სიკეთის კეთება ადამიანის სულიერებისთვის რომ აუცილებელი რამ არის, ამაში ყველა დამეთანხმება, მაგრამ საქველმოქმედო ორგანიზაციის პატარა ასაკში ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა, ცოტა არ იყოს რთულია. ანა გვაზავა, ეს, ის ქართველი გოგონაა, რომელმაც 2009 წელს სწორედ ასეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ დააფუძნა და დღემდე ადამიანებს უამრავ სიკეთეს უკეთებს, მაქსიმალურად ცდილობს ცხოვრება გაუხალისოს და ეს ძალიან კარგად გამოსდის.
– რას ემსახურება ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია და როდის ჩამოყალიბდა?
– საქველმოქმედო ორგანიზაცია „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ ემსახურება ახალგაზრდების გაერთიანებას, მათი მოხალისეობრივი სულისკვეთების ამაღლებას და სიკეთის სამსახურში ჩადგომას. ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენი მოხალისეები ეხმარებიან ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ . ჩვენი ძირითადი ინტერესის სფეროს წარმოადგენს განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანები და მიუსაფარი ბავშვები, თუმცა, ხშირად გვაქვს სხვა სახის პროექტებიც. „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ ჩამოყალიბდა 2009 წელს, როგორც მიზნობრივი საქველმოქმედო ჯგუფი, ხოლო 2013 წელს როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია.
– ასეთი პოზიტიური სახელის იდეა ვის ეკუთვნის?
– სახელი ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, თამუნა გამყრელიძემ გვისახსოვრა, რომელიც წლებია უკვე საფრანგეთში ცხოვრობს . სიკეთისთვის გაერთიანებული ადამიანები, როდესაც ჩვენი პროექტის სახელწოდებას ვარჩევდით და მაშინ თაკოც ძალიან გვეხმარებოდა, სწორედ, მისი იდეა იყო რომ „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ საუკეთესო იყო ჩვენს ვარიატებს შორის. ამ სახელწოდებამ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა დაპოზიტივით აავსო, ამიტომ მთელი ცხოვრება ძალიან მადლიერი ვარ ჩემი თაკოსი
– ანა, არ გაგიჭირდა ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღება?
– ვფიქრობ, ადვილი არაფერი არ არის , მითუმეტეს პატარა ასაკში დიდი პასუხისმგებლობის აღება. თუმცა, 15 წლიდან დამოუკიდებელი ვარ , მადლობა ჩემს მშობლებს ამისთვის ... მთავარია საყვარელი საქმიანობა მაქვს მაქვს და იმაში ვხარჯავ ენერგიას რაც ძალიან მიყვარს. - ეს მაქსიმალურად მიადვილებს ყველაფერს
– ორგანიზაციაში სულ რამდენი წევრია გაერთიანებული და რამე შეზღუდვები თუ გაქვთ ასაკის მხრივ?
– შეზღუდვები არ გვაქვს , თუმცა უმრავლესობა 15 დან 25 წლამდე ასაკის მოხალისეები და წევრები გვყავს , ახლანდელი რაოდენობით 270 ადამიანი ვართ. ოდენობა ყოველდღიურად იზრდება რაც მე ძალიან მახარებს
– როგორ ეხმარებით ადამიანებს?
– ჩვენ დახმარების მხრივაც არ გვაქვს ასაკობრივცი შეზღუდვები, მიუხედავად იმისა რომ პრიორიტეტი პატარების სიცოცხლეა ხშირად გვაქვს ღონისძიებები ხანდაზმული ადამიანებისთვის. ვატარებთ ღონისძიებებს, სხვადასხვა სახის პროექტებს, რომლის მიმდინარეობაშიც გვყავს სპონსორები, თუმცა ძირითადი შემოწირულობა ჩვენი წევრებისა და მოხალისეებისგან გავქვს, ან იმ ერთობლივი პროექტებისგან, რომელსაც ერთად ვახორციელებთ ხოლმე. ასევე ყოველთვიურად გვაქვს საწევრო გადასახადი 4 ლარის ოდენობით, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაგვირიცხოს ანგარიშზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობა მოსწონს.
– რა რჩევებს მისცემ და რას უსურვებ შენს თანატოლებს?
- იპოვნონ საკუთარი თავი და აკეთონ ის საქმე რაც ყველაზე მეტად ახარებს, როდესაც გაანალიზებენ, რომ ადამიანებს ორი ხელი გვაქვს, ერთი იმისთვის რომ საკუთარ თავს დავეხმაროთ ხოლო მეორე იმისთვის, რომ ჩვენს გარშემომყოფებს, ვფიქრობ მიხვდებიან, არაფერია იმაზე დიდი ფუფუნება, როცა გარშემომყოფებს სჭირდები და როცა შენ შეგიძლია შეცვალო მათი ცხოვრება, მათი ბედნიერება გაიზიარო.
ნინო აბრამიშვილი, Mediamall.ge