარაკობო?! მაგაზეო ეუთოში და იმაში მერე სალაპარაკო აღარ გვექნებაო და ეს ხალხი, დევნილები (არ ამთავრებს აზრს)... _ ბიჭო, _ მე ვუთხარი, _ დევნილის სტატუსი ეუთოსთვის შეუნარჩუნე და ქვეყანაში გაუუქმე, კაცო, ხალხს მივცეთ სახლები... _ როგორ მივცეთო? _ ავუხსენი, მე ვუთხარი, _ მოდი-მეთქი, რა გავაკეთოთ, რომ ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ხო? მოსკოვის მერია უკვე ათი წელია, ასე აკეთებს. ყოველ მშენებარე სახლში 10% ეკუთვნის მერიას, მისცემს ამ 10%-ს, არ გინდა, ვთქვათ, ლტოლვილი აცხოვრო მაინდამაინც რუსთაველზე, ხო? არც არის საჭირო, არა? ამის სანაცვლოდ მერიას გამოართვას გლდანში, ვაზისუბანში ცოტა უფრო მეტი ფართი, არა? უფრო მეტ ხალხს იმას იზამს, ხო? და რას მეუბნება, იცი?! _ რომ დაბრუნდებიანო, მერე ეს ხალხი, რა, ბინებს ხომ არ დავუტოვებთო? რატომ არ დაუტოვებენ? დიდი ამბავი, რომ ამ ხალხმა ამდენი ხანი იწვალა, იტანჯა ყველაფერი და ჰქონდეთ აქაც ბინა და იქაც. _ არა! არა! არაო! აი, წარმოიდგინე, რა, ელემენტარულად, უბრალო რაღაცას მოგიყვები, რა: მოსულია, რა, ჩემთან, ვჭამთ, რა, ვზივართ. ხოდა, აუ, ბიჭო, ისა, რა ქვია, ფეხბურთზე წავიდეთო დღესო. თბილისის `დინამო~ თამაშობდა ვიღაცასთან და ჩვენ გვაწყობდა მარტო მოგება და იმათ აწყობდათ `ნიჩია~ და ჩვენი წაგება, რა. თუ ნოლით ნოლი დამთავრდებოდა, რა, მე ვუთხარი, _ მიშა-მეთქი, არ მინდა, რომ წამოხვიდე ფეხბურთზე-მეთქი. _ რატომო? მე ვუთხარი, _ ბიჭო, შენ პრეზიდენტი ხარ-მეთქი, ჩვენი შანსი სამიდან არის ერთი და იმათი შანსი არის ორი, ხო? ამიტომ, ალბათობის თეორიით, უფრო მეტი შანსია, რომ ჩვენ დავმარცხდეთ, ან, უკეთეს შემთხვევაში, `ნიჩია~ გავაკეთოთ, არა? ხოდა, არ მინდა, ჩემი პრეზიდენტი ასოცირდებოდეს წაგებასთან. როგორია, ხო, ახლა, პრეზიდენტი მივიდა თამაშზე და წააგო ამ დროს გუნდმა, არ არის ლამაზი. რა, განა, ახლა, ყველაფერი ხდება, სპორტია, მაგრამ მაინც არ არის ლამაზი, არა? რა, ხოდა, ნუ... _ კარგი, კარგიო. აბა, რა გავაკეთო დღესო? მე ვუთხარი, _ ბიჭო, ხუთი დღეა, რომ `იმედი~ გადმოსცემს, რომ ბორჯომში იწვება ტყე. დაჯექი ვერტმფრენში, ჩადი, ჩაისვი რამდენიმე ჟურნალისტი, გადი, მე ვუთხარი, დაათვალიერე, რა ხდება და ჩამოდი უკან-მეთქი! _ ხო, კაი აზრია, კარგი. გავიდა რამდენიმე ხანი. წავიდა მართლა იქ, ტყე დაათვალიერა. გავიდა რამდენიმე ხანი და ჟვანიასთან ვზივართ სახლში, ჟვანია მთხოვდა, რომ ინა რომ ჩამოვაო, შენი მეუღლეო, მინდაო, რომ სახლში დაგპატიჟოთო, რამდენი ხანიაო. კაი, მე ვუთხარი. ჩამოვიდა ჩემი მეუღლე და დაგვპატიჟა ჟვანიამ მე და ჩემი მეუღლე, გოკა იყო გაბაშვილი თამადა. ვიღაცეები ჰყავდა იქ კიდე, ეს მომღერლები, ასე, ერთი, 15 კაცი, რა... ნუ ვზივართ, ვქეიფობთ წყნეთში, რა, ხოდა, უცებ, მოვარდა მიშა, ეს ისე, რა ქვია, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი მოვარდნენ. მოვარდნენ, დასხდნენ იქით მხარეს, რა. აქეთ მხარეს ვზივართ ჩვენ. ხოდა, ჯერ ერთი, სიჩუმემ დაისადგურა, ისეთმა სიჩუმემ, რომ, აი, გაგიჟდები! თან რატომ? იქ არავინ არ იყო ისეთი, ვისაც მოერიდა ახლა, ან პრეზიდენტი მოვიდა, ან მინისტრი მოვიდა, ვიღაცა მოვიდა. ყველა შინაური ხალხი იყო და ამიტომ ეს სიჩუმე იმის გამომხატველი კი არ იყო, `აუ, ბიჭო, რა მოხდა, პრეზიდენტი მოვიდა!~ არა, ეს სხვანაირი სიჩუმე იყო. მანამდე ვკისკისებდით, ვხარხარებდით, რაღაცეები და რაღაცნაირად დაითრგუნა ხალხი, რა... ხოდა, გოკამ გააგრძელა, რა, სუფრა, რა... ხოდა, დალია ჩემი სადღეგრძელო. მიშამ აიღო და ხო, _ აიო, ბადრის სადღეგრძელო უნდა დავლიოო, მაგრამო არასდროს აღარ დავუჯერებო ბადრის რჩევებსო, რასაც მომცემს, _ მე ვთქვი, რაღაცას ხუმრობს. _ აი, ამას წინათ ვიყავიო ბადრისთან, ხოდა, მითხრაო, `დინამოს~ თამაშზე არ წახვიდეო იმიტომ, რომ შეიძლება წააგოსო. ამ დროს `დინამომ~ მოიგოო, ხოდა, ჩავედიო ბორჯომშიო, სადაც გამგზავნაო და ხოდა, რაღაცაო, ორი ბუჩქი იწვოდაო იქო და ჰა, ჰა! არავინ არ აყვა ახლა ამ იმაზე და მე სერიოზულად მეწყინა და ვუთხარი, _ ამის მერე შენთვის რჩევის მომცემის კარგიც მოვტ...-მეთქი! მეტი საქმეც არა მაქვს, რჩევები გაძლიო-მეთქი! მე ალალად, გულიანად გითხარი-მეთქი! მეწყინა, რა... გავწიწმატდი, იმიტომ რომ ნაღდად მეწყინა, როდესაც კაცს გულით უკეთებ რაღაცას, ის რაღაც სხვანაირად იღებს, მაგრად მეწყინა! მერე მოვიდა და მომეხვია და გადამეხვია, რაღაცეები და ჩემს მეუღლეს ეუბნება, _ აუ, რა ის არის და ქალივით იბუტება და რაღაცეები... ეს, მაგრამ თვითონ ფაქტი ხომ იყო აბსოლუტურად ისეთი, რა...
ე.კ.: მიუღებელია.
ბ.პ.: რომ შენ წარმოიდგინო, ე. ი. კაცს, რომელსაც ალალად გულით ეუბნები რაღაცეებს და ამ დროს ის, ხოდა ეს, ნელ-ნელა ღრმავდება ეს სუყველაფერი. მე, უბრალოდ, მინდა, რომ მიხვდე, რომ რამ მიგვიყვანა, აი, ამ მდგომარეობამდე: ეს არ მოხდა, აი, ასე რომ, აი, ახლა იმან გუშინ დედა შეაგინა იმას და ადგნენ და დანასისხლად არიან ერთმანეთთან... არა, აი, ეს მწიფდებოდა, მწიფდებოდა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში.
ე.კ.: მერე მეორეს ემატებოდა.
ბ.პ.: ხო, რა თქმა უნდა, და მერე ახლა, უკვე, რომ დავინახე, რას უკეთებდნენ ამ ბიზნესმენებს, რას უკეთებდნენ იმ იმეებს, ამომასხა ყელში!
ე.კ.: ჩემი ძმა აქეთაა უკვე, მეოთხე-მესამე თვეა, მე იქ თავს ვაკლავ.
ბ.პ.: არა, ნუ, გეუბნები!.. ე. ი. ფაქტი არის ერთი რამ: რომ არც თავისიანი იციან, არც შინაური და არც გარეული, არაფერი! დასჭირდათ, რა უყვეს ამ ქიტოშვილს და იმეებს?! თავისი არ იყო?! ან ირაკლის რა უყო, თავისი არ იყო?! რა, ჩემი იყო? მე ირაკლი გამაცნო მიშამ, ჩემთან მოიყვანა სასახლეში, უნდა გაგაცნო ირაკლიო.
ე.კ.: ისე, მე მაგას, მაგ კაცს, პატივს არ ვცემ.
ბ.პ.: არა, მე არა მაქვს არავითარი ის, მაგრამ...
ე.კ.: ძმაკაცობდნენ. ძმაკაცი, შეიძლება, ძმაკაცივით რომ ხარ ადამიანი და ჩხუბი მოგივა, შეიძლება დაიძაბოს და ძმაკაცურად დაუპირისპირდები, მასე არა.
ბ.პ.: რა თქმა უნდა.
ე.კ.: პიროვნულად ირაკლი სხვასაც უღალატებს.
ბ.პ.: არა, მე არ მაქვს არანაირი.
ე.კ.: ძმაკაცს არ ეღალატება! შეიძლება...
ბ.პ.: (ფარავს ხმა)... არა, მე არ მაქვს არავითარი განწყობა, არავითარი განწყობა იმისა, რომ რაღაცა და ასეთი და ისეთი არ მაქვს. ირაკლი იყო რამდენჯერმე ჩემთან მოსული.
ე.კ.: პირადად ჩემს აზრს გეუბნები.
ბ.პ.: (ფარავს ბადრის ხმა)... არა, მე გეთანხმები აბსოლუტურად, რამდენჯერმე იყო ჩემთან მოსული. ჩემთან იყო მოსული, რა, ირაკლი და მითხრა: ბადრი, აი, ასეთი მდგომარეობაა, მე ვქმნი რაღაცას, ყველაფერი. ახლა მე ვუთხარი, ჩემი აზრი რაც იყო და მე ვუთხარი, _ ირაკლი, თუ შენ რაღაცას ქმნი, გააკეთე, დაადგი ამას თავი, თორემ ესენი დაგიჭერენ. შენ ახლა, რაა... რომელი ანგელოზი შენ მყავხარ, ახლა, რომ ვერ დაგიჭირონ და ვერ გამოგინახონ, რაზე უნდა დაგიჭირონ, არა? აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილი გაქვს ეს, თან მე მეორე შევთავაზე (მეუბნებაო პრემიერობასო), მე მგონი, მატყუებდა.
ე.კ.: ტყუილი!
ბ.პ.: ხო, ხოდა...
ე.კ.: ტყუილია!
ბ.პ.: მე შევთავაზე, რომ, _ ბიჭო, თუ პრემიერობას გეუბნება, დათანხმდი, _ მე ვუთხარი, _ რად გინდა ბრძოლა და ომი და რაღაცეები, ხო? დათანხმდი, თუ პრემიერობას გეუბნება და `დავაი~, და მაგის დედა ვატირე, თუ რამე ისეთი იქნება, რომ შეიძლება მართლა ვიფიქროთ იმაზე, რომ ქვეყანა წამოვწიოთ, `დავაი~ და გავაკეთოთ, ტო! მე მზად ვარ! ამიტომ ის რომ ვთქვათ, ირაკლის ეთქვა ჩემთვის, რომ, აი, ბადრი, მე ამას ვაპირებ, მე ამას ვაპირებ, მე შენზე მითხრა, რომ ან შემიკვეთა, ან რაღაცეები, `ვაფშე~ არ ყოფილა ეგეთი საუბარი და მე ჩემთან ვერც გაბედავდა ეგეთ საუბარს, ვერც გაბედავდა, რაა!
ე.კ.: ეგ საშინელება ტყუილი თქვა, რა.
ბ.პ.: არ ვიცი, ახლა, მე, რა... არ იცი? მე, აი, ახლა უკვე არა...
ე.კ.: მანდ გამოამჟღავნა თავის თავი ცუდად.
ბ.პ.: შეიძლება. მე, აი, ახლა უკვე არა, ახლა აღარ მგონია, რომ ეს ტყუილია, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად დარწმუნეული ვარ ერთში, შეიძლება ირაკლის კი არ უთხრა, რომ `დავაი~, რაღაცა... მაგრამ ის, რომ ეს საუბარი მათ შორის იყო, მე ამაში დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად, იმიტომ, რომ ახლა წარმოიდგინე უბრალო რაღაცა: ერთადერთი კაცი, რომელიც მას ცხოვრებაში უშლიდა ხელს, ვიყავი მე. ჩემი ტელევიზიის ეშინოდა და ჩემი ფულის ეშინოდა, ერთადერთი კაცი, რომელიც ვუშლიდი ხელს _ მე და სულ ვეუბნებოდი, რომ მიშა, არა ვარ მე შენი მტერი, რა, მე არ მჭირდება არც შენი თანამდებობა, ბიჭო. თანამდებობა ეგდო! მე რომ თანამდებობა მდომოდა, რა უნდოდა მაშინ თანამდებობის აღებას? ეგდო, მიწაზე ეგდო, რა, დაგდებული იყო თანამდებობა, რა უნდა მაგის აღებას? ახლა თუ შემიძლია მილიარდების დახარჯვა, მაშინ 50 მილიონს ვერ დავხარჯავდი და ას მილიონს, რომ ეს თანამდებობა ამეღო?! რა ჯანდაბად მინდოდა?! მე რუსეთში ეკონომიკის მინისტრობას მთავაზობდნენ პუტინის დროს, როცა იქ ვიყავი, რა, იმიტომ რომ ჩემთან მუშაობდა 50 კაცი. ეკონომიკური ინსტიტუტი შევქმენი, რომელიც სპეციალურად მუშაობდა იმაზე, როგორ აგვევლო მხარი იმისთვის, კანონებისთვის და ამიტომ სახელმწიფო რა კანონებსაც აკეთებდა, არა, მე ოფიციალურად გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ, აი, ჩვენ გავალთ, აი, ასე ამას გავაკეთებთ და არაფერს არ დავარღვევთ, მივაღწევთ იმას, რა. ძალიან ბევრი ახალი სქემა, რომელიც იმ დროს დაიდო, ჩემი მოგონებულია, რა, რუსეთში, ხოდა... პუტინი რომ მოვიდა, შემომთავაზა, რომ წამოდი ეკონომიკის მინისტრადო. მე ვუთხარი, _ შენ გიჟი ხომ არ ხარ-თქო?! რა ეკონომიკის მინისტრობა, მე ფული მინდა და მჭირდება, ის ვიშოვო, ბიზნესშეკვეთა და რა ეკონომიკის მინისტრობა, რის მინისტრობა?! ხოდა, აქ კიდე ზურას ხომ ჩემი რეკომენდაციით იყო, ბენდუქიძე რომ...
ისინი არი, რა ქვია, განსხვავებები. სხვადასხვა ჯგუფებმა გააკეთეს და ერთადაც `ახლებმა~ რომ გააკეთეს, იქაც ლევანიზე და მიშაზე ეგრეა, მხოლოდ იქ მიშა არის პირველ ადგილზე, ლევანი არის მეორეზე, მესამეზე არის დათო გამყრელიძე და მეოთხეზე ვარ მე. დათო ადგა და ჩემი ისა და თავისი გაცვალა, რა... ნუ ახლა ბავშვებივით იქცევიან და ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს ყველა საშუალება არსებობს იმისა, რომ მან წააგოს არჩევნები, ყველა საშუალება! ერთადერთი, რაც არის საჭირო, ეს არის დღეს საუბარი, ვინ ვის მისცემს ხმას? ამაზე დღეს საუბარი არის, ვის უფრო მეტად ეყოფა პოლიტიკური ნება, რომ ბოლომდე გაუძლოს ამას? მე არა მგონია, რომ ამ ყ...მ ბოლომდე გაუძლოს. მე მგონია, რომ ეგ ისე არის დამფრთხალი და შეშინებული, რომ შეიძლება გაიქცეს კიდეც, ისე არის დამფრთხალი და შეშინებული, ეგ ხალხს აჩვენებს, რომ იმაზე ვარო, თორემ ღამეები არ სძინავს. მე მაგას ვიცნობ ხუთი თითივით! მე მგონია, რომ დღეს საუბარი არის ზუსტად იმაზე, როგორ ვის ეყოფა პოლიტიკური ნება, რომ ბოლომდე მივიდეს და რაც შეეხება თვითონ ამ ოპოზიციას და ამას, მე მგონია, რომ ეს ელემენტარულია. ამ კვირაში უკვე გადაწყდება ამ ოპოზიციის. ფაქტიურად, არც მაინტერესებს ახლა. ის შალიკო იმით არის საჭირო, მისი ხმები, ახლა, არც მიშასია, ახლა, და არც _ ჩემი. ეს მარგინალური სეგმენტია, რომელიც არც მიშას უჭერს მხარს და არც _ მე, ამიტომ თუ, მაგალითად, თუ შალიკო წამოვიდა აქეთ მხარეს, რა თქმა უნდა, ეს ხმები სერიოზული ხმებია. ცოტა, ერთი, 8% მაინც იქნება, რა, ჩემი აზრით.
ე.კ.: 8-10%...
ბ.პ.: შეიძლება ათიც. ხო, შეიძლება, მეტიც კი იყოს. აქედან გამომდინარე, ეს სერიოზული რაოდენობაა ხმების, რომელიც შეიძლება წამოვიდეს აქეთ და სერიოზული სამუშაოა იმაზე, რომ შალვა წამოვიდეს აქეთ. მე მგონია, არც ისე რთული იქნება, საბოლოო ჯამში, მაგი.
ე.კ.: აი, ვთქვათ, მორჩა არჩევნები 5-ში.
ბ.პ.: ჰა...
ე.კ.: ვთქვათ და მორჩა არჩევნები 5-ში, 6-ში აცხადებენ, რომ მოიგო მიშამ, რას შვრებით?
ბ.პ.: არაფერი. იქ, მე მგონია, რომ გადაწყვეტს ხალხი უკვე, ძალიან ელემენტარულად, მაგას არ უშველის იქ იმეების ქირაობა, ხალხის გამოყვანა სტადიოზე, იმაზე და ეგეთი რაღაცეები. აბსოლუტურად არ იმუშავებს. ეს იგივე ვარიანტი იქნება, ასლანამ და იმან რომ მოიყვანეს 2500 კაცი და...
ე.კ.: კი...
ბ.პ.: ზუსტად ეგ ვარიანტი განმეორდება მეორედ, რომელიც საერთოდ თვითონვე მისცემენ `კამანდას~, რომ `დავაი~ და დაახვია, რა, იმიტომ რომ მაგი როგორც კი დაინახავს მასას, მაგი რაზე იყო შეშინებული, ხო, ამათ ტვინი არ ჰქონდათ, 150 ათასი კაცი გამოიყვანეს მიტინგზე და დაშალეს მერე! უტვინოები არიან, თორემ მაგი იმ დღესვე დამთავრდებოდა, რად უნდოდა მაგას ლაპარაკი?! ის ხალხი იმისთვის არ გამოსულა იქა, რომ ლევანისთვის და შალიკოსთვის ეყურებინა იქ. მაგისთვის არ მოსულა ის ხალხი. ის ხალხი მოვიდა კონკრეტულად საქმის გასაკეთებლად, მეტი არაფერი, ამიტომ, როგორც კი, მაგალითად, ეს იქნება... არა, თან ხალხი დღეს უკვე ემზადება, ეგრე აღარ არის. ხალხი ემზადება დღეს უკვე და კაციშვილი არ არის იქ, რომ იარაღს ვერ იშოვნის დღეს თბილისში, იმიტომ რომ ყველა ემზადება და ყველას აქვს აბსოლუტურად თავში ჩადებული, რომ რაღაცეები ხდება და ის გასაყიდად აღარ ემეტება, ამიტომ ეს უბრალო სცენარი არ არის და ა. შ. მერე მაგას დაუსვამენ ულტიმატუმს, ძალიან უბრალოს და ეტყვიან: მომისმინე, რა, ან შენით გადიხარ და აგვარებ ამას სუყველაფერს, მაშინ ჩვენ გარანტიებს გაძლევთ, ამას გაძლევთ, იმას გაძლევთ, იმიტომ რომ არავის არ აწყობს აქ ახლა არეულობა, რა... ან შენ თუ უპირისპირდები ამას, ჩათვალე, რომ რაც გინდა, ის გააკეთე. ამ შემთხვევაში ეგ ვერ გაბედავს. თუ გაბედა, როგორც კი გაბედავს, მაშინვე დედა აქვს ნატირები, მაშინ, იმიტომ რომ ამ სუყველაფრით რაც მოხდა, ხომ ვარიანტი აღარ არის იქ. ჯერ ერთი, ჯარი გაუსკდება, უკვე აქვს მდგომარეობა ძალიან რთული, ჯარი გაუსკდება, როგორც კი ერთი-ორი ბრიგადა აქეთ წამოვა, დამთავრებული ამბავია მერე, ჯაჭვური რეაქციაა.
ე.კ.: ჯარი, ჯარი და `ემვედეა~ მთავარი, უფრო `ემვედე~.
ბ.პ.: ნუ ახლა რაც შეეხება `ემვედეს~, აგერა ხარ და მე მგონია, რომ არის კონკრეტული საშუალება იმისა, რომ არც იმ ხალხის ცოდვაში ჩადგეს ვინმე და საქმეც გაკეთდეს.
ე.კ.: თქვენ ახლა იცით თუ არა ეგ თემა. მე და იმან ვისაუბრეთ, ვალერიმ, ვალერისთან მქონდა მე მაგაზე საუბარი, გითხრათ თუ არა, არ ვიცი.
ბ.პ.: მე მითხრა, რომ სერიოზული წინადადება არის და შეხვედრა არიო საჭიროო. აგერ ვარ და მე მზად ვარ, რომ იცოდე ჩემი განწყობა, რა. ჩვენ ხომ პირველად ვხვდებით ერთმანეთს...
ე.კ.: კი.
ბ.პ.: რასაც ვიტყვი, იმის გამკეთებელი ვარ! ეს არის რაღაცა, რასაც მე ახლა ხალხს ვეუბნები, ხო. მე, არ გეგონოს, ერთი წუთი, ერთი წამით ვატყუებდე ვინმეს, რა! რასაც ხალხს ვპირდები, იმისი თითოეული კაპიკის პასუხისმგებელი ვარ! მე რატომ გამიგრძელდა ამდენი ხანი ჩემი პრობლემა და ყველაფერი, ხო? მე მიშა არ ვარ, რომ გამოვვარდე და ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთ! ყველაფერი, მე იმას ვფიქრობ, რომ ამ პროცესებს ინფლაცია უნდა მოყვეს ქვეყანაში და ეს ძალიან სერიოზულად გასაანალიზებელი და დასალაგებელი იყო. და სანამ არ მოვნახე ფორმა, როგორც დალაგდება ეს ინფლაციური პროცესები, რომ ქვეყანა არ დავღუპო, არა? ახლა, კაცი თუ წავიდა ბაზარში და თუ 50 ლარი გახდა კილო ხორცი, რა ჯანდაბად უნდა იმას შენი 150 ლარი, ხო?! ეგ იყო, რომ მე გამიგრძელდა. ახლა, თუ ძმა ხარ, ვინ აკეთებს ერთ თვეში ეკონომიკურ პროგრამას ქვეყნისას, ხო? ამიტომ იყო, რომ შევკრიბე მთელი ქვეყნიდან სპეციალისტები და ის, რაც მე წარმოვადგინე, მართალი გითხრა, თვითონ ეს სიტყვა არ მიყვარს, მართალი გითხრა-მეთქი, მაგრამ არ არის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი ფორმა იმისა, რასაც შეიძლება ეკონომიკური პროგრამა ერქვას, მაგრამ რაც არის მთავრობაში, გვაქვს ინსტრუმენტები ჩადებული, როგორ უნდა გავაკეთოთ, ისე რომ, ერთი მხრივ, შევასრულოთ დანაპირები და, მეორე მხრივ, კიდევ, ქვეყანაში ამან არ გამოიწვიოს საწინააღმდეგო პროცესები ეკონომიკაში. აი, ეს დაბალანსება მოვახდინე ამ დონეზე, მაგრამ ამას დასჭირდება, რა თქმა უნდა, სერიოზული მუშაობა და ამას დასჭირდება სერიოზული ხალხი, ეკონომისტები, რომლებიც ჩამოსაყვანია, დასასმელია იქ და თითოეული ლარი უნდა დაბალანსდეს, რო შენ რო ხელფასი მიეცი, შენ რომ მიეცი 150 ლარი ვეტერანს და 120 ლარი პენსია რომ გაუკეთე, ამან არ უნდა გამოიწვიოს მერე ინფლაციური პროცესები ქვეყანაში. ეს გაკეთდება. რატომ ვამბობ ახლა ამას? რასაც ვიტყვი, იმის გამკეთებელი ვარ! მეორე _ არასოდეს არავისთვის არც მიღალატნია და არც ვუღალატებ! ერთი რაღაცა უნდა გითხრა ჩემი ცხოვრებიდან, რა. არ ვიცი, რამდენად შეიძლება გაგონილი გაქვს, მაგრამ პუტინი მე მოვიყვანე რუსულ პოლიტიკაში. მოვიყვანე როგორ, ის კი არა, ამიღია და ასე მოხდა, რა. ასე გამოვიდა. მაგი იყო სანკტ-პეტერბურგში სობჩაკის მოადგილე, მე იქ ბიზნესს ვიწყებდი. სანკტ-პეტერბურგში მაგი იყო ადამიანი, რომელიც ჩემს ბიზნესს ხედავდა სანკტ-პეტერბურგში. ერთი ლაქიანი კოსტუმი ეცვა, მომწვანო ფერის და იმით დადიოდა თავის ცხოვრება, ე. ი. როდესაც იაკოვლევმა მოიგო არჩევნები, სობჩაკს მოუგო იაკოვლევმა არჩევნები, იქ მაგი კაცურად მოიქცა. შესთავაზა იაკოვლევმა, _ მოდი ჩემთანო, მოადგილედ იყავიო, არაა პრობლემაო და, მაგრამ, _ არაო, არ დავრჩებიო და წამოვიდა სობჩაკთან ერთად, წამოვიდა მერიიდან. დღეში ორჯერ მირეკავდა და მეხვეწებოდა, _ ბადრი, იქნება, რაღაცა მოსკოვში და გადმომიყვანო, აღარ მინდა აქ დარჩენა. და მე მივედი ბოროდინთან, პავლ პავლოვიჩი რომ იყო, მინსკის და რუსეთის ერთობლივი კომიტეტის გენმდივანი რომ არის, მაშინ იყო ელცინის დროს, იყო `ხოზოს~ უფროსი იმაში და ესეთი კაი ტიპია და ჩემი ძმაკაცი იყო, რა... მე მაგასთან მივედი და მე ვუთხარი, _ კაი ბიჭია-მეთქი, ერთი, სანკტ-პეტერბურგში და იქნებ, წამოვიყვანოთ-მეთქი. _ საფინანსო-საკონტროლო `უპრავლენიაში~, `ზამად~ წამოვიყვანოთ, თუ გინდაო. დავურეკე და იმან იმ დღესვე ჩამოვიდა, რა, როგორც კი დავურეკე, ჩამოვიდა და დაიწყო მუშაობა და ერთ თვეში მერე ამ კომიტეტის უფროსი გახდა. მერე იქიდან გადავიდა `ფეესბეს~ დირექტორად და მერე იყო ზუსტად, რომ პრემიერ-მინისტრი და ა. შ. ე. ი. მე არ ვიცი, თუ კარგად იცნობ მოსკოვს, `სტარიი პლოშადი~ რომ არის, სადაც ზიან ეგენი...
ე.კ.: მე არ ჩავდივარ.
ბ.პ.: აბა, არ... სადაც ზიან ისინი, იმის გვერდით გვქონდა კლუბი, `ლოგოვაზის~ კლუბი ერქვა, სადაც ყოველ საღამოთი, ხო, საჭმელად ჩემთან მოდიოდა პუტინი და ვიჯექით იქ, ბარი გვქონდა იქ, რესტორანი გვქონდა, რაღაცეები და აბსოლუტურად, ნორმალური ურთიერთობა და ყველაფერი და მერე მიაქცია ბერეზოვსკიმ მაგას ყურადღება და მერე იყო, რომ წაიყვანა, მერე იყო, რომ, აი, როდესაც დადგა საკითხი, რომ ვინ უნდა დანიშნოს `ფეესბეს~ უფროსად, მაგი და აი, ასე წამოვიდა, წამოვიდა... მერე როცა ირჩეოდა პრემიერ-მინისტრი, ამბავი და ჩვენ ვიცოდით, რომ პრემიერ-მინისტრი მომავალი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, ზუსტად მაშინ იყო, რომ ჩვენი კანდიდატურა იყო მაგი და ჩვენ იმასვქენით და. რატომ მოვყევი ეს ყველაფერი? როდესაც მოხდა ჩვენ შორის დაპირისპირება, ეს მოხდა `კურსკი~ რომ იყო გემი,
თუ გახსოვს, რომელიც ჩაიძირა და ასი ბავშვი იყო 18-20 წლის ზედ და ნორვეგიელებს ჰქონდათ საშუალება, რომ ამოეყვანათ ეს გემი, მაგრამ რუსებმა არ მისცეს უფლება, რომ შესულიყვნენ ნორვეგიელები, იმიტომ რომ იქ ისინი გვაქვსო, `ვაენნიე სეკრეტი~ და რაღაცეები და ეს მომენტი იყო, როდესაც ბერეზოვსკი პუტინთან დღეში 18-ჯერ საუბრობდა ტელეფონით და რეკომენდაციებს აძლევდა და ასე-ისე, სუყველაფერი. ის ფრაზა, პუტინმა რომ თქვა, რომ `ბუდემ მაჩიც ვ სარტირეო~, _ ბერეზოვსკის ფრაზა იყო. მაგან იმასქნა და დადგმული სპექტაკლი იყო ყველაფერი, რამაც შემდეგ გაამარჯვებინა არჩევნებში. ხოდა, როდესაც უკვე იყო ჩვენი დაპირისპირება, ამაზე მოხდა, რომ ჩვენ ორი დღის განმავლობაში, 48 საათის განმავლობაში, პუტინი ვერ მოვძებნეთ. პუტინი რომ მოგვეძებნა, მაშინ ის ბავშვები არ დაიღუპებოდნენ, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში რომელი `ვაენნი სეკრეტები~ ღირს იმად, რომ 100 ბავშვი დაახრჩო იმაში?! რა უნდა გქონდეს `პადვოდნიკებზე~, რა `სეკრეტები~ უნდა გქონდეს ახლა?! ეს დეგენერატი გენერლები ვერ დავარწმუნე და მაშინ პუტინს ჩვენ ვაჩუქეთ `იახტა~ და `ნაშებთან~ ერთად გასული იყო სოჩაში ნეიტრალურ ზონაში და 48 საათის განმავლობაში ვერ დავუკავშირდით, 48 საათის განმავლობაში! და ეს იყო, რომ ბერეზოვსკიმ იმასქნა, მოუვიდა უკვე სიგიჟეები და ეს იყო, რომ პირველად დაარტყა პუტინს და მერე წავიდა, წავიდა, აგორდა! აღარ მინდა ახლა მოვიგონო, მარა ბოლოს გეტყვი, რა: დამიძახა პუტინმა და მითხრა, _ ბადრი, ხომ ვართ ძმები, არა? აირჩიე, აი, შენ ბორია, აი, _ მე, იმიტომ რომ ჩვენი გზები უნდა გაიყოს. მე ამას უკვე ვეღარ მოვითმენ, მე აღარ ვარ ვალოდია, მე ვარ რუსეთის პრეზიდენტი, ამხელა `დერჟავის~ და მე არ მაქვს უფლება, რომ ასეთი რაღაცეები მოვითმინო, ამიტომ მე არ ვიჭერ არაფერი და ისა, წავიდეს და `ვსიო~ და შენ გადაწყვიტე, რა. მე შენს გადაწყვეტილებას ორივეს პატივს ვცემ, გინდ ასე, გინდ ისე, მარა ერთი რამეც იცოდე, რომ თუ იქით წახვალ, მე არ მექნება საშუალება, რომ ბორიას ვეომოთ და შენ _ არა, თუ არ გაჩერდებით. _ ნუ, ახლა, შენ ხომ კარგად იცი-მეთქი, რომ ამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, შანსი არ არის, რა თქმა უნდა, მე იქით წავალ, `ვსიო~... გადავეხვიეთ, გადავკოცნეთ ერთმანეთი და წამოვედით. იმის შემდეგ ჩემმა ოჯახმა შვიდი წელი იცხოვრა რუსეთში და `წინ ზიხარ, უკან გაიწიეო~ არავის უკადრებია, უბრალოდ. 18-ში `უგალოვნი~ საქმე აღძრეს ჩემზე, რაღაცეები და ერთი არავის არ დაუძახებია, ჩემი რომელიმე ოჯახის წევრი რო ან ის მომეცით ჩვენება, ან რაღაცეები, აბსოლუტურად და ჩემი ბავშვები ხომ გაფორმებულები იყვნენ `ოერტე~-ში და იმაში, რომ ვიზები და ისინი ადვილად მიეღოთ. შვილიშვილი რომ შემეძინა შვეიცარიაში, ჩემი ბავშვები რუსეთის მოქალაქეები არიან, შვეიცარიაში შემეძინა შვილიშვილი, იქიდან დავურეკე, ვერ ჩამოვიყვანდით ლონდონში, თუ პასპორტი არ ექნებოდა და იქიდან დავრეკე მე კრემლში, ვთხოვე იქ, ვთხოვე, რომ იქნება მისცეთ-მეთქი განკარგულება, რომ შვეიცარიაში ბავშვს მისცენ-მეთქი პასპორტი და ჰოდა, ისინი მეუბნებიან, რო, _ ბიჭო, გაგიჟდიო, პირდაპირ კრემლში რომ გვირეკავო?! მე ვუთხარი, _ რა მაქვს დასაფარი, მე რა, თქვენი აგენტი ვარ თუ რა? გირეკავ და გეკითხებით, თუ გამიკეთებთ, გამიკეთებთ კაცურად, არ გამიკეთებთ და თქვენი დედაც მოვტ...ნ. 15 წუთში გამიკეთეს პასპორტი, სუყველაფერი და მისცეს. მე რაზე ვამბობ, იცი? არის რაღაცა, რა, ხო ხალხს იმასშვები, დაპირისპირება, მაგრამ კაცური რაღაცა არის, რა. მე რომ ახლა იგივე ვანომ დამირეკოს, მერაბიშვილმა, დღეს ხომ ასეთ მდგომარეობაში ვარ, დღეს რომ ვანომ დამირეკოს მე და რაღაცა რომ მთხოვოს, სხვა რაღაცა, რაც არ შეეხება ჩვენს ურთიერთობებს და სხვა რაღაცა რომ მთხოვოს, აი, უბრალოდ, რამე, მე კაცურად გავუკეთებ, არ მაქვს პრობლემა. მიშა სააკაშვილმა რომ დამირეკოს და რაღაცა რომ მთხოვოს, ხო არ მაქვს პრობლემა, გავუკეთებ კაცურად. ხო ვარ ესე დაპირისპირებული, არა? მე ცოტა სხვა წარმოდგენის ადამიანი ვარ, ამ ცხოვრებაში ჩემი წარმოდგენები მაქვს, აქედან გამომდინარე, მე კაცი არ გამიყიდია არასოდეს და არც გავყიდი არასოდეს. პირველი ომი არ დამიწყია და არ დავიწყებ, იმიტომ რომ მე ვიცი ამას სუყველაფერს რა მოყვება, მე საქართველოში ვარ ესეთი ბუნჩულა ბაბუა და ჩემი ბეგ რაუნდი იკითხონ რუსეთში, სადაც მე ცოტა სხვანაირად მიცნობენ და მიცნობენ, როგორც კაცს და ადამიანს, რომელთანაც შეგიძლია, რომ მიხვიდე და... ელცინს როდესაც დაუპირისპირდა ერთ მომენტში პუტინი და უნდოდა, ხო, გააგზავნა ბერეზოვსკისთან ხალხი და უთხრა, _ მოდი, მოგიხსნით რაღაცეებსო და ელცინს, ანგარიში გაგვიხსენიო. რა და რაღაცა პრობლემები შეექმნა მაშინ ელცინთან და ბერეზოვსკიმ უთხრა, კიო, მოდი, ვილაპარაკოთო მაგ თემაზეო. ხოდა, რომ ნახა მერე, არაფერი არ ჰქონდა, ხოდა, _ უიო, ეს მარტო ბადრის შეიძლება ჰქონდესო. იმათმა რა უთხრეს, იცი? უთხრეს, რომ ბადრისთან წასვლას აზრი არ აქვსო, არ მოგვცემსო. იმანაც უთხრა, _ კი, მართალი ხარ, არ მომცემსო. იმიტომ კი არა, ელცინი ჩემი ძმაკაცი არ ყოფილა და არაფერი, მაგრამ მე კაცი ვარ. იმ კაცმა რომ რაღაცა მანდო, მე იმას არ გავცვლი არაფერში _ არც ფულში, არც იმაში, არც ამაში. ეს არის, იყო და დაიმარხება ჩემთან ერთად! ხომ მოკვდა ის კაცი, აღარ არის. ის დაიმარხება ჩემთან ერთად, ვითომ არც მცოდნია, იმიტომ რომ იმ კაცს ჩემთვის არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, კარგის გარდა, ამიტომ მე იმის ხსოვნის პატივს ვერ დავივიწყებ! გუშინ ვცემდი პატივს და დღეს არ ვცემ? არ არსებობს! აქედან გამომდინარე, მე თუკი შეიძლება რაღაცაზე მოვილაპარაკოთ, ჩამოგართმევ ხელს და ჩათვალე, რომ ეს დამთავრებული ამბავია, არასოდეს არც არავისთან მივა, არასოდეს არ დაგიპირისპირდება, არასოდეს არ დაგიხვდება წინ. კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ ეს მე არ დამიპირისპირდა, ის, რაც გააკეთა მიშამ, მიშაზე აგერ ტონობით კასეტები მაქვს, რამე გინახია? მე არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ `მელკი~ თამაშები ვითამაშო. მე კასეტები მაქვს ისეთი, რომ გამოვაქვეყნო, ახლა აღარ არის მიშა! `ვსიო~, დამთავრებული ამბავია! მე მეუბნება, ამას და იმას და მაყუთი და წილი და რაღაც-რაღაცეები. მე არ ვარ ის `მელკი~ კაცი. ეს მე არ გამომიქვეყნებია, ეს მე არ შევუშალე ხელი. რასაც მაგათ ვეუბნებოდი ყოველთვის, მე-მეთქი ტელევიზიას არ ვეუბნები-მეთქი, მიშას დაუპირისპირდით. მე, უბრალოდ, არ ვაჩერებ-მეთქი. მაგას ვეუბნები, რაც ნაღდია. არ ვერეოდი, არ ვიცი ახლა რა ინფორმაცია აქვთ ჩემზე, ხომ მილიონი ისინი უნდა ჰქონდეთ, არა? მე ტელევიზიაში არასოდეს არ ვეუბნებოდი იმას, ეს გააკეთეთ. შეიძლება, ამდენი ხნის განმავლობაში ორი-სამი ის მქონდეს მიცემული, ისიც კორექტულად, რა... _ თუ შეიძლება, ასე გავაკეთოთ _ მეტი არაფერი. მე რომ ტელევიზია მემართა, ეროსი მეუბნებოდა, კიწმარიშვილი, მეომებიო. მე ვუთხარი, _ შე ყ...ო, მე რომ შენ გეომებოდე, აქამდე აღარ იარსებებდი. შენ ომი არ იცი, რა არის. ომი თუ გინდა, აგერ ნახე დარენკოს კადრები, რა გაუკეთა პრიმაკოვს და ლუჟკოვს. აი, ომი იყო ის! აქ რა ომზეა საუბარი?! ამიტომ მე მყოფნის რესურსი იმისთვის, რომ ამათ, ჯერჯერობით, ჩემი ფორმებით ვეომო. მაგათმა რაც გააკეთეს, მე ვუთხარი კიდეც და შევუთვალე, _ ბიჭო, ორი `აბოიმა~ დახარჯეთ ჩემზე, მე ჯერ გასროლაც კი არ დამიწყია, თქვენ ტვინი ხომ უნდა გქონდეთ, ამას რომ აკეთებთ, არა?! ხომ იცი, რომ ყველა ქმედებას უკუქმედება მოყვება? ამიტომ მე არ მესმის, ეგენი რას აკეთებდნენ, ნამდვილად არ მესმის?! ლომაია ჰყავთ ერთი ჭკვიანი, მე მგონი, რომელმაც უთხრა მაგას ზუსტად, შენ იცოდეო, რა, მე რომ `კომერსანტში~ გამოვუქვეყნე ეს ყველაფერი, შენ იცოდეო. არ ვიცი, წაიკითხე თუ არა, `კომერსანტ-ვაზში~ გამოვუქვეყნე თავის სქემები, რა უნდოდა, რა _ არა. როგორ უნდა გაეკეთებინა ჩემ წინააღმდეგ...
ე.კ.: ლომაია ჭკვიანი ჰყავთ მაგათ?
ბ.პ.: მე ვიცი, რომ ლომაიამ ერთი ჭკვიანური რამ უთხრა მაგას, რო ეს არის `ბომბა ზამედლენნოგო დეისტვია~, რაც მართალია, იმიტომ რომ იქ რაც მქონდა იქ ნათქვამი, ზუსტად მასეა, ეს არის `ბომბა ზამედლენნოგო დეისტვია~ _ იმეების აფეთქებით და ამეების გაკეთებით და რაღაც მაიმუნობებით და ოხრობებით, ამიტომ მე აბსოლუტურად მზად ვარ იმისთვის, რომ მოვილაპარაკოთ. თუ მოვილაპარაკებთ, ჩემი მხრიდან იქნება ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ჩვენ მოვილაპარაკებთ, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. თუ რამე შესაცვლელი იქნება, დავჯდებით და ერთად გავივლით და დავალაგებთ, თან ისიც გითხარი, რა მინდა: აბსოლუტურად არ მჭირდება არაფერი, არც ფულის შოვნა მჭირდება, არც რაღაცის თანამდებობა მჭირდება, ერთადერთი, რაც მინდა, რომ ეს ქვეყანა სერიოზულად დალაგდეს, მივცე ხალხს საშუალება, ბიზნესიც გააკეთოს, ფულიც იშოვნოს, ქვეყანა ააყვავოს და ყველაფერი _ ისე, როგორც არის ქვეყანაში, რა... ბიზნესმენებზე სულ ვეუბნებოდი: მე შევქმნი-მეთქი სისტემას, მე ხომ ვიყავი ბიზნეს-ფედერაციის ხელმძღვანელი? მე შევქმნი-მეთქი სისტემას, როდესაც ჩვენ ადრე ტელევიზიაში კონვერტებით ვურიგებდით ფულს, სანამ ის სისტემა იყო `ნალოგოობლაჟენია~, ხო? _ ძველი, როდესაც ძალიან ბევრი ფული უნდა გადაგვეხადა ბიუჯეტში, ხოდა, ამიტომ ნაწილს ვაძლევდით ოფიციალურად და ნაწილს _ არაოფიციალურად. ამას გამოვდიოდით და ალალად ვამბობდი და ვთხოვდი: შემიქმენი-მეთქი ისეთი საშუალება, რომ აღარ მქონდეს-მეთქი დასამალი და 12% რომ გახდა, ხო, მე ვუთხარი, მე გავაკეთებ-მეთქი ამას, პოლიციაც კი აღარ დაგჭირდება, მე ვუთხარი. მე შევქმნი-მეთქი ჩემთან სტრუქტურაში ისეთ სტრუქტურას, მივა და შეამოწმებს ამ ბიზნესებს და გამოავლენს, რომელი ბიზნესმენია, რომ ასეთ პირობებში მაიმუნობებს აკეთებს, არა? და კი არ დავაჭერინებ-მეთქი ამ კაცს, ეკონომიკურად დავსჯი და გადავახდევინებ-მეთქი ბიუჯეტში. ეს იყო ყველაზე ეფექტური ფორმა. ისრაელში არის ასეთი ფორმა შექმნილი. ეს არის სასამართლო, რომელი სასამართლოც ციხეში კი არ სვამს კაცს, ეკონომიკურად აჯარიმებს. ეს არის, როგორც უნდა თქვა, `სუდ სოვესტი~, რა...
არის 7-8 კაცი, რომელიც ზის, მე მოვედი და ვამბობ: ამ კაცმა ესეთი და ესეთი `დაგავორი~ გვქონდა, მე ეს გავაკეთე, ამან არ შეასრულა, ძალიან გთხოვთ, რომ ესენი გვეუბნებიან, ჩვენ გვენდობით? ვეუბნები, _ გენდობით! გვეკითხებიან, _ გვენდობით? _ გენდობით! ისეთი ხალხია შეკრებილი, რომ იქ ვარიანტი არ არის. ამის შემდეგ ჩვენ ვდებთ თანხას, რომ ამათმა იმუშაონ და ხალხი ამუშაონ. ამუშავებენ ხალხს. გავიდა დრო და გვეძახიან და გვეუბნებიან: აი, ხალხო, ჩვენ რა გავაკეთეთ, რა გავაკეთეთ? გინდა, 24 საათი იჯექი, გინდა, 74 _ საათი, იქიდან უნდა გამოხვიდე უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებით. გამოდიხარ იქიდან, გეუბნებიან, _ შენ მტყუანი ხარ! შენ მართალი ხარ! აი, ახლა შენ აიღე და ეს გადაიხადე იქ. ეს მიდის და იხდის, ვინც თანხმდება ამ ფორმაზე და ყველამ იცის, რომ ეს არის აბსოლუტურად `სპრავედლივი~ ფორმა, რომლითაც ის კაცი ციხეში კი არ მიდის, არამედ ჩვეულებრივად ჯარიმდება. მე მინდოდა, რაღაც ესეთი შემექნმა, ის კაცები ბიზნესმენები არიან. ჯერ ყველა ვერ მივიდა იმ აზრამდე, რომ უნდა იყოს სახელმწიფოებრივად სწორი და ა. შ., ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვიფიქრეთ ეს ფორმა და სერიოზულად დავამუშავეთ და გვინდოდა, რომ შეგვეყვანა მოქმედებაში და ეს კარგი ფორმა იყო, მთლიანობაში, ყოველ შემთხვევაში, ფაქტი არის ერთი, რომ დღეს მდგომარეობა ქვეყანაში არის ასეთი, როგორიც გვაქვს და მეორე ფაქტია ის, რომ დღეს ქვეყანაში თუკი ვინმეს რამის შოვნა უნდა, მხოლოდ მაშინ შეუძლია იშოვნოს, თუ არის შეთანხმებული მაგასთან. თუ არ არის შეთანხმებული, ვარიანტი არ არის, რომ იშოვნოს, თუ არა, ესევე დააწიოკებენ, გაამაიმუნებენ, გააგდებენ, დაიჭერენ, წაართმევენ და ა. შ. ეს მინდა, რომ არ იყოს. დანარჩენი მე შევქმნი ისეთ ფორმას, როდესაც კაცს ექნება ბიზნესი, სერიოზულად კარგად იმუშავებს, სერიოზულად მიიღებს ამაში და არავითარი პრობლემა არ ექნება. ეს არის ჩემი ამბიცია, რაც მე მაქვს. დანარჩენი არ მჭირდება არაფერი აბსოლუტურად.
ე.კ.: აი, ახლა როგორ მოვიქცე?
ბ.პ.: მე მაინტერესებს...
ე.კ.: მე ვალერისთან მქონდა, ვალერისთან მქონდა ლაპარაკი. მე არ შემეძლო გამეკეთებინა, რა. მე შევთავაზე, თავად მითხრა, _ რა შეგიძლია გააკეთოო? _ თქვენ რას მთავაზობთ-მეთქი?
ბ.პ.: რას გთავაზობ და გთავაზობთ ელემენტარულ რაღაცას: რომ გვითხრა, რა შეგიძლია იმისათვის, რომ ჩვენ სერიოზულად გაგვიადვილდეს მიზნამდე მიღწევა და რა არის ამისთვის საჭირო? მე მზად ვარ!
ე.კ.: ხო, ე. ი. არ იცით, ვალერისთან მქონდა საუბარი...
ბ.პ.: ვალერიმ მე მითხრა, კაცს არ უნდა არც პოლიტიკა, არც ეს, არც _ ის. კაცს სჭირდება საშუალება იმისა, რომ გავიდეს და თავის თავს თვითონ მიხედოს. მე მზად ვარ ამისთვის. არ მინდა ახლა კონკრეტულად ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა. გინდა, გარეთ გავიდეთ, გინდა?
ე.კ.: არა.
ბ.პ.: მე მინდა, რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი, აქ ვართ დაცულები ყველაფრისგან, ხო? იმიტომ მე რომ მე ამ მდგომარეობაში არ მაქვს უფლება, რო რაღაცა ისეთი გავაკეთო. ბოდიში, იქ რომ შემოდით, ალბათ, გაგსინჯათ. მე უფლება არ მაქვს, საკუთარ თავს რომ მივცე უფლება, რომ შეცდომა დავუშვა, ამიტომ აქ ყველაფერი მაქსიმალურად გაწმენდილია, თუკი რამე შეიძლება იყოს, ხო? ამიტომ გეუბნები, მე, მაგალითად, მზად ვარ, შევასრულო ყველაფერი ის, რაც თქვენ გინდათ.
ე.კ.: მე მითხრა ვალერიმ, რომ პირდაპირ გეტყვით, რა...
ბ.პ.: აბსოლუტურად...
ე.კ.: ველაპარაკე, თვითონ მითხრა, ვალერი ხომ იყო აქ ჩამოსული?
ბ.პ.: კი, კი.
ე.კ.: ველაპარაკეო და მე ვუთხარიო ეს ყველაფერი. თქვენ მაგას არ მოგიყვებით, რაც თვითონ უშუალოდ მითხრა ვალერიმ და ჩადი და შენ თვითონ იმასქენიო, მოელაპარაკეო. ესე ვილაპარაკეთ ერთმანეთში. 6-ში შეიძლება მოხდესო, რომ ჩვენ წავაგოთო, რა. ერთადერთი ძალა არისო, `ემვედეში~ რეალური ძალა არისო, რომ ეშინიათო ვიღაცეებს, ძალაუფლება უნდა აიღო შენო. მე ამისი ის მაქვს, რესურსი, ახლა თქვენ იცით.
ბ.პ.: აი, მითხარი, რა რესურსი მაქვს, რომ იცოდე, რა შეგიძლია, რო?
ე.კ.: ხალხი რომ ავიღოთ, 70, აი, 10 000 კაციდან 7000 არის ჩემი `ემვედეში~.
ბ.პ.: სულ რამდენია `ემვედეში~?
ე.კ.: `ემვედეში~ ახლა მთლიანად...
ბ.პ.: რამდენი ბატალიონი და რამდენი რა არის?
ე.კ.: ბატალიონი ახლა იქ არის `სპეცნაზი~ არის ორი _ `შავნაბადა~ და ჩემი `სპეცნაზი~.
`სპეცნაზები~ რომ აიღოთ, ეს ორი `სპეცნაზია~.
ბ.პ.: უჰუუუ!
ე.კ.: როცა უნდა ახალაიას, ჩემი `სპეცნაზი~ გამოჰყავდა. ის მეტყოდა, მიეცი და მიჰყავდა. `შავნაბადაც~ ჩემია, ა.ა. ჩემი ბიჭია, ვინც ოთხი წლის წინ...
ბ.პ.: ესე იგი, შენ აკონტროლებ ორივეს, ერთსაც და მეორესაც. ე. ი. ეს ორი `სპეცნაზია~ მარტო.
ე.კ.: `სპეცნაზი~ არის ეს ორი.
ბ.პ.: ორი.
ე.კ.: კიდევ არის ჯარისკაცები, არიან ერთი 1000-მდე იქნებიან, ეს ორწლიანი...
ბ.პ.: ამ ორ სპეცრაზმში რამდენია?
ე.კ.: `შავნაბადაზე~ არის 245 კაცი, ჩემთან არის 125.
ბ.პ.: აჰაა.
ე.კ.: ცალკე ამის გარდა, ვთქვათ, იქ მეშვიდე, მეშვიდეც ჩემია. ორგანიზებულიც ჩემია, ნარკომანია მთლიანი, ნუ, მთლიანობაში, ერთი... აი, თუ წამოვედით...
ბ.პ.: ხო...
ე.კ.: ყველა წამოვა, რა, მთლიანი `სოდი~ და მთელი პოლიციები, აჭარაც ჩვენია, ასე ვთქვათ. რჩება ცენტრალური აპარატი.
ბ.პ.: ფაქტიურად, შენ ხარ ის ადამიანი, ფაქტიურად, შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ყველა იმ ძალოვანს, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.
ე.კ.: კი, ყველას არა, 70%-ს.
ბ.პ.: 70 და რა რჩება?
ე.კ.: რჩება ცენტრალური ის რჩება, რა, აპარატი. ახლა კადრები, `ხოზო~ `მოზო~ და აი, ის თემაა.
ბ.პ.: ეგ არ მაინტერესებს, მე მხედველობაში მაქვს, აი...
ე.კ.: კრიმინალური რჩება პოლიცია.
ბ.პ.: ხო...
ე.კ.: იქ არის ახლა 70-ის არის, აი, სულ იყო 240 და ახლა არის 70 კაცი. მეტი არ არის მანდ.
ბ.პ.: აჰაა...
ე.კ.: შეამცირეს, ახალ-ახალი მოვიდა უფროსი, ნუ ისიც ჩემი ძმაკაცია და ჩემი მეგობარია, მაგრამ ის საერთოდ სხვანაირი ადამიანია, რა. ის...
ბ.პ.: აჰა...
ე.კ.: სხვა ადამიანია. ვთქვათ, ერთი არის `ნო~, რა, მინისტრი. აი, როგორც არის, ჩვენ გვქონდა ვალერისთან, აი, ამ თემაზე, ვთქვათ, საუბარი. მითხრა, რომ შენ უნდა შეხვიდე მინისტრთანო და შენ მინისტრი უნდა აიყვანოო. აი, ასეთი საუბარი გვქონდა ვალერისთან, აი, ასეთი რაღაცა მითხრა.
ბ.პ.: მითხრა მეც.
ე.კ.: ხო, აი, ასეთი რაღაცა მითხრა. ახლა ამას შეიძლება რაღაცა-მეთქი მოჰყვეს-თქო, მე ეს ვალერის ვუთხარი, იმიტომ რომ იმ დღეს მინისტრს ჰყავს, მინიმუმ, 25 კაცი, 20-დან 25 კაცამდე დაცვა.
ბ.პ.: რა თქმა უნდა.
ე.კ.: ესე შეხვიდე, ხელი მოჰკიდო...
ბ.პ.: არა, კაცო, ეგ გართულდება.
ე.კ.: წამოდი შენ ჩემთან, იღლიაში ამოუდო, ეს არც ისე ადვილია. რეალურად რომ ავიღოთ, რა, იქ შეიძლება რაღაცა მოხდეს.
ბ.პ.: ეგ გართულდება.
ე.კ.: გართულდება, შეხლა-შემოხლა მოხდება. ხოდა, იმას ამბობს, მინისტრს არაფერი არ მოუვაო. შეიძლება ტყვია მოხვდეს მინისტრს, რა, ან ფეხებში მოხვდეს, ნუ სიკვდილით არ მოკვდება, ამის იმას ვიძლევი, გარანტიას, ვთქვათ, არა, მაგრამ იქ დაცვა არის ერთი 7-8 კაცი ისეთი, ვინც არ გაჩერდება, გამორიცხულია! მე რომ იქ შევალ, იქ რაღაცა მოხდება. შეიძლება, ვიღაცა მოკვდეს, აი, მერე-მეთქი რას ვშვრებით-თქო? ამას ვუთხარი, რა, ვალერის ვუთხარი.
ბ.პ.: ეგ ცხადია, რა თქმა უნდა.
ე.კ.: ვალერიმ, _ ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობასო.
ბ.პ.: არა, გასაგებია...
ე.კ.: როგორ იღებთ-მეთქი ამაზე პასუხისმგებლობას?
ბ.პ.: არა, ყველა ვარიანტში ბავშვები ხომ არ ვართ, რას ქვია, `ვიღებთ პასუხისმგებლობას~?
ე.კ.: მე ვერ დავრჩები-მეთქი, გამორიცხულია ჩემი გაჩერება!..
ბ.პ.: ვალერიმ შეიძლება რაღაცა ფანტაზიები აამუშაოს. არა, აქ კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ შენ რასაც გააკეთებ, იმაზე პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ აიღებს.
ე.კ.: ვერავინ ვერ აიღებს...
ბ.პ.: ამიტომ ახლა ბავშვები ხომ არ ვართ? აბა, რაა? ამაზე არ ვართ ბავშვები, ამაზე, აბსოლუტურად, ზუსტად მესმის, რაზეც არის საუბარი და როგორ არის, ამიტომ ჩვენც ყველაფერი ის...
ე.კ.: გინდა, კიდევ მეორე `ნო~, ჯარი რომ გამოვიდეს-მეთქი, _ ვუთხარი.
ბ.პ.: ხო...
ე.კ.: ახლა შენ მინისტრი აიყვანო, იქ კეზერაშვილი არ არის ისეთი ადამიანი, რომ ამაზე თვალი დახუჭოს და რაღაც-რაღაცა.
ბ.პ.: აჰა!
ე.კ.: შეიძლება, ჯარით გამოვიდეს. ვთქვათ და ერთი ათასი კაცი გამოიყვანა შეიარაღებული-მეთქი, მოვიდა, მომაყენა ხალხი, რა, მე ვარ სამინისტროში, აყვანილი გვყავს კაცი-მეთქი, რას შვრებით?
ბ.პ.: აჰაა...
ე.კ.: სროლა დავუწყოთ იქიდან?
ბ.პ.: სროლა წავა.
ე.კ.: წავა ომი და იქ თუ წავა, ომი წავა.
ბ.პ.: ეს უკვე არის საქართველოს დაღუპვა თავიდან ბოლომდე, ვარიანტი არ არის ამის დაშვების, ამის დაშვება შეუძლებელია! ამის დაშვების ვარიანტი არ არის, არც ერთადერთი რაც არის...
ე.კ.: ვალერიმ ისეთი რაღაცა მითხრა, რომ `ხალხს გამოვიყვანთო, ხალხს დავაყენებთო~...
ბ.პ.: არა, ერთადერთი ვარიანტი, რომელიც არის აქ, არის ერთი ვარიანტი, რა: ეს არის ვარიანტი იმისა, რომ თუ შენ აკეთებ განცხადებას იმისას, რომ შენ არ გინდა ქვეყანაში დაპირისპირება და ომი და ის, რაც გაკეთდა და მოხდა შენ გაძლევს საბაბს იმისას, რომ იფიქრო, რომ აუცილებლად ხალხი ამას არ მოითმენს და აუცილებლად გამოვა და ეს გამოიწვევს ქვეყანაში ომს და დაპირისპირებას. ამიტომ შენ ჩათვალე საჭიროდ, დააპატიმრო მინისტრი და ამიტომ შენ ჩათვალე საჭიროდ, მთელი `ემვედეს~ ძალები გადაიყვანო ხალხის მხარეს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელი გამოსავალიც აბსოლუტურად ლეგიტიმური, ნორმლური და საერთოდ კაცურია, ხო? რაც...
ე.კ.: იმ ხალს რა ვუყოთ იქ, რომ, აი, ვთქვათ, და შეიარაღებული შეჯახება რომ მოხდება, რომ დაიღვრება, იმ ხალხს რა ვუყოთ?
ბ.პ.: მაგას გეუბნები, თუ, მაგალითად, ხდება ასეთი რაღაცა, რომ შენ აკეთებ ამ განცხადებას, და აქედან გამომდინარე, ის ხალხი, რომელიც არის იქ, ხო ეუბნები, რომ `ძმაო, არ გვინდა ჩვენ არავის არც ვესროლოთ, არც იმასავქნათ, არც არავისი ის... თუ გინდათ, საერთოდ გაგიშვებთ, ხო? აქედან გამომდინარე, შენი მინისტრიანად, ყველაფრიანად, თუ გინდათ, საერთოდ გაგიშვებ, გადით საერთოდ, გადით, რა... ამიტომ ვარიანტი არ არის, ჩვენ არ ვისვრით, დაყარეთ იარაღი, რა...~ ეს არის ერთადერთი საშუალება, უნდა აჩვენო იმას ძალა, ხო? სხვა საშუალება არ არის, რა. როცა ეხლა შენ იმას ათი კაცია და ოცი კაცი და შენ იმას ორას კაცს დაუყენებ იქ, დამთავრებული ამბავია. ახლა გიჟები ხომ არ არიან, კაცო, ის მინისტრი ეტყვის თვითონ, რომ ბიჭებო, გაჩერდით!
ე.კ.: ხო, იქ დაცვაში ცოტა მანდ სხვანაირი ბიჭები არიან.
ბ.პ.: როგორიც არ უნდა იყვნენ.
ე.კ.: არ წამოვლენ იმაზე, `ახლა ჩამბარდი~. ახლა, იქ ის ხომ არ არის?
ბ.პ.: არა, `ჩამბარდი~ არ გეუბნები, კაცო, მე გეუბნებით, რომ ბიჭებო, დაყარეთ იარაღი.
ე.კ.: ყველანი მეომრები არიან.
ბ.პ.: გასაგებია, რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, რას დაიწყებენ, სროლას დაიწყებენ?
ე.კ.: არა...
ბ.პ.: ვარიანტი არ არის, ვარიანტი არ არის, რომ სროლა დაიწყონ, ვარიანტი არ არსებობს მაგისი, რა! იგივე ის მინისტრი, ხომ შენ კონკრეტულად უნდა შეხვიდე იგივე ვანოსთან და უნდა დაუჯდე და უნდა უთხრა: მომისმინე, რა, არის, აი, ასეთი მდგომარეობა, შენ ახლა კონკრეტულად დაუძახებ ყველა შენს ხალხს და ეტყვი, რომ ჩააბარონ იარაღი. არის ასეთი მდგომარეობა, ძმაო. მე დავინახე, ეს ექვსის ყველაფერი ვნახე, მე ჩემს თავს ვერ მივცემ მაგის უფლებას, მე ვიქნები არაკაცი მაშინ. აქედან გამომდინარე, შენ ახლა უნდა დაუძახო ამათ და უნდა უთხრა, დამთავრებული ამბავია, რა. გაძლევ შანსს, თუ გინდა, გაგიყვან და გადი.
ე.კ.: აი, ვთქვათ და თქვა უარი, დავუშვათ?
ბ.პ.: თქვა უარი, ვაპატიმრებთ, `ვსიო~, დამთავრებული ამბავია. თქვა უარი, ვაპატიმრებთ. უნდა უთხრა შენ იმას, რომ იგივე მდგომარეობა არის ჯარში, იგივე მდგომარეობა არის ყველგან, ამიტომ როგორც შენ მოხვედი ხელისუფლებაში, ზუსტად ისეთნაირად მოდიან ახლა ხელისუფლებაში. დამთავრებული ამბავია. ეს ყველაფერი შეთანხმებულია. ეს ყველაფერი დამთავრებულია. არ გვინდა არავითარ შემთხვევაში სისხლი, არ გვინდა! ვანო ჭკვიანი ბიჭია, იმას არ დასჭირდება სამჯერ და ოთხჯერ განმეორება, ის აბსოლუტურად... ის ელოდება კიდეც ასეთ რაღაცეებს. მე სხვა რაღაცის შიში მაქვს, მე შიში მაქვს იმისა, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად არ იყოს გამჟღავნებული მანამდე. მე მხოლოდ და მხოლოდ ამის შიში მაქვს, დანარჩენი ვანო ძალიან ჭკვიანი ბიჭია და უცბად შეაფასებს სიტუაციას და უცბად იტყვის, რომ `კი ბატონო~. მე ერთი წამი არ მეპარება ეჭვი. ვანოს ხუთი თითივით ვიცნობ და ვანო იყო ის ადამიანი, სხვათა შორის, რომელიც ბოლომდე ცდილობდა, რომ არ გამწვავებულიყო ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ ყველაზე მეტად ის... თან მეორე მომენტი არის, ახლა, იგივე, მაგალითად, დღეს შეიძლება ვანოსთანაც ღირდეს დალაპარაკება, უკვე, კონკრეტულად, იმიტომ რომ მან აბსოლუტურად ზუსტად იცის, მარა ერთადეთი რამეა, ვანო თუ არ აიძულე, შეიძლება თვითონ ვერ წამოვიდეს ამ იმაზე, თორემ დანარჩენი თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ დედა აქვს ნატირები.
ე.კ.: არ არსებობს, ან რატომ წამოვიდეს?
ბ.პ.: ხო, აბა, ამას გეუბნები, იმიტომ, რომ ვერ წამოვა, რა... ვერ წამოვა ამაზე, თორემ ისე, ახლა, მაგასაც ესმის დღეს.
ე.კ.: მანდ ასეთი რაღაცა მოხდება, მე ესე მგონია და... მე ესე დარწმუნებული ვარ. ესე იქ მისვლა და ლაპარაკი რომ მოხდეს...
ბ.პ.: ხო...
ე.კ.: მანამ მაგი უარს იტყვის, იქ კაბინეტში რაღაცა მოხდება. მე თვითონ ამაში ვარ დარწმუნებული! მე იმ ბიჭებს ვიცნობ.
ბ.პ.: ვანოს ხალხს?
ე.კ.: დაცვას ვიცნობ.
ბ.პ.: შენ რა წინადადება გაქვს?
ე.კ.: იმაზე ვფიქრობ, ერთი, აი, რა შეიძლება, როგორ შეიძლება, აი, აყვანა მოხდეს ისე, რომ სისხლი არ დაიღვაროს?..
ბ.პ.: აჰაა...
ე.კ.: რა ვიცი, აი, იმ ბიჭებთანაც ვცადე რაღაც, არ გამოვიდა, ზოგთან არ გამოვიდა, თან არ იციან, ახლა ვიღაც-ვიღაცეები არის 7-8 ადამიანი ამ 25 კაციდან.
ბ.პ.: 25 კაცი მაგის დაცვაა?
ე.კ.: აი, ეგეთ დღეებში 25 კაცი ჰყავს დაცვა, თორემ ისე 7-8 კაცი, მეტი არა, მაქსიმუმ. როცა რაღაცა, ვთქვათ, და `ყაზარმული~ ცხადდება, ხო, 20-დან 25 კაცამდე ჰყავს, ანუ 7 ადამიანი, შვიდი ბიჭი ისეთია, რომ ვიცნობ მაგათ მუშაობით, ადრე გვქონია ურთიერთობა შორიდან, `დაჟე~, აფხაზეთში ერთად გვქონია რაღაც.
ბ.პ.: არ დათმობენ, ხო?
ე.კ.: არ დათმობენ, რეალურად, არ დათმობენ! იცის, აი, თავს შეაკლავს, ესეთი ბიჭები არიან ახლა ის ბიჭები, იმათაც ოჯახები ჰყავთ.
ბ.პ.: არა, კაცო, მე თითოეული ადამიანის ისა მაქვს, კაცო. მე რაში მინდა? არავითარ შემთხვევაში არ მჭირდება.
ე.კ.: აი, რაღაც-რაღაცა უნდა მოვიფიქრო, რაღაცა წინასწარ, რაღაც უნდა მოვიფიქრო, აი, რაღაცა გამოსავალი. ყველაფერს აქვს გამოსავალი.
ბ.პ:. რა თქმა უნდა, აი, არ შეიძლება, მაგალითად, რომ რაღაც დაძინება და რაღაცეები?
ე.კ.: დაძინება?
ბ.პ.: ხო...
ე.კ.: დაძინება არის მაგის საშუალება, მაგრამ ისეთი ეფექტური არაფერი არ არის, აი, უცებ გათიშო ადამიანი, ეს ტყუილია! ეს კინოებშია მარტო, კაცს მიადებ და უცებ სკამზე გაითიშოს.
ბ.პ:. არა, უცებ თიშავ, უცებ თიშავ იმით, კაცო, თუ შეუყვანე შიგნით, მარა ეს შიგნით ხომ უნდა შეუყვანო?
ე.კ.: ხო, მაგრამ შიგნით იქამდე ვერ შევალ, იმიტომ გეუბნებით, რომ თქვენ თუ ხართ იქ ოთახში ნამყოფი?
ბ.პ.: კი, როგორ არა!
ე.კ.: იქ ნამყოფი...
ბ.პ.: როგორ არა!
ე.კ.: მაშინ ჯერ იქ ოთხი კაცი ზის, მერე კიდევ შიგნით, მერე კიდევ შიგნით ზიან.
ბ.პ.: კი...
ე.კ.: მერე ცოტა ისეთი ის არის, ახლა, რომ მიხვალ სამინისტროში, მინიმუმ 100-150 კაცით უნდა მიხვიდე. ესეც ჩაცმული შარვალ-კოსტუმით იქ რომ შეხვიდე...
ბ.პ.: რა თქმა უნდა.
ე.კ.: რომ შეხვალ, `მოვიდა კოდუა ამდენი ხალხით, რა ხდება~?
ბ.პ.: აბსოლუტურად გეთანხმებით.
ე.კ.: თან ახლა ჩემი ისეთი ის არის, რა, უკვე ჩემი ფაქტორი, რომ...
ბ.პ.: აბსოლუტურად გეთანხმებით.
ე.კ.: ეშინიათ, რაღაცა, ფრთხილობენ. ამ სიტუაციაში ვერაფერს ვერ შვებიან.
ბ.პ.: და რატომ არ გხსნიან?
ე.კ.: აი, ახლა ჩემი მოხსნა არის კრახი ამ მომენტში.
ბ.პ.: რატომ?
ე.კ.: ბევრი წამომყვება ძალიან და გაბრაზდება: აი, კოდუა გაწირეს, ჩვენ რას გვიზამენ?
ბ.პ.: და მაშინ ახალაია რომ იყო? ახალაიასთან რომ იყო ისა?
ე.კ.: არა, რა ახალაიასთან, ცოტა...
ბ.პ.: ხო, არა, მე მხედველობაში მაქვს, დატაკება რომ იყო მაგათთან.
ე.კ.: ახლაც ეგრე არ არის?
ბ.პ.: კი და მაშინ რატომ არ მოხდა?
ე.კ.: მაშინ რატომ არ მოხდა და ეს ამ ბოლო ხანებში, ბოლო ხანებში დაიძაბა ძალიან სიტუაცია. აი, ერთი ექვსი თვეა რა, რაც, ნუ, ჩემი ძმა აიძულეს, რომ აქ წამოსულიყო. იქ დედაჩემს რაღაცეები... ნუ დედაჩემმა მაღაზიები ააშენა, სულ დაუნგრიეს. აი, ბოლომდე ააშენა, ორსართულიანი, მეორე დღეს მივიდა და აღარ იყო ეს ორ...
ბ.პ.: ესე ნაბიჭვრები არიან, ბიჭო, ისე კი არ შეინარჩუნონ, ხო?
ე.კ.: ჩემი შვილი, უფროსი, რალისტი მყავდა, სკოლიდან ლომაიამ გამოაგდო, იმიტომ რომ იმის შვილს რაღაცა უთხრა, ბიჭები არიან, 16 წლისა და სკოლიდან, რაღაც, ბიჭმა, იმის ბიჭს უთხრა და გამომიგდეს შვილი სკოლიდან და ნუ... მილიონი რაღაცა. კიდევ რა... მილიონი ეგეთი რაღაცეები და ნუ ეს ყველაფერი ამ ბოლო ხანებში აეწყო, რა. ახლა წადი, წავალ, კი ბატონო, წავალ, მაგრამ ყველა წამოვა, დარჩება ვინ მერე? ახლა მარტო `კუდით~ ვერაფერს ვერ გააკეთებ.
ბ.პ.: კი მარა, მაგენი...
ე.კ.: სამომავლოდ ვიცი, რომ რაღაცა მოხდება.
ბ.პ.: არა, მაგენი ხომ იმაზეც იფიქრებენ, ახლა რომ შენ გაგანეიტრალონ რაღაცნაირად ამ სიტუაციაში? მაგათ ნოღაიდელი ვერ დატოვეს იქა და...
ე.კ.: ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი შეიძლება ადამიანმა იფიქროს, მაგრამ რა ვუყოთ?
ბ.პ.: არა, არაფერი, უბრალოდ, მზად უნდა ვიყოთ მაგისთვის, რა.
ე.კ.: მზად არა ვარ.
ბ.პ.: მაგისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ე.კ.: მთელი ჩემი ცხოვრება ვამბობდი და მთელი ჩემი ცხოვრება...
ბ.პ.: გასაგებია, აქ იმაზე კი არ არის საქმე...
ე.კ.: არ ასცდება, რაც აწერია ადამიანს, არ ასცდება!
ბ.პ.: გასაგებია, მარა, აქ საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც ჩვენ გვექნება რაღაცა გეგმა, ხო ჩვენ ხომ ამ გეგმაზე ვაგებთ მერე რაღაცეებს, არა? აქედან გამომდინარე, ახლა ეს თუ, მაგალითად, ჩავარდა, ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ აგებენ შენს სხვა რაღაცეებს.
ე.კ.: მე ყველა ვარიანტში დაღუპული ვარ!
ბ.პ.: ამას გეუბნები.
ე.კ.: ჩემი საქმე ყველა ვარიანტში წასულია!
ბ.პ.: გასაგებია...
ე.კ.: აი, ვთქვათ და ვიძახი, რომ ეს ყველაფერი მე შევასრულე და, ნუ, არ მოხდა არაფერი, რა...
ბ.პ.: არა, გასაგებია...
ე.კ.: დავრჩი მარტო.
ბ.პ.: გასაგებია...
ე.კ.: მერე მე უკვე ჩემი ოჯახი. ყველა...
ბ.პ.: რა თქმა უნდა...
ე.კ.: ნუ, ახლა, მეუღლეს და შვილებს ახლა მე მჯერა და იგივე, ვინც არ უნდა იყოს, მაგას არავინ არ ეხება და ნუ ჩემი ოჯახის ბიზნესებს ბოლომდე მოკლავენ.
ბ.პ.: რა თქმა უნდა.
ე.კ.: თუ `დაჟე~ არ დაიჭირეს.
ბ.პ.: რა თქმა უნდა, ეგ ფაქტია.
ე.კ.: ეს ძაან დიდი რისკია!
ბ.პ.: რა თქმა უნდა.
ე.კ.: და მე კიდევ ამას ვიძახი, ამის გაკეთება...
ბ.პ.: ე. ი. და შენ ახლა რომ წამოხვედი აქეთ...
ე.კ.: ჩემს ძმაზე ის ვქენი, ჩამოვედი, აქ არის ახლა ჩემი ძმა, ცუდად არის, რაღაც ისინი...
ვითომ რაღაცა თან ფული არ ქონდა, ჩამოვუტანე, ნუ ეგეთი სიტუაციაა, ერთი დღე, რა...
ბ.პ.: მარა არ იქნება ვითომ ისა?
ე.კ.: არა, არა ჩემზე არა.
ბ.პ.: არაფერი?
ე.კ.: არაფერი, თან ისე მოხდა, რომ მეთქი შაბათ-კვირას გავალ და თან ახლა ძმა იციან, რომ აქ არის და `კაი, წადი, წადიო, ოღონდ მალე ჩამოდიო~ და წამოვედი. დღეს მივდივარ ცხრა საათზე უკან, ცხრა საათზე უნდა ვიყო აეროპორტში.
ბ.პ.: არა, ცხრაზე მიფრინავს.
ე.კ.: ხო, ცხრაზე უკვე მიფრინავს.
ბ.პ.: ვახ, მომისმინე, მე ყველაფრის დალაგების საშუალება მაქვს და მე მჭირდება, ალბათ, ერთი 2-3 დღე იმისთვის, რომ აბსოლუტურად დავალაგო ეს ყველაფერი, რა საშუალება გვექნება ჩვენ იმისა, რომ...
ე.კ.: კავშირის საშუალება თუ რა?
ბ.პ.: მაგას გეუბნები, რაა, იმიტომ, რომ აქ ტელეფონი და ის გამორიცხულია.
ე.კ.: ვალერისთან მე მაქვს ურთიერთობა ისე, ნუ `ჩერეზ~ ერთი ქალი არის, ის ქალი ცოტა ისე, იმას მე თვითონ ვატარებ, მე თვითონ ვმუშაობ იმ ქალზე.
ბ.პ.: ეგეც `აპასნია~...
ე.კ.: ეგეც?
ბ.პ.: ეს ისეთი რაღაცაა, რომ...
ე.კ.: მე მეორეჯერ აქ უკვე ვეღარ ჩამოვალ.
ბ.პ.: არა, ეგეც გამორიცხულია!
ე.კ.: გამორიცხულია!
ბ.პ.: ეგეც გამორიცხულია!
ე.კ.: ხოდა, აი, ვალერისთან მე შემიძლია, ახლა მეშვიდე ჩემია, უშუალოდ ვალერის მე თვითონ ვატარებ. მე თვითონ მაქვს მაგასთან, მე მარტო ვმუშაობ.
ბ.პ.: ხო...
ე.კ.: შემიძლია მე, აი, ვალერი ვნახო ისე, ოღონდ იმან არ უნდა იცოდეს, მე რომ ვნახავ.
ბ.პ.: რა თქმა უნდა.
ე.კ.: მაგიტომ მაშინ ვალერიმ უკვე უნდა იცოდეს, აი, მე რა უნდა მითხრას.
ბ.პ.: აჰა...
ე.კ.: და მე უნდა ვიცოდე, მიახლოებით, ვთქვათ, და აი, მაზეგ ან იმის ზეგ მნახე. დრო უნდა იყოს და იმას მე ისე ვნახავ, რომ უცებ, მოულოდნელად ქუჩაში, ქალაქში გამოვა და ისე ვნახავ, პრობლემა არ არის.
ბ.პ.: ესე იგი, რამდენიმე ის დავალაგოთ, მაშინ, ვარიანტი, რა. ერთი ვარიანტი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება, ვთქვათ, ექვს რიცხვში, მეორე ვარიანტი არის ის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ადრე მოხდეს უფრო. ეს რამენაირად ცვლის გეგმებს, იმიტომ რომ შეიძლება ამან, თუ ეს უფრო ადრე მოხდა, შეიძლება ამან უფრო მეტად გააადვილოს სიტუაცია, ვიდრე ექვსმა რიცხვმა.
ე.კ.: კი, ექვსში ერთი იქნება იოლი, რომ 7 კაცი ეყოლება, მეტი არა, ჩემთვის პირადად.
ბ.პ.: ეს 6-7 კაცი როგორ ეყოლება, კაცო?
ე.კ.: 6-მდე.
ბ.პ.: 6-მდე ეყოლება 7 კაცი და ამიტომ ეს უფრო სერიოზულად აიოლებს-მეთქი სიტუაციას.
ე.კ.: კი.
ბ.პ.: და მერე უკვე 5-დან ეყოლება ყაზარმულ მდგომარეობაზე, ხო?
ე.კ.: კი.
ბ.პ.: აქედან გამომდინარე...
ე.კ.: ხუთში საღამომდე, სანამ არჩევნები დაიწყება, არჩევნების წინ.
ბ.პ.: ხო.
ე.კ.: დილით დაიწყება.
ბ.პ.: აქედან გამომდინარე, ხო, კონკრეტულად გეგმა ისეთნაირად უნდა იყოს დალაგებული, რომ შენთვის უფრო გაიოლებული იყოს რაღაც.
ე.კ.: კი, ჩემთვის, ახლა მე კიდევ ვიძახი, ჩემთვის იოლია. ისიც შეიძლება და მერეც შეიძლება.
ბ.პ.: არა, გასაგებია, მაგრამ რაც უფრო... ეს ხომ საერთო საქმეა და რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობა გვექნება ამ საქმეში, მით უფრო მეტი შანსია მისი გამარჯვების, ხო?
ე.კ.: კი.
ბ.პ.: აქედან გამომდინარე, მინდა მე, რომ მაქსიმალურად გავაიოლოთ ეს პროცედურა, ხო?
რაც შეეხება დანარჩენს, ის, ფორმას და სულ ყველაფერს, ამას სუყველაფერს გავივლი და დავალაგებ მე. აბსოლუტურად იქნება ამის სულ ყველაფერი. ლეგიტიმურად დალაგებული, იმიტომ რომ მე კიდევ რა მინდა? _ მე მინდა კიდევ, რომ ლეგიტიმურობის ჩარჩოებიდან არ ამოვვარდეთ, იმიტომ რომ მე ამ დროს კიდევ იმაზეც ვფიქრობ, რომ ჩვენ კონსტიტუციურად, უნდა აუცილებლად კონსტიტუციის ფარგლებში დავრჩეთ, იმიტომ რომ ხვალე უნდა გვაღიარონ ჩვენ, ხო? ამიტომ, აქედან გამომდინარე, მე არ მაინტერესებს, რომ იქ რაღაცა `ვაენნი ხუნტა~ და `პერევაროტი~ და რაღაცეები იყოს. იქ უნდა იყოს კონკრეტულად სიტუაცია, როდესაც შენ, გაიგე, რა, რომ რა მზადდება და რა შეიძლება ამას მოჰყვეს, ასრულებ შენს კონსტიტუციურ მოვალეობას. აი, ეს უნდა იყოს, რაც პრინციპულად, ხო, შენი მომავალი ცხოვრებისთვისაც და ყველაფრისთვისაც აბსოლუტურად ნორმალურია, ხო? იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, შენ უნდა გახდე გმირი _ გმირი, რომელმაც არ მისცა უფლება, აი, ამ სასწაულს და ურჩხულს, რომ ქვეყანა მოექცია რაღაცა მარწუხებში, რა! აქედან გამომდინარე, იქნება ყველაფერი ეს დალაგებული და დალაგებული იქნება ისეთნაირად, რომ ჩვენ კონსტიტუციური ფარგლებიდან არ გამოვიდეთ, ხო? აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მე ყველაზე უფრო დიდი, ხუთშაბათისთვის მოგაწოდებ ამას ყველაფერს. აი, ახლა დღეს არის კვირა, იმიტომ რომ მე ახლა მაქვს ზუსტად შეხვედრები, იმიტომ რომ მაგ დროისთვის მე უკვე კონკრეტულად მეცოდინება სიტუაცია ჯარში, იმაში ამაში... ყველაფერი იმიტომ, რომ ამას სუყველაფერს აქვს თავისი... ეს ერთი სეგმენტია. არის სხვა სეგმენტები, ხო? ამიტომ ეს სუყველაფერი უნდა შეიკრიბოს, და დაიდოს ერთ უშუალო მთლიან გეგმაში, არა? აქედან გამომდინარე, მე მზად ვიქნები იმისათვის, რომ ხუთშაბათს უკვე მოგაწოდო მთლიანად ეს ინფორმაცია. ეგ ერთი ვარიანტი, ხო? მეორე ვარიანტი: თუ, მაგალითად, რაღაცნაირად ხდება ისე, რომ დაიწვა ეს სიტუაცია, არა, შენ უნდა იცოდე, რომ, რა თქმა უნდა, არასოდეს მე არ ვიტყვი იმას, რომ როდესმე ჩვენ რაიმე ის გვქონია, საერთოდ არ გვქონია, ესეც აქვს, ნაპირზე ჯობია, რომ ყველაფერი იყოს ნათქვამი და მესამე: რაც შეეხება თანხებს, ხო, ვალერიმ მითხრა, რომ ასი მილიონი უნდაო, ე. ი., მე მგონია, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რომ აწონო, აი, ამ რისკის საფასური არის, დოლარზეა საუბარია.
ე.კ.: კი.
ბ.პ.: აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ, დაგთანხმდე ამ თანხაზე. მეორეც, მე მზად ვარ, ავანსის სახით იმ ანგარიშზე, რომელზეც შენ მეტყვი, რაღაცა დაგიდო და ეს იქნება კონკრეტულად ისეთნაირად გაკეთებული, რომ ამას შენ იღებ იმ შემთხვევაში, როდესაც, აი, ამას, რაღაცას ვაღწევთ, ხო?
ე.კ.: დიახ.
ბ.პ.: შენთან იდება, მხოლოდ ამის გამოყენება, ხო? მაგას მოვიფიქრებთ, რა, ვთქვათ, ეკონომიკური ფორმა ისე იქნება მოფიქრებული, რომ შენ აბსოლუტურად კმაყოფილი იქნები, რა და მესამე, რაც მე მიმაჩნია ძალიან სერიოზულად: რაც არ უნდა მოხდეს, ჰო, არა აქვს მნიშვნელობა, ასე იქნება, ისე იქნება, ყველაფერი შეიძლება ერთ რაღაცაზე იყოს გარანტირებული, რომ შენი ოჯახი, თავიდან ბოლომდე, იქნება მიხედილი. არა აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, როგორ რა დამთავრდება, კარგად ცუდად იმათ, ამათ,
ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. აი, ეს აბსოლუტურად შეგიძლია, რომ იყო აბსოლუტურად დარწმუნებული, რა... დანარჩენი რაც შეეხება გეგმას, ხო, მე ზად ვარ, ხუთშაბათისთვის მთლიანობაში მოგაწოდო ეს გეგმა.
ე.კ.: ე. ი. ხუთშაბათს საღამოს ვნახავ ვალერის.
ბ.პ.: კი.
ე.კ.: საღამოს.
ბ.პ.: კი, იმიტომ რომ მე ასეთნაირად მაქვს, რომ მე ვალერის ახლა ოთხშაბათისათვის გამოვიძახებ იმითი, რომ ხუთშაბათს უკვე ის იქ იყოს.
ე.კ.: მაშინ ესეთი რაღაცა უთხარი: თუ შეიძლება, ხუთშაბათს ცხრა საათიდან ორი საათით ქალაქში იმოძრაოს მანქანით.
ბ.პ.: იმოძრავებს.
ე.კ.: მანქანით იმოძრაოს...
ბ.პ.: თუ, მაგალითად, მოხდა ისეთნაირად, რომ ან შეყოვნდა, ან იმასქნა, ან რაღაცა, მთელი... როგორც კი შენ გეცოდინება, ახლა ბოლო-ბოლო, მაგის ის რა პრობლემაა? როგორც კი ჩამოფრინდება, შენ უკვე გექნება ყველაფერი ინფორმაცია, ხო?
ე.კ.: კი.
ბ.პ.: ამის მერე, როგორც კი ჩამოფრინდება, ორი საათის განმავლობაში იქნება სულ ქალაქში.
ე.კ.: როგორც ჩამოვა თბილისში.
ბ.პ.: აი, ამას გეუბნები, ჩვენ რომ არ ვიყოთ ცხრა საათზე მობმული.
ე.კ.: კი ბატონო.
ბ.პ.: ჩვენ გავაკეთოთ ასეთნაირად, როგორც კი ეგ ჩამოფრინდა, ხო, იმის შემდეგ ორი-სამი საათი ვეტყვი, რომ იყოს ქალაქში, იმოძრაოს, წავიდეს, წამოვიდეს, სადაც უნდა, იმასქნას, რა... მაგი შენ დაგყავს, თუ კიდე ვიღაცეებს დაყავთ?
ე.კ.: მე.
ბ.პ.: ხოდა, `ვსიო~.
ე.კ.: მერე ისევ გიორგიც მე დამყავს.
ბ.პ.: ჰა?
ე.კ.: გიორგიც-მეთქი მე დამყავს, ოღონდ ძაან შეშინებული დადის გიორგი, ძაან შეშინებული დადის.
ბ.პ.: შეშინებულია. გიორგი მარტო შენ არ დაგყავს, მილიონ ვიღაცეებს დაჰყავთ, მარა...
ე.კ.: არა, იმათ არ დაჰყავთ.
ბ.პ.: აღარ? დაანებეს თავი? რა ხალხია ეგენი საერთოდ?
ე.კ.: მაგენი პატარა ჯგუფია, პატარა გემით მუშაობენ, აფხაზეთი, ოსეთისკენ, მაგ სფეროში. კი მაგრამ არჩევნებია და ყველა ჩართულია.
ბ.პ.: გასაგებია.
ე.კ.: პატარა ჯგუფია ესეთი, მობილიზებული, პატარა ჯგუფია, `ბრონეჟილეტით~ დადის, თქვენი მანქანა აქვს, ახლა ის დადის, დადის, დადის, იყურება იქით-აქეთ, აცეცებს თვალებს.
ბ.პ.: რა ქნას, ახლა, ეშინია... რა თქმა უნდა. ახლა რა ისინია, რა გეგმებია? ახლა რას ფიქრობენ, რას აპირებენ?
ე.კ.: აი, ძაან მიზანმიმართულად არის მოძრაობა ხალხში და აი, მართლა აპირებენ, აი, ახლა რასაც ახლა მე ვხვდები და რასაც... ცესკოში რა ხდება, შიგნით ის ჩემთან არ არის, მართლა მოძრაობენ და მართლა უნდათ, რომ ხალხმა ხმა მისცეს.
ბ.პ.: ჰო, არა?
ე.კ.: როგორც თქვენ თვლით ამას რა, მოძრაობაა და სერიოზული მოძრაობაა.
ბ.პ.: არა, იციან, რომ ძალიან გაუჭირდებათ.
ე.კ.: დადიან და მუშაობენ ხალხზე.
ბ.პ.: იციან, რომ ძალიან გაუჭირდებათ.
ე.კ.: და მე ახლა, მაგას ვიძახდი, მე `დაჟე~ ვუთხარი ვალერის, მეთქი ხალხმა ხმა რომ მისცეს რეალურად, იმიტომ რომ ისე მოძრაობენ და, აი, იმ დონეზე მოძრაობენ და ისე აკეთებენ ყველაფერს, რომ აი, ხალხმა მისცა ხმა. `ხალხი ბრბოა~. ყველა ამას იძახის, მისცა ხალხმა ხმა.
ბ.პ.: მე გეტყვი უბრალო რაღაცას მაგაზე, რა: ჩვენ უნდა გვქონდეს, ჩვენ უნდა გვქონდეს, ერთი-ორი `მეშოკი~ ბიულეტენები, არა აქვს მნიშვნელობა, ის ნაღდი იქნება, არანაღდი იქნება. `ვაფშე~ არავის არ აინტერესებს, ორი `მეშოკი~ ბიულეტენები უნდა გვქონდეს, რომელსაც შენ ამოიღებ და ააფრიალებ და იტყვი, რომ ეეე, რა ვქნა, ძმაო, მე ამ ქვეყნის შვილი ვარ, მე ვერ გავაკეთებ ამას! ეგ არის რა, ყველაზე ნაღდი და ყველაზე იოლი. ამიტომ გინდა ხალხმა მისცეს ხმა, გინდა იმან მისცეს ხმა, სულ არ მაინტერესებს, რა მნიშვნელობა აქვს? ამის შემდეგ უკვე ხო ყველაფერი ძალიან ადვილია?
ე.კ.: შემდეგ უნდა ჩავერთო მე.
ბ.პ.: აბა, რააა.
ე.კ.: ეგრეა.
ბ.პ.: ამას დაინახავს მთელი მსოფლიო! ამის მერე უკვე ხო `ვაფშე~ გადაიყრება ეგ ყველაფერი, `ვაფშე~ შენ ნახე, მთავარი რაც არის, მოგცეს რომ, აი, უნდა პოლიციამ ჩაყაროს, სად არის ეგრე?
ე.კ.: ეგ ჩაყრაზე კიდე ისეთი თემაა, უცხოელები ძაან ბევრი დგანან იმეებზე.
ბ.პ.: მაგას გეუბნები ზუსტად, მე რა, რა პრობლემაა მაგი აბსოლუტურად? არავითარი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ, ფაქტიურად, საუბარი არის იმაზე, რომ შენ ხარ ის დეპარტამენტი, რომელმა დეპარტამენტმაც ეს ყველაფერი უნდა ამოიღოს.
ე.კ.: კი.
ბ.პ.: შენ გქონდა კონკრეტულად მოცემული დავალება, რომ, კონკრეტულად, აი, ორი მანქანა ის, შენ უნდა შეგეტანა და შენ უნდა გაგეკეთებინა, ვერ გავაკეთებ, მე, ძმაო, ამას, რა ვქნა? მე ჩემს ხალხს ვერ მოვატყუებ და მე ჩემს ერთან ვერ ვიქნები ასე, ფაქტიურად. ეს უნდა იყოს ისე, რომ შენ უნდა გახდე გმირი, ხო? ერთი კაცი აღმოჩნდა იქ, რომელმაც ვერ იმასაქნა, რა... და მერე წამოვა უკვე ისე, რომ ის, გიორგისა აქვს შენზე კარგი ისინი... რომ აი, მე დამიძახა და მითხრა, რომ რაღაცა პრობლემები იყო და რაღაცეები. ეს სულ ყველაფერი წამოვა, წამოვა, მერე რომ იყო ადამიანი იქ, რომელიც ამ ქვეყნის შვილია, რომელიც ამ უმსგავსოებას ვერ იმასშვებოდა და ამოუვიდა ყელში და ვეღარ მოითმენდა, არ უნდოდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო რაღაცეები, რა, ამიტომ ადგა და ამიტომ წავიდა იმაზე. ფაქტიურად, ეს იქნება ყველასთვის ძალიან კარგი.
ე.კ.: მთავარია, ყველაფერმა ისე ჩაიაროს, რომ სისხლი არ დაიღვაროს.
ბ.პ.: რა თქმა უნდა, ეგ არის ყველაზე მთავარი და იმიტომ მინდა ახლა, თორემ განა ჩვენ დღეს ვერ ამოვაგდებდით იმას? ამას გავთვლით ისეთნაირად, რომ იქნება ამის საშუალება. ამას მოვიფიქრებთ ძალიან კარგად. მყავს ხალხი, რომელიც კონკრეტულად იმასიზამს და აბსოლუტურად, ნორმალურად იქნება ყველაფერი.
ე.კ.: კაი, მაშინ წავალ უკვე მე.
ბ.პ.: `დავაი~, მეც ნაკლებად...
ე.კ.: ჩემს ძმას ვნახავ კიდე, უნდა წავიდე.
ბ.პ.: არა, მეც ნაკლებად... მეც ნაკლებად მინდა... რომ ნაკლებად იყოს ეს კონტაქტის დრო და ყველაფერი, იმიტომ გავაკეთე, აი, ესეთი რაღაცეები და იმიტომ შევხვდი ასეთნაირად, რომ...
ე.კ.: კი, გზაში მეძინა კიდეც, გემრიელად გამოვიძინე.
ბ.პ.: რა თქმა უნდა და იმიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი, ამიტო... ე. ი. მე... არა აქვს მნიშვნელობა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს...
ე.კ.: მე არა ვარ...
ბ.პ.: არავითარი მნიშვნელობა არა აქვს... ხო ოთხშაბათს, ააა... ნახე, რა ხდება? ვალერი ხუთშაბათს შენ გნახავს.
ე.კ.: კი, კი.
ბ.პ.: და მაშინ მე, ვალერი რომ ამას მომცემს მე, შენ ვალერი `ატვეტს~ ვეღარ მოგცემს, თან მე იქ რაღაც-რაღაცეები დამჭირდება, ხო? ის მჭირდება, რა ქვია, იმ ხალხზე, ხო, არ იქნება კონკრეტულად ვიღაცებზე იქნება, ვიღაცა ფირმის დირექტორი იქნება, ვიღაცა რაღაცა იმაზე კონტრაქტები იდება, რაღაცა ეკონომიკურად ეს შესაფუთი იქნება.
ე.კ.: ერთი არის...
ბ.პ.: არა, ეს ყველაფერი შესაფუთი იქნება, რა... და აქედან გამომდინარე ვამბობ მე, რომ შენ არ გყავს, ვთქვათ, ადამიანი, რომელი ადამიანიც, შემდეგ, როდესაც ვალერი ჩამოვა უკვე და ამ საქმეს ჩამოგიტანს, უკვე რომელიც ყველა ამ დოკუმენტებს შემდეგ წამოიღებს სადღაც, პარიზში წავა, იმაში წავა, სადღაც ჩემი კაცი რა, რომელიც ამ დოკუმენტებს შემდეგ ჩამოუტანს, იმიტომ რომ მე კონკრეტულად რომ გავაკეთო მერე.
ე.კ.: ვალერის რომ ვუთხრა, არ შეიძლება, ხო ბოლომდე ნდობა?
ბ.პ.: მომისმინე, ვალერი, ხო, არც ბიძაშვილია ჩემი, არც მამიდაშვილია, კარგი ბიჭია. ხვალე რომ აიყვანონ, შეიძლება ყველაფერი შენვე დაგიდოს, ამიტომ მე ესეთი რაღაცეები...
ე.კ.: მე არ გავრისკავ ვალერის...
ბ.პ.: ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს? ამიტომ მე ესეთი რაღაცეები არ მაწყობს, მე არ მაწყობს, რომ ვიღაცას ჩავუგდო ხელში ყველაფერი, რა...
ე.კ.: მე მგონი...
ბ.პ.: მაგას გეუბნები... ეგ არ არის პრობლემა.
ე.კ.: მოგაწოდებ.
ბ.პ.: უნდა მომაწოდო, უნდა გავთვალოთ ე. ი. როგორ ჯობია ახლა, რომ ჩვენ მერე აღარ გვქონდეს ის, რა... მაგაზე სადარდებელი. ახლა ერთი წუთი, ახლა, ფაქტიურად, რა დაგვჭირდება, ჩვენ დაგვჭირდება კონტრაქტების გაკეთება, ამას გავაკეთებინებ, ამ ყველაფერს. მე დამჭირდება ფირმების საბუთები, სახელი, გვარი, პასპორტის ნომრები, რაღაცეები, რომ ეს კონტრაქტში ჩაიდოს. არა, ის ხალხი გიჟები ხომ არ არიან, თავის იმეებს ხომ არ ჩადებენ? ვიღაცეებს მომცემენ, ე. ი. ან უცხოური იქნება, ან ქართული ჯობია. ქართული არ იყოს, ხო? ახლა ჩვენ გახსნილად ვლაპარაკობთ ყველაფერს.
ი.კ.: დიახ.
ბ.პ.: მე ხომ არ მჭირდება, ხვალე მქონდეს ხელში ვიღაცის ყვერები ხელში ჩადებული? მე მჭირდება, რომ ნორმალური ადამიანები ვართ, ხო?
ე.კ.: დიახ.
ბ.პ.: მე მინდა, რომ ისეთ კონტრაქტს მოვაწერო ხელი, რომელი კონტრაქტითაც ის ხალხი ხვალე....
ე.კ.: ვალერი...
ბ.პ.: მე გამოვიძიებ მაგას ოთშაბათს, მე ოთხშაბათამდე...
ე.კ.: ოთხშაბათს ჩამოვა, ხო?
ბ.პ.: ჰა?
ე.კ.: ოთხშაბათს ჩამოვა.
ბ.პ.: ჰო, ოთხშაბათს ჩამოვა, თუ გამოვიძახებ მაგას, არა აქა.
ე.კ.: გამოვატანო მე ვალერის ის?
ბ.პ.: აი, მაგას გეუბნები, რომ იქნება-მეთქი.
ე.კ.: აეროპორტში გადავცემ, რომ გაივლის ყველაფერს.
ბ.პ.: მაგას გეუბნები, რომ იქნება იქ, გადასცენ, აეროპორტში რომ გაივლის უკვე ყველაფერს.
ე.კ.: აეროპორტში გადასცემენ.
ბ.პ.: აი, ეგ არის, აი, ეგ არის.
ე.კ.: ვიღაცამ მისცეს, რა...
ბ.პ.: აი, ეგ არის, ეგ მაშინ უკვე, ე. ი. ჩვენ რა გვჭირდება? მე მჭირდება რაღაცა ფირმები, რომელ ფირმებზეც ამას სულ ყველაფერს გავაფორმებ და მე დამჭირდება ე. ი. ხელმოწერები. ამ ხელმოწერებს უკვე შენ მაშინ, ვალერი რომ ჩამოვა, იქაც უნდა გამოართვა, სანამ გამოვა იქედან.
ე.კ.: კი, აეროპორტში.
ბ.პ.: აეროპორტში რომ ჩამოვა, იქაც უნდა გამოართვა.
ე.კ.: კი, როგორც ჩამოვა თუ არა, აეროპორტშივე გამოვართმევ.
ბ.პ.: ხო, ეს უნდა გამოართვა, გამიგე და იქ მზად იქნება უკვე ამ ფირმებით. მერე რაც დამჭირდება მე, ხო, მერე დამჭირდება, რომ ვიღაცა ადამიანმა, შენმა უკვე, ჩამოიტანოს ეს, მე, ვთქვათ, ისრაელში და მე მოგცემ ახლა ჩემი კაცის ტელეფონის ნომერს, რომელსაც ეტყვის, ხო, რომ მე ვარ, აი, ესა და ეს. ამ კაცს შეხვდება და მისცემს ამას, მეტი არაფერი. ეს ყველაზე ნაღდია და მოდი, ახლა, სიტყვა მომეცი, ჩემი სახელი ავიღოთ და შენი გვარი, ხო. ბადრი კოდუა, არა? პირველი ასო იქნება, დაიწყება ბადრიდან და მერე წამოყვება, დაიწყება შენი გვარის ასოები.
ე.კ.: პირველი?
ბ.პ.: `ბკ~, მერე ისა და აი, ამ სიტყვას იტყვის და ეს იქნება იმისთვის, რომ უნდა შეხვდეს და მისცეს, ყველაზე ადვილი არც დაგავიწყდება და არაფერი. ე. ი. `ბკ~ მერე `აო~ და `ვსიო~. აი, ეგ არის ყველაზე ნაღდი, რა... იმიტომ, რომ ყველაზე ნაღდია.
ე.კ.: სიწყნარეა, მაგარი ძალიან.
ბ.პ.: კი.
ე.კ.: დავმშვიდდი, აი, ეს მაკლდა _ სიმშვიდე. მე იმას ჩავიწერ მობილურში, მირჩევნია.
ბ.პ.: აა, ჩაიწერე მაშინ, მოგიტანს ახლა.
ე.კ.: ფურცელზე ახლა იმას ვიზამ, გადავიწერ, მერე რომ გავალ, ჩავიწერ მობილურში.
ბ.პ.: აჰაა...
ე.კ.: იყოს, ფურცელზე დავიწერ და მერე მობილურში ჩავიწერ და რამე სახელს მივაწერ ზევიდან.
ბ.პ.: კი, კი...
ე.კ.: მნიშვნელობა არა აქვს.
ბ.პ.: ეს ის არის, თქვენ რომ აჩვენეთ, გიორგის რომ მესიჯებს სწერდა, თუ ურეკავდა, ანატოლი...
ე.კ.: გვარი...
ბ.პ.: მოტკინი.
ე.კ.: მოტკინი, ნომერი ეხლაც მაგაზეა ჩემი ნომერი, `დაბრონილი~.
ბ.პ.: ჰო.
ე.კ.: მოხსნილი იყო მერე `ბრონი~ და...
ბ.პ.: ის არის, რა ქვია, კრემლის აგენტია. ხოდა, ე. ი. ვალერი რომ იმას ჩამოიტანს, მაგის მერე უკვე რომ მოეწერება იმას ყველაფერს ხელი, შენი კაცი დაუკავშირდება ამას და ჩამოუტანს ამას, ჯერ ჩამოვა ისრაელში.
ე.კ.: ისრაელში ჩამოვა.
ბ.პ.: და დაუკავშირდება და მისცემს, ხო.
ე.კ.: შეხვდება.
ბ.პ.: უკეთესია, თუ, მაგალითად, ჩვენ ისე გვექნება დალაგებული, რომ სადღაც პარასკევს-შაბათს, მერე ახალი წელი მოდის და მე მინდა, რომ ყველაფერი იმით იყოს, რა, ლოგიკურად იყოს და ჩქარა იყოს გაკეთებული. ერთი რამე უნდა იცოდე, რა ე. ი., რაც მე გითხარი, ეს იქნება 200% შესრულებული!
ე.კ.: ჩემგანაც იგივე, პრობლემა არ არის!
ბ.პ.: `ვსიო~, დანარჩენი ე. ი. ამ იმაზე, ანგარიშზე მე 10%-ს დავადებინებ ამის და იქნება კონკრეტულად, მერე ვალერი რომ ჩამოიტანს იმას, იქ იქნება, რა, პირობები რომ, აი, ეს არის შესრულებული. შენ შეგიძლია, რომ უკვე ხარჯო. ეს უკვე ის არის. ე. ი. ამის შემდეგ, ბარემ ბოლომდე გავიაროთ, რა: ამის შემდეგ იანვრის ბოლომდე იქნება დანარჩენი დადებული. მაგაზე გვჭირდება სერიოზული კონტრაქტი.
ე.კ.: ეს ნდობის ფაქტორია.
ბ.პ.: რა თქმა უნდა.
ე.კ.: მეტი არაფერი, რაც უნდა ხელშეკრულება გავაფორმო.
ბ.პ.: არა, არა, მე მხედველობაში რა მაქვს, ეს ყველა ვარიანტში ნდობის ფაქტორია, ყველაფერი.
ე.კ.: კი.
ბ.პ.: საერთოდ, მაგრამ მე რას გეუბნები, მე მინდა, რომ შენ აბსოლუტურად ზუსტად იცოდე, რა, რომ, ახლა, მე არ ვარ ის კაცი, რომელიც ოღონდ რაღაცა გააკეთოს და აჰ! მე მიშა არა ვარ, ხო? მე ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ 15 იანვრამდე. მე ვერაფრის გამკეთებელი ვერ ვარ, ვერც ბანკებში, ვერც იმაში, ვერც ამაში. ვერაფერში, ხო? არაფერი არ იმუშავებს, აქედან გამომდინარე, იმიტომ გავთვალე ახლა, არა? იანვრის ბოლომდე-მეთქი. შენ ეს ყველაფერი გექნება დადებული, მხოლოდ ამას კიდევ დასჭირდება, რაღაცნაირად, კონტრაქტები, მე რომ რაღაცას გაგიკეთებთ, თან კიდევ, ხო, გაგიკეთებთ ისეთნაირად, რომ მე არაფერი კავშირი არ მექნება იმასთან, ისევე როგორც შენ. მე არ მინდა, რომ ვიღაცის ყვერები მქონდეს ხელში. დამთავრებული ამბავია! ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება, რომ იყო ღმერთი, ვიყავით შენ და მე. მე გავაკეთე ჩემი, შენ გააკეთე შენი, კარგად იყავი, ძმაო და ღმერთმა გაგიმარჯოს. აი, ეს არის, რაა!
ე.კ.: ე. ი. ოთხშაბათს მოდის თქვენთან, ხო, ვალერი?
ბ.პ.: ოთხშაბათს მე გამოვიძახებ ვალერის და ჩამოვა.
ე.კ.: ოთხშაბათს მე ე. ი. აეროპორტში უნდა ვიყო?
ბ.პ.: მე არ ვიცი, რომელი რეისით რაღაცეები, მარა შენ გაიგებ მაგას, მაგი არ არის...
ე.კ.: ე. ი. მე გავიგებ, ვალერი ბილეთს რომ აიღებს, მეცოდინება, აეროპორტში წავიდეს, ოღონდ...
ბ.პ.: აჰა...
ე.კ.: მეცოდინება და იქ...
ბ.პ.: აბსოლუტურად, რომ გავა, მაშინ მისცემ, რა.
ე.კ.: ყველას რომ გაივლის.
ბ.პ.: მაინც, იქნება, ისეთნაირად გააკეთო, რა, არავის არ ენდო, რა და არავინ არ იმასა ჰქნა.
ე.კ.: პრობლემა არ არის, მაგაზე მე ვარ...
ბ.პ.: და ისიც, რაღაცეებს რომ ჩამოიტანს, არა, უნდა გამოართვა მანამ, სანამ...
ე.კ.: კი, სანამ გამოივლის.
ბ.პ.: გამოივლის საზღვარს, რა.
ე.კ.: სანამ გამოივლის.
ბ.პ.: ხო.
ე.კ.: მაქამდე ყველაფერს გამოვართმევ.
ბ.პ.: ხო.
ე.კ.: `სამალიოტში~ რომ გამოვართვა, პრობლემა არ არის...
ბ.პ.: ხო, ეგ ყველაზე ნაღდია. ეხლა, კიდევ, ერთი რაღაცა მითხარი, ფულის შეტანის რა საშუალებებია?
ე.კ.: შეტანის?
ბ.პ.: ხო, საქართველოში.
ე.კ.: თბილისში?
ბ.პ.: ხო.
ე.კ.: იქ ცოტა რთული სიტუაციაა ფულის შეტანის, საზღვრიდან შეიძლება.
ბ.პ.: საზღვრებზე ვამბობ, რა.
ე.კ.: გააჩნია.
ბ.პ.: გყავს იქ ხალხი, რომელიც გადმოიტანს?
ე.კ.: გააჩნია, ვინ.
ბ.პ.: გააჩნია ვინ, მე არ ვიცი, ბევრი არ არის საჭირო.
ე.კ.: მე შემიძლია, ვთქვათ, ჩემი მანქანა გადავიდეს და შემოვიდეს. აი, მოდი, ავიღოთ რეალურად, რა.
ბ.პ.: მარა, მაგრამ არ გამოიწვიოს...
ე.კ.: არა, არაფერი.
ბ.პ.: არაფერი?
ე.კ.: არა, აი, სასომხეთში მივდივარ-მოვდივარ ხშირად.
ბ.პ.: ხო, არა?
ე.კ.: ფულის იმაში, ძებნაში რომ იცოდეთ.
ბ.პ.: ხო.
ე.კ.: დავდივართ წინ და უკან.
ბ.პ.: ხოდა, იმასთან ერთად, შეგიძლია ისიც გადმოიტანო, ხო? იმათ ფულთან. მაგათი გადმოგაქვს რამე იქიდან?
ე.კ.: არა.
ბ.პ.: ააა, ნუ სხვა...
ე.კ.: ვეძებ სხვა ფულებს, რაა...
ბ.პ.: გასაგებია. ხოდა, არა, მე რაზე გეუბნები, რომ თუ, მაგალითად, მაგათი რაღაცა იყო...
ე.კ.: არა, მე არა მაქვს პრობლემა, ჩემი მანქანით უშუალოდ.
ბ.პ.: არა, მე რატომ ამ `მელოჩის~ გულისთვის, არ მინდა, რომ არ ჩაიწვე და რაღაცა.
ე.კ.: არაფერი პრობლემა არ არის.
ბ.პ.: მილიონი, ორი მილიონი, სამი მილიონი არ არის პრობლემა. `ხარაშო~, კარგი, იმიტომ, რომ მაგას მე ვალერისთან იმას ვიზამ.
ე.კ.: თურქეთი არა.
ბ.პ.: არც მაწყობს.
ე.კ.: ფოთი არ არის პრობლემა.
ბ.პ.: ფოთი, ხო?
ე.კ.: ფოთი არ არის პრობლემა.
ბ.პ.: აეროპორტები პრობლემაა თუ არა?
ე.კ.: აეროპორტში, აი... ნახეთ, როგორ არის, იცი? ფიზიკურად ბევრია ეს თანხა და ჩემოდნის შემოტანა ესე...
ბ.პ.: უკვე რთულია, ხო? დიდია, რაა!
ე.კ.: ჩემოდანი დიდი `სუმკაა~.
ბ.პ.: კი.
ე.კ.: და იქ კითხვები ჩნდება ბევრი.
ბ.პ.: ხო, რა თქმა უნდა.
ე.კ.: რატომ?
ბ.პ.: ხო, გასაგებია.
ე.კ.: თორემ შემოვიტან, მარა უკვე ეჭვი ჩნდება, რატომ? აი, ამ სიტუაციაში ჩემოდანი შემოვიტანო.
ბ.პ.: გასაგებია.
ე.კ.: კი, ჩავაგდოთ პირდაპირ მანქანაში, ჩემს მანქანაზე მე ვარ პასუხისმგებელი, რომ გადავალ, ვიღაცამ რომ მითხრას, მანდ ვერ შევალ, გადავალ საზღვარზე, წავალ, ერთ 5 კილომეტრს გავივლი და ჩვეულებრივად და, დამხვდება, მივცემ და წამოვალ, პრობლემა არ არის.
ბ.პ.: კარგი, მაშინ მაგასაც მოვიფიქრებ, თუ დამჭირდა, ისე არ შეგაწუხებ.
ე.კ.: წითელი ხიდი და ფოთი, რა.
ბ.პ.: არა, თუ დამჭირდა, ისე არ შეგაწუხებ.
ე.კ.: კი, მაგაზე არ არის პრობლემა.
ბ.პ.: თუ დამჭირდა, ბარემ იმას ვიზამ.
ე.კ.: აეროპორტი ძაან კონტროლდება, რაა.
ბ.პ.: რა ვიცი, მე კაცი...
ე.კ.: ძალიან კონტროლდება. აი, ჩემს ძმას ფული ვერ ჩავურიცხე. ოჯახმა, აი, ვერ გადავურიცხე.
ბ.პ.: ასე კონტროლდება?
ე.კ.: `დაჟე~, ვერც რიცხავ, იქიდან ვერ რიცხავ!
ბ.პ.: მომეცი და გადავურიცხავ, კაცო!
ე.კ.: არა, უკვე ოჯახმა...
ბ.პ.: მიეცი ფული?
ე.კ.: უკვე მივეცი, პრობლემა არ არის.
ბ.პ.: კარგი.
ე.კ.: ჩამოვუტანე, მივეცი, `დაჟე~ ერთი თვე ვიღაცამ აცხოვრა სახლში, რა, თვე რა, არც კი, რა, თვემდე.
ბ.პ.: ამათი დედა მოვტ...ნ!
ე.კ.: დაეხარჯა ფული, ღელავდა.
ბ.პ.: და სულ წაართვეს, ხო?
ე.კ.: არა, რაც ჰქონდა ბიზნესი. აი, რაც მუშაობდა, ყველაფერი აბსოლუტურად კრახში წავიდა, რა. აი, მინიმუმ... აი, ჩინეთიდან ტვირთი შემოჰქონდა, გაუჩერეს ექვსი მანქანა და ექვსი მანქანის დიდი ფული... ახლა ჩინეთი იმაზე იყო, ბიზნესზე და აი, ხომ არაფერი, მაგრამ ცხოვრობდა, რაღაც ჰქონდა, ერთი 2-3 თვე რომ იდგა, დაუშალეს, სულ დაიხა ყველაფერი, მოპარეს და აი, ახლა უკვე მისცეს და იმ ექვსი მანქანიდან მანქანანახევარი გამოვიდა და იმ ხალხის ის იყო, ვიღაცეების იყო, რა, ეს საქონელი, იმათ ფული მისცა, `გდეტა~, მილიონ რაღაცა გადაუხადა, სხვებმაც მისცეს, რომ ჩაიტანეო, აქეთ, რა, რაღაცა ისა, რაც იყიდა, ყველაფერს ბანკმა ყადაღა დაადო. ვალები, ვალები დაედო!
ბ.პ.: არა, რა გაუკეთეს ჩემს იმეებს, ხომ ნახე? ჩემს ბანკს რა გაუკეთეს, პარკი, პარკი როგორ წაიღეს, ტო?!. ეს დეგენერატები არიან, რა, დეგენერატები!
ე.კ.: ექვსსართულიანი შენობა ააშენა, რამდენიმე ასი ათასობით დოლარი დახარჯა, ნუ, აიღო სესხი ბანკიდან, ამას სესხი ბანკიდან... ნუ, ეგეთი კაცია, რა, იღებს ვალს და თბილისში არის ისეთი... რომ კოდუას ფული აქვს ბანკებში...
(ჩანაწერი აქ სრულდება)