reportiori.ge - თიკა თინიკაშვილი: იანვარში მესამე შვილს ველოდებით...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:21
პრეს-დაიჯესტი
თიკა თინიკაშვილი: იანვარში მესამე შვილს ველოდებით...
ავტორი:
06 აგვისტო, 2014. 13:35


ქალაქის ახალი მერის, დავით ნარმანიას უფლებამოსილება ძალაში რამდენიმე დღის წინ შევიდა. წინასაარჩევნო კამპანიაში მასთან ერთად მისი მეუღლე, თიკა თინიკაშვილიც აქტიურად იყო ჩართული. ქალაქის მერს ორი ვაჟი ჰყავს, 4 წლის და 10 თვის. იანვარში წყვილი მესამე შვილს ელოდება, რომლის სქესიც ჯერ არ იციან. ქალაქის მერი ოჯახთან ერთად თბილისის ცენტრში მდებარე პატარა ბინაში ცხოვრობს. მალე ახალი სახლიც ექნებათ, რომლის აშენებაც ოთხი წლის წინ დაიწყო, თუმცა ახალ სახლში გადასვლას წყვილი ჯერჯერობით არ აპირებს. Ambebi.ge ქალაქის პირველ ლედისთან, თიკა თინიკაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. 


 

- ქალბატონო თიკა, შეეჩვიეთ უკვე თბილისის პირველი ლედის სტატუსს?


- აღსაქმელად და ამის გასაცნობიერებლად დიდი დრო მქონდა. ამიტომ დიდი ეიფორია არ მაქვს. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი დათოს გამარჯვებაში. მასთან ერთად მეც ვიყავი ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. დიდ პასუხისმგებლობას და საზოგადოების  ყურადღებას ვგრძნობ, ჩვენგან დიდი მოლოდინი აქვთ და შევეცდებით ნდობა, რომელიც ხალხმა გამოგვიცხადა, გავამრთლოთ. მაქვს გარკვეული გეგმები და შემოდგომიდან შევუდგები საქმიანობას. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შევხვდი ძუძუს სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და ბავშვებს, სწორედ სოციალური კუთხით ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის წარმართვას. ამ ეტაპზე უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. 


- რა შეიცვალა მისი მერად არჩევის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?


- დათოს მანამდეც რთული განრიგი ჰქონდა, როცა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა, მხოლოდ ტელევიზორით ვხედავდი. საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც დაკავებული იყო, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ საარჩევნო კამპანიაში მეც ვიყავი ჩართული. გვქონდა ურთიერთობა, მოსახლეობას ვხვდებოდით. ინფრასტრუქტურის მინისტრობის პერიოდში რთული გრაფიკი ჰქონდა, ხან სტიქიის და ხანაც სამშენებლო სამუშაოების გამო ხშირად უწევდა გვიან ღამით სახლში დაბრუნება. თავიდან რთული იყო ჩემთვის ამასთან შეგუება, მაგრამ შევეჩვიე. ახლა, რაც მერის უფლებამოსილება ძალაში შევიდა, ისევ ისე გაგრძელდება ყველაფერი, იმის იმედი არ მაქვს, რომ ჩვენთვის მოიცლის, მაგრამ ასეა საჭირო. მე მზად ვარ გვერდით დავუდგე მასაც და ქალაქსაც.


- როგორ აღნიშნეთ ბატონი დავითის მერად არჩევა?


- ისეთი გადატვირთული გრაფიკი გვქონდა, არც გვქონდა ამის აღნიშვნის არც დრო, არც დათოს ეცალა, ამიტომ არ აგვიღნიშნია მისი გამარჯვება. 


- სად გაიცანით თქვენ და ბატონმა დავითმა ერთმანეთი? 


- ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. პროფესიით ეკონომისტი ვარ, დათოს სტუდენტი ვიყავი. დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, 2008 წელს დავქორწინდით. გაიცნო ჩემი მშობლები, მერე გვქონდა ნიშნობა და სვეტიცხოველში დავიწერეთ ჯვარი. ქორწინებიდან მალე წავედით გერმანიაში და ფაქტიურად ევროპული თაფლობის თვე გვქონდა. დათო საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამუშაოდ.


- რომანტიულია ბატონი დავითი?


- თავის დროზე რომანტიული იყო, მაგრამ ახლა სახელმწიფომ ბოლომდე მიიტაცა ჩემი მეუღლე (იცინის). 


- როგორი მამაა, ბავშვების აღზრდაში თუ გეხმარებათ?


- ცდილობს მოიცალოს, მაგრამ რამდენად გამოდის, სხვა საკითხია. ბავშვები ტელევიზორით უფრო ხშირად ხედავენ მამას, ვიდრე რეალურად. ჩვენი 10 თვის ვაჟი, ბანერებზე, პლაკატებზე და ტელევიზორში უყურებს მამას, ცნობს და ძალიან უხარია. როცა დათო სახლში ბრუნდება, უფროსი 

ვაჟის, კოკოს პირველი სიტყვებია, მამა მომენატრე, მიდის და ეფერება. 15 წუთი გრძელდება ეს ურთიერთობა სამწუხაროდ, მეტხანს ვერა. აქედან გამომდინარე რთულია თამაში, აღმზრდელობითი როლის შეთავსება და ა.შ. როცა დრო ჰქონდა, საკმაოდ თბილი და ყურადღებიანი მამა და მეუღლე იყო, უფროს შვილს უკითხავდა წიგნებს, ერთად სეირნობდნენ, ახლა ამის საშუალება ფაქტიურად აღარ აქვს. ბავშვების აღზრდაში ახლა ძირითადად დედა და ჩემი და მეხმარება. აქამდე როგორღაც ვუმკლავდებოდი შვილების აღზრდას. დამხმარე ქალი გვყავს ოჯახში და მერჩივნა ბავშვების აღზრდა საკუთარ თავზე ამეღო. იანვარში მესამე შვილს ველოდებით, რომლის სქესიც ჯერჯერობით არ ვიცი. როცა მესამე ბავშვი დაიბადება, ალბათ, მომიწევს ძიძის აყვანა, რადგან ჩემი გეგმებიც მაქვს. 



წყარო: ambebi.ge



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016