რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომის 6 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ მსოფლიო რუკაზე ორი ახალი სახელმწიფო გაჩნდა.
მედვედევის განცხადებას, რუსული სააგენტოები ავრცელებენ.
"დროის გასვლის შემდეგ, ყველა დარწმუნდა, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. მსოფლიო რუკაზე ორი ახალი სახელმწიფო გაჩნდა - სამხრეთ ოსეთი და ამ ომში ჩათრეული აფხაზეთი. ამასთან, ექვსი წლის წინ ჩვენს მიერ ამ სახელმწიფოების ცნობა ჩვენსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გართულების მიზეზი გახდა. მაშინ, მსოფლიო საზოგადოებამ საკუთარ თავში იპოვა საკმარისი სიბრძნე და ძალა, რათა რუსეთისთვის გაეგო, პატივისცემით მოპყრობოდა ჩვენ პოზიციას და შედეგად, უკვე ექვსი წელია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მშვიდობა მეფობს." - წერს დიმიტრი მედვედვი.