reportiori.ge - საქართველო: მართლმსაჯულება ექს-პრეზიდენტს ეძებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველო: მართლმსაჯულება ექს-პრეზიდენტს ეძებს
ავტორი:
08 აგვისტო, 2014. 23:53

 

 

იუტა ზომერბაუერი, თბილისი-ვენა

 

ამ დღეებში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკასვილი ფეისბუქის მეშვეობით შორიდან ხალისიან მისალმებებს აგზავნის. ერთ-ერთ ფოტოზე იგი აღბეჭდილია მაგიდასთან მჯდარი, მოკლესახელოებიანი მუქ-ლურჯ პერანგში, შავი სათვალეებით ხელში და იღიმება. ექს-პრეზიდენტი თავს საკმაოდ უადარდელად გრძნობს „სადღაც ამერიკაში“. მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც პრესტიჟული ტაფტის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორის თანამდებობა უკავია, ასეთი ფოტოსურათებითა და შეტყობინებებით თავის ქვეყნის მთავრობა, ალბათ, აშკარად გააღიზიანა.

 

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. მიზეზი ცნობილია: ქართული მართლმსაჯულების მიერ წაყენებული ბრალდებით, ექს-პრეზიდენტი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა. გასულ კვირასვე მიხეილ სააკაშვილს კიდევ ახალი დამატებითი ბრალდებები წაუყენეს.

 

დამკვირვებლები ჯერ კიდევ საკმაო ხნის წინათ ამბობდნენ, რომ ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე გადავიდოდა. უკვე დაპატიმრებული და განსჯილია მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველი ვანო მერაბიშვილი და სხვები. დაპატიმრების ორდერები გაცემულია თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე და ყოფილ გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილზე. ორივე ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

 

პროკურატურის გამომძიებლები მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაპარტიელებს ბრალს სდებენ უფლებამოსილებათა გადაჭარბებასა და ძალაუფლების ბოროტად სარგებლობაში, რაც ოპოზიციური მრავალათასიანი მიტინგის სისხლიან დარბევაში, აგრეთვე ტელეარხის უკანონო დახურვაში გამოიხატა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურამ რამდენჯერმე გამოიძახა თბილისში ექს-პრეზიდენტი მოწმის სახით ჩვენების მისაღებად, მაგრამ მან უარი განაცხადა. პოლიტიკოსმა, რომელმაც 9-წლიანი მმართველობის შემდეგ, 2013 წლის არჩევნების საფუძველზე, თანამდებობა გიორგი მარგველაშვილს გადააბარა, ნიუ-იორკში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი დევნა მხოლოდ შურისძიებაა და ის „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

 

სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს პროევროპული მთავრობა უარყოფს ამგვარ საყვედურებს და აცხადებს, რომ არავითარ პოლიტიკურ შურიძიებას ადგილი არ აქვს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააპროტესტა ამერიკულ გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია და პასუხში აღნიშნა, რომ „საქმე ეხება სამართლიანობის აღდგენას“. შეიძლება ითქვას, რომ ექს-პრეზიდენტის საქმის განხილვა ერთგვარი ტესტი იქნება ქართული მართლმსაჯულებისათვის  და მას არასამთავრობო ორგანიზაციები თვალს ყურადღებით მიადევნებენ. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებას“ საკმაოდ რთულ სიტუაციაშია - არჩევნების დროს მან ბევრი ხმები მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ეკონომიკურად დაზარალდნენ და სახელმწიფო მიერ გატარებული პოლიტიკის მსხვეპლნი გახდნენ. ამრიგად, არსებობს მაღალი შანსი იმისა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხს მკაცრად მოსთხოვენ.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა სხვა მხრიდანაც ხორციელდება -  პოლიტიკურ ოპონენტებს არ სძინავთ: ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებში შესაძლოა [ხელისუფლებაში] პრორუსულად განწყობილი ნინო ბურჯანაძე დაბრუნდეს, გარკვეულ წარმატებას მიაღწევს ანტიდასავლური „პატრიოტთა კავშირიც“.

 

საქართველომ ივნისის ბოლოს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, მაგრამ რუსეთთან [პოლიტიკური] ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით - 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოკლევადიანი, მაგრამ ძალიან მტკივნეული ომის შემდეგ ექვსი წელი გავიდა, [ქართულ-რუსულ ურთიერთობებში] კი გამყივარების პერიოდი გრძელდება.

 

რადგან თბილისმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ურთიერთობის რეგულირების მექანიზმს, რუსეთი მას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუქმებით ემუქრება. ეს ძალიან ცუდი ამბავია ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, აგრეთვე ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტიორებისათვის. ევროკავშირთან შეთანხმებით ხელისუფლება ხარობს, მოსახლეობა კი სკეპტიკურადაა განწყობილი. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, მოსახლეობას არ სჯერა, რომ „დასავლეთი საქართველოს უაფრთხოებას დაიცავს და ქართველებს ეკონომიკურ პრობლემებს მოუგვარებს“.

 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ 

 

 

„დი პრესსე“ (ავსტრია), 8 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016