საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერის განცხადებით, ქვეყანა ამ ომის შედეგებს დღესაც იმკის და ჭრილობა ჯერ კიდევ მოუშუშებელია.
"მე ქედს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის, გმირი ვაჟკაცების წინაშე.სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ ოჯახებს გვერდში დავუდგეთ. ეს ჩვენიველდებულება და მოვალეობაა. ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გაუაზრებელიპოლიტიკის შედეგად, ამ ომის თავიდან აცილება ვერ შევძელით და მივიღეთ დაკარგულიტერიტორიები: კოდორი, ათეულობით სოფელი შიდა ქართლში, ათეულობით ათასი იძულებითგადაადგილებული პირი, რომლებიც დღესაც საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ამ ომით მძიმედარტყმა მიადგა ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს ჩვენი ჯარისკაცებისთვისძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო.
თეა წულუკიანისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა გამოძიებულიქნას ამ ომის ყველა დეტალი. ეს პირდაპირი მოთხოვნაა ჰააგიდან, წინააღმდეგ შემთხვევაშითავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს. უნდა დაველოდოთ, გამოძიება ჯერ არდასრულებულა. ის, რაც საჯარო ინფორმაცია იქნება, ბუნებრივია, შეიძლება გასაჯაროვდეს დაშეიძლება მოგეწოდოთ თქვენ. რაც საიდუმლო იქნება, ბუნებრივია, არ გასაჯაროვდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.