reportiori.ge - ფსიქიკურად შეშლილი მწერლები, რომლებმაც მსოფლიოს დიდებული იდეები მისცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:40
სხვადასხვა
ფსიქიკურად შეშლილი მწერლები, რომლებმაც მსოფლიოს დიდებული იდეები მისცეს
ავტორი:
10 აგვისტო, 2014. 14:49



ცნობილ მწერლებს შორის ბევრი იყო ისეთი, რომლებსაც ფსიქიკურად არაჯანსაღებად არა მხოლოდ მიიჩნევდნენ, დიაგნოზიც ჰქონდათ დასმული, თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობაში.

 

პაციენტი #1. ედგარ ალან  პო.

 

ამერიკელი მწერალი და პოეტი. დიაგნოზი - სულიერი აშლილობა. სიმპტომები - სიბნელის შიში, გონების დაბინდვა, თვალთვალის მანია, არაადეკვატური საქციელი, ჰალუცინაციები.

უკვე 1830-იანი წლების ბოლოდან ედგარ პო ხშირი დეპრესიით იტანჯებოდა. გარდა ამისა, ალკოჰოლს ეძალებოდა, რაც მის ფსიქიკაზე ცუდად აისახებოდა: მთვრალი ნამდვილ შეშლილს ემსგავსებოდა. ალკოჰოლს მალე ოპიუმიც მიემატა. პოს სულიერი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა მისი ახალგაზრდა ცოლის მძიმე დაავადებამ. მას ცოლად თავისი ბიძაშვილი, 13 წლის ვირჯინია ჰყავდა. ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ, 1842 წელს, ის ტუბერკულოზით დაავადდა და ხუთ წელიწადში გარდაიცვალა. მწერალმა საყვარელი ქალის სიკვდილი ვერ გადაიტანა და ორ წელიწადში გამოეთხოვა ამ ქვეყანას.

 

 

პაციენტი #2. ფრიდრიხ ნიცშე.

გერმანელი ფილოსოფოსი. დიაგნოზი - ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია. სიმპტომები - განდიდების მანია - ავრცელებდა ბარათებს ტექსტით: ''ორ თვეში დედამიწაზე პირველი ადამიანი გავხდები'', მოითხოვდა კედლებიდან სურათების ჩამოხსნას, რამეთუ მისი ბინა იყო ''ტაძარი''; გონების დაბინდვა - ერთხელ ქალაქის მთავარ მოედანზე ცხენს კოცნიდა და ქუჩაში მოძრაობა გააჩერა; ძლიერი თავის ტკივილები, არაადეკვატური საქციელი. ცნობილია, რომ ავადმყოფი თავისი ფეხსაცმლიდან სვამდა თავისივე შარდს, ხშირად უაზროდ ყვიროდა, საავადმყოფოს დარაჯი ბისმარკი ეგონა და ..

ნიცშე სიცოცხლის ბოლო ოცი წელიწადი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახლდათ - თუმცა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგალითად - ''ასე იტყოდა ზარატუსტრა''. 11 წელი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა, შინ მასზე დედა ზრუნავდა. მდგომარეობა სულ უფრო ურთულდებოდა, სიკვდილის წინ კი უმარტივეს ფრაზებსღა ამბობდა.

 

 

პაციენტი #3. ერნესტ ჰემინგუეი.

ამერიკელი მწერალი. დიაგნოზი - მწვავე დეპრესია, გონებრივი აშლილობა. სიმპტომები - მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ, თვალთვალის მანია, ნერვული აშლილობები. 1960 წელს კუბიდან აშშ-ში დაბრუნდა. ტანჯავდა ხშირი დეპრესიები, შიშის გრძნობა. კარგა ხანს წერაც არ შეეძლო და ნებაყოფლობით დაწვა ფსიქიატრიულ კლინიკაში. ელექტროშოკის 20 სეანსი გაუკეთეს, რაზეც წერდა კიდეც. კლინიკიდან დაბრუნებული დარწმუნდა, რომ კვლავ არ შეეძლო წერა და პირველად მაშინ სცადა თვითმკვლელობა. მაშინ ახლობლებმა შეუშალეს ხელი. ცოლის თხოვნით, მკურნალობის კურსი ხელმეორედ გაიარა, მაგრამ იქიდან გამოსულმა მაინც არ გადათქვა თავისი და თავი მოიკლა.

 

მსგავსი დაავადებებით იტანჯებოდნენ ფრანც კაფკა, მას გამოხატული ნევროზი, დეპრესია ჰქონდა. ჯონათან სვიფტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯებოდა და სიცოცხლის ბოლო წლებში ჭკუასუსტი გახდა; ჟან-ჟაკ რუსოს პარანოია ახასიათებდა, ნიკოლაი გოგოლს - შიზოფრენია, პერიოდული ფსიქოზი, ჰალუცინაციები, გი დე მოპასანს კი მთელი ცხოვრება ეშინოდა გაგიჟების. ორჯერ სცადა თავის მოკვლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კლინიკაში მოათავსეს, სადაც აღესრულა კიდეც; ვირჯინია ვულფის დეპრესიული ხასიათის შესახებ კი ყველასთვის ცნობილია.

 

 

 


 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 


წყარო: Reitingi.ge

 






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016