reportiori.ge - რა გეგმებს აწყობენ „ნაციონალები“ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:52
პრეს-დაიჯესტი
რა გეგმებს აწყობენ „ნაციონალები“ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში?
ავტორი:
08 აგვისტო, 2014. 18:35


ბოჭორიშვილის ქუჩა, სააკაძის დაღმართი №10. მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ბიბლიოთეკა, სინამდვილეში - კრაზანების („ნაციონალების") ახალი ბუდე. ეს უბანი დღე და ღამე ძვირადღირებული ავტომობილებითაა გადაჭედილი. არის მისვლა-მოსვლა, ფუთფუთი და რიარია. როგორც ბოჭორიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნანა თომაშვილი ამბობს, მეზობლები უკვე ძალიან ცუდ დღეში არიან, ალბათ, მალე თოხებითა და ფიწლებით გამოვლენ მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკასთან: 


„მოკლედ, ბიბლიოთეკაში დიდი ამბებია, ყოველდღე ტელევიზიები ჰყავთ. გაივლის უზარმაზარი მანქანა, ხან ტელეფონის ხაზებია გაწყვეტილი, ხან გაზის მილია გახეთქილი. შიგნით უცხო პირებს არ უშვებენ, საიდუმლო ბიბლიოთეკაა. ჯაკუზები ტყუილად ხომ არ დააყენეს? თვითონვე გრილდებიან. ანდრო ბარნოვი სულ აქაა, მიშამ ეგ დატოვა უფროსად. სამი დღის წინ მაღალი მანქანით რაღაცები მოათრიეს და გაზის მილი გაგლიჯეს. ქალბატონი გიული ალასანია გადააჯდა ჩვენს ტერიტორიას, გზა ჩაგვიკეტა. უკვე ამოვიდა ყელში, მას შეუძლია, მეორე გზა გაუხსნას ქვემოდან თავისი დებილი შვილის ბიბლიოთეკას. პატრულიც იყო მოსული, გააფრთხილეს, მაგრამ ამათ რამეს გააგებინებ? ველურებივით იქცევიან. 


პატრული რატომ? ადრე შემოიყვანეს მანქანა, ისიც საკმაოდ მაღალი, ვითომ მერხები მოიტანეს, იმან ტელეფონის ხაზები ჩაწყვიტა. კვირას რაღაც ღონისძიება ჰქონდათ, ღამის 12 საათამდე იგრიალეს. ეს ბიბლიოთეკა კი არა, „ნაციონალების" საბუდარია. გახსნის დროს წვიმა ჩამოვიდა და პამპერსები შეტენეს სადღაც ჭერში, ისე შეაჩერეს, დროებით. გვაწუხებენ ძალიან, როცა დიდი მანქანა შემოდის, აუცილებლად რაღაც ზიანდება. უბანი მანქანებით არის სავსე. თუ გიული გზას გახსნის, დავისვენებთ. მიშას ბიბლიოთეკას ქვემოდან აქვს ავტოსადგომი, მაგრამ არ იყენებენ, ზემოდან ურჩევნიათ. ერთი ოჯახია ისე მოქცეული, მანქანით ვერ შედის, ორივე მხრიდან ჩაკეტა გიულიმ. ამას წინათ ბავშვი გაუხდათ ცუდად და სასწრაფომდე ხელით გაიყვანეს, ექიმები სახლამდე ვერ მივიდნენ. ხანძარი რომ გაჩნდეს უბანში, მანქანა ვერ შემოვა. არადა, ის გზა ჩვენი იყო. დავით ზურაბიშვილიც დაგვპირდა წინასაარჩევნოდ, მაგრამ ჯერ არაფერი. მერე, ძალიან სწრაფად შემოდიან უბანში მანქანებით, ბავშვები გვყავს და გვეშინია. მეზობლები ჩივიან ამ ჩაკეტილი გზის გამო, მაგრამ ჩვენი საშველი არ ჩანს". 


მიშას „მეზობლები" აცხადებენ, რომ ეს ბიბლიოთეკა კი არა, მართლა კრაზანების ბუდეა, სადაც "ნაციონალები" მიდი-მოდიან და რაღაც გეგმებს აწყობენ. ქვეყნის სასიკეთოდ რომ არაფერს გააკეთებენ, ცხადია. თუ რომელიმე მეზობელი გაბედავს და რამეს იკითხავს, ვიღაც უცნობი, ანუ უსახური ტიპი გამოდის და ზრდილობიანი ტონით ამბობს: მე არაფერი ვიცი, პასუხს ვერ გაგცემთ, აქ კლიპებს იღებენო. ბოჭორიშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლები მიმართავენ თბილისის ახალ მერს, დავით ნარმანიას: „დედაქალაქის შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა უფლებით კეტავს გზას გიული ალასანია და რა ხდება საერთოდ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში? რატომ იმხობენ თავზე მთელ უბანს „ნაციონალები" ისე, რომ ადამიანები უკვე ბავშვებსაც ვეღარ უშვებენ ქუჩაში სათამაშოდ? სანამ ბოჭორიშვილის ქუჩაზე ტრაგედია არ დატრიალდება, პოლიციამ მანამდე არ უნდა მიიღოს არავითარი ზომები? რასაც გაქსუებული მიხეილ სააკაშვილი აკეთებს ე.წ. ბიბლიოთეკის შირმით, არის თუ არა ეს ადამიანების უფლებების დარღვევა?" ამ კითხვებზე დავით ნარმანიამ უნდა გასცეს პასუხი და მეტიც, იქნებ მიბრძანდეს ბოჭორიშვილის ქუჩაზე და თავად გაარკვიოს, რა უბედურ დღეში არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები? 

 

თუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ისურვებს, ალია" მათაც მოუსმენს. 


კიდევ ერთი ამბავი, როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს ამ დღეებში ურეკში გრანდიოზული სასტუმროს მშენებლობა დაუწყია. ნოემბერში საკონცერტო დარბაზის მშენებლობას დაასრულებს და მერე სტუმრები რომ ჩამოვლენ, მომღერლები, დაბინავებაც ხომ უნდათ? ბიძინა ივანიშვილის მეზობლების თქმით (მოკლედ, ამ მეზობლების შიშით ვეღარც ექსპრემიერს გაუკეთებია რამე), როცა სასტუმროს პროექტს ადგენდა რამდენიმე ხის მოჭრა გამხდარა საჭირო, მაგრამ ივანიშვილს თავი გაუგიჟებია, ამას ვერ ვიზამ, ამხელა ხეებს ვერ მოვჭრიო. ბოლოს იმდენი უქნია, იმდენი უწვალებია არქიტექტორები, მაინც ჩაუსვამს პროექტი ამ ხეებში. აი, რას ამბობს ერთ-ერთი მისი ურეკელი მეზობელი: 


- მაგი ხეების მოჭრის ალერგიულია, ვერ იტანს. 


- ყოჩაღ, ეგრეც ვიცოდი, რომ ხეებს არ მოჭრიდა. ისე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში მაგისმა შვილმა ბერამ რომ მოჭრა ხეები, მაშინ რატომ არ იყო ალერგიული? 


- როგორც აწყობს, ისე აკეთებს, მისი არაა ეს ქვეყანა? 


- როგორ ხასიათზეა? 


- რა ვიცი... პერიოდულად „ციცინათელაში" დადის, საღამოობით. კარგ ხასიათზეა. ეგ „ციცინათელაც" მაგისია, კარუსელები და რაღაცები აქვს მოწყობილი, დასასვენებელი პარკია. მიშამ ხუთჯერ მაინც წაართვა, მაგრამ ბოლოს მაინც დაიბრუნა. 


- და იქ რას აკეთებს, კარუსელებზე კატაობს? 


- საღამოობით „აბირჟავებს". 


- კაი, კაცო, ვისთან აბირჟავებს"? 


- კიი, თავის „სასტავთან" ერთად... პატრული შეაცილებს ხოლმე და როცა მორჩება დაბირჟავებას, მერე ისევ გამოაცილებს. ცოლ-შვილთან ერთად დადის. მანდ ადიკოს ბიჭი ემზარია შეფი, „ციცინათელა" მაგას აბარია. 


- აკი ივანიშვილი ამბობდა, ჩემი ძმისშვილი კაი ბიჭია, მაგრამ იმდენად წაუშტერებს, ვერც ერთი საქმე ვერ ჩავაბარეო? 


- რა ვიცი... ეტყობა, პარკის შეფობას დიდი ტვინი არ სჭირდება. ისე, ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის, ვინც ზღვაზეა ჩამოსული, საღამოს ყველა „ციცინათელაში" შედის. ტურისტებიც არიან საკმაოდ. ივანიშვილს ხან პლაჟზეც ხედავენ ხოლმე. 

 

- საბანაოდ დადის? 


- არა, ისე დასეირნობს ხოლმე, საზაფხულო ფორმით, შორტებით და რამე. ვიღაც თანამდებობის პირებიც ჩამოდიან ხოლმე სტუმრად, ახლა გვარებს ვერ ვიტყვი. ადრე უფრო ხშირად დადიოდნენ, ახლა ცოტა მოუკლეს. ეტყობა, დასვენების სეზონი რომაა, ამიტომ.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016