გამოცემა „ვაშინგტონ პოსტ“-ი ჯექსონ დეილის სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი აშშ-ს პოლიტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი მცირე პოლიტიკურ დარტყმებს განიცდის.
"ობამას ადმინისტრაციამ არაერთხელ გააფრთხილა არალიბერალი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობას აკონტროლებს, არ დაეწყო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. თუმცა, გასულ ორშაბათს ხელისუფლებამ აშკარად პოლიტიკური ბრალდება წაუყენა სააკაშვილსა და მისი პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.
"საქართველოს ჩათვლით ისეთი რეჟიმები, რომლებიც ბევრად არიან დამოკიდებული შეერთებული შტატების სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე, ობამას ადმინისტრაციის აშკარა იგნორირებას ახდენენ." - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ადმინისტრაციის ყველაზე დიდი ნაკლოვანება შესაძლოა, ის არის, რომ მას არ სურს, რეაგირება მოახდინოს მისთვის მიყენებულ წყენაზე.