თბილისის მთავრობა და რაიონების გამგებლები ახალი შემადგენლობით
თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. კანდიდატები თავად დედაქალაქის ახლმა მერმა, დავით ნარმანიამ დაასახელა.
საბურთალოს რაიონის გამგებელი - ბექა მიქაუტაძე
დამთავრებული აქვს ეკონომიკისა და სახელმწიფო მმართველობის ფაკულტეტები. დღემდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად მუშაობდა.
ვაკის გამგებელი - გივი ჭიჭინაძე
წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში. არის ღირსების ორდენის კავალერი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
მთაწმინდის გამგებელი - გელა არჩვაძე
წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის კეთილმოწყობისა და ბინათმესაკუთრეთა მომსახურების სფეროში. არის სპორტსმენი, თამაშობდა თბილისის "დინამოში".
ჩუღურეთის გამგებელი - ზურაბ ჩიკვილაძე
მუშაობდა, როგორც კერძო, ისე საჯარო სტრუქტურებში. 2012 წლიდან დღემდე იყო სამშენებლო კომპანია „გიზინის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
დიდუბის გამგებელი - ირმა ზავრადაშვილი
პროფესიით ექიმი. მას აქვს დიდი გამოცდილება, როგორც საკუთარი პროფესიით მუშაობის, ისე პოლიტიკური საქმიანობის. ქალბატონი ირმა არის არაერთი ნაშრომის ავტორი. მათ შორის აქტიურად მონაწილეობდა თვითმმართველობის პოლიტიკის შემუშავებაში.
ნაძალადევის გამგებელი - ზაზა გაბუნია
2013-2014 წლებში იყო საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. წლების განმავლობაში აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდა. არის რამდენიმე წიგნისა და ათობით საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.
გლდანის გამგებელი - ბესიკ ქარცივაძე
პროფესიით იურისტი. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და წლების განმავლობაში ამავე ასოციაციაში მუშაობდა.
კრწანისის გამგებელი - გიორგი კოპალეიშვილი
პროფესიით ფინანსისტი და ეკონომისტი. განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში. აქვს პროექტების მართვის, საჯარო-კერძო პარტნიორობის, საინვესტიციო და საკონსულტაციო საქმიანობის დიდი გამოცდილება, მუშაობდა არაერთ წარმატებულ კომპანიაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ისნის გამგებელი - ვახტანგ ქიზიყურაშვილი
პროფესიით ენერგეტიკოსი და ეკონომისტი. აქვს თვითმმართველობებში ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
სამგორის გამგებელი - მამუკა ჩოქური
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში.
თბილისის ვიცე-მერი
ალექსანდრე მარგიშვილი
თბილისის მერის მოადგილე - ნინა ხატისკაცი
თბილისის მერის მოადგილე - ალუდა გოგლიჩიძე
თბილისის მერის მოადგილე - გიორგი სოლომონია
თბილისის მერის მოადგილე - გიორგი ხელაია
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჩახავა
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი - ავთანდილ სუდაძე
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი - ბიძინა გიორგობიანი
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - გურანდა რომანაძე
შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - დავით მორალიშვილი
უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი- ვალერი პაპიაშვილი.
ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი ბერეკაშვილი
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - ლევან თევზაია
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი - პაატა ჯაჭვლიანი
გლდანის რაიონის გამგებლი - ბესიკ ქარცივაძე
ნაძალადევის რაიონის გამგებლი - ზაზა გაბუნია
ვაკის რაიონის გამგებელი - გივი ჭიჭინაძე
საბურთალოს რაიონის გამგებელი - ბექა მიქაუტაძე
მთაწმინდის რაიონის გამგებლი - გელა არჩვაძე
კრწანისის რაიონის გამგებელი - გიორგი კოპალეიშვილი
ისნის რაიონის გამგებლი - ვახტანგ ქიზიყურაშვილი
სამგორის რაიონის გამგებლი - მამუკა ჩოქური