reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: გიორგი მარგველაშვილი ეშმაკის ადვოკატია და მიხეილ სააკაშვილის დირექტივებს ასრულებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:57
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: გიორგი მარგველაშვილი ეშმაკის ადვოკატია და მიხეილ სააკაშვილის დირექტივებს ასრულებს!
ავტორი:
09 აგვისტო, 2014. 19:45





„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პროკურატურას შორის არსებულ გაურკვევლობაზე საუბრობს. მჟავანაძის შეფასებით მთავარ პროკურატურას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი არ დაურღვევია.

 

- ბატონო ნიკოლოზ, პროკურატურასა და პრეზიდენტს შორის გარვეული გაუგებრობა გამოიწვია მთავარი პროკურატურის განცხადებამ, სდსს-სთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთანდაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე გრიფის მოხსნის შესახებ. თქვენი აზრით რამ გამოიწვია გაურკვევლობა და დაარღვია თუ არა კანონი მთავარმა პროკურატურამ?

პროკურატურამ გააგზავნა წერილები გიორგი მარგველაშვილის სახელზე 12 ივლისსა და 6 აგვისტოს მოთხოვნით, რომ მოხსნოდა „გრიფით საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სამსახურის იმ მასალებს, რომლებშიც გარკვეული დანაშაულებები იკვეთება. აღნიშნულზე პრეზიდენტს რეაგირება არ მოუხდენია! ამის შემდეგ პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ითხოვს აღნიშნულ საქმეზე „გრიფით საიდუმლოს“ მოხსნას. პროკურატურის განცხადებაზე პრეზიდენტს გაუგებარი დამოკიდებულება ჰქონდა. პროკურატურის მხრიდან არავითარი კანონი არ დარღვეულა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში.

 

- რამ გამოიწვია პრეზიდენტის ასეთი დამოკიდებულება?

- მისი ეს განცხადებები მიგვანიშნებს, რომ მას სურს ჩასაფრებული იყოს მთავრობასთან და მუდმივად ოპონირება გაუწიოს . აღნიშნული ქმედებები პრეზიდენტის მხრიდან აზარალებს ქვეყანას.  არ შეიძლება ასე რადიკალურად განწობილი იყოს პრეზიდენტი. მეტიც: ოპოზიციონერი პრეზიდენტი ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია!  პრეზიდენტის ლუსტრაცია უკვე მოხდა და ის დღესდღეობით უკვე „ეშმაკის“ ადვოკატია, რადგან სააკაშვილს იცავს თავისი განცხადებებით. მე მივმართავ მას კითხვით: ბატონო პრეზიდენტო, რამდენად მიჰყიდეთ სული ეშმაკს?! დიახ, არ გამიკვირდება, რომ უახლოეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობის რიგებში ვიხილო ჩვენი პრეზიდენტი! 

 

- ბატონო ნიკოლოზ, რის საფუძველზე ადგენთ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეების გამტარებელია?

მის მიერ გაკეთებული განცხადებები და მისი ვოიაჟები უკრაინასა და ამერიკაში ნათლად მოწმობს , რომ მარგველაშვილი უკვე ასრულებს სააკაშვილის დირექტივებს. დიახ, ამ დირექტივების შედეგია ზუსტად მისი ეს განცხადებები! მას სურს, რომ აღნიშნული განცხადებებით დაასუსტოს მთავრობა. თუ მას ოპოზიციაში სურს ყოფნა, გადადგეს პრეზიდენტობიდან და გადავიდეს ოპოზიციაში. ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მუდმივად ოპოზიციაში იქნება და პრობლემებს შექმნის თავისი განცხადებებით,  ქვეყანას არ წაადგება!

 

- თქვენი აზრით, რა რეაგირება უნდა ჰქონდეს მთავრობას პრეზიდენტის განცხადებაზე?

- მთავრობამ უკვე გააკეთა განსაკუთრებული განცხადება, რომ კანონი არ დარღვეულა პროკურატურის მხრიდან და პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი. მთავრობა მუდმივად დარტყმის ქვეშ არის პრეზიდენტის მხრიდან. საჭიროა უკვე გარკვეული დასკვნების გამოტანა მთავრობის მხრიდან. მარგველაშვილზე ადრეც იყო მოსაზრება, რომ ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.

 

- ანუ ფიქრობთ, რომ ცვლილებებია საჭირო?

- მე ვფიქრობ, თავიდანვე შეცდომა იყო ივანიშვილის მხრიდან მარგველაშვილის კანდიდატურის წამოყენება. მაშინ ბიძინა ივანიშვილს ცოცხი რომ დაედგა და ეთქვა - ხმა მიეცითო, ხალხი მხარს დაუჭერდა. მარგველაშვილის პრეზიდენტად  არჩევა ხალხის მხრიდან  ივანიშვილისადმი პატივისცემის გამო მოხდა.   წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებდა.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016