reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი - სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:41
მედია
მიხეილ სააკაშვილი - სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი
ავტორი:
04 აგვისტო, 2014. 21:31



„ტვ პერვიი კანალ“ (რუსეთი), 3 აგვისტო, 2014 წელი:

 

 

„პოლიტიკოსი, რომელიც თავის თავს პატრიოტს უწოდებდა, უმაღლესი პოსტის დატოვების შემდეგ უცხოეთში გადაბარგდა“, - აღნიშნულია კორესპონდენტ იური ლიპატოვის რეპორტაჟში, რომელიც რუსული ტელევიზიის „პერვიი კანალის“ პროგრამა „ვრემიაში“ გადაიცა.

 

 

„როგორც კი ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები, მას გავლენიანი დამცველები გამოუჩნდნენ, თვითონ კი განაცხადა, „ჩემი დაჭერით საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა გაუარესდებაო“. მიხეილ სააკაშვილის კარიერა კარგად შემუშავებული სცენარით განვითარდა: არჩევნებში გამარჯვება - დასავლეთის დახმარებით, ანტისახელმწიფოებრივ ავანტიურებში მონაწილეობა, რეიტინგის სწრაფი ვარდნა და აი, საბოლოო შედეგიც - საზღვარგარეთ გახიზვნა. იგი თავისი ცხოვრების დიდ დროს აშშ-ში ატარებს.

 

 

მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ჩაჯდება, იგი ქართულ სასამართლოსთან არ ითანამშრომლებს - სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ფესიბუქში კი ასეთი ჩანაწერი გააკეთა: როცა რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის პროკურატურა გამომიძახებს, მე ძალიან შორს ვიქნები და მხოლოდ მაშინ ჩამოვალ, როცა ქართველი ხალხი დამიძახებს“. „ძალიან შორს ვიქნები“ - ეს, რა თქმა უნდა, ამერიკაში ყოფნას ნიშნავს. იგი დარწმუნებულია, რომ ამერიკელები მას არ გასცემენ.

 

 

ნინო ბურჯანაძეს დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრედ, მაგრამ აი, რას ამბობს დღეს იგი იმ ადამიანზე, რომელსაც, როგორც ამტკიცებენ, „ხელში ქართული რევოლუციის მართვის საჭე ეკავა“, ახლა კი უკრაინის ხელისუფლებას ეხმარება იქაური რევოლუციის სამართავად.

 

 

„მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ამორალურია, რომ სააკაშვილი დღეს დემოკრატიის ფლაგმანად გამოდის. ეს საერთოდ აბუჩად აგდებაა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეყრდნობა რა სააკაშვილის ანტირუსულ რიტორიკას, დასავლეთი მხარს უჭერს ისეთ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა დასავლური ფასეულობების ფეხქვეშ გასათელად, რაც კი მსოფლიოში არსებობს - სიტყვის თავისუფლება, ნების თავისუფლად გამოხატვა და ასე შემდეგ. ეს ხომ მხოლოდ პიარია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავის სასარგებლოდ იყენებს. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პიარი, თვითონ კი - რუსეთთან ბრძოლის ფლაგმანი“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

 

 

„მიხეილ სააკაშვილის ვარდი უკვე დაჭკნა. პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ მას ჩადენილი დანაშაულობების „მომაკვდინებელი თაიგული“ წარუდგინეს: მიტინგების სისხლიანი დარბევა, ტელეარხების უკანონოდ დახურვა, პრემიერ-მინისტრის სიკვდილის გარემოებების ფალსიფიცირება, საბიუჯეტო ფულის განიავება...“, - აღნიშნულია რეპორტაჟში.

 

 

ტელესიუჟეტში კომენტარს აკეთებენ ქართველი ექსპერტი პეტრე მამრაძე, რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მუხინი და სხვები. გარდა ამისა, განხილულია აშშ-ის იმ პერიოდის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში და უკრაინაში: გაანალიზებულია ვიქტორ იუშენკოს კურსი, რომელიც შედარებულია მიხეილ სააკაშვილის კურსთან. აღნიშნულია, რომ ერთ დროს აშშ-ის ერთგული ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პოლიტიკაში საერთოდ აღარ ჩანს.

 

 

„ამერიკული პროექტის“ თანახმად, პრეზიდენტად არჩევა მსხვერპლად შეწირვას გულისხმობს, რომლის შემდეგ ძალიან ხშირად ადამიანის პოლიტიკური ინჰალაცია (გაქრობა) ხდება... მე ვფიქრობ, რომ პეტრო პოროშენკოც განწირულია. მისი ბედი არავინ იცის, მკითხავების გარდა.. არის რამდენიმე ვარიანტი: მას ციხეში ჩასვამენ უკრაინის ტერიტორიაზე; მეორე - იგი მოახერხებს გაქცევას საკუთარი ხალხისაგან; მესამე - მას უბრალოდ, კიევში მოკლავენ. ანუ სამივე ვარიანტი საკმაოდ მწუხარეა. თუ პოროშენკო სააკაშვილივით ამერიკაში გაიქცევა, მეეჭვება, რომ იქ იგი კარგი სახელით იცხოვრებს... სწორედ მან ჩაითრია საკუთარი ქვეყანა ძმათამკვლელ სისხლიან ომში“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი ვლადიმერ ევსეევი.

 

 

თუმცა, ეს მხოლოდ საექსპერტო პროგნოზებია. ხომ კარგად ცხოვრობს იგივე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2008 წელს ომი დაიწყო და რომელმაც უამრავი ხალხის სიცოცხლე შეიწირა, მისმა ქვეყანამ კი ტერიტორიები დაკარგა? თან უკრაინელებს დემოკრატიას, თავისუფლებას და მშვიდობის სიყვარულს ასწავლის... ქართველებს კი ყველაზე მეტად ახლა ის აინტერესებთ, როგორ შეიძლება მისი გასამართლება“, - ნათქვამია რეპორტაჟში.

 

 

 

http://www.1tv.ru/news/world/264527

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016